Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0037 464736 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2022:
ბოლო განახლება: 2021-07-04

2022 წელს დაგეგმილია 10/2011 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ადგენს სხვადასხვა ტიპის პლასტმასების გამოყენების წესებს სურსათთან შეხებაში მყოფ მასალებში. რეგულაცია შეიცავს ნივთიერებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გამოყენება დაიშვება სურსათთან შეხებაში მყოფი მასალების დასამზადებლად. რეგულაცია აგრეთვე ადგენს შესაძლო მავნე ნივთიერებებს (მონომერებს), რომელიც შეიძლება სურსათში პლასტმასის მასალიდან გადავიდეს და მათ ზღვრულად დასაშვებ ოდენობებს. თუმცა ამ პარამეტრების შემოწმების მეთოდების დამდგენი დირექტივების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში მხოლოდ 2023-2024 წლებშია გათვალისწინებული.

2022 წელს გათვალისწინებულია სურსათის კვებითი დანამატების, როგორც ცალკე პროდუქტის (ინგლისურად Food supplements) მარეგულირებელი 2002/46/EC დირექტივის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. დირექტივა ადგენს ვიტამინების და მინერალების, აგრეთვე სხვა ნუტრიენტების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება შედიოდეს ამ პროდუქტებში.

2022 წელს გათვალისწინებულია მინერალური წყლების ხარისხის და სისუფთავის განმსაზღვრელი ევროპული აქტების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში (2003/40/EC და 2009/54/EC დირექტივა).

2022 წელს გათვალისწინებულია გმ მიკროორგანიზმების უსაფრთხო გამოყენების წესების განმსაზღვრელი  2009/41/EC დირექტივის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.

სასურსათო ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის თითქმის მთელი ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში 2022 წელს არის გათვალისწინებული. ეს მოიცავს როგორც ზოგადი წესების დამდგენი 98/58/EC დირექტივის გადმოტანა, ასევე რეგულაციებს, რომელიც ადგენს ცხოველების კეთილდღეობის მოთხოვნებს ტრანსპორტირებისა და დაკვლისას (1/2005 რეგულაცია და 1099/2009 რეგულაცია). გათვალისწინებულია აგრეთვე იმ აქტების გადმოტანა, რომელიც ცხოველთა/ფრინველთა ცალკეული ტიპების დაცვას ეხება. ესენია: სახორცე ხბოები (2008/119/EC დირექტივა), ღორები (2008/120/EC დირექტივა) და სახორცე ქათმები (2007/43/EC დირექტივა). მხოლოდ კვერცხისმდები ქათმების კეთილდღეობის წესების (1999/74/EC დირექტივა) გადმოტანა მოხდება 2023 წელს.

2022 წელს მცენარეთა შემდეგი დაავადებების და პარაზიტების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტების გადმოტანა არის დაგეგმილი:

2022 წელს დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობაში 540/2011და 541/2011 რეგულაციების გადმოტანა, რომელიც შხამქიმიკატების ევროკავშირში დაშვებულ აქტიურ ნივთიერებათა ჩამონათვალს შეიცავს.

2022 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში იმ დირექტივების ქვენორმატიული აქტების ნაწილის გადმოტანა, რომელიც 2018-2019 წლებში იქნა მიღებული. კერძოდ, ამ აქტებით დაკონკრეტდება მოთხოვნები ვაზის და ხეხილის სარგავი მასალისადმი (დირექტივები 2004/29/EC და 93/48/EEC) და აგრეთვე ბოსტნეულის სარგავი მასალისადმი (დირექტივა 93/61/EEC). აგრეთვე გადმოტანილი იქნება გადაწყვეტილება 80/755/EEC , რომელიც ადგენს წაუშლელი წარწერების დატანის წესებს მარცვლეულის თესლების შეფუთვაზე.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

ზოგადი პრინციპები და სახელმწიფო კონტროლი

სურსათის წარმოების და ბაზარზე განთავსების ზოგადი წესები

სურსათის უვნებლობის ნორმები

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სიჯანსაღე

სასოფლო-სამეურნეო მცენარეების სიჯანსაღე

საქართველოს კანონმდებლობა