Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0028 465200 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2017:
ბოლო განახლება: 2019-09-27

ასოცირების შეთანხმების მიხედვით, 2017 წლის სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობა მიახლოებული უნდა უნდა ყოფილიყო ევროკავშირის 608/2013 რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას საბაჟოზე.

ამ მიზნით 2017 წელს განხორციელდა ცვლილებები ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ თითქმის ყველა კანონში. კერძოდ:

ცვლილებათა პაკეტი მოიცავდა აგრეთვე ცვლილებებს „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს კანონში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“და „საქართველოს კანონში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“.

ახალი კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ მოიცავს არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნებს, არამედ ინტელექტუალური საკუთრების ყველა ფორმას, რომელიც მესაკუთრეს შეუძლია დაარეგისტრიროს საბაჟოს სპეციალურ რეესტრში და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შეჩერება. ასეთ საქონელს საბაჟო 10 სამუშაო დღით გააჩერებს და აცნობებს მის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების მეპატრონეს. თუ საქონელი კონტრაფაქტურა აღმოჩნდება, ის ნადგურდება. საბაჟოს აგრეთვე უფლება აქვს 3 დღით შეაჩეროს ისეთი საქონელიც, რომელზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება საბაჟოში რეგისტრირებული არ არის, თუმცა საბაჟოს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ეს საქონელი კონტრაფაქტურაა (ex-officio პრინციპი). სამწიხაროდ ინფორმაცია საქართველოს საბაჟოზე დაკავებული და განადგურებული კონტრაფაქტურის რაოდენობის ან სიხშირის თაობაზე ხელმისაწვდომი არ არის.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 608/2013, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (გარდა 26-ე მუხლისა).
საქართველოს კანონმდებლობა