Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0028 464992 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2023:
ბოლო განახლება: 2018-12-15

2023 წელს დაგეგმილია მცენარეთა ერთი კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტის გადმოტანა - ეს არის 2004/200/EC გადაწყვეტილება, რომელიც წიწაკის მოზაიკური ვირუსის წინააღმდეგ მიმართული ზომებს ადგენს.

2023 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში იმ დირექტივების ქვენორმატიული აქტების ნაწილის გადმოტანა, რომელიც 2019-2020 წლებში იქნა მიღებული. კერძოდ, ამ აქტებით დადგინდება ხეხილის თესლის მომწოდებელთა ზედამხედველობის წესები და მოთხოვნები ხეხილის ჯიშების სანერგე მასალისადმი (დირექტივები 93/64/EEC და 93/79/EEC), დაკონკრეტდება მოთხოვნები დეკორატიული მცენარეების სანერგე მასალისადმი, მათი ეტიკეტისადმი და ჯიშების ნაირსახეობების შენარჩუნებისადმი (დირექტივები 93/49/EEC, 1999/66/EC და 1999/68/EC), დაწესდება დამატებითი მოთხოვნები და დროებითი წესები ცხოველის საკვები ბალახის და ზეთოვანი და ბოჭკოვანი მცენარეების თესლებისადმი (დირექტივა 2008/124/EC და  გადაწყვეტილებები 2009/109/EC და 2012/340/EU), აგრეთვე გამონაკლისი ბუნებრივ გარემოში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები ბალახის თესლების ნარევისთვის (დირექტივა 2010/60/EU).

2023 წელს სრულდება პესტიციდების/შხამქიმიკატების მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. ამ წელს დაგეგმილია ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი აქტის, 1107/2009  რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც ადგენს შხამქიმიკატების ბაზარზე განთავსების ძირითად პრინციპებს და წესებს. ამ რეგულაციის აღმასრულებელი რეგულაციები საქართველოს კანონმდებლობაში მანამდე, 2018-2022 წლებში უნდა იყოს გადმოტანილი. გარდა ამისა, 2017-2018 წლიდან საქართველოში უნდა ხორციელდებოდეს სასურსათო პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენების სახელმწიფო მონიტორინგი (იხ. სურსათის დაბინძურების რეგულირება).

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 2004/200/EC გადაწყვეტილება - წიწაკის მოზაიკური ვირუსის წინააღმდეგ მიმართული ზომები
  • 1107/2009  რეგულაცია - შხამქიმიკატების ბაზარზე განთავსების წესები
  • დირექტივა 2010/60/EU - გამონაკლისები ცხოველის საკვები ბალახის თესლის რეგულირების წესებიდან (ბუნებრივ გარემოში გამოსაყენებელი თესლების ნარევისთვის)
  • დირექტივები 93/64/EEC და 93/79/EEC - ხეხილის თესლის მომწოდებელთა ზედამხედველობის წესები და მოთხოვნები ხეხილის ჯიშების სანერგე მასალისადმი
  • დირექტივები 93/49/EEC, 1999/66/EC და 1999/68/EC -  მოთხოვნები დეკორატიული მცენარეების სანერგე მასალისადმი, მისი ეტიკეტისადმი და ჯიშების ნაირსახეობების შენარჩუნებისადმი
  • დირექტივა 2008/124/EC - დამატებითი მოთხოვნები ცხოველის საკვები ბალახის და ზეთოვანი და ბოჭკოვანი მცენარეების თესლებისადმი
  • გადაწყვეტილებები 2009/109/EC და 2012/340/EU ცხოველის საკვები ბალახის თესლებით ვაჭრობის სფეროში დროებითი წესების შესახებ
  • 2004/371/EC გადაწყვეტილება - საკვები ბალახის თესლების ნარევების ბაზარზე განთავების თაობაზე
საქართველოს კანონმდებლობა