Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0009 464960 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2017:
ბოლო განახლება: 2021-07-04

გამოცხადებულია ექსპერტთა მოწვევა!

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

2017 წლის 1 სექტემბრისთვის საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი

  • კონკრეტული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2011/92/EU დირექტივის შესრულება. კერძოდ:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ები)ს განსაზღვრა (მუხლები 2 და 3)
    • მოთხოვნების ჩამოყალიბება, რომლითაც  დირექტივის  I დანართის პროექტები დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) და პროცედურების შემუშავებას, რათა გადაწყდეს, დირექტივის II დანართის რომელი პროექტები საჭიროებს გზშ-ს (მუხლი 4). 
    • იმ ინფორმაციის შემადგენლობის განსაზღვრა, რომლის წარმოდგენაც მოეთხოვება დეველოპერს (მუხლი 5);
    • გარემოს დაცვის უწყებასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცედურების განსაზღვრა (მუხლი 6);
    • ინფორმაციის გაცვლისა  და კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან, რომელთა გარემოზეც პროექტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს  (მუხლი 7);
    • განვითარების ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების შედეგების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებისათვის სათანადო ზომების მიღება (მუხლი 9);
    • ადმინისტრაციულ და სამართლებრივ დონეზე ეფექტიანი, ხელმისაწვდომი და დროული განხილვის პროცედურების დანერგვა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები (მუხლი 11).
  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ები)ს განსაზღვრა შემდეგი დირექტივების განხორციელებისთვის:
  • გარეულ ფრინველთა დაცვის 2009/147/EC დირექტივის შესრულებისთვის:
    • ფრინველთა იმ სახეობების შეფასება, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციის განსაკუთრებულ ზომებს, ასევე ფრინველთა რეგულარულად მიგრირებადი სახეობების  შეფასება.
  • ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვის 92/43/EC დირექტივის შესრულებისთვის:
    • განათლების ხელშეწყობისა და საზოგადოების ზოგადი ინფორმირების უზრუნველსაყოფად მექანიზმის ჩამოყალიბება (მუხლი 22(c))
ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის ბოლო ვერსიის ბოლო კოდიფიცირებაზე

გარემოსდაცვითი მმართველობა

  • 2011/92/EU დირექტივა - პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასება (მუხლები 2,3,4,5,6,7,9,11);
  • 2001/42/EC დირექტივა  - გეგმების და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
  • 2003/35/EC დირექტივა - საზოგადოების მონაწილეობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში;
  • 2004/35/EC დირექტივა - პასუხისმგებლობა გარემოსათვის მიყენებულ ზიანზე.

წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა

ნარჩენების მართვა

ბუნების დაცვა

საქართველოს კანონმდებლობა