Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0009 464528 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2020:
ბოლო განახლება: 2021-07-04

მიმდინარეობს შესრულების შეფასება

2020 წელს გათვალისწინებულია:

  • ევროპაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 2008/50/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ზონებისა და აგლომერაციების დადგენა და კლასიფიცირება (მუხლი 4);
    • ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების რეჟიმის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით (მუხლები 5, 6 და 9);
    • საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება  (მუხლი 26, გარდა მუხლი 26(1)(დ)-სა);
  • წყლის პოლიტიკის 2000/60/EC ჩარჩო-დირექტივის, შესრულების მიზნით:
    • ზედაპირული წყლების ხარისხის მონიტორინგის პროგრამების ჩამოყალიბება (მუხლი 8);
  • ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის უზრუნველმყოფი 91/271/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ურბანული ჩამდინარე  წყლის შეგროვებისა და გაწმენდის მდგომარეობის შეფასება;
  • ნარჩენების მართვის ზოგადი 2008/98/EC დირექტივის,  შესრულების მიზნით:
    • ნარჩენების მართვის გეგმების მომზადება  ნარჩენების  ხუთსაფეხურიანი იერარქიის შესაბამისად და  ნარჩენების პრევენციის პროგრამების შემუშავება (თავი V, 29(4) მუხლის გარდა);
  • ნაგავსაყრელების მართვის 1999/31/EC  დირექტივის  შესრულების მიზნით:
    • ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, რომლითაც შემცირდება ნაგავსაყრელზე   ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მოხვედრა  (მუხლი 5(1));
    • კონტროლის და მონიტორინგის პროცედურები ნაგავსაყრელების ოპერირების, დახურვის და დახურვის შემდგომ ფაზებში მოვლის პროცედურების შესახებ  (მუხლი 12 და 13);
    • არსებული ნაგავსაყრელებისათვის სანებართვო პირობათა დაკმაყოფილების გეგმების შემუშავება (მუხლი 14).
  • მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების მართვის 2006/21/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • სანებართვო, ინსპექტირებისა და ფინანსური გარანტიების  სისტემის ჩამოყალიბება (მუხლები 7 და 17).
    • სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დარჩენილი კარიერების მართვისა და მონიტორინგის პროცედურების შემუშავება (მუხლი 10)
    • სამთო-მოპოვებითი ნარჩენების მოპოვების შედეგად არსებული ადგილების   დახურვისა და დახურვის შემდგომი პროცედურების შემუშავება (მუხლი 12).
    • დახურული სამთო-მოპოვებითი ნარჩენების მომპოვებელი ადგილების ინვენტარიზაცია (მუხლი 20).
  • ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვის 92/43/EC დირექტივის შესრულებისთვის:
    • საქართველოში გავრცელებული ჰაბიტატებისა და დაცული სახეობების კონსერვაციის სტატუსის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 11).
    • სახეობების დაცვის მკაცრი რეჟიმის დაწესება იმ სახეობებისთვის, რომელთა ჩამონათვალიც ამ დირექტივის IV დანართშია მოცემული, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს მიერ და შეესაბამება ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ ზოგიერთ სახეობაზე დაწესებულ დათქმებს (მუხლი 12).
  • სამრეწველო ემისიების ინტეგრირებული მართვის 2010/75/EU დირექტივის შესრულებისთვის:
    • ინტეგრირებული სანებართვო სისტემის განხორციელება (მუხლები 4-6, 12, 17(2), 21 და 24 და დანართი IV) (გარდა ამ დირექტივის I დანართის - 6(3); 6(4); 6(6) პუნქტებით განსაზღვრული დანადგარებისა, რომელთათვის ვადები დადგინდება ცალკე)
    • სანებართვო პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება (მუხლი 8, 14(1)(d) და 23(1))
  • ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის მარეგულირებელი 1272/2008 რეგულაციის შესასრულებლად:
    • კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა (მუხლი 43);
    • ნივთიერებების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის იმპლემენტაცია (მუხლი 4);

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის ბოლო ვერსიის ბოლო კოდიფიცირებაზე

ჰაერის ხარისხი

წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა

ნარჩენების მართვა

  • 2008/98/EC დირექტივა - ნარჩენების მართვის ჩარჩო-დირექტივა (თავი V, 29(4) მუხლის გარდა);
  • 1999/31/EC  დირექტივა - ნაგავსაყრელების მართვა (მუხლები 4,5,6,7,10,11,12,14, გარდა იმ ნაწილებისა, რომელიც ეხება 8(a)(iv) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს);
  • 2006/21/EC დირექტივა - მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების მართვა (მუხლები 7,10,12,17,20) ;

ბუნების დაცვა

  • 92/43/EC დირექტივა - ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვა (მუხლები 11,12) .

სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები

  • 2010/75/EU დირექტივა - სამრეწველო ემისიების პრევენცია და კონტროლი (მუხლები 4-6,8,12,14(1)(d),14 (3-6),15(2-4),17(2),21,23(1),24,30,32,72(3),72(4), თავი III, დანართები IV, V);

ქიმიური ნივთიერებების მართვა

  • 1272/2008 რეგულაცია - ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაცია, ეტიკეტირება და შეფუთვა (მუხლები 4,43).
საქართველოს კანონმდებლობა