Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0024 464784 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2016:
ბოლო განახლება: 2018-12-16

გამოცხადებულია ექსპერტთა მოწვევა!

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

2016 წელს გათვალისწინებულია დაავადებებისგან/პარაზიტებისგან მცენარეთა დაცვის სფეროში ძირითადი ნორმატიული აქტის, 2000/29/EC დირექტივის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. დირექტივა ადგენს მცენარეთა დაცვის მთავარ პრინციპებს, რაც მდგომარეობს მცენარეების მწარმოებელთა რეგისტრაციაში, სახელმწიფოს მიერ მათი მცენარეების ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ შემოწმებაში და ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გაცემაში (ჯანმრთელი მცენარეებისთვის), დაავადებულ მცენარეთა იზოლირება და მკურნალობასა ან განადგურებაში, იმპორტირებული მცენარეებისატვის პასპორტის მოთხოვნაში და მცენარეების მდგომარეობის შემოწმებაში და სხვა.

ამავე წელს იქნება გადმოტანილი 2004/105/EC დირექტივა, რომელიც ფიტოსანიტარული სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს და 92/90/EEC დირექტივა, რომელიც მცენარეების მწარმოებელთა რეგისტრაციის წესებს ადგენს.

რაც შეეხება მცენარეების კონკრეტულ დაავადებებთან/პარაზიტებთან ბრძოლას, 2016 წელს გადმოტანილი იქნება 2007/33/EC დირექტივა, რომელიც კარტოფილის ცისტისებურ ნემატოდასტან ბრძოლის ღონისძიებებს განსაზღვრავს.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა