Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0006 464784 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



გარემოს დაცვა
ბოლო განახლება: 2021-07-04

მიმდინარეობს შესრულების შეფასება

ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გადმოტანილი იქნას ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი გარემოსდაცვითი აქტი. ესენი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • გარემოსდაცვითი მმართველობა:
    • ყველა სფეროში გადაწყვეტილებათა მიღება გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე;
    • გარემოსდაცვითი ინფორმაციის ღიაობა და ხელმისაწვდომობა;
    • საზოგადოების ჩართულობა გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში;
    • პასუხისმგებლობა გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის.
  • ჰაერის ხარისხის დაცვა;
  • წყლის ხარისხის და საზღვაო გარემოს დაცვა;
  • ნარჩენების მართვა;
  • ცოცხალი ბუნების დაცვა;
  • სამრეწველო საფრთხეების მართვა;
  • ქიმიკატების მართვა;
  • კლიმატის დაცვა.

საბოლოოდ, გათვალისწინებულია ევროკავშირის 22 გარემოსდაცვითი დირექტივისა და 4 რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში. 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

გარემოსდაცვითი მმართველობა

  • 2011/92/EU დირექტივა - პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასება (მუხლები 2,3,4,5,6,7,9,11);
  • 2001/42/EC დირექტივა  - გეგმების და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასება (მუხლები 3,6,7);
  • 2003/4/EC დირექტივა - გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მუხლები 3,4,6,7);
  • 2003/35/EC დირექტივა - საზოგადოების მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში (მუხლები 2(2), 3(7) და 4(4));
  • 2004/35/EC დირექტივა - პასუხისმგებლობა გარემოსათვის მიყენებულ ზიანზე (მუხლები 3(1)(a), 5.6.7.8.9.10.11.12.13. დანართები II, III).

ჰაერის ხარისხი

  • 2008/50/EC დირექტივა - ატმოსფერული ჰაერის ხარისხი (მუხლები 4,5,6,9,23,24,26);
  • 2004/107/EC დირექტივა - დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში (მუხლები 3,4);
  • 1999/32/EC დირექტივა - გოგირდის შემცველობა თხევად საწვავში (მუხლები 3(1), 4(1), 4a, 4b და 6);
  • 94/63/EC დირექტივა - ბენზინიდან აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების კონტროლი  (მუხლები 2,3,4,5,6 და დანართი III);
  • 2004/42/EC დირექტივა - ორგანული გამხსნელებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების კონტროლი (მუხლები 3,4 და დანართი II);

წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა

ნარჩენების მართვა

  • 2008/98/EC დირექტივა - ნარჩენების მართვის ჩარჩო-დირექტივა (მუხლი 14, თავი IV და V, 29(4) მუხლის გარდა);
  • 1999/31/EC დირექტივა - ნაგავსაყრელების მართვა (მუხლები 4,5,6,7,10,11,12,13,14, გარდა იმ ნაწილებისა, რომელიც ეხება 8(a)(iv) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს);
  • 2006/21/EC დირექტივა - მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების მართვა (მუხლები 4,7,9,10,12,17,20, დანართი III, პირველი პუნქტი) ;

ბუნების დაცვა

  • 2009/147/EC დირექტივა - გარეული ფრინველების დაცვა (მუხლები 4(1),4(2),5,6,7,8,9(1),9(2)) ;
  • 92/43/EC დირექტივა - ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვა (მუხლები 4,6,11,12,22(c)) .

სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები

  • 2010/75/EU დირექტივა - სამრეწველო ემისიების პრევენცია და კონტროლი (მუხლები 4-6,8,12,14(1)(d),14 (3-6),15(2-4),17(2),21,23(1),24,30,32,72(3),72(4), თავი III, დანართები IV, V);
  • 96/82/EC დირექტივა - სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული ავარიები (მუხლები 13-14);

ქიმიური ნივთიერებების მართვა

  • 689/2008 რეგულაცია - სახიფათო ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის რეგულირება (მუხლები 7, 8, 10, 12, 13, 16,17).
  • 1272/2008 რეგულაცია - ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაცია, ეტიკეტირება და შეფუთვა (მუხლები 4,43).

კლიმატის დაცვა

  • 842/2006 რეგულაცია - სათბურის გაზების რეგულირება (მუხლები 5, 6 და 13);
  • 1005/2009 რეგულაცია - ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების რეგულირება (მუხლები 4,5,11,22,23,27, III და IV თავი).
საქართველოს კანონმდებლობა