გამოცხადებულია ექსპერტთა მოწვევა!
მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება
2018 წელს გათვალისწინებულია 2016 წელს უკვე გადმოტანილი მცენარეთა დაცვის 2000/29/EC ჩარჩო-დირექტივის რამოდენიმე აღმასრულებელი აქტის აპროქსიმაცია, რომლებიც ეხება საბაჟოზე მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმების პროცედურებს და კრიტერიუმებს (98/22/EC დირექტივა და 1756/2004 რეგულაცია); აგრეთვე მცენარეთა დაავადებების თვალსაზრისით დაცული ზონების დაარსებას და მათში მცენარეების გადაადგილების წესებს (92/70/EEC და 93/51/EEC დირექტივები).
მცენარეების კონკრეტულ დაავადებებთან/პარაზიტებთან ბრძოლის ღონისძიებების განმსაზღვრელი აქტების გადმოტანა 2018 წელს გათვალისწინებული არ არის.
2018 წელს დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობაში 544/2011 და 283/2013 რეგულაციების გადმოტანა, რომელიც ადგენს ქვეყანაში შხამქიმიკატების აქტიურ ნივთიერებათა ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემების ჩამონათვალს.
2018 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში ორი ევროპული დირექტივის გადმოტანა, რომელიც ვაზის სანერგე მასალითა (68/193/EEC დირექტივა) და ბოსტნეულის სარგავი მასალით (2008/72/EC დირექტივა) ვაჭრობის წესებს ადგენს. ხოლო ამ დირექტივების ქვენორმატიული აქტების გადმოტანა, რომელიც ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს სარგავი მასალისადმი და მათი კონტოლის წესებს, მხოლოდ 2022 წელს მოხდება.