Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0014 464960 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2023:
ბოლო განახლება: 2021-07-04

2023 წელს გათვალისწინებულია 28/2012 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ადგენს გარკვეული ტიპის შედგენილი პროდუქციის[1] იმპორტის და ტრანზიტის სერტიფიცირების პროცედურებს;

2023 წელს გადმოტანილი იქნება გმო მიკროორგანიზმების გამოყენებისას რისკის შეფასების გაიდლაინები (2000/608/EC გადაწყვეტილება) და აგრეთვე გმ ორგანიზმების ბაზარზე პროდუქტის სახით განთავსების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დამდგენი აქტი (2002/812/EC გადაწყვეტილება).

2023 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი იქნება 84/500/EEC დირექტივა, რომელიც კერამიკის ჭურჭლის, ტარის და სხვა კერამიკურლი მასალის უვნებლობის ნორმებს ადგენს. დირექტივის მიხედვით, კერამიკის გამოყენებისას მთავარი ნივთიერებები, რომელთა სურსათში მოხვედრას უნდა მოვერიდოთ, არის ტყვია და კადმიუმი. დირექტივა ადგენს მათ ზღვულ დასაშვებ დონეებს და განსაზღვრის მეთოდებს.

2023 წელს აგრეთვე გათვალისწინებულია 82/711/EEC დირექტივის გადმოტანა, რომელიც 2022 წელს მიღებული პლასტმასის მასალის უვნებლობის ნორმების გამოცდის წესებს შეიცავს.

2023 წელს დაგეგმილია 2005/34/EC გადაწყვეტილების გადმოტანა, რომელიც ადგენს იმპორტულ სურსათში ფარმაკოლოგიური ნარჩენების ტესტირების სტანდარტულ მეთოდებს

2023 წელს გათვალისწინებულია ქართულ კანონმდებლობაში 96/8/EC დირექტივის დებულებების გადმოტანა, რომელიც წონის დასაკლები სრული ჩანაცვლებითი დიეტისთვის განკუთვნილი პროდუქტების შემადგენლობას არეგულირებს.

2023 წელს გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კიდევ ერთ დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებების აპროქსიმაცია. კერძოდ, ეს არის ღორის ეპიდემიური დიარეა, რეგულცია 750/2014.

ცხოველთა კეთილდღეობის უზუნველმყოფი ევროპული აქტებიდან 2023 წლისთვის მხოლოდ ერთი აქტის გადმოტანა არის გათვალისწინებული, რომელიც კვერცხისმდები ქათმების კეთილდრეობას ეხება. აპროქსიმაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა სხვა აქტი 2022 წელს უნდა იქნეს გადმოტანილი.

2023 წელს დაგეგმილია მცენარეთა ერთი კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტის გადმოტანა - ეს არის 2004/200/EC გადაწყვეტილება, რომელიც წიწაკის მოზაიკური ვირუსის წინააღმდეგ მიმართული ზომებს ადგენს.

2023 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში იმ დირექტივების ქვენორმატიული აქტების ნაწილის გადმოტანა, რომელიც 2019-2020 წლებში იქნა მიღებული. კერძოდ, ამ აქტებით დადგინდება ხეხილის თესლის მომწოდებელთა ზედამხედველობის წესები და მოთხოვნები ხეხილის ჯიშების სანერგე მასალისადმი (დირექტივები 93/64/EEC და 93/79/EEC), დაკონკრეტდება მოთხოვნები დეკორატიული მცენარეების სანერგე მასალისადმი, მათი ეტიკეტისადმი და ჯიშების ნაირსახეობების შენარჩუნებისადმი (დირექტივები 93/49/EEC, 1999/66/EC და 1999/68/EC), დაწესდება დამატებითი მოთხოვნები და დროებითი წესები საფურაჟე კულურების და ზეთოვანი და ბოჭკოვანი მცენარეების თესლებისადმი (დირექტივა 2008/124/EC და  გადაწყვეტილებები 2009/109/EC და 2012/340/EU), აგრეთვე გამონაკლისი ბუნებრივ გარემოში გამოსაყენებელი საფურაჟე თესლების ნარევისთვის (დირექტივა 2010/60/EU).

2023 წელს სრულდება პესტიციდების/შხამქიმიკატების მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. ამ წელს დაგეგმილია ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი აქტის, 1107/2009  რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც ადგენს შხამქიმიკატების ბაზარზე განთავსების ძირითად პრინციპებს და წესებს. ამ რეგულაციის აღმასრულებელი რეგულაციები საქართველოს კანონმდებლობაში მანამდე, 2018-2022 წლებში უნდა იყოს გადმოტანილი. გარდა ამისა, 2017-2018 წლიდან საქართველოში უნდა ხორციელდებოდეს სასურსათო პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენების სახელმწიფო მონიტორინგი.

-------------------

[1] იგულისხმება სურსათი, რომელიც შედგება როგორც მცენარეული , ასევე ცხოველური წარმოსობის ინგრედიენტებისგან.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

ზოგადი პრინციპები და სახელმწიფო კონტროლი

სურსათის წარმოების და ბაზარზე განთავსების ზოგადი წესები

სურსათის უვნებლობის ნორმები

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სიჯანსაღე

სასოფლო-სამეურნეო მცენარეების სიჯანსაღე

საქართველოს კანონმდებლობა