Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0007 464960 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2022:
ბოლო განახლება: 2018-12-15

2022 წელს მცენარეთა შემდეგი დაავადებების და პარაზიტების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტების გადმოტანა არის დაგეგმილი:

2022 წელს დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობაში 540/2011და 541/2011 რეგულაციების გადმოტანა, რომელიც შხამქიმიკატების ევროკავშირში დაშვებულ აქტიურ ნივთიერებათა ჩამონათვალს შეიცავს.

2022 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში იმ დირექტივების ქვენორმატიული აქტების ნაწილის გადმოტანა, რომელიც 2018-2019 წლებში იქნა მიღებული. კერძოდ, ამ აქტებით დაკონკრეტდება მოთხოვნები ვაზის და ხეხილის სარგავი მასალისადმი (დირექტივები 2004/29/EC და 93/48/EEC) და აგრეთვე ბოსტნეულის სარგავი მასალისადმი (დირექტივა 93/61/EEC). აგრეტვე გადმოტანილი იქნება გადაწყვეტილება 80/755/EEC , რომელიც ადგენს წაუშლელი წარწერების დატანის წესებს მარცვლეულის თესლების შეფუთვაზე.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 2002/757/EC გადაწყვეტილება - მუხის ფიტოფტოროზის წინააღმდეგ მიმართული ზომები
  • 2014/497/EU გადაწყვეტილება - ატმის ბაქტერიული ხმობის წინააღმდეგ მიმართული ზომები
  • 2012/535/EU გადაწყვეტილება - ფიჭვის ნემატოდის წინააღმდეგ მიმართული ზომები
  • 540/2011და 541/2011 -  შხამქიმიკატების დაშვებულ აქტიურ ნივთიერებათა ჩამონათვალი
  • დირექტივა 2004/29/EC  - მოთხოვნები ვაზის სანერგე მასალისადმი;
  • დირექტივები 93/61/EEC (მოთხოვნები  ბოსტნეულის სარგავი მასალისადმი) და 93/62/EEC (ბოსტნეულის სარგავი მასალის კონტროლის წესები)
  • გადაწყვეტილება 80/755/EEC - წარწერები მარცვლეულის თესლების შეფუთვაზე
  • დირექტივა 93/48/EEC  - მოთხოვნები ხეხილის სანერგე მასალისადმი
საქართველოს კანონმდებლობა