Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0018 465184 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ასოცირების შეთანხმების წინაპირობები
 
ბოლო განახლება: 2021-03-03

2008 წელს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, ევროკომისიამ საქართველოში გამოგზავნა საგანგებო მისია, რომელსაც უნდა შეეფასებინა საქართველოს მზადყოფნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისათვის მოლაპარაკებათა დასაწყებად და მიეწოდებინა მთავრობისათვის რეკომენდაციები ამ მზადყოფნის გასაუმჯობესებლად(1). ამ მისიის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას 2009 წლის მარტში წარედგინა(2). ეს რეკომენდაციები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გარკვეულ პერიოდში ხელმისაწვდომი იყო ამ რეკომენდაციების პასუხად საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ე.წ. „DCFTA მზადყოფნის მატრიცა“, სადაც მითითებულია როგორც თავად რეკომენდაციები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მათ გასათვალისწინებლად.

ევროკავშირის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ოთხ საკითხს: სურსათის უვნებლობა, სამრეწველო პროდუქციის უსაფრთხოება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და კონკურენციის დაცვა. ამ სფეროებში რეფორმების გეგმის შემუშავება და ამ რეფორმების დაწყების დემონსტრირება ფაქტიურად მოლაპარაკებათა წინაპირობად განიხილებოდა. შესაბამისად, უკვე 2009 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ დაიწყო მუშაობა შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაზე(3).

2010 წლის ბოლოსთვის მთავრობამ დაამტკიცა ოთხი დოკუმენტი:

იმავე წლიდან დაიწყო ამ დოკუმენტების შესრულება და ამ ფონზე წარიმართა მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების თაობაზე.

--------------------------------------

 

 

1. იხ. Progress Report Georgia, Commission Staff Working Document SEC(2009)513, accompaning the Communication from the Commission to the European Parliament and the Council Implementation of the European Neighbourhood Policy in 2008 (COM (2009)188), Chapter 4: Trade and trade related issues, Market and Regulatory Reform.

2. იხ. Implementation of the European Neighbourhood Policy in 2009, Progress Report Georgia, Commission Staff Working Document SEC(2010)518, accompaning the Communication from the Commission to the European Parliament and the Council Taking stock of the European Neigbourhood Policy (COM (2010)207), Chapter 4: Trade and trade related issues, Market and Regulatory Reform.

3. იხ. Eastern Partnerhip and Socio-Economic Policy of Georgia, 2011, CIESR, CEPR, OSGF.