Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0009 464704 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2019:
ბოლო განახლება: 2021-07-04

მიმდინარეობს შესრულების შეფასება

2019 წელს გათვალისწინებულია:

  • ბენზინის შენახვისა და გაყიდვის შედეგად აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების მაკონტროლებელი 94/63/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ტერმინალებისა და ავტოგასამართი სადგურების საცავებიდან და ტერმინალებზე მოძრავი კონტეინერების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის დროს ბენზინის დაღვრის შესამცირებლად ტექნიკური ზომების დაწესება (მუხლი 3, 4 და 6, დანართი III).
  • ორგანული გამხსნელებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების კონტროლის 2004/42/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა.
  • წყლის პოლიტიკის 2000/60/EC ჩარჩო-დირექტივის, შესრულების მიზნით:
    • მდინარის აუზის უბნების მახასიათებლების ანალიზი (მუხლი 5);
  • წყალდიდობის რისკების მართვის 2007/60/EC დირექტივის  შესრულების მიზნით:
    • წყალდიდობების შესახებ წინასწარი შეფასების გაკეთება (მუხლები 4 და 5)
  • სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისგან წყლების დაცვის 91/676/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • მონიტორინგის პროგრამების შექმნა ზედაპირული წყლებისთვის (მუხლი 6);
    • დაბინძურებული ზედაპირული წყლების ან რისკის ქვეშ მყოფი ზედაპირული წყლების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა (მუხლი 3)
  • საზღვაო გარემოს დაცვის 2008/56/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ზღვის წყლების წინასწარი შეფასება, კარგი გარემოს სტატუსის განსაზღვრა და გარემოს დაცვითი მიზნებისა და ინდიკატორების ჩამოყალიბება (მუხლი 5 და მუხლები 8-10)
  • ნარჩენების მართვის ზოგადი 2008/98/EC დირექტივის,  შესრულების მიზნით:
    • სანებართვო სისტემის შექმნა ისეთი ობიექტებისათვის, რომლებიც ეწევიან ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ოპერაციებს და იღებენ სპეციალურ ვალდებულებებს სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით (თავი IV).
  • ნაგავსაყრელების მართვის 1999/31/EC  დირექტივის  შესრულების მიზნით:
    • ნაგავსაყრელების  კლასიფიკაცია (მუხლი 4);
    • ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მიღების პროცედურების, განაცხადის შეტანისა  და სანებართვო  სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 5-7, 11, 12 და 14, გარდა მუხლის 7 (i) იმ ნაწილისა, რომელიც შეეხება 8 (a) (iv) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს).
  • მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების მართვის 2006/21/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ოპერატორების მიერ ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა; ნარჩენების გადამამუშავებელი  საწარმოების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია  (მუხლები 4 და 9 და დანართი III, პირველი პუნქტი).
  • გარეულ ფრინველთა დაცვის 2009/147/EC დირექტივის შესრულებისთვის:
    • ფრინველთა სახეობებისათვის დაცვის სპეციალური არეალების განსაზღვრა და დაწესება (მუხლი 4(1));
    • რეგულარულად მიგრირებადი სახეობების დაცვის მიზნით კონსერვაციის სპეციალური ზომების მიღება (მუხლი 4(2)).
    • დაცვის ზოგადი სისტემის შექმნა  გარეულ ფრინველთა ყველა სახეობისთვის, რომელთაგანაც სანადირო ფრინველები სპეციალურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება  და დატყვევების/მოკვლის გარკვეული ხერხების აკრძალვა (მუხლები 5, 6, 7 და 8 და მუხლი 9(1) და 9(2)). (გარდა ნახევრად ავტომატური და ავტომატური იარაღის აკრძალვისა, რომლის მჭიდიც ტყვიების ორ ხვიაზე მეტს იტევს)
  • ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვის 92/43/EC დირექტივის შესრულებისთვის:
    • ზურმუხტის ქსელის  ტერიტორიების კონსერვაციისათვის საჭირო ზომების შემუშავება (მუხლი 6)
  • სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული ინდუსტრიული ავარიების კონტროლის 2012/18/EU დირექტივის შესასრულებლად:
    • ობიექტების შესახებ ინფორმაციის  შენახვისა და  დიდ ავარიებზე მოხსენების წარდგენის ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბება (მუხლები 14-15, 16-17);
  • სახიფათო ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის მარეგულირებელი 649/2012 რეგულაციის გადმოტანა. კერძოდ:
    • ექსპორტის შესახებ შეტყობინების პროცედურის განხორციელება (მუხლი 8.);
    • პროცედურების დანერგვა სხვა ქვეყნებიდან მიღებულ ექსპორტთან დაკავშირებული შეტყობინებების მართვის მიზნით (მუხლი 9);
    • პროცედურების დაწესება საბოლოო მარეგულირებელი ქმედების შესახებ შეტყობინებების შემუშავებისა და დაგზავნისათვის (მუხლი 11);
    • იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისა და გაგზავნის  პროცედურების დაწესება (მუხლი 13);
    • „წინასწარი ინფორმირებული თანხმობის, PIC (Prior Informed Consent) პროცედურების განხორციელება ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების, კერძოდ როტერდამის კონვენციის III დანართში ჩამოთვლილი ნივთიერებების ექსპორტის მიზნით (მუხლი 14);
    • ექსპორტისათვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირებისა და შეფუთვის მოთხოვნების შესრულება (მუხლი 17);
    • ეროვნული ორგანოს განსაზღვრა, რომლებიც გააკონტროლებენ ქიმიური ნივთიერებების იმპორტს და ექსპორტს (მუხლი 18)
  • ზოგიერთი ფტორირებული სათბურის აირის რეგულირების მიზნით (517/2014 რეგულაცია) ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
  • ოზონდამშლელი ნივთიერებების კონტროლისთვის (1005/2009  რეგულაცია):
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა
    • კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოებაზე აკრძალვის დაწესება, გარდა სპეციფიკური მოხმარების შემთხვევებისა (მუხლი 4);1
    • კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოების, ბაზარზე გატანისა და მათი გამოყენების პირობების განსაზღვრა, ამგვარი ნივთიერებების, როგორც ნედლეულის, პროცესის აგენტების, მხოლოდ ლაბორატორული და ანალიტიკური დანიშნულებით და ფრეონის აუცილებელი საჭიროებისას გამორჩეული გამოყენებისთვის (III თავი). მეთილბრომიდის გამოყენება დაშვებული იქნება მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში და საქართველოში კარანტინისა და  საქონლის გადაზიდვის წინა დამუშავებისათვის.
    • განსაკუთრებული გამოყენებისთვის განკუთვნილი კონტროლირებადი ნივთიერებების იმპორტისა და ექპორტის ლიცენზირების სისტემის (IV თავი) და მეწარმეთა მიერ ანგარიშგების ვალდებულების ჩამოყალიბება (მუხლი 27)
    • გამოყენებული კონტროლირებადი ნივთიერებების ამოღების, გადამუშავების, აღდგენისა და განადგურების შესახებ ვალდებულებების დადგენა (მუხლი 22).

 

 


1 ასოცირების შეთანხმების XXVII დანართის მიხედვით, მაცივარაგენტებად ჰიდროქლორფტორნახშირბადების (HCFCs) გამოყენება საქართველოში 2013 წლიდან ეტაპობრივად შემცირდება შემდეგი სქემით:

  • 2015 წელს ის უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 90%-სა;
  • 2020 წელს - არა უმეტეს 65%-სა;
  • 2025 წელს - არა უმეტეს 32,5%-სა.
  • 2030 წელს - არა უმეტეს 2,5%-სა.
  • 2040 წელს - მოხმარება მთლიანად უნდა შეწყდეს.
ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის ბოლო ვერსიის ბოლო კოდიფიცირებაზე

ჰაერის ხარისხი

  • 94/63/EC დირექტივა - ბენზინიდან აქროლადი ორგანული ნაერთის (VOC) გაფრქვევების კონტროლი  (მუხლები 3,4,6 და დანართი III);
  • 2004/42/EC დირექტივა - ორგანული გამხსნელებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების კონტროლი;

წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა

ნარჩენების მართვა

  • 2008/98/EC დირექტივა - ნარჩენების მართვის ჩარჩო-დირექტივა (თავი IV);
  • 1999/31/EC  დირექტივა - ნაგავსაყრელების მართვა (მუხლები 4,7,11, გარდა იმ ნაწილებისა, რომელიც ეხება 8(a)(iv) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს);
  • 2006/21/EC დირექტივა - მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების მართვა (მუხლები 4,9, დანართი III, პირველი პუნქტი);

ბუნების დაცვა

  • 2009/147/EC დირექტივა - გარეული ფრინველების დაცვა (მუხლები 4(1),4(2),5,6,7,8,9(1),9(2)) ;
  • 92/43/EC დირექტივა - ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვა (მუხლი 6) .

სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები

  • 2012/18/EU დირექტივა - სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული ავარიები (მუხლები 14-15, 16-17);

ქიმიური ნივთიერებების მართვა

  • 649/2012 რეგულაცია - სახიფათო ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის რეგულირება (მუხლები 8,9,11,13,14,16,17,18).

კლიმატის დაცვა

  • 517/2014 რეგულაცია - სათბურის გაზების რეგულირება (მუხლები 10,19,20,25);
  • 1005/2009  რეგულაცია - ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების რეგულირება (მუხლები 4,22,27, III და IV თავი).
საქართველოს კანონმდებლობა