Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0012 465200 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



გენერალური შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ
 
ბოლო განახლება: 2019-02-01

იხ. ოფიციალური ინგლისური ტექსტი

გენერალური შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ

(1994 წლის რედაქციით)

შენიშვნა: ეს შეთანხმება წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების 1 დანართის შემადგენელ ნაწილს და საქართველოსთვის სავალდებულოა შესასრულებლად 2000 წლის 14 ივნისიდან, როცა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდა.

არაოფიციალური თარგმანი*

ავსტრალიის სახელმწიფოს, ბელგიის სამეფოს, ბრაზილიის გაერთიანებული შტატების, ბირმის, კანადის, ცეილონის, ჩილეს რესპუბლიკის, ჩინეთის რესპუბლიკის, კუბის რესპუბლიკის, ჩეხეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ინდოეთის, ლიბანის, ლუქსემბურგის საჰერცოგოს, ნიდერლანდების სამეფოს, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის სამეფოს, პაკისტანის, სამხრეთ როდეზიის, სირიის, სამხრეთ აფრიკის კავშირის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობები:

აღიარებენ რა, რომ მათი ურთიერთობები ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მიმართული უნდა იქნეს ცხოვრების დონის ამაღლებისა და სრული დასაქმების უზრუნველყოფის, რეალური შემოსავლის და მოთხოვნის ეფექტიანობის უწყვეტი ზრდისკენ, მსოფლიოს რესურსების სრული მოხმარების, წარმოების გაფართოებისა და საქონლის გაცვლისაკენ,

აქვთ რა სურვილი, რომ ხელი შეუწყონ ამ მიზნების განხორციელებას ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებების დადების გზით, რომლებიც მიმართულია ტარიფების და სხვა სავაჭრო ბარიერების არსებითი შემცირებისა და საერთაშორისო კომერციაში დისკრიმინაციის გაუქმებისაკენ,

თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით თანხმდებიან შემდეგზე:

ნაწილი I

მუხლი I

უპირატესი ხელშეწყობის ზოგადი რეჟიმი

1 .რაც შეეხება საბაჟო გადასახადებსა და ყველა სახის მოსაკრებლებს, რომლებიც დაწესებულია საქონლის ექსპორტზე ან იმპორტზე, ან მათთან დაკავშირებით, ან და იმპორტთან ან ექსპორტთან დაკავშირებულ საერთაშორისო სატრანსფერო გადასახადზე, აგრეთვე ამ  საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების აკრეფის მეთოდს და ექსპორტთან ან იმპორტთან დაკავშირებულ ყველა მარეგულირებელ წესსა და ფორმალობას, ასევე მესამე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებულ ყველა საკითხს, ნებისმიერი უპირატესობა, ხელშეწყობა, პრივილეგია ან იმუნიტეტი, რომელიც შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარემ მიანიჭა რომელიმე სხვა ქვეყანაში შექმნილ, ან რომელიმე სხვა ქვეყნისათვის განკუთვნილ ნებისმიერ საქონელს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა მიენიჭოს ყველა დანარჩენი წევრი ქვეყნის ტერიტორიებზე წარმოშობილ ან შეთანხმების მონაწილე ყველა დანარჩენი მხარის ტერიტორიებისათვის განკუთვნილ მსგავს საქონელს.*

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ მოთხოვს საიმპორტო გადასახადებთან ან მოსაკრებლებთან დაკავშირებული იმ პრეფერენციების გაუქმებას, რომლებიც არ აღემატება მე-4 პუნქტით  გათვალისწინებულ დონეებს და ხვდებიან შემდეგ აღწერაში:

ა) პრეფერენციები, რომლებიც ძალაშია უშუალოდ ა დანართში ჩამოთვლილ ორ ან მეტ ტერიტორიას შორის, და ექვემდებარება ამ დანართით განსაზღვრულ პირობებს; 

ბ) პრეფერენციები, რომლებიც ძალაშია უშუალოდ ორ ან მეტ ტერიტორიას შორის, რომლებიც 1939 წლის 1 ივლისისათვის ურთიერთდაკავშირებული იყო საერთო სუვერენიტეტით ან პროტექტორატით და რომლებიც  ჩამოთვლილია , , , დანართებში და ექვემდებარება ამ დანართებში ჩამოთვლილ პირობებს;

გ) პრეფერენციები, რომლებიც ძალაშია უშუალოდ აშშ-ისა და კუბის რესპუბლიკას შორის;

დ) პრეფერენციები, რომლებიც ძალაშია უშუალოდ და დანართებში ჩამოთვლილ.მეზობელ ქვეყნებს შორის.

3. 1-ლი პუნქტის  დებულებები არ ეხება იმ პრეფერენციებს, რომლებიც მოქმედებდა ყოფილი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებსა და 1923 წლის 24 ივლისს მისგან გამოყოფილ ქვეყნებს შორის, იმ პირობით, რომ ეს პრეფერენციები ძალაშია 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლებიც გამოიყენება 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

4. პრეფერენციული სხვაობა ნებისმიერ საქონელზე, რომლის მიმართაც გამოიყენება პრეფერენცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით, მაგრამ, ამ შეთანხმებისათვის დართულ შესაბამის ცხრილში ფორმულირებული არ არის როგორც მაქსიმალური პრეფერენციული სხვაობა, არ უნდა აღემატებოდეს*:

ა) ამ ჩამონათვალში შეტანილი ნებისმიერი სახის საქონელზე საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების მიმართ, ასეთ ჩამონათვალში მითითებულ უპირატესი ხელშეწყობის დონეს და პრეფერენციული დონეს შორის სხვაობას; იმ შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის არანაირი პრეფერენციული დონე, ამ პუნქტის მიზნებისათვის გამოიყენება პრეფერენციული დონე, რომელიც ძალაში იყო 1947 წლის 10 აპრილისათვის, თუ უპირატესი ხელშეწყობის დონე გათვალისწინებული არ არის; სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს უპირატესი ხელშეწყობის დონესა და პრეფერენციულ დონეს შორის სხვაობას, რომლებიც მოქმედებდა 1947 წლის 10 აპრილისთვის;

ბ) ნებისმიერ საქონელზე საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების მიმართ, რომელიც შეტანილი არ არის შესაბამის ჩამონათვალში, იმ უპირატესი ხელშეწყობის დონესა და პრეფერენციულ დონეს შორის სხვაობას, რომელიც მოქმედებდა 1947 წლის 10 აპრილისათვის;

დანართით ზ განსაზღვრული შეთანხმების მონაწილე მხარეების შემთხვევაში, ამ პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით დადგენილი თარიღი, 1994 წლის 10 აპრილი, უნდა შეიცვალოს ამ დანართში მითითებული შესაბამისი თარიღებით.

მუხლი II

დათმობათა ცხრილი

1.

ა) შეთანხმების მონაწილე თითოეულმა მხარემ შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეების ვაჭრობას უნდა მიანიჭოს არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია იმ შეთანხმებისათვის დართული შესაბამისი ცხრილის შესაბამისი ნაწილით;

 ბ) ცხრილის 1-ლ ნაწილში აღწერილი შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარესთან დაკავშირებული და შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეების ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონელი, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე იმპორტირებისას, რომელსაც ეხება ეს ცხრილი, ამ ცხრილით განსაზღვრული ვადების, პირობებისა და მითითებების დაცვით, თავისუფლდება ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადებისაგან, რომელთა ოდენობაც აღემატება ამ ცხრილით გათვალისწინებული და დაწესებული საბაჟო გადასახადების ოდენობას. ამგვარი საქონელი აგრეთვე თავისუფლდება სხვა დანარჩენი ნებისმიერი სახის საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებიც დაწესებულია იმპორტზე ან მასთან დაკავშირებით და აღემატება შეთანხმების ხელმოწერის თარიღისათვის დაწესებული გადასახადების და მოსაკრებლების ოდენობას, ან იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობას, რომლებიც პირდაპირ და აუცილებლად უნდა დაწესდეს ამ თარიღის შემდეგ, საიმპორტო ქვეყნის ტერიტორიაზე იმპორტირების თარიღისათვის მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად.

(გ) ცხრილის მე-2 ნაწილში აღწერილი შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარესთან დაკავშირებული საქონელი, რომელიც წარმოშობილია ტერიტორიებზე, რომელთაც 1-ლი მუხლის თანახმად უფლება აქვთ ისარგებლონ პრეფერენციული რეჟიმით იმ ტერიტორიებზე იმპორტირებისას, რომელთაც ეხებათ ეს ცხრილი, ამ ცხრილით განსაზღვრული ვადების, პირობებისა და მითითებების დაცვით, თავისუფლდება ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადებისაგან, რომლებიც აღემატება ამ ცხრილის მე-2 ნაწილში დადგენილი და გათვალისწინებული საბაჟო გადასახადების ოდენობას. ასეთი საქონელი აგრეთვე თავისუფლდება დაწესებული სხვა დანარჩენი ნებისმიერი სახის საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებიც აღემატება შეთანხმების ხელმოწერის თარიღისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადების და მოსაკრებლების ოდენობას, ან იმ გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობას, რომლებიც პირდაპირ და აუცილებლად უნდა დაწესდეს ამ თარიღის შემდეგ, საიმპორტო ქვეყნის ტერიტორიაზე იმპორტირების თარიღისათვის მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად. არაფერი ამ შეთანხმებაში ხელს არ უნდა უშლიდეს შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეინარჩუნოს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის მოქმედი თავისი მოთხოვნები, რომლებიც ეხება იმას, თუ რომელი საქონლის იმპორტი არის ნებადართული პრეფერენციული საბაჟო განაკვეთით.

2. არაფერი ამ შეთანხმებაში, ხელს არ უშლის შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის იმპორტირებულ საქონელზე დააწესოს:

ა) შიდა ბაჟის ეკვივალენტური მოსაკრებელი, რომელიც მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა თანახმად დაწესებულია ადგილობრივი წარმოების მსგავს საქონელზე ან იმ საქონელზე, რომლისგანაც მთლიანად ან ნაწილობრივ დამზადდა ან იწარმოა იმპორტირებული საქონელი*;

ბ) ნებისმიერი ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადი, რომელიც გამოიყენება მე-6 მუხლის დებულებათა თანახმად;*

გ) შესატანები ან სხვა მოსაკრებლები, რომლებიც გაწეული მომსახურების ღირებულების ტოლია.

3. შეთანხმების მონაწილე არც ერთმა მხარემ არ უნდა შეცვალოს დაბეგვრის მიზნით ღირებულების განსაზღვრის, ან კონვერტირებადი ვალუტის კურსების განსაზღვრის საკუთარი მეთოდი ისე, რომ ამან გამოიწვიოს იმ დათმობის ფასის შემცირება, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებისათვის დართულ შესაბამის ცხრილში.

4. თუ, შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარე, ფორმალურად ან ფაქტობრივად ამ შეთანხმბისათვის დართულ შესაბამის ცხრილში აღწერილ ნებისმიერ იმპორტირებულ საქონელზე აწესებს, ინარჩუნებს ან ნებას რთავს მონოპოლიას, ასეთმა მონოპოლიამ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ უზრუნველყოს დაცვა, რომელიც აღემატება ამ ცხრილში გათვალისწინებულ დაცვის საშუალო ზღვარს, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, რომლებიც მოცემულია ამ ცხრილში ან სხვაგვარადაა შეთანხმებული იმ მხარეებს შორის, რომლებიც თავდაპირველად მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში დათმობათა შესახებ. ამ პუნქტის დებულებები არ უნდა ზღუდავდეს შეთანხმების მონაწილე მხარეებს დაეხმარონ ადგილობრივ მწარმოებლებს ამ შეთანხმების სხვა დებულებებით დაშვებული ნებისმიერი ფორმით.*

5. თუ შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარე თვლის, რომ შეთანხმების მონაწილე სხვა მხარემ რომელიმე საქონელს არ მიანიჭა რეჟიმი, რომელიც შეთანხმების პირველი მონაწილის აზრით გამომდინარეობს შეთანხმებისათვის დართულ შესაბამის ცხრილში გათვალისწინებული დათმობებიდან, მან შეთანხმების სხვა მონაწილეს უნდა აცნობოს ამ ფაქტის შესახებ. თუ ეს უკანასკნელი აღიარებს, რომ ნაგულისხმევი რეჟიმი შეესაბამება იმას, რომელსაც ითხოვს შეთანხმების მონაწილე პირველი მხარე, მაგრამ განაცხადებს, რომ არ შეუძლია გამოიყენოს ასეთი რეჟიმი, ვინაიდან სასამართლომ ან სხვა შესაბამისმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ ამ საქონლის კლასიფიცირება შეთანხმების მონაწილე ამ მხარის სატარიფო კანონმდებლობის შესაბამისად არ ხერხდება. იმისათვის რომ მასზე გაავრცელონ  შეთანხმებით გათვალისწინებული რეჟიმი, შეთანხმებაში მონაწილე ორივე მხარემ, შეთანხმების მონაწილე მნიშვნელოვნად დაინტერესებულ ნებისმიერ სხვა მხარესთან ერთად დაუყონებლივ უნდა გამართონ დამატებითი მოლაპარაკებები საკითხის რეგულირების მიზნით საკომპენსაციო საფუძველზე.

6.

 ა) საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი შეთანხმების მონაწილე მხარეებთან დაკავშირებულ ცხრილებში გათვალისწინებული სპეციფიკური საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები და შენარჩუნებული შეთანხმების მონაწილე ამ მხარეთა მიერ სპეციფიკური საბაჟო გადასახადების და მოსაკრებლების პრეფერენციების ზღვრები, გამოისახება შესაბამის ვალუტაში ან შესაბამისი სავალუტო კურსის მიხედვით, რომელიც აღიარებულია ფონდის მიერ ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღისათვის.  შესაბამისად, იმ შემთხვევებში, თუ ნომინალური ღირებულება (პარიტეტი) ან სავალუტო კურსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლების შესაბამისად 20%-ზე მეტად შემცირდება, ასეთი სპეციფიკური საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები და პრეფერენციების ზღვრები შეიძლება დარეგულირდეს, თუ გათვალისწინებული იქნება  ასეთი შემცირებები იმ პირობით, რომ თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები (ე.ი. ის მხარეები, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად, 25-ე მუხლის შესაბამისად) შეთანხმდებიან, რომ ამ რეგულირების შედეგად არ შემცირდება შესაბამისი ცხრილით ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ დათმობათა ღირებულება, და სათანადო ყურადღება მიექცევა ყველა ფაქტორს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ასეთი რეგულირების განხორციელების საჭიროებაზე.

ბ) მსგავსი დებულებები უნდა გამოიყენებოდეს შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარის მიმართ, რომელიც არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი იმ თარიღის შემდეგ, რომლის შემდეგაც ამ შეთანხმების მონაწილე მხარე გახდება ფონდის წევრი ან დადებს სპეციალურ შეთანხმებას ვალუტის გაცვლის შესახებ მე-15 მუხლის შესაბამისად.

7. ამ შეთანხმებისათვის დართული ცხრილები, ამ შეთანხმების პირველი თავის განუყოფელი ნაწილია.   

ნაწილი II

მუხლი III*

შიდა გადასახადებისა და წესების ეროვნული რეჟიმი

1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ შიდა გადასახადები და სხვა შიდა მოსაკრებლები, კანონები, წესები და მოთხოვნები შიდა ვაჭრობის შესახებ, წინადადებები საქონლის გაყიდვაზე, შესყიდვაზე, გადაზიდვაზე, განაწილებაზე ან გამოყენებაზე, ასევე შიდა რაოდენობრივი რეგულირების წესები, რომლებიც მოითხოვს პროდუქციის შერევას, გადამუშავებას ან გამოყენებას განსაზღვრული რაოდენობით ან წილით, არ უნდა გამოიყენებოდეს იმპორტირებული ან ადგილობრივი პროდუქციის მიმართ ისე, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი პროდუქციის დაცვა.*

2. შეთანხმების რომელიმე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი და ნებისმიერი სხვა მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი, არ უნდა იბეგრებოდეს პირდაპირ ან ირიბად ნებისმიერი სახის შიდა გადასახადებით ან სხვა შიდა მოსაკრებლებით, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აღემატება იმ გადასახადებსა და მოსაკრებლებს, რომლებიც გამოიყენება მსგავსი შიდა პროდუქციის მიმართ. გარდა ამისა, შეთანხმების მონაწილე არცერთმა მხარემ არანაირი სხვა სახით არ უნდა გამოიყენოს შიდა გადასახადები ან სხვა შიდა მოსაკრებლები იმპორტირებული ან ადგილობრივი პროდუქციის მიმართ 1-ლ პუნქტში ჩამოყალიბებული პრინციპების დარღვევით.*

3. ნებისმიერი მოქმედი შიდა გადასახადის მიმართ, რომელიც არ შეესაბამება მე-2 პუნქტის დებულებებს, მაგრამ რომლის გამოყენებაც სპეციალურადაა ნებადართული 1947 წლის 10 აპრილისათვის მოქმედი სავაჭრო შეთანხმებით (რომლითაც დაწესებულია დასაბეგრ საქონელზე იმპორტის გადასახადის ზედა ზვარი), შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომელიც იყენებს ასეთ გადასახადს, უფლება აქვს გადაავადოს მე-2 პუნქტის დებულებების გამოყენება ასეთი გადასახადთან დაკავირებით იმ დრომდე, როდესაც მას შეეძლება ასეთი სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან განთავისუფლება ისეთი უფლების მიღების მიზნით, რომლის თანახმადაც მას შეეძლება ასეთი გადასახადის იმ დონემდე გაზრდა, რომელიც აუცილებელია გადასახადის დამცავი ნაწილის გაუქმების კომპენსაციისათვის.

4. რომელიმე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილ და ნებისმიერი სხვა მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებულ საქონელს, უნდა მიენიჭოს არანაკლებ ხელშემწყობი რეჟიმი, ვიდრე რეჟიმი, რომელიც ენიჭება ადგილობრივი წარმოების მსგავს საქონელს ყველა კანონით, წესითა და მოთხოვნით, რომლებიც ეხება მათ შიდა გაყიდვას, წინადადებებს გაყიდვაზე, შესყიდვაზე, ტრანსპორტირებაზე, განაწილებაზე ან გამოყენებაზე. ამ პუნქტის დებულებები არ კრძალავს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული  დიფერენცირებული შიდა გადასახადების გამოყენებას, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ეკონომიკურ პირობებზე (და არა საქონლის წარმოების ადგილზე).

5. შეთანხმების არცერთი მონაწილე მხარე არ აწესებს და არ ინარჩუნებს განსაზღვრული რაოდენობით ან პროპორციით საქონლის შერევასთან, გადამუშავებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ შიდა რაოდენობრივ რეგულირებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მოითხოვს, რომ რომელიმე საქონლის, რომელიც რეგულირების საგანია, განსაზღვრული რაოდენობა ან ნაწილი მიწოდებული იყოს შიდა წყაროებიდან. გარდა ამისა,  შეთანხმების მონაწილე არცერთი მხარე არ იყენებს შიდა რაოდენობრივ რეგულირების არცერთ სახეს 1-ლ პუნქტში ჩამოყალიბებული პრინციპების დარღვევით.*

6. მე-5 პუნქტის დებულებები არ გამოყენება შიდა რაოდენობრივი რეგულირების არცერთი სახის მიმართ, რომელიც შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე მოქმედებდა 1939 წლის 1 ივლისისთვის, 1947 წლის 10 აპრილისთვის ან 1948 წლის 24 მარტისთვის ამ მონაწილე მხარის გადაწყვეტილებით, იმ პირობით, რომ ნებისმიერი ასეთი რეგულირება, რომელიც ეწინააღმდეგება მე-5 პუნქტის დებულებებს, არ შეიცვლება იმპორტის საზიანოდ და ჩაითვლება საბაჟო გადასახადად მოლაპარაკების გამართვის მიზნით.

7. განსაზღვრული რაოდენობით ან პროპორციით საქონლის შერევასთან, გადამუშავებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული შიდა რაოდენობრივი რეგულირების არცერთი სახე, არ  გამოიყენება ისე, რომ ნებისმიერი ასეთი რაოდენობა ან წილი გადანაწილდეს მომარაგების გარე წყაროებს შორის.

8.

ა) ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება იმ კანონების, წესების ან მოთხოვნების მიმართ, რომლებიც არეგულირებს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საქონლის შესყიდვას სახელმწიფო მიზნებისათვის და არა კომერციული გაყიდვის ან კომერციული გაყიდვის მიზნით საქონლის წარმოებისათვის.

ბ) ამ მუხლის დებულებები ხელს არ უნდა უშლიდეს სუბსიდიების გამოყოფას უშუალოდ შიდა მწარმოებლებისათვის, მათ შორის, შიდა მწარმოებლების სუბსიდიებს, იმ შიდა გადასახადებისა და მოსაკრებლების ხარჯზე, რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის თანახმად, აგრეთვე ისეთ სუბსიდიებს, რომელივ ხორციელდება ადგილობრივი წარმოების საქონლის სახელმწიფო შესყიდვის გზით.

9. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ მაქსიმალური ფასების შიდა კონტროლს (თუნდაც ამ მუხლის სხვა დებულებების შსაბამისად), შესაძლოა შელახოს შეთანხმების მონაწილე იმპორტიორი მხარის ინტერესები. შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეებმა, რომლებიც ასეთ ზომებს იყენებენ, უნდა გაითვალისწინონ ექსპორტიორი მხარის ინტერესები და მაქსიმალურად თავიდან აიცილონ მათი ინტერესების ასეთი შელახვა.

10. ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს შეთანხმების მონაწილე არცერთ მხარეს დააწესოს ან შეინარჩუნოს კინოფილმების დემონსტრირებასთან დაკავშირებული შიდა რაოდენობრივი რეგულირება და დააკმაყოფილოს მე-4 მუხლის მოთხოვნები.

მუხლი IV

კინოფილმებთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები

თუ შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარე აწესებს ან ინარჩუნებს კინოფილმებთან დაკავშირებულ შიდა რაოდენობრივ რეგულირებას, ასეთ რეგულირებას უნდა ჰქონდეს სადემონსტრაციო  კვოტების გამოყოფა, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სადემონსტრაციო კვოტები შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილობრივი წარმოების კინოფილმების ჩვენებას ფაქტობრივად გამოყენებული მთლიანი საეკრანო დროის გარკვეული მინიმალური პერიოდის განმავლობაში, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არანაკლებ ერთი წლისა ნებისმიერი წარმოების ყველა ფილმის კომერციული დემონსტრირებისათვის და უნდა გამოითვლებოდეს კინოდარბაზში წლიური საეკრანო დროის საფუძველზე ან სხვა მსგავსი მეთოდით;

ბ) სადემონსტრაციო კვოტით ადგილობრივი წარმოების კინოფილმებისათვის განკუთვნილი საეკრანო დროის გარდა საეკრანო დრო, ადგილობრივი წარმოების კინოფილმებისათვის განკუთვნილი სარეზერვო დროიდან ადმინისტრაციის განკარგულებით გამონთავისუფლებული დროის ჩათვლით, არ უნდა გადანაწილდეს, ფორმალურად ან ფაქტობრივად მიწოდების წყაროებს შორის;

გ) ამ მუხლის (ბ) ქვეპუნქტის დებულების მიუხედავად, შეთანხმების  მონაწილე ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს შეინარჩუნოს სადემონსტრაციო კვოტები, რომლებიც შეესაბამება ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტის  მოთხოვნებს და რომელთა მიხედვითაც დგინდება მინიმალური საეკრანო დრო განსაზღვრული წარმოების ფილმებისათვის, შეთანხმების (იმ მონაწილე მხარის ფილმების გარდა, რომლებიც ადგენენ ამ კვოტებს), იმ პირობით, რომ მინიმალური საეკრანო დრო არ გადააჭარბებს 1947 წლის 10 აპრილისათვის არსებულ დონეს.

დ) სადემონსტრაციო კვოტების შეზღუდვა, ლიბერალიზაცია ან გაუქმება ხორციელდება მოლაპარაკების გზით.

მუხლი V

ტრანზიტის თავისუფლება

1. საქონელი (ტვირთის ჩათვლით), ასევე გემები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები ჩაითვლება შეთანხმების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გამავალად, თუ ამ ტერიტორიის გადაკვეთა ტვირთის გადატვირთვით, მისი საწყობში განთავსებით, საქონლის პარტიის დაყოფით, ტრანსპორტის შეცვლით ან ასეთი ოპერაციების გარეშე, არის მხოლოდ იმ სრული გზის ნაწილი, რომელიც იწყება და მთავრდება შეთანხმების მონაწილე იმ მხარის საზღვრებს გარეთ, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ტვირთის მოძრაობა. ასეთი მოძრაობა ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც “ტრანზიტული მოძრაობა”.

2. ტრანზიტი თავისუფალი უნდა იყოს შეთანხმების თითოეული მონაწილე მხარის  ტერიტორიაზე იმ გზებით, რომლებიც ყველაზე მეტად მოსახერხებელია საერთაშორისო ტრანზიტისათვის, სატრანზიტო გადაზიდვებისათვის სხვა მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან. არანაირი განსხვავება არ უნდა გაკეთდეს გემების ალმების, წარმოშობის ადგილის, გამგზავრების, შესვლის, გამოსვლის ან დანიშნულების ადგილის, ანდა საქონლის, გემების ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარემოებების საფუძველზე.

3. შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ მის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვები განხორციელდეს  შესაბამისი შემომსვლელი საბაჟო პუნქტის გავლით, მაგრამ მოქმედი კანონებისა და წესების დაცვით განხორციელებული სატრანზიტო გადაზიდვები შეთანხმების სხვა მონაწილე მხარეების ტერიტორიიდან ან ტერიტორიაზე უმიზეზოდ არ უნდა შეფერხდეს და უნდა განთავისუფლდეს საბაჟო გადასახადებისა და ტრანზიტთან დაკავშირებული სატრანზიტო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან. ტრანსპორტირების მოსაკრებლები ან მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დანახარჯების გარდა, რომლებიც გამოწვეულია  სატრანზიტო მოძრაობით ან გაწეული მომსახურებით.

4. შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ შეთანხმების სხვა მონაწილე მხარის ტერიტორიისაკენ ან ტერიტორიიდან გამავალ სატრანზიტო მოძრაობაზე დაწესებული ყველა მოსაკრებელი ან წესი უნდა იყოს მიზანშეწონილი, ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს გადაზიდვის პირობები.

5. რაც შეეხება ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა მოსაკრებელს, წესსა და ფორმალობას,  შეთანხმების თითოეულმა მონაწილე მხარემ შეთანხმების ნებისმიერი სხვა მონაწილე მხარის ტერიტორიისკენ ან ტერიტორიიდან გამავალ სატრანზიტო მოძრაობას უნდა მიანიჭოს არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის ანიჭებს  ნებისმიერი მესამე ქვეყნის სატრანზიტო მოძრაობას.*

6. შეთანხმების მონაწილე ნებისმიერმა მხარემ შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი სხვა მხარის ტრანზიტით გამავალ საქონელს უნდა მიანიჭოს არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის მიანიჭებდა მისი წარმოების ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე  შეთანხმების ამ სხვა მონაწილის ტერიტორიის გაუვლელად გადაზიდულ პროდუქციას.  მაგრამ შეთანხმების ყოველ მონაწილე მხარეს შეუძლია შეინარჩუნოს ამ შეთანხმების თარიღისთვის მოქმედი ნებისმიერი ამ საქონლის პირდაპირ გადაზიდვებზე დაწესებული  მოთხოვნები, რომლის პირდაპირი გადაზიდვა ითვლება აუცილებელ პირობად იმისათვის, რომ საქონელი შეტანილ იქნეს მოსაკრებლების პრეფერენციული განაკეთით ან  რომელიც დაკავშირებულია შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ მოსაკრებლების ამოღების მიზნით განსაზღვრულ შეფასების მეთოდთან.

7.ამ მუხლის მოთხოვნები არ ეხება თვითმფრინავების სატრანზიტო მოძრაობას, საქონლის საჰაერო სატრანზიტო გადაზიდვის, მათ შორის ბარგის გადაზიდვის გარდა.

მუხლი VI

ანტიდემპინგური და საკომპენსაციო გადასახადები

1. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ დემპინგის გამოყენება, რომლის დროსაც საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გასაყიდად შედის საქონლის ჩვეულებრივ ღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით ჩაითვლება უსამართლოდ, თუ ის მატერიალურ ზარალს აყენებს შეთანხმების მონაწილე მხარის მრეწველობას ან ქმნის ასეთი ზარალის გამოწვევის საფრთხეს, ანდა არსებითად აფერხებს ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. ამ მუხლის მიზნებისათვის საქონელი ითვლება იმპორტიორი ქვეყნის ბაზარზე ჩვეულებრივზე დაბალი ღირებულებით გასაყიდად შეტანილად, თუ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ექსპორტირებული საქონლის ფასი:

ა) ნაკლებია ექსპორტიორ ქვეყანაში ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში მოხმარებისათვის განკუთვნილი ანალოგიური საქონლის შესადარ ფასზე, ან

ბ) ასეთი ადგილობრივი ფასის არარსებობის შემთხვევაში ნაკლებია, ვიდრე:

(i) ანალოგიური საქონლის ყველაზე მაღალი შესადარი ფასი ნებისმიერ მესამე ქვეყანაში ექსპორტისას ვაჭრობის ჩვეულებრივი პირობების დროს, ან

(ii) წარმოშობის ქვეყანაში საქონლის წარმოების ღირებულებას დამატებული შესაბამის ფარგლებში გაყიდვის ხარჯები და მოგება.

ორივე შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავება  ვაჭრობის პირობებში, დაბეგვრის სისტემაში, ასევე სხვა განსხვავებები, რომლებიც გავლენას ახდენს ფასების შედარებაზე.*

2.დემპინგის კომპენსირების ან მისი აღმოფხვრის მიზნით, შეთანხების მონაწილე მხარეს ნებისმიერი სახის დემპინგურ საქონელზე შეუძლია დააწესოს ანტიდემპინგური გადასახადი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საქონლის მიმართ დემპინგურ სხვაობას. ამ მუხლის მიზნებისათვის დემპინგური სხვაობა არის I-ლი პუნქტის დებულებების მიხედვით დადგენილი ფასთა შორის სხვაობა.*

3. შეთანხმების ნებისმიერი მონაწილე მხარის მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიიდან იმპორტირებულ ნებისმიერ საქონელზე დაწესებული საკომპენსაციო გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს გამოთვლილი დოტაციის ან სუბსიდიის ოდენობას, რომელიც როგორც დადგინდა პირდაპირ ან ირიბად მინიჭებული იყო ასეთი საქონლის წარმოების, დამზადების ან ექსპორტირებისათვის  წარმომშობ ან ექსპორტიორ ქვეყანაში, ცალკეული საქონლის ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი სპეციალური სუბსიდიის ჩათვლით. ტერმინი “საკომპენსაციო გადასახადი” გულისხმობს სპეციალურ გადასახადს, რომელიც დაწესებულია პირდაპირ ან ირიბად რომელიმე საქონლის წარმოების, დამზადების ან ექსპორტირებისათვის მინიჭებული* ნებისმიერი დოტაციის ან სუბსიდიის კომპენსაციისათვის. *

4. შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარის ტერიტორიიდან სხვა ნებისმიერი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებული ნებისმიერი საქონელი არ უნდა დაიბეგროს ანტი-დემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადით იმ მიზნით, რომ ეს საქონელი განთავისუფლდეს ანალოგიურ საქონელზე დაწესებული საბაჟო გადასახადების და მოსაკრებლებისაგან, როდესაც ის განკუთვნილია წარმოშობის ან ექსპორტის ქვეყანაში მოხმარებისათვის, ანდა ასეთი გადახდილი საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების უკან დაბრუნების მიზნით.

5. შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარის ტერიტორიიდან შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი სხვა მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ნებისმიერ საქონელზე ერთდროულად არ უნდა დაწესდეს ანტიდემპინგური და საკომპენსაციო გადასახადები  იმ მიზნით, რომ მოხდეს დემპინგით ან  ექსპორტის სუბსიდირებით გამოწვეული ერთი და იმავე სიტუაციის კომპენსირება.

6.

(ა) შეთანხმების მონაწილე არცერთმა მხარემ არ უნდა დააწესოს ნებისმიერი სახის ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადი შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი სხვა მხარის ტერიტორიიდან იმპორტირებულ საქონელზე, თუ არ დაადგენს, რომ დემპინგის ან სუბსიდირების გავლენა, რომელიც შესაძლოა ამ შემთხვევაში არსებობდეს, ზარალს აყენებს არსებულ ადგილობრივ მრეწველობას ან იწვევს ასეთი ზარალის მიყენების საფრთხეს, ანდა არსებითად აფერხებს ასეთი ადგილობრივი მრეწველობის ჩამოყალიბებას;

(ბ) შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეაჩერონ ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტის მოქმედება იმისათვის, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეს მიეცეს რომელიმე საქონლის იმპორტზე ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადის დაწესების საშუალება დემპინგის ან სუბსიდირების კომპენსირების მიზნით, რომელიც მატერიალურ ზარალს აყენებს შეთანხმების მონაწილე სხვა ექსპორტიორი მხარის ადგილობრივ მრეწველობას შეთანხმების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ამ საქონლის ექსპორტისას, ანდა ქმნის ასეთი ზარალის მიყენების საფრთხეს. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეაჩერონ ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტის მოქმედება იმისათვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ დააწესონ საკომპენსაციო გადასახადები იმ შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ სუბსიდირება მატერიალურ ზარალს აყენებს სხვა ექსპორტიორი მხარის მრეწველობას შეთანხმების მონაწილე იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე აღნიშნული საქონლის ექსპორტისას, ანდა ქმნის ასეთი ზარალის გამოწვევის საფრთხეს.*

(გ) გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც შეყოვნებას შეუძლია გამოიწვიოს ძნელად გამოსასწორებელი ზარალი, შეთანხმების მონაწილე მხარეს შეუძლია დააწესოს საკომპენსაციო გადასახადი ამ პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეების წინასწარი თანხმობის გარეშე; იმ პირობით, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მონაწილე მხარეებს და საკომპენსაციო გადასახადები მონაწილე მხარეების წინააღმდეგობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა  გაუქმდეს.

7. შიდა ფასების ან ძირითადი საქონლის ადგილობრივი მწარმოებლების შემოსავლების სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც არ არის დამოკიდებული საექსპორტო ფასების ცვალებადობაზე, რის შედეგადაც ზოგჯერ ექსპორტის განხორციელებისას ხდება საქონლის გაყიდვა შიდა ბაზარზე ანალოგიურ საქონელზე დაწესებულ შესადარ ფასზე უფრო დაბალი ფასით, არ განიხილება როგორც მატერიალური ზარალის მიმყენებელი  მე-6 პუნქტის დებულებების თანახმად, თუ ამ საქონლით დაინტერესებული მონაწილე მხარეების კონსულტაციის შედეგად დადგინდება, რომ:

ა) სისტემამ აგრეთვე გამოიწვია საექსპორტო საქონლის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ საქონელზე არსებულ ფასებთან შედარებით უფრო მაღალი ფასებით; და

ბ) სისტემა ასეთი მოქმედება, წარმოების ეფექტური რეგულირების ან სხვა მიზეზის შედეგად, არ ასტიმულირებდეს ჭარბ ექსპორტს ან მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს შეთანხმების სხვა მონაწილე მხარეების ინტერესებს.

მუხლი VII

საქონლის შეფასება საბაჟო მიზნებისათვის

1. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ ამ მუხლის შემდგომ პუნქტებში ჩამოყალიბებული შეფასების საერთო პრინციპების კანონიერებას და იღებენ ვალდებულებას, გამოიყენონ ეს პრინციპები ყველა საქონლის მიმართ, რომელიც გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლების* დაბეგვრის ობიექტს, ან იმპორტზე ან ექსპორტზე შეზღუდვების ობიექტია, რომელიც ეფუძნება საქონლის ღირებულებას ან რომლებიც რეგულირდება ღირებულების შესაბამისად. გარდა ამისა, შეთანხმების მონაწილე სხვა მხარის მოთხოვნის საფუძველზე განიხილავენ ნებისმიერი თავისი კანონის ან მარეგულირებელი აქტის მოქმედებას, რომლიც ეხება საქონლის შეფასებას საბაჟო მიზნებისათვის ამ პრინციპების შესაბამისად. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების სხვა მონაწილე მხარეებისაგან მოითხოვონ ინფორმაცია მათ მიერ ამ მუხლის დებულებების შესასრულებლად მიღებული ზომების შესახებ.

2.

(ა) საბაჟო მიზნებისათვის განსაზღვრული იმპორტირებული საქონლის ღირებულება უნდა ეფუძნებოდეს იმპორტირებული ან მსგავსი საქონლის ფაქტობრივ ღირებულებას, რომელიც არის გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი - და რომლის მიხედვითაც  განისაზღვრება საბაჟო გადასახადის მოცულობა და არ უნდა დადგინდეს ადგილობრივი წარმოშობის საქონლის ღირებულების, ანდა თვითნებური, ან ფაქტობრივი ღირებულების საფუძველზე*

((ბ) ”ფაქტობრივ ღირებულებად” უნდა ჩაითვალოს ფასი, რომლითაც შეთანხმების იმპორტიორი მონაწილე მხარის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროსა და ადგილას საერთო კონკურენტული პირობების დროს ასეთი ან მსგავსი საქონელი იყიდება ან შეთავაზებულია გასაყიდად ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში. ასეთნაირად განსაზღვრული ფასი (იმ მოცულობამდე, რომლითაც ასეთი ან მსგავსი საქონლის ფასი განისაზღვრება ცალკეული ოპერაციის დროს რაოდენობის მიხედვით) ცალმხრივად უნდა იყოს დაკავშირებული (i) შესადარ რაოდენობასთან, ან (ii) რაოდენობასთან, რომელიც იმპორტიორებისათვის არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რაოდენობა, რომლითაც საქონლის ყველაზე დიდი მოცულობა გაიყიდა ექსპორტიორ ან იმპორტიორ ქვეყნებს შორის ვაჭრობისას.*

გ) როდესაც ფაქტობრივი ღირებულების დადგენა ამ პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად შეუძლებელია, საბაჟო მიზნებისათვის ღირებულების გაანგარიშება უნდა დაფუძნოს ამ ღირებულებასთან ყველაზე მიახლოებულ განსაზღვრულ ეკვივალენტს, რომლის დადგენაც შესაძლებელია.*

3. ნებისმიერი იმპორტირებული საქონლის საბაჟო მიზნებისათვის განსაზღვრული ღირებულება არ უნდა შეიცავდეს წარმოშობის ან ექსპორტიორ ქვეყანაში დაწესებულ ნებისმიერი სახის შიდა გადასახადის მოცულობას, რომლისგანაც  იმპორტირებული საქონელი განთავისუფლებულია ანდა განთავისუფლდება სახსრების უკან დაბრუნების მიზნით.

4.

(ა) თუ ამ პუნქტით სხვა რამ არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნების განსახორციელებლად შეთანხმების მონაწილე მხარეს ესაჭიროება სხვა ქვეყნის ვალუტაში გამოსახული ფასების საკუთარ ვალუტაში გადაყვანა, გამოსაყენებელი გაცვლითი კურსი უნდა დააფუძნოს პარიტეტულ კურსს, დადგენილი წესით, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების დებულებებით ან ამ ფონდის მიერ აღიარებულ სავალუტო კურსს, ანდა პარიტეტულ სავალუტო კურსებს, რომლებიც დადგენილია ამ შეთანხმების მე-15 მუხლის თანახმად დადებული სპეციალური სავალუტო შეთანხმების შესაბამისად;

(ბ) თუ არ არსებობს ასეთი დადგენილი ნომინალური ღირებულება და აღიარებული გაცვლითი კურსი, გადასაყვანი კურსი უნდა ასახავდეს კომერციულ გარიგებში დაფიქსირებულ ვალუტის მიმდინარე კურსს;

(გ) შეთანხმების მონაწილე მხარეებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, უნდა შეიმუშაონ მათ მიერ უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაში გადაყვანის მარეგულირებელი წესები, რომელთა მიმართებაშიც სხვადასხვა გაცვლითი კურსი შენარჩუნებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების მუხლების შესაბამისად. შეთანხმების ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია გამოიყენოს ეს წესები, როგორც ნომინალური ღირებულების გამოყენების ალტერნატივა, სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნების განსახორციელებლად. სანამ ასეთი წესები აღიარებული იქნება შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ, ნებისმიერ შეთანხმების მონაწილე მხარეს შეუძლია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენოს ნებისმიერი ასეთი უცხოური ვალუტის გადასაყვანი წესები, რომლებიც შექმნილია კომერციული გარიგებისას ასეთი უცხოური ვალუტის ღირებულების ეფექტიანად გამოსახვის მიზნით;

(დ) ეს პუნქტი არ მოითხოვოს შეთანხმების ნებისმიერი მონაწილე მხარისაგან შეცვალოს საბაჟო მიზნებისათვის ვალუტის გადაყვანის მეთოდი, რომელიც ამ შეთანხმების დღისათვის მოქმედებს მის ტერიტორიაზე, თუ ასეთ ცვლილებას ექნება საბაჟო გადასახადის ზრდის ეფექტი.

5. ღირებულებაზე დაფუძნებული ან ღირებულების მიხედვით რეგულირებული საბაჟო გადასახადები ან სხვა მოსაკრებლები, ანდა შეზღუდვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულების განსაზღვრის საფუძვლები და მეთოდები, უნდა იყოს მნიშვნელოვანი დონით გამჭვირვალე, რათა ვაჭრობაში მონაწილე მხარეებს საშუალება მიეცეთ რაც შეიძლება ზუსტად განსაზღვრონ ღირებულება საბაჟო მიზნებისათვის.

მუხლი VIII

საქონლის იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებული საბაჟო შესატანები და სხვა ფორმალობები*

1.

(ა) ყველა საბაჟო შესატანი და მოსაკრებელი, (საიმპორტო და საექსპორტო და მე-3 მუხლით გათვალისწინებული შიდა გადასახადების გარდა), რომელიც შემოღებულია შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ ნებისმიერი სახით საქონლის იმპორტზე ან ექსპორტზე, არ უნდა აღემატებოდეს შეთავაზებული მომსახურების მიახლოებით ღირებულებას და არ უნდა იყოს ადგილობრივი საქონლის არაპირდაპირი დაცვის საშუალება ან არ უნდა ბეგრავდეს ექსპორტს ან იმპორტს ფისკალური მიზნებიდან გამომდინარე;

(ბ) შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ (ა) ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო შესატანებისა და მოსაკრებლების სახეების და რაოდენობის შემცირების საჭიროებას;

(გ) შეთანხმების მონაწილე მხარეები ასევე აღიარებენ იმპორტირებასთან ან ექსპორტირებასთან დაკავშირებული ფორმალობების კომპლექსურობისა და მოქმედების სფეროს შემცირების აუცილებლობას და იმპორტირების ან ექსპორტირებისას საჭირო დოკუმენტების რაოდენობის შემცირებისა და გამარტივების საჭიროებას.*

2. შეთანხმების მონაწილე მხარემ, შეთანხმების მონაწილე სხვა მხარის ან შეთანხმების მონაწილე მხარეების მოთხოვნის საფუძველზე, უნდა განიხილოს თავისი კანონებისა და მარეგულირებელი აქტების მოქმედება ამ მუხლის დებულებების შესაბამისად.

3. შეთანხმების მონაწილე არცერთ მხარეს არ შეუძლია შემოიღოს მნიშვნელოვანი ჯარიმები საბაჟო რეგულირების ან საპროცედურო მოთხოვნების უმნიშვნელო დარღვევისათვის. კერძოდ, თუ საბაჟო დოკუმენტაციაში დაშვებულია ადვილად გამოსასწორებელი შეცდომა ან აშკარაა, რომ ეს შეცდომა წინასწარ განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით არ არის დაშვებული, ჯარიმა არ უნდა იყოს იმაზე დიდი, რაც აუცილებელია უბრალო გაფრთხილებისათვის.

4. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება მთავრობების მიერ იმპორტირებასთან ან ექსპორტირებასთან დაკავშირებული საბაჟო შესატანების, მოსაკრებლების, ფორმალობების და მოთხოვნების მიმართ იმათი ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია:

(ა) საკონსულო ოპერაციებთან, (საკონსულო ინვოისების და სერტიფიკატების გაცემა);

(ბ) რაოდენობრივ შეზღუდვებთან;;

(გ) ლიცენზიებთან;

(დ) გაცვლითი კურსის კონტროლთან;

(ე) სტატისტიკურ მომსახურებასთან;

(ვ) დოკუმენტებთან, დოკუმენტაციასთან და სერტიფიცირებასთან;

(ზ) ანალიზებთან და ინსპექტირებასთან, და

((თ) საკარანტინო, სანიტარიულ და ფუმიგაციურ სამსახურებთან.

მუხლი IX

წარმოშობის აღნიშვნები

1. შეთანხმების მონაწილე თითოეული მხარე შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოშობილ საქონელს, მარკირებასთან დაკავშირებით ანიჭებს ნებისმიერი მესამე ქვეყნის ანალოგიური საქონლისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს.

2. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ წარმოშობის აღნიშვნებთან დაკავშირებული კანონებისა და წესების ძალაში შესვლის დროს, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს მათ მიერ გამოწვეული ის სირთულეები და წინააღმდეგობები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ექსპორტიორი ქვეყნის ვაჭრობასა და მრეწველობაზე, ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს მცდარი და შეცდომაში შემყვანი აღნიშვნებისაგან მომხმარებლის დაცვის აუცილებლობაზე.

3. შეთანხმების მონაწილე მხარეებმა უნდა დართონ საქონელზე წარმოშობის აღმნიშვნელი ნიშნების დადების ნება ამ საქონლის იმპორტრების მომენტში, თუ ამ პროცესის ჩატარება ადმინისტრიაციულად  შესაძლებელია.

4.  შეთანხმების მონაწილე მხარეთა წესები და კანონები იმპორტირებული საქონლის მარკირების შესახებ არ უნდა იწვევდეს საქონლის სერიოზულ დაზიანებას, მისი ღირებულების მნიშვნელოვან შემცირებას, ან მისი ღირებულების გაუმართლებელ ზრდას.

5. როგორც წესი, შეთანხმების მონაწილე არცერთი მონაწილე არ უნდა იყენებდეს არანაირი სპეციალურ გადასახადს ან ჯარიმას საქონლის იმპორტირებამდე მარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მარკირებისას დაშვებული შეცდომის გამოსწორება გაუმართლებალად შეყოვნდა ან ჩატარდა ყალბი მარკირება, ანდა   მარკირება განზრახ არ განხორციელდა.

6. შეთანხმების მონაწილე მხარეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა აღკვეთონ სავაჭრო დასახელების გამოყენება იმ ფორმით, რომელიც იძლევა მცდარ წარმოდგენას საქონლის წარმოშობის შესახებ, აგრეთვე იმსაქონლის რეგიონალური ან გეოგრაფიული დასახელებისათვის ზიანის მიყენების აღკვეთის მიზნით, რომელიც წარმოშობილია შეთანხმების მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე და დაცულია ამ ქვეყნის კანონმდებლობით. შეთანხმების მონაწილე ყოველი წევრი განიხილავს შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი სხვა წევრის მოთხოვნებს და წარდგენებს, რომლებიც ეხება ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას, იმ საქონლის დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ წევრს აცნობა შეთანხმების მონაწილე სხვა წევრმა. 

მუხლი X

ვაჭრობის რეგულირების წესების გამოქვეყნება და გამოყენება

1. ზოგადი კანონები, წესები, სასამართლოს დადგენილებები და ადმინისტრაციული განკარგულებები, რომლებიც გამოიყენა შეთანხმების ნებისმიერი წევრის მიერ საქონლის კლასიფიკაციისა ან საბაჟო მიზნებისათვის საქონლის შეფასებასთან დაკავშირებით, ან და სხვა მოსაკრებლების და მოთხოვნების, იმპორტისა და ექსპორტის შეზღუდვისა და აკრძალვის ან მათთან დაკავშირებულ ფულადი გადარიცხვების შესახებ, ან და რომლებიც მოქმედებს საქონლის გაყიდვაზე, განაწილებაზე, ტრანსპორტირებაზე, დაზღვევაზე, საწყობში შენახვაზე, სასაწყობო ინსპექტირებაზე, გამოფენაზე, გადამუშავებაზე, ან სხვა გვარად გამოყენებაზე, უნდა გამოქვეყნდეს ისე, რომ მთავრობებსა და ვაჭრობაში მონაწილე პირებს მიეცეთ მათი გაცნობის შესაძლებლობა. აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, რომელიც ძალაშია შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ წევრსა და ნებისმიერი სხვა წევრის მთავრობებს ან სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ამ პუნქტის დებულებები შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი წევრისაგან არ მოითხოვს გაამხილოს კონფედენციალური ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს კანონის მოქმედება ან ზიანი მიაყენოს საზოგადოების ანდა სახელმწიფო ან კერძო მეწარმეების კომერციულ ინტერესებს.

2. შეთანხნმების მონაწილე ნებისმიერი წევრის მიერ მიღებული ზოგადი გამოყენების ნებისმიერი წესი, რომელიც გავლენას ახდენს საიმპორტო საბაჟო გადასახადის ან მოსაკრებლის დონის ზრდაზე, ანდა იმპორტზე ან მასთან დაკავშირებულ ფულად გადარიცხვებზე აწესებს ახალ ან უფრო დამამძიმებელ მოთხოვნებს, შეზღუდვებსა და აკრძალვებს, არ უნდა შევიდეს ძალაში მის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.

3.

ა) შეთანხმებაში მონაწილე თითოეული წევრი ერთგავაროვნად, მიუკერძოებლად და გონივრულად იყენებს ამ მუხლის I-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა კანონს, წესს, სასამართლო გადაწყვეტილებასა და დადგენილებას;

ბ) შეთანხმების მონაწილე ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ან რაც შეიძლება სწრაფად შექმნას იურიდიული, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციული სასამართლოები ან პროცედურები, საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ადმნისტრაციული ღონისძიებების სწრაფი გადახედვის ან მათში შესწორებების შეტანის მიზნით. ეს სასამართლოები და პროცედურები დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ იმ ორგანოებისაგან, რომელთაც ევალებათ ღონისძიებების განხორცილება. მათი გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს ასეთი ორგანოების მიერ და ეს უკანასკნელნი პრაქტიკულად უნდა ხელმძღვანელობდნენ ასეთი გადაწყვეტილებებით, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არ შევა სააპელაციო საჩივარი იმპორტიორისათვის ასეთი საჩივრის შესატანად დადგენილ ვადაში; იმ პირობით, რომ ასეთი ორგანოს ცენტრალურ ხელმძღვანელობას უფლება აქვს მიიღოს ზომები, რომ მიაღწიოს ამ საკითხის განხილვას სხვა უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში, თუ არსებობს იმის მიჩნევის საფუძველი, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონით დადგენილ პრინციპებს ან რეალურ ფაქტებს;

ამ პუნქტის (ბ) ქვეპუნტი არ მოითხოვს შეთანხმების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ამ შეთანხმების ხელმოწერის დღისათვის მოქმედი იმ პროცედურების შეცვლას ან გაუქმებას, რომლებიც  ფაქტობრივად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ღონისძიებების ობიექტურ და მიუკერძოებელ გადახედვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პროცედურები სრულად ან ფაქტობრივად არ არის დამოუკიდებელი იმ ორგანოებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთი ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორცილებას. შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარე, რომელიც იყენებს ამ პროცედურებს, მოთხოვნის შემთხვევაში შეთანხმების მონაწილე წევრებს აწვდის სრულ ინფორმაციას ამ პროცედურების შესახებ, რათა მათ განსაზღვრონ, შეესაბამება თუ არა ეს პროცედურები ამ პუნქტის მოთხოვნებს.

მუხლი XI*

რაოდენობრივი შეზღუდვების ზოგადი გაუქმება

1. შეთანხმების მონაწილე არცერთი წევრი არ აწესებს ან არ ინარჩუნებს არანაირ აკძალვას ან შეზღუდვას კვოტების, საექსპორტო ან საიმპორტო ლიცენზიების შემოღების ან რაიმე სხვა ფორმით (საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების გარდა) შეთანხმების მონაწილე სხვა წევრის ტერიტორიიდან ნებისმიერი საქონელის იმპორტზე ან ნებისმიერი საქონლის ექსპორტზე ან საექსპორტოდ გაყიდვაზე, რომელიც განკუთვნილია შეთანხმების მონაწილე სხვა წევრის ტერიტორიაზე შესატანად.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ ვრცელდება:

ა) ექსპორტის დროებით აკრძალვებზე ან შეზღუდვებზე, შეთანხმების მონაწილე ექსპორტიორი მხარისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სურსათის ან სხვა საქონლის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;

ბ) ექსპორტის და იმპორტის აკრძალვებზე ან შეზღუდვებზე, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო ვაჭრობაში  საქონლის კლასიფიცირების, დახარისხების და გასაღების სტანდარტების ან წესების გამოსაყენებლად;

გ) სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის ნებისმიერი სახის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვებზე, რომლებიც იმპორტირებულია ნებისმიერი ფორმით* და აუცილებელია სამთავრობო ღონისძიებების განსახორციელებლად, რომელთა მიზანია:

(i) შეზღუდონ იმ ანალოგიური ადგილობრივი საქონლის რაოდენობა, რომლის გასაღებისა ან წარმოება ნებადართულია, ან თუ არ არსებობს ანალოგიური საქონლის მნიშვნელოვანი ადგილობრივი წარმოება, ისეთი ადგილობრივი საქონლის რაოდენობის შეზღუდვა, რომელიც შეიძლება უშუალოდ შეიცვალოს იმპორტირებული საქონლით; ან

(ii) ანალოგიური ადგილობრივი წარმოების საქონლის დროებითი ჭარბი რაოდენობის ბაზრიდან ამოღება, ან თუ არ არსებობს ანალოგიური საქონლის ადგილობრივი მნიშვნელოვანი წარმოება, იმ ადგილობრივი საქონლის ამოღება, რომელიც უშუალოდ შეიძლება შეიცვალოს იმპორტირებული საქონლით, ადგილობრივ მომხმარებელთა ზოგიერთი ჯგუფისათვის ჭარბი რაოდენობის საქონლის უფასოდ ან მიმდინარე საბაზრო ფასებზე დაბალი ფასით მიწოდების გზით;  ან

(iii) წარმოებისათვის დაშვებული ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის რაოდენობის შეზღუდვა, რომლის წარმოებაც პირდაპირ, მთლიანად ან ძირითადად დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე, თუ ამ საქონლის ადგილობრივი წარმოება შედარებით უმნიშვნელოა.

შეთანხმებაში მონაწილე ნებისმიერმა წევრმა, რომელიც ამ მუხლის (გ) ქვეპუნქტის თანახმად იყენებს შეზღუდვას რომელიმე საქონლის იმპორტზე, უნდა გამოაქვეყნოს, განსაზღვრული მომავალი პერიოდის განმავლობაში, იმპორტისთვის ნებადართული საქონლის საერთო რაოდენობა ან ღირებულება და ამ რაოდენობის ან ღირებულების ნებისმიერი ცვლილება. გარდა ამისა, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოიყენება ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის შესაბამისად, არ უნდა ამცირებდეს იმპორტის საერთო მოცულობას, ადგილობრივი წარმოების საერთო მოცულობასთან შედარებით, მათ შორის პროპორცია უნდა იყოს ისეთი, როგორიც  შეიძლება ყოფილიყო ამ ორ სიდიდეს შორის მონაწილე მხარეებს შორის შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში. ამ თანაფარდობის განსაზღვრისას შეთანხმების მონაწილე მხარეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თანაფარდობას, რომელიც სჭარბობდა წინა მაჩვენებელ პეროდში, აგრეთვე სპეციალურ ფაქტორებს, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ან ახდენენ გავლენას ვაჭრობაზე არსებული საქონლით. *

მუხლი XII*,**

საგადამხდელო ბალანსის წონასწორობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

1. მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებების მიუხედავად, შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს თავისი საგარეო ფინანსური მდგომარეობისა და საგადამხდელო ბალანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეუძლია შეზღუდოს საიმპორტოდ დაშვებული საქონლის რაოდენობა ან ღირებულება ამ მუხლის შემდეგი პუნქტების დებულებების გათვალისწინებით.

2.

ა) შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ დადგენილი, დაცული ან ინტენსიფიცირებული იმპორტის შეზღუდვები ამ მუხლის თანახმად არ უნდა აღემატებოდეს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა:

(i) სავალუტო რეზერვების სერიოზული შემცირების გარდაუვალი საფრთხის  შესაჩერებლად და აღმოსაფხვრელად, ან 

(ii) თუ შეთანხმების მონაწილე მხარეს აქვს განსაკუთრებით მცირე სავალუტო რეზერვები - რეზერვების ზრდის ზომიერი ტემპის მისაღწევად.

ნებისმიერ შემთხვევაში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს განსაკუთრებულ ფაქტორებს, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ასეთი მონაწილე მხარის სავალუტო რეზერვების მდგომარეობაზე ან მის მოთხოვნაზე ამ რეზერვებზე, მათ შორის, ისეთ შემთხვევებში, როცა მონაწილე მხარეს ხელი მიუწვდება სპეციალურ უცხოურ კრედიტებისა და სხვა რესურსებზე, ამ კრედიტებისა და რესურსების სათანადო გამოყენების საჭიროებას.

(ბ) შეთანხმების მონაწილე მხარეები, რომლებიც იყენებენ ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, ვალდებულნი არიან პირობების გაუმჯობესებასთან ერთად თანდათან შეარბილონ ეს შეზღუდვები და გამოიყენონ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც (ა) ქვეპუნქტის დებულებების მიხედვით გამართლებულია მათი გამოყენება. შეთანხმების მონაწილე მხარეებმა უნდა გააუქმონ შეზღუდვები, როგორც კი მათი შემოღება ან შენარჩუნება გამართლებული აღარ იქნება (ა) ქვეპუნქტით განსაზღვული პირობების შესაბამისად.

3.

(ა) საშინაო პოლიტიკის გატარებისას, შეთანხმების მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო ყურადღება მიაქციონ ჯანსაღ და მტკიცე ბაზაზე საგადამხდელო ბალანსის წონასწორობის შენარჩუნებისა და აღდგენის, აგრეთვე საწარმოო რესურსების არარაციონალური გამოყენების თავიდან აცილების აუცილებლობას. მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ ამ შედეგების მისაღწევად სასურველია ისეთი ზომების გამოყენება, რომლებიც აფართოებს (და არა ამცირებს) საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბებს;

(ბ) შეთანხმების მონაწილე მხარეებს, რომლებიც იყენებენ ამ მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, შეუძლიათ სხვადასხვა სახის საქონლის ან საქონლის კატეგორიების იმპორტზე შეზღუდვების ეფექტიანობის განსაზღვრა ისე, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საქონლის იმპორტს;

(გ) შეთანხმების მონაწილე მხარეები, რომლებიც იყენებენ შეზღუდვებს ამ მუხლის თანახმად, ვალდებულნი არიან:

(i) თავი აარიდონ შეთანხმების სხვა მონაწილე მხარის კომერციული ან ეკონომიკური ინტერესებისათვის უნებლიე ზიანის მიყენებას;*

(ii) არ გამოიყენონ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც გაუმართლებელ ბარიერებს შეუქმნის ნებისმიერი სახის საქონლის იმ მინიმალური კომერციული რაოდენობის იმპორტს, რომლის შეწყვეტაც დაარღვევს რეგულარულ საქონელბრუნვას; ასევე

(iii) არ გამოიყენონ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ხელს შეუშლის კომერციული მოდელების იმპორტს ან დაარღვევს პატენტებთან, სავაჭრო ნიშნებთან, საავტორო უფლებებთან ან სხვა ანალოგიურ პროცედურებთან დაკავშირებულ შეთანხმებებს.

(დ) შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ სრული დასაქმების მიღწევის, შენარჩუნებისა და ეკონომიკური რესურსების ნაყოფიერი გამოყენებისაკენ მიმართული საშინაო პოლიტიკის გატარებისას, მათ შეიძლება გაუჩნდეთ მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმპორტზე, რითაც მათ სავალუტო რეზერვებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული საფრთხის მსგავსი საშიშროება შეექმნება. შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომელიც სხვამხრივ იცავს ამ მუხლის დებულებებს, არ უნდა მოეთხოვოს გააუქმოს ან შეცვალოს შეზღუდვები იმ მიზეზით, რომ ასეთი პოლიტიკის ცვლილების შედეგად ამ მუხლის თანახმად გამოყენებული  შეზღუდვები საჭირო აღარ იქნებოდა.

4.

(ა) შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარე, რომელიც იყენებს ახალ შეზღუდვებს ან ამ მუხლის მიხედვით განსაზღვრული ზომების არსებითი გამკაცრებით ზრდის მოქმედი შეზღუდვების საერთო დონეს, ვალდებულია ამ შეზღუდვების დადგენისა ან გამკაცრების შემდეგ (ან მანამდე, თუკი ასეთ ქმედებამდე შესაძლებელია წინასწარი კონსულტაციების ჩატარება) დაუყოვნებლივ გამართოს მოლაპარაკება შეთანხმების მონაწილე მხარეებთან თავის საგადამხდელო ბალანსში არსებული სიძნელეების ბუნების, შესაძლო ალტერნატიული მაკორექტირებელი ზომების და შეთანხმების სხვა მხარეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ამ შეზღუდვების შესაძლო გავლენის შესახებ;

(ბ) შეთანხმების მონაწილე მხარეები მათ მიერ დანიშნულ დღეს* განიხილავენ  ამ მუხლის თანახმად არსებულ ყველა შეზღუდვას, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება დადგენილ თარიღამდე. ამ მომენტიდან ერთი წლის შემდეგ მხარეები, რომლებიც იყენებენ ამ მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, ვალდებულნი არიან შეთანხმების მონაწილე მხარეებთან ყოველწლიურად გამართონ ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციები;

(გ)

(i) თუ შეთანხმების მონაწილე მხარესთან მე-4 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების მიხედვით გამართული კონსულტაციების დროს შეთანხმების მონაწილე მხარეები აღმოაჩენენ, რომ შეზღუდვები არ ემთხვევა ამ ან მე-13 მუხლის დებულებებს (მე-14 მუხლის პირობების გათვალისწინებით), ისინი ვალდებულნი არიან მიუთითონ წინააღმდეგობის არსის შესახებ და შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ შეზღუდვების სათანადო გზით მოდიფიცირებას;

(ii) თუ ამის მიუხედავად შეთანხმების მონაწილე მხარეები კონსულტაციების შედეგად დაადგენენ, რომ გამოყენებული შეზღუდვები სერიოზულად ეწინააღმდეგება ამ ან მე-13 მუხლის დებულებებს (მე-14 მუხლის პირობების გათვალისწინებით) და ამის შედეგად რომელიმე მონაწილე მხარის ვაჭრობას ემუქრება ზიანის მიყენების საფრთხე, მათ უნდა აცნობონ შეზღუდვების გამომყენებელ მონაწილე მხარეს შეზღუდვების შეუთავსებელობის შესახებ და გაუწიონ შესაბამისი რეკომენდაციები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდვების დარეგულირების მიზნით. თუ ასეთი მონაწილე მხარე არ ეთანხმება ამ რეკომენდაციებს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერი მონაწილე მხარე, რომლის ვაჭრობაზეც ასეთი შეზღუდვები პირდაპირ გავლენას ახდენს გაანთავისუფლონ ამ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებებისაგან იმ მონაწილე მხარის მიმართ, რომელიც იყენებს ამ შეზღუდვებს არსებული გარემოების მიხედვით;

(დ) შეთანხმების მონაწილე მხარეებმა კონსულტაციებზე უნდა მოიწვიონ ის მონაწილე მხარე, რომელიც იყენებს ამ მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. იმ მონაწილე მხარის თხოვნით, რომელსაც შეუძლია შემოიღოს prima facie, რადგან შეზღუდვები ეწინააღმდეგება ამ მუხლის ან მე-13  მუხლის დებულებებს (მე-14 მუხლის პირობების გათვალისწინებით) და რადგან მათ ვაჭრობას ზიანის მიყენების საფრთხე ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ეს მოწვევა არ იგზავნება, სანამ შეთანხმების მონაწილე მხარეები არ დარწმუნდებიან დაინტერესებულ მხარეებს შორის უშუალო მოლაპარაკებების წარუმატებლობაში. თუ შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგად შეთანხმება ვერ მიიღწევა და ისინი დაადგენენ, რომ გამოყენებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნულ დებულებებს ან მონაწილე მხარის ვაჭრობას ზიანი მიადგა, ანდა ემუქრება ზიანის მიყენების საფრთხე, მაშინ ამ საკითხის განმხილველი მონაწილე მხარეები, შეიმუშავებენ რეკომენდაციას შეზღუდვების გაუქმების, შესწორების ან მოდიფიკაციის შესახებ. თუ შეზღუდვები არ გაუქმდება ან არ მოდიფიცირდება დადგენილ ვადაში, შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ გაანთავისუფლონ მონაწილე მხარე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან იმ მხარის მიმართ, რომელიც იყენებს ამ შეზღუდვებს  არსებული გარემოების მიხედვით;

ე) ამ პუნქტის  მიხედვით საქმის განხილვისას შეთანხმების მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო ყურადღება მიაქციონ ნებისმიერ სპეციფიკურ გარე ფაქტორებს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს შეზღუდვების გამომყენებელი მხარის საექსპორტო ვაჭრობაზე;*

ვ) ამ პუნქტის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს სწრაფად, და თუ შესაძლებელია, კონსულტაციების დაწყებიდან სამოცი დღის განმავლობაში.

5. თუ ამ მუხლის თანახმად იმპორტის შეზღუდვები სისტემატურად და ფართო გამოიყენება რაც ადასტურებს საგადამხდელო ბალანსის საერთო წონასწორობის დარღვევის შედეგად საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვას, ბალანსის დარღვევის აღმოფხვრის მიზნით შეთანხმების მონაწილე მხარეებმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები იმის თაობაზე შეიძლება თუ არა ალტერნატიული ზომების გამოყენება იმ მხარეების მიერ რომელთა საგადამხდელო ბალანსი კრიზისულ მდგომარეობაშია, ან იმ მხარეების მიერ, რომელთა საგადამხდელო ბალანსი განსაკუთრებით სახარბიელოა, ან რომელიმე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის მიერ, წონასწორობის დარღვევის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად. შეთანხმების მონაწილე მხარეების მოწვევით განხილვებში მონაწილეობენ დაინტერესებული შეთანხმების მონაწილე მხარეები.  

მუხლი XIII*

რაოდენობრივი შეზღუდვების არადისკრიმინაციული გამოყენება

1. შეთანხმების არცერთი მონაწილე მხარე, არ იყენებს რაიმე შეზღუდვას ან აკრძალვას ნებისმიერი სხვა მონაწილე მხარის ტერიტორიიდან ნებისმიერი საქონლის იმპორტის მიმართ ან ექსპორტის მიმართ, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი სხვა წევრის ტერიტორიაზე შესატანად, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საქონლის იმპორტი ყველა მესამე ქვეყნიდან ან ექსპორტი ყველა მესამე ქვეყანაში არ შეიზღუდება ან აიკრძალება მსგავსი სახით.

2. ნებისმიერი საქონლის იმპორტის შეზღუდვისას, შეთანხმების მონაწილე მხარეები ცდილობენ ასეთი საქონლით ვაჭრობა შეთანხმების მონაწილე სხვადასხვა მხარეებს შორის გადანაწილდეს იმგვარად, როგორც ეს მოსალოდნელი იქნებოდა ასეთი შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ მიზნის მისაღწევად დაცული უნდა იყოს შემდეგი დებულებები:

(a) Wherever practicable, quotas representing the total amount of permitted imports (whether allocated among supplying countries or not) shall be fixed, and notice given of their amount in accordance with paragraph 3 (b) of this Article;ა) თუ ეს მიზანშეწონილია, კვოტები, (მიუხედავად იმისა, განაწილდება თუ არა მიმწოდებელ ქვეყნებს შორის), რომლებიც არის ნებადართული იმპორტის სრული რაოდენობა, უნდა დაფიქსირდეს და მათი ოდენობის შესახებ უნდა გაკეთდეს შეტყობინება ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად;

ბ) თუ კვოტების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, შეზღუდვები შეიძლება გამოყენებული იქნეს იმპორტის ლიცენზირების ან ნებართვის სახით კვოტების გარეშე;

გ) შეთანხმების მონაწილე მხარეები, გარდა (დ) ქვეპუნქტის თანახმად განაწილებული კვოტების გამოყენების შემთხვევისა, არ მოითხოვენ, რომ საიმპორტო ლიცენზიები ან ნებართვები გამოყენებული იქნეს ამ საქონლის იმპორტისათვის რომელიმე განსაზღვრული ქვეყნიდან ან წყაროდან;

დ) თუ კვოტა ნაწილდება მიმწოდებელ ქვეყნებს შორის, შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომელიც იყენებს შეზღუდვას, შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას კვოტაში წილების განაწილების თაობაზე ამ საქონლის მიწოდებით არსებითად დაინტერესებულ ყველა დანარჩენ მონაწილე მხარესთან. თუ ეს მეთოდი მიზანშეწონილი არ არის, მონაწილე მხარე ამ საქონლის მიწოდებით არსებითად დაინტერესებულ დანარჩენ მონაწილე მხარეებს, აძლევს წილს საქონლის მთლიანი ოდენობიდან ან იმპორტის ღირებულებიდან, რომელიც ეფუძნება წინა განსაზღვრული დროის განმავლობაში ამ მონაწილე მხარეებს შორის აღნიშნული საქონლის მოწოდების თანაფარდობას, მაგრამ ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ნებისმიერი განსაკუთრებული ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს აღნიშნული საქონლით ვაჭრობაზე. არანაირი პირობა ან ფორმალობა არ იქნება შემოღებული, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ნებისმიერ მონაწილე მხარის სრულად გამოიყენოს წილი ნებისმიერი ასეთი მთლიანი რაოდენობიდან ან მიწოდების ღირებულებიდან, იმ პირობით, რომ მოწოდება განხორციელდება განსაზღვრული დროის განმავლობაში, რომელსაც კვოტა ეხება.*

3.

ა) თუ საიმპორტო ლიცენზიები გაცემულია საიმპორტო შეზღუდვებთან დაკავშირებით, შეთანხმების მონაწილე მხარეები, რომლებიც იყენებენ შეზღუდვებს,  შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული საქონლით ვაჭრობით არსებითად დაინტერესებულ მონაწილე მხარეებს აწვდიან ნებისმიერ ინფორმაციას შეზღუდვების გამოყენების, უკანასკნელ პერიოდში გაცემული საიმპორტო ლიცენზიების და მიმწოდებელ ქვეყნებს შორის ლიცენზიების განაწილების შესახებ;

ბ) კვოტების შემოღებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოყენების შემთხვევაში შეთანხმების მონაწილე მხარემ, რომელიც იყენებს ამ შეზღუდვას, უნდა გამოაქვეყნოს იმ საქონლის ერთი ან რამდენიმე სახეობის საერთო რაოდენობა ან ღირებულება რომლის შეტანაც ამ ქვეყნებში ნებადართული იქნება განსაზღვრული მომავალი პერიოდის განმავლობაში, ასევე უნდა გამოაქვეყნოს ყველა ის ცვლილება, რომელიც შეტანილი იქნება ასეთ რაოდენობაში ან ღირებულებაში. იმ საქონლის მიწოდება, რომელიც ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისას გზაში იმყოფება, არ უნდა შეფერხდეს; იმ პირობით, რომ საქონლის ეს რაოდენობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩაითვლება საქონლის იმ რაოდენობაში, რომლის შეტანაც ნებადართულია შესაბამის პერიოდში, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, -  უშუალოდ შემდგომ პერიოდში; აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ თუ შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარე მოხმარების მიზნით მიწოდებულ ან საბაჟო საწყობებიდან აღებულ საქონელს ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში ანთავისუფლებს აღნიშნული შეზღუდვებისაგან, ეს ქმედება ამ ქვეპუნქტთან სრულ შესაბამისობაში მიიჩნევა.

გ) თუ კვოტები განაწილებულია მიმწოდებელ ქვეყნებს შორის, შეთანხმების მონაწილე მხარემ, რომელიც იყენებს შეზღუდვებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქონლის მიწოდებით არსებითად დაინტერესებულ შეთანხმების ყველა დანარჩენ მონაწილე მხარეებს, სხვადასხვა მიმწოდებელ ქვეყნებს შორის რაოდენობით ან ღირებულებით გამოსახული კვოტების წილების ოდენობის შესახებ და აგრეთვე საჯარო გახადოს ეს ინფორმაცია.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის (დ) ქვეპუნქტის ან მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის (გ) ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრული შეზღუდვების გამოყენების შემთხვევაში წარმოდგენილი ვადის არჩევა ნებისმიერი პროდუქციისათვის და რომელიმე განსაკუთრებული ფაქტორის შეფასება*,  რომელიც გავლენას ახდენს ამ პროდუქციით ვაჭრობაზე, ხორციელდება შეზღუდვის თავდაპირველად გამომყენებლი მონაწილე ქვეყნის მიერ იმ პირობით, რომ ასეთი მონაწილე მხარე აღნიშნული საქონლის მიწოდებით არსებითად დაინტერესებული სხვა მონაწილე მხარის ან მხარეების მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მართავს კონსულტაციებს ამ ქვეყნებთან დადგენილი წილების გადანაწილების ან საბაზო პერიოდის შეცვლის, ანდა განსაკუთრებული ფაქტორების ხელახალი შეფასების ან კვოტების დაწესებასთან ან მათ შეუზღუდავად გამოყენებასთან დაკავშირებული ერპიროვნულად დადგენილი პირობების, პროცედურების ან სხვა გარემოებათა გაუქმების თაობაზე.

5. ამ მუხლის დებულებები გამოიეყენება ნებისმიერი  მონაწილე ქვეყნის ან ქვეყნების მიერ დადგენილი ან შენარჩუნებული ნებისმიერი სატარიფო კვოტის მიმართ, და, რამდენადაც ეს მისაღებია, ამ მუხლის პრინციპები ვრცელდება საექსპორტო შეზღუდვებზეც.

მუხლი XIV *

არადისკრიმინაციის წესებიდან გამონაკლისები

1. შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომელიც იყენებს შეზღუდვებს მე-12 მუხლის ან მე-18 მუხლის ბ. ნაწილის საფუძველზე, ამ შეზღუდვების გამოყენებისას შეუძლია დროებით დაარღვიოს მე-13 მუხლით გათვალისწინებული დებულებები, ისეთი ფორმით, რომელსაც იგივე ეფექტი ექნება, რაც არსებული საერთაშორისო გარიგებებთან დაკავშირებულ გადასახადების და ტრანსფერების შეზღუდვებს, რომლებიც ამ მონაწილე მხარეს შეუძლია ამ პერიოდში გამოიყენოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების მე-8 ან მე-14 მუხლების თანახმად, ან მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად დადებული სპეციალური სავალუტო შეთანხმების ანალოგიური დებულებების თანახმად.*

2. შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომელიც იყენებს შეზღუდვებს მე-12 მუხლისს ან მე-18 მუხლის ბ ნაწილის თანახმად, სხვა მონაწილე მხარეთა თანხმობით შეუძლია დროებით დაარღვიოს მე-13 მუხლით გათვალისწინებული დებულებები მისი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მცირე ნაწილის მიმართ, თუ შეთანხმების მონაწილე მხარის ან შეთანხმების მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარეების მოგება მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერ ზარალს, რომელიც შესაძლოა მიადგეს შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეების საგარეო ვაჭრობას.*

3. მე-13 მუხლის დებულებები არ უკრძალავს საერთაშორისო სავალუტო ფონდში ერთი კვოტის მქონე ტერიტორიათა ჯგუფს სხვა ქვეყნების მიმართ (და არა ერთმანეთის მიმართ) გამოიყენონ მე-12 მუხლის ან მე-18 მუხლის ბ ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული შეზღუდვები იმ პირობით, რომ ეს შეზღუდვები სხვა დანარჩენ შემთხვევებში არ არღვევს მე-13 მუხლის დებულებებს.

4. ამ შეთანხმების მე-11-15 მუხლები ან მე-18 მუხლის ბ ნაწილი, ხელს არ უშლის შეთანხმებაში მონაწილე მხარეს, რომელიც მე-12 მუხლის ან მე-18 მუხლის ბ ნაწილის თანახმად იყენებს სიმპორტო შეზღუდვებს, მე-12 მუხლის დებულებების დაურღვევლად, სავალუტო შემოსავლების გაზრდის მიზნით, გამოიყენოს ექსპორტის მარეგულირებელი ზომები.

5. ამ შეთანხმების მე-11-15 მუხლები ან მე-18 მუხლის ბ ნაწილი არ ეწინააღმდეგება შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ იმ რაოდენობრივი შეზღუდვების გამოყენებას:

ა) თუ მათ აქვთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების მე-7 მუხლის მე-3 (ბ) ნაწილის თანახმად ნებადართული, ვალუტის გადაცვლასთან  დაკავშირებული შეზღუდვების ეკვივალენტური ეფექტი; ან

ბ) ამ შეთანხმების ა დანართში გათვალისწინებული პრეფერენციული შეთანხმების თანახმად, მასში მითითებული მოლაპარაკებების დასრულებამდე.

მუხლი XV

სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. შეთანხმების მონაწილე მხარეები ითანამშრომლებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეძლონ სავალუტო ფონდის ა და შეთანხმების მონაწილე მხარეების იურისდიქციის ფარგლებში ვალუტის გადაცვლასთან, რაოდენობრივ შეზღუდვებთან და სხვა სავაჭრო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

2. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შეთანხმების მონაწილე მხარეები იკრიბებიან სავალუტო რეზერვებთან, საგადამხდელო ბალანსთან ან ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და მოგვარების მიზნით, ისინი კონსულტაციებს ატარებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ამ კონსულტაციების დროს შეთანხმების მონაწილე მხარეები იღებენ ამ ფონდის მიერ მიწოდებულ ყველა სტატისტიკურ მონაცემსა და სხვა ფაქტებს უცხოური ვალუტის, სავალუტო რეზერვების ან საგადამხდელო ბალანსის შესახებ, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების მუხლებს, ან შეთანხმების მონაწილე მხარესა და შეთანხმების მონაწილე სხვა მხერეებს შორის ვალუტის კონვერტაციის შესახებ დადებული სპეციალური შეთანხმების პირობებს. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტით ან მე-18 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები, შეთანხმების მონაწილე მხარეები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, იღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას შეთანხმების მონაწილე მხარის სავალუტო რეზერვების სერიოზული შემცირების მისი სავალუტო რეზერვების სიმცირის ან ზრდის მისაღები დონის გამომწვევი მიზეზების შესახებ, ასევე ფინანსურ ასპექტებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, რომლებზედაც ამ შემთხვევაში მიმდინარეობს კონსულტაციები.

3. შეთანხმების მონაწილე მხარეები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული კონსულტაციების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით.

4. შეთანხმების მონაწილე მხარეებმა სავალუტო ოპერაციებით ხელი არ უნდა შეუშალონ ამ შეთანხმების მიზნების განხორციელებას და არ უნდა დაარღვიონ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების დებულებები.

5. თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები ნებისმიერ დროს ჩათვლიან, რომ შეთანხმების  მონაწილე რომელიმე მხარე იყენებს სავალუტო შეზღუდვებს იმპორტთან დაკავშირებულ გადასახადებზე და ტრანსფერებზე ისე, რომ ეს შეზღუდვები არ შეესაბამება ამ შეთანხმებით რაოდენობრივ შეზღუდვაზე დაშვებულ გამონაკლისებს, ამის შესახებ ისინი ატყობინებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

6. შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარე, რომელიც არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი, ამ ფონდთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში უნდა  გახდეს ფონდის წევრი ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმების მონაწილე მხარეებთან დადოს სპეციალურ შეთანხმება სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით. შეთანხმების მონაწილე მხარემ, რომელიც წყვეტს ფონდის წევრობას, დაუყოვნებლივ უნდა დადოს სპეციალური შეთანხმება შეთანხმების მონაწილე მხარეებთან. ამ პუნქტის თანახმად დადებული ნებისმიერი სპეციალური შეთანხმება, მისი დადების შემდეგ ხდება ამ შეთანხმების ასეთი მონაწილე მხარის ვალდებულების ნაწილი.

7.

(ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარეს და შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეებს შორის დადებულმა სპეციალურმა სავალუტო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს შეთანხმების მონაწილე მხარეთა ინტერესების დაცვა, რათა შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ ჩატარებული სავალუტო ოპერაციის შედეგად არ მოხდეს ამ შეთანხმების ძირითადი მიზნების იგნორირება.

(ბ) ნებისმიერი სპეციალური შეთანხმების პირობები შეთანხმების მონაწილე მხარეს სავალუტო საკითხებთან დაკავშირებით არ აკისრებს ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც, როგორც წესი, იქნება უფრო შემზღუდავი, ვიდრე ვალდებულებები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრების მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

8. შეთანხმების მონაწილე მხარემ, რომელიც არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ, ამ შეთანხმებით განსაზღვრული მათი ფუნქციების შესრულების მიზნით.

9. ეს შეთანხმება ხელს არ უშლის:

ა) შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების მუხლების ან შეთანხმების მონაწილე ამ მხარის მიერ სხვა მონაწილე მხარეებთან დადებული სპეციალური სავალუტო შეთანხმების თანახმად სავალუტო კონტროლის დაწესებას ან სავალუტო შეზღუდვების გამოყენებას; ან

ბ) შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ ექსპორტსა და იმპორტზე კონტროლის და შეზღუდვების გამოყენებას, რომელთა ძირითად მიზანს, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლებით დაშვებულ მიზნებზე დამატებით,  ამ სავალუტო კონტროლის თუ შეზღუდვების ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს.

მუხლი XVI*

სუბსიდიები

ნაწილი ა – ზოგადი დებულებები სუბსიდიის შესახებ

1. თუ შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარე გასცემს ან ინარჩუნებს ნებისმიერი სახის სუბსიდიას, შემოსავლების ან ფასების მხარდაჭერის ნებისმიერი ფორმის ჩათვლით, რომლის პირდაპირი ან ირიბი შედეგია  მისი ტერიტორიიდან ნებისმიერი სახის საქონლის ექსპორტის ზრდა ან მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის საქონლის იმპორტის შემცირება, მან შეთანხმების მონაწილე მხარეებს წერილობით უნდა აცნობოს სუბსიდიის ოდენობის და ფორმის შესახებ, სუბსიდირების გავლენის მის ტერიტორიაზე იმპორტირებული ან მისი ტერიტორიიდან ექსპორტირებული სუბსიდირებული საქონლის ან საქონლის ჯგუფის რაოდენობის მიახლოებითი გაანგარიშება, აგრეთვე იმ გარემოებების შესახებ, რომელთა შედეგადაც წარმოიშვა სუბსიდირების აუცილებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ამ სახის სუბსიდირება შეთანხმების რომელიმე მონაწილე მხარის ინტერესებს სერიოზულ ზიანს აყენებს ან ქმნის ასეთი ზიანის გამოწვევის საფრთხეს, სუბსიდიის გამცემმა შეთანხმების მონაწილე მხარემ, მოთხოვნის საფუძველზე, შეთანხმების მონაწილე სხვა მხარესთან ან დაინტერესებულ მხარეებთან, ანდა შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეებთან ერთად უნდა განიხილოს სუბსიდირების შეზღუდვის შესაძლებლობა.

ნაწილი ბ – ექსპორტის სუბსიდირებასთან დაკავშირებული დამატებითი დებულებები*

2. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ ნებისმიერი სახის საქონლის ექსპორტის სუბსიდირებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეების ექსპორტსა და იმპორზტს. გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მათ ჩვეულებრივ სავაჭრო ინტერესებს და ხელი შეუშალოს ამ შეთანხმების მიზნების განხორციელებას.

3. შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები უნდა ეცადნენ თავიდან აიცილონ პირველადი პროდუქციის ექსპორტის სუბსიდირება. მაგრამ, თუ შეთანხმების მონაწილე მხარე გასცემს სუბსიდიას პირდაპირ ან ირიბად ნებისმიერი ფორმით, რაც გამოიწვევს მისი ტერიტორიიდან პირველადი პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ეს სუბსიდია არ უნდა იქნეს გამოყენებული ისე, რომ შეთანხმების მონაწილე მხარემ ამ საქონლით მსოფლიო ექსპორტში დაიკავოს უფრო მნიშვნელოვანი ადგილი, ვიდრე მას რეალურად ეკუთვნის, წინა შესადარი პერიოდის განმავლობაში ასეთი საქონლით ვაჭრობაში მონაწილე მხარეების წილებისა და ნებისმიერი განსაკუთრებული ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ან რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ასეთი საქონლით ვაჭრობაზე.*

4. გარდა ამისა, 1958 წლის 1 იანვრიდან ან ამ თარიღის შემდეგ ყველაზე ადრეული შესაძლო თარიღიდან, შეთანხმების მონაწილე მხარეები შეწყვეტენ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი სახის საქონლის (პირველადი პროდუქტების გარდა) ექსპორტის სუბსიდირებს, თუ ეს იწვევს ასეთი საქონლის გაყიდვას უფრო დაბალი ფასით, ვიდრე შესადარი ფასი მსგავს საქონელზე ადგილობრივ ბაზარზე. 1957 წლის 31 დეკემბრამდე შეთანხმების არცერთი მონაწილე მხარე არ გაზრდის ასეთი სუბსიდირების მოცულობას, 1955 წლის 1 იანვრისათვის არსებულ მოცულობასთან შედარებით, ახალი ან არსებული სუბსიდიების გაზრდის გზით.*

5. შეთანხმების მონაწილე მხარეები ფაქტობრივი გამოცდილების გათვალისწინებით პერიოდულად განიხილავენ ამ მუხლის დებულებების მოქმედებას მათი ეფექტინობის შემოწმების, ამ შეთანხმების მიზნების განხორციელებისა და ისეთი სუბსიდირების თავიდან აცილების მიზნით, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს შეთანხმების მონაწილე მხარეების ინტერესებს ან ვაჭრობას.

მუხლი XVII

სახელმწიფო სავაჭრო საწარმოები

1.*

ა) ხელშეკრულების მონაწილე თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, რომ თუ იგი ჩამოაყალიბებს ან შეინარჩუნებს სახელმწიფო საწარმოს, მისი მდებარეობის მიუხედავად, ან ნებისმიერ საწარმოს ანიჭებს, ფორმალურად ან ფაქტობრივად, განსაკუთრებულ ან სპეციალურ პრივილეგიებს,* ასეთი საწარმო, იმპორტთან ან ექსპორტთან დაკავშირებული შესყიდვის ან გაყიდვის ოპერაციების წარმოებისას, იმოქმედებს არადისკრიმინაციის საერთო პრინციპის შესაბამისად, რომელიც დადგენილია ამ შეთანხმებით იმ სამთავრობო ზომების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენენ კერძო მოვაჭრეთა (კომერსანტების) მიერ განხორციელებულ იმპორტზე ან ექსპორტზე;

 ბ) ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტის დებულებები მიიჩნევა როგორც მოთხოვნა, რომ ასეთმა საწარმოებმა, ამ შეთანხმების სხვა დებულებების სათანადოდ გათვალისწინებით, აწარმოონ ზემოთ აღნიშნული  შესყიდვის ან გაყიდვის ოპერაციები მხოლოდ კომერციული მოსაზრებებით,* კერძოდ, ფასის, ხარისხის, საქონლის მიღებისა და რეალიზების საშუალებების, ტრანსპორტირების პირობების და შესყიდვის ან გაყიდვის სხვა პირობების გათვალისწინებით; ასევე როგორც მოთხოვნა, რომ ამ სახელმწიფო საწარმოებმა ჩვეულებრივი საქმიანი პრაქტიკის თანახმად მიანიჭონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების საწარმოებს ასეთი შესყიდვის ან გაყიდვის ოპერაციებში კონკურენციის ადეკვატური შესაძლებლობა;

გ) ხელშემკვრელმა მხარემ ხელი არ უნდა შეუშალოს მისი იურისდიქციის ფარგლებში არსებულ არც ერთ საწარმოს (მიუხედავდ იმისა, შედის თუ არა საწარმო ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტში აღწერილი საწარმოების ნუსხაში) ამ პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების პრინციპების თანახმად მოქმედებაში.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ საქონლის იმპორტის მიმართ, რომელიც შეძენილია დაუყოვნებლივი ან შემდგომი სამთავრობო დანიშნულებით მოხმარების და არა გადაყიდვის ან გასაყიდი საქონლის წარმოების მიზნით.*   ასეთი სახის იმპორტის შემთხვევაში  თითოეული ხელშემკვრელი მხარე სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან ვაჭრობას ანიჭებს სამართლიან და თანასწორ რეჟიმს.

3. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმოებს შეუძლიათ წარმართონ თავისი ოპერაციები ისე, რომ სერიოზული წინააღმდეგობები შეუქმნან ვაჭრობას; ამიტომ საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებების წარმოებას ურთიერთდათმობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე ასეთი წინააღმდეგობების შემცირების ან აღკვეთის მიზნით. *

4.

ა) შეთანხმების მონაწილე მხარეები ატყობინებენ სხვა დანარჩენ მონაწილე მხარეებს იმ  საქონლის შესახებ, რომელიც იმპორტირებულია მათ ტერიტორიაზე ან ექსპორტირებულია მათი ტერიტორიიდან, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოების მიერ;

ბ) შეთანხმების მონაწილე მხარე, რომელიც აწესებს, ინარჩუნებს ან ნებას რთავს საიმპორტო მონოპოლიას საქონელზე, რომელიც არ არის დათმობის საგანი მე-2 მუხლის თანახმად, სხვა მონაწილე მხარის მოთხოვნით, რომელიც ვაჭრობს ამ საქონლით, ატყობინებს მონაწილე მხარეებს უკანასკნელი წარმოდგენილი პერიოდის განამვლობაში ამ საქონელის საიმპორტო ფასის მომატების შესახებ, ან, თუ ეს შეუძლებელია, ამ საქონლის გაყიდვისათვის დადგენილი ფასის შესახებ;

გ) შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ, იმ მონაწილე მხარის მოთხოვნით, რომელსაც აქვს საფუძველი ჩათვალოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოების მიერ წარმოებული ოპერაციები მის ინტერესებს ამ შეთანხმების შესაბამისად ზიანს აყენებს, მოსთხოვონ იმ მონაწილე მხარეს, რომელიც ქმნის, ინარჩუნებს ან ნებას რთავს ასეთ საწარმოებზე, ინფორმაცია ასეთი საწარმოს იმ სავაჭრო ოპერაციების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების დებულებების შესრულებასთან.

დ) არსებული პუნქტის დებულებები არ ითხოვს, რომ შეთანხმების მონაწილე მხარემ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კანონის განხორციელებას ან სხვა სახით ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს, ანდა ზიანი მიაყენოს ცალკეული საწარმოების კანონიერ კომერციულ ინტერესებს.

მუხლი XVIII*,**

ეკონომიკური განვითარების სამთავრობო ხელშეწყობა

1. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა შეიძლება გაადვილდეს მათი ეკონომიკური განვითარებით, განსაკუთრებით, იმ მონაწილე მხარეების ეკონომიკური განვითარებით, რომელთა ეკონომიკა ცხოვრების მხოლოდ დაბალ დონეს* უზრუნველყოფს და განვითარების დაბალ საფეხურზეა.*

2. შეთანხმების მონაწილე მხარეები ასევე აღიარებენ, რომ ასეთი მონაწილე მხარეებისათვის, ეკონომიკური განვითარების პროგრამების და პოლიტიკის განსახორციელებლად, რომელთა მიზანია მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონის ამაღლება, შესაძლებელია აუცილებელი იყოს იმპორტზე გავლენის მქონე დამცავი ან სხვა სახის ზომების შემოღება და რომ ასეთი ზომების შემოღება გამართლებული იქნება, რადგან ისინი ხელს უწყობს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევას. ამიტომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთმა მონაწილე მხარეებმა ისარგებლონ დამატებით შესაძლებლობებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს:

ა) თავის სატარიფო სტრუქტურაში შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი ელასტიურობა, მრეწველობის ცალკეული დარგის* განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაძლო სატარიფო დაცვის უზრუნველსაყოფად და

ბ) საგადამხდელო ბალანსის თანასწორობის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენონ რაოდენობრივი შეზღუდვები, ისეთი ფორმით, რომლის დროსაც სრულიად იქნება გათვალისწინებული საიმპორტო საქონელზე გრძელვადიანი მაღალი მოთხოვნის დონე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მათი ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელების აუცილებლობით.

3. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ ამ მუხლის ა და ბ ნაწილებით გათვალისწინებულ, დამატებით შესაძლებლობებთან ერთად, ამ შეთანხმების დებულებები საკმარისია, რათა შეთანხმების მონაწილე მხარეებს მიეცეთ თავიანთი ეკონომიკური განვითარების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ამასთან, ისინი აღიარებენ, რომ შესაძლოა არსებობდეს პირობები, როდესაც ამ დებულებების შესაბამისი ზომების პრაქტიკაში გამოყენების შედეგად ეკონომიკური განვითარების პროცესში მყოფი მონაწილე მხარე, ვერ მოახერხებს გამოყოს ცალკეული დარგების განვითარებისათვის საჭირო სამთავრობო დახმარება, მოსახლეობის საერთო ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. ამ შემთხვევისათვის ამ შეთანხმების გ და დ ნაწილებში გათვალისწინებულია განსაკუთრებული პროცედურები.

4.

(ა) აქედან გამომდინარე, შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომლის ეკონომიკაც განვითარების დაბალ დონეზეა*, მხოლოდ ცხოვრების დაბალ დონეს* უზრუნველყოფს და შეუძლია დროებით დაარღვიოს ამ შეთანხმების სხვა მუხლების დებულებები. ამ მუხლის ა, ბ და გ ნაწილები შესაბამისად,

(ბ) შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომლის ეკონომიკაც განვითარების პროცესშია, მაგრამ რომელსაც არ ეხება ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტის პირობები, შეუძლია შეთანხმების მონაწილე მხარეებს მიმართოს განცხადებით ამ მუხლის დ ნაწილის შესაბამისად.

5. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ შეთანხმების მონაწილე იმ მხარეების საექსპორტო შემოსავალი, რომელთაც აქვთ მე-4 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში აღწერილი ტიპის ეკონომიკა და რომლებიც დამოკიდებულნი არიან მცირე ოდენობის ნედლეულის ექსპორტზე, შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ასეთი სახის საქონლის გაყიდვის შემცირების შედეგად. ამგვარად, როდესაც შეთანხმების მონაწილე ასეთი მხარის ნედლეულის ექსპორტი მნიშვნელოვან გავლენას განიცდის შეთანხმების მონაწილე მეორე მხარის მიერ მიღებული ზომების შედეგად, მას შეუძლია ამ შეთანხმების 22-ე მუხლის დებულებების შესაბამისად გამართოს კონსულტაციები.

6. შეთანხმების მონაწილე მხარეები ყოველწლიურად განიხილავენ ამ მუხლის გ და დ ნაწილების დებულებების შესაბამისად გატარებულ ღონისძიებებს.

ნაწილი ა

7.

(ა) თუ შეთანხმების მონაწილე მხარე, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მრეწველობის რომელიმე დარგის განვითარების ხელშეწყობისა და მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონის ამაღლების მიზნით მისაღებად ჩათვლის, ამ შეთანხმების შესაბამის დანართ ცხრილებში მითითებული დათმობების შეცვლას ან გაუქმებას, მან შეთანხმების მონაწილე მხარეებს უნდა აცნობოს ამ გადაწყვეტილების შესახებ და დაიწყოს მოლაპარაკებები შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარესთან, რომელთანაც პირველად იქნა შეთანხმებული ამგვარი დათმობები, ასევე შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეთანხმების მონაწილე მხარეების აზრით ამ საკითხით მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული. თუ შეთანხმების მონაწილე ასეთ დაინტერესებულ მხარეებს შორის მიღწეული იქნება შეთანხმება, მისი განხორციელების მიზნით მათ თავისუფლად შეუძლიათ შეცვალონ ან გააუქმონ ამ შეთანხმების შესაბამისი დანართი ცხრილით განსაზღვრული დათმობები, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საკომპენსაციო რეგულირების ჩათვლით.

(ბ) თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული ამ პუნქტით (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინებიდან სამოცი დღის განმავლობაში, შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომელმაც წამოაყენა წინადადება დათმობათა ცხრილების შეცვლის ან გაუქმების შესახებ, შეუძლია საკითხი განსახილველად გადასცეს შეთანხმების მონაწილე მხარეებს, რომლებიც მას დაუყოვნებლივ განიხილავენ. თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები დაადგენენ, რომ შეთანხმების მონაწილე მხარემ, რომელმაც წამოაყენა წინადადება დათმობათა ცხრილების შეცვლის ან გაუქმების შესახებ, გამოიყენა ყველა საშუალება შეთანხმების მისაღწევად და მის მიერ შეთავაზებულია შესაბამისი კომპენსაცია, შეთანხმების მონაწილე ამ მხარეს თავისუფლად შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს დათმობები, თუ ის ამავე დროს განახორციელებს საკომპენსაციო რეგულირებას. თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ დათმობათა ცხრილების შეცვლის ან გაუქმების შესახებ განაცხადის გამკეთებელი მხარის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია ადეკვატური არ არის, მაგრამ ჩათვლიან, რომ მან გამოიყენა ყველა მნიშვნელოვანი საშუალება ადეკვატური კომპენსაციის შეთავაზებისათვის, შეთანხმების მონაწილე ამ მხარეს შეუძლია თავისუფლად შეცვალოს ან აუქმოს დათმობები. თუ ეს განხორციელდება, ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტით მითითებულ შეთანხმების მონაწილე მხარეს უფლება აქვს მნიშვნელოვნად შეცვალოს ან გააუქმოს შესაბამისი დათმობები, რომლებიც პირველად შეთანხმებული იყო შეთანხმების მონაწილე იმ მხარესთან, რომელმაც პირველად გამოიყენა ასეთი ზომა.*

ნაწილი ბ

8. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ მონაწილე მხარეებს, რომლებიც შეესაბამებიან ამ მუხლის მე-4 პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპზე განიცდიან საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს, რომელიც ძირითადად გამოწვეულია მათ მიერ შიდა ბაზრის გაფართოების მცდელობით და მათი სავაჭრო პირობების არასტაბილურობით.

9. იმისათვის, რომ შეთანხმების მონაწილე მხარემ, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს,  შეინარჩუნოს თავისი საგარეო ფინანსური მდგომარეობა და უზრუნველყოს თავისი ეკონომიკური პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო რეზერვების დონე, მას შეუძლია მე-10 და მე-12 პუნქტების დებულებების დაცვით გააკონტროლოს თავისი იმპორტის საერთო მოცულობა იმ საქონლის ღირებულების ან რაოდენობის ისეთი შეზღუდვით, რომლებიც ნებადართული იქნება იმპორტის მიმართ, იმ პირობით, რომ შემოღებული, მოქმედი ან გამკაცრებული იმპორტის შეზღუდვები არ უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აუცილებელია:

(ა) თავიდან აიცილოს თავისი სავალუტო რეზერვების ზრდის შეჩერების ან სერიოზული შემცირების საფრთხის თავიდან ასაცილებლად; ან

(ბ) თუ საკითხი ეხება არასაკმარისი სავალუტო რეზერვების მქონე შეთანხმების მონაწილე მხარეს, სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდის უზრუნველსაყოფად;

თითოეულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნებისმიერ სპეციფიკურ ფაქტორს, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს შეთანხმების მონაწილე მხარის სავალუტო რეზერვებზე ან სავალუტო რეზერვებზე მის მოთხოვნაზე, მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც მისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური უცხოური კრედიტები ან ვალუტის მიღების სხვა არხები, აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ასეთი კრედიტებისა და სხვა არხების მიზანშეწონილად გამოყენება.

10. შეთანხმების მონაწილე მხარეს ამ შეზღუდვების გამოყენებისას, შეუძლია გაავრცელოს ისინი სხვადასხვა სახის საქონლის ან საქონლის ჯგუფის იმპორტზე ისე, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს იმ საქონლის იმპორტს, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით; იმ პირობით, რომ შეზღუდვები გამოყენებული იქნება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სხვა მონაწილე მხარის ეკონომიკური ან სავაჭრო ინტერესებისათვის არასაჭირო ზიანის მიყენება და უმიზეზოდ ხელი არ შეეშალოს ნებისმიერი სახის საქონლის მინიმალური სავაჭრო რაოდენობით იმპორტს, რომლის იმპორტის შეზღუდვაც გავლენას მოახდენს ვაჭრობის ნორმალურ ტემპზე, ასევე იმ პირობით, რომ შეზღუდვები არ იქნება გამოყენებული ისე, რომ შეაფერხოს კომერციული ნიმუშების იმპორტი, ან დაარღვიოს პატენტების, სავაჭრო ნიშნების, საავტორო უფლების ან მსგავსი პროცედურების შესახებ დებულებები.

11. შეთანხმების შესაბამისმა მონაწილე მხარემ, საშიანო პოლიტიკის გატარებისას, უნდა გაითვალისწინოს მყარ და ჯანსაღ საფუძველზე თავისი საგადამხდელო ბალანსის წონასწორობის აღდგენისა და საწარმოო რესურსების ეკონომიურად და გონივრულად გამოყენების უზრუნველყოფის საჭიროება. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, მან თანდათანობით უნდა შეამციროს ამ ნაწილის შესაბამისად გამოყენებული ნებისმიერი სახის შეზღუდვა გამოიყენოს ეს შეზღუდვები მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში ამ მუხლის მე-9 პუნქტის პირობების შესაბამისად და გააუქმოს ისინი, როდესაც არსებული პირობების გამო, მათი შემდგომი გამოყენება გამართლებული აღარ არის; იმ პირობით, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეს არ შეუძლია მოითხოვოს ამ ნაწილის პირობების შესაბამისად* გამოყენებული შეზღუდვების გაუქმება ან შეცვლა იმ მიზეზით, რომ შეზღუდვების გამოყენება მისი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო აღარ არის.*

12.

(ა) შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარე, რომელიც აწესებს ახალ შეზღუდვებს ან ამკაცრებს მოქმედ შეზღუდვებს ამ ნაწილის შესაბამისად გამოყენებული ზომების გაძლიერებით. შეზღუდვის შემოღების ან გამკაცრების შემდეგ (ან იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარი კონსულტაციების გამართვა მიზანშეწონილია), დაუყოვნებლივ მართავს კონსულტაციების შეთანხმების მონაწილე მხარეებთან საგადამხდელო ბალანსის სიძნელეების ხასიათის, ალტერნატიული შესწორებითი ღონისძიებების გამოყენებისა და შეთანხმების მონაწილე მხარეების ეკონომიკის მიმართ შეზღუდვების გამოყენების შესაძლო გავლენის შესახებ;

(ბ) შეთანხმების მონაწილე მხარეები მათ მიერ დადგენილ დღეს, განიხილავენ ამ ნაწილის შესაბამისად გამოყენებულ ყველა სახის შეზღუდვას, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება ამ დროისათვის. ამ დღიდან ორი წლის შემდეგ შეთანხმების მონაწილე მხარეები, რომლებიც იყენებენ შეზღუდვებს ამ ნაწილის შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეებთან იწყებენ ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტიპის კონსულტაციებს დაახლოებით, მაგრამ არანაკლებ ორი წლის ინტერვალებით, მონაწილე მხარეების მიერ შემუშავებული პროგრამის შესაბამისად; ყოველწლიური იმ პირობით, რომ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციები არ უნდა გაიმართოს ამ შეთანხმების სხვა დებულებების შესაბამისად გამართული ზოგადი ხასიათის კონსულტაციების დასრულებიდან ორი წლის განმავლობაში

(გ)

(i) თუ ამ პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად შეთანხმების მონაწილე მხარესთან გამართული კონსულტაციების განმავლობაში შეთანხმების მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები არ შეესაბამება ამ ნაწილის ან მე-13 მუხლის დებულებებს (მე-14 მუხლის დებულებათა დაცვით), მათ უნდა მიუთითონ შეუსაბამობის ხასიათის შესახებ. მათ შეუძლიათ შეიმუშაონ რეკომენდაცია, რომ შეზღუდვები შესაბამისად შეიცვალოს;

ამასთან, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმების მონაწილე მხარეები დაადგენენ, რომ შეზღუდვები გამოიყენება, რომ ეს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება  ამ ნაწილის ან მე-13 მუხლის დებულებებს (მე-14 მუხლის დებულებების დაცვით) და შეთანხმების მონაწილე მხარის ვაჭრობამ ზარალი განიცადა ან მას შეექმნა ზარალის მიყენების საფრთხე, ისინი ამის შესახებ აცნობებენ შეთანხმების შეზღუდვების გამომყენებელ მონაწილე მხარეს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს განსაზღვრულ ვადაში შეზღუდვების ამ დებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ასეთი მონაწილე მხარე განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს რეკომენდაციებს, ამ შეთანხმების შესაბამისად შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი  მხარე, რომლის საგარეო ვაჭრობაც დაზარალდა, გაანთავისუფლონ ასეთი ვალდებულებებისაგან შეზღუდვების გამომყენებელი შეთანხმების მონაწილე მხარის მიმართ, იმ ზომით რომელსაც ისინი ამ შემთხვევის შესაბამისად მიიჩნევენ;

(დ) შეთანხმების მონაწილე მხარეები კონსულტაციებზე იწვევენ შეთანხმების მონაწილე იმ მხარეს, რომელიც ამ ნაწილის შესაბამისად იყენებს შეზღუდვებს, შეთანხმების მონაწილე იმ ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც შეუძლია აშკარად დაამტკიცოს, რომ გამოყენებული შეზღუდვები არ შეესაბამება ამ ნაწილის ან მე-13 მუხლის დებულებებს (მე-14 მუხლის დებულებების დაცვით) და ამის შედეგად მისი ვაჭრობა დაზარალდა. ასეთი მიწვევა იგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები დაადგენენ, რომ შეთანხმების მონაწილე დაინტერესებულ მხარებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები წარუმატებლად დამთავრდა. თუ შეთანხმების მონაწილე მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმება ვერ მიიღწევა და შეთანხმების მონაწილე მხარეები დაადგენენ, რომ შეზღუდვების გამოყენება მითითებულ დებულებებს არ შეესაბამება და შეთანხმების იმ მონაწილე მხარის ვაჭრობს, რომელმაც წამოაყენა კონსულტაციების დაწყების წინადადება. ზარალს აყენებს ან ქმნის ასეთი ზარალის გამოწვევის საფრთხეს, შეთანხმების მონაწილე მხარეები  აძლევენ რეკომენდაციას შეზღუდვების შეცვლის ან გაუქმების შესახებ. თუ შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ დადგენილ ვადაში შეზღუდვები არ გაუქმდება ან იცვლება, მათ შეუძლიათ შეთანხმების მონაწილე მხარე, რომელმაც წამოაყენა კონსულტაციების დაწყების წინადადება, გაანთავისუფლონ ასეთი ვალდებულებებისაგან შეზღუდვების გამომყენებელ მონაწილე მხარის მიმართ, იმ ზომით, რომელსაც ისინი ამ შემთხვევის შესაბამისად მიიჩნევენ.

(ე) თუ შეთანხმების მონაწილე მხარე, რომლის წინააღმდეგაც იყო ზომები მიღებული (გ) ქვეპუნქტის (II) ნაწილის ბოლო წინადადების ან ამ პუნქტის (დ) ქვეპუნქტის თანახმად, დაადგენს, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ ვალდებულებებისაგან განთავისუფლება უარყოფითად იმოქმედებს მისი ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და პოლიტიკის განხორციელებაზე, მას შეუძლია ასეთი ზომების მიღების დღიდან არა უგვიანეს სამოცი დღის განმავლობაში გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება შეთანხმების მონაწილე მხარეების აღმასრულებელ მდივანს ამ შეთანხმებიდან გამოსვლის განზრახვის შესახებ. შეთანხმებიდან გამოსვლა ხორციელდება მონაწილე მხარის მიერ შეტყობინებიდან მესამოცე დღეს.

(ვ) ამ პუნქტის შესაბამისი პროცედურების განხორციელებისას შეთანხმების მონაწილე მხარეები სათანადოდ ითვალისწინებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ გარემოებებს. გადაწყვეტილებები ამ პუნქტის შესაბამისად მიიღება სწრაფად და, თუ შესაძლებელია, კონსულტაციების დაწყებიდან სამოცი დღის განმავლობაში.

ნაწილი გ

13. თუ შეთანხმების მონაწილე მხარე, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, დაადგენს რომ მრეწველობის რომელიმე დარგის* შექმნისათვის საჭიროა სამთავრობო დახმარება, მისი მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონის ამაღლების მიზნით, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ამ შეთანხმების სხვა დებულებების შესაბამისი ზომების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, მას შეუძლია გამოიყენოს ამ ნაწილით განსაზღვრული დებულებები და პროცედურები.*

14. დაინტერესებულმა მონაწილე მხარემ შეთანხმების მონაწილე მხარეებს უნდა აცნობოს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული სიძნელეების შესახებ, რომლებსაც ის ხვდება მიზნის მიღწევისას და მიუთითოს, უშუალოდ იმპორტთან დაკავშირებული რომელი ზომის შემოღებას აპირებს ამ სიძნელეების აღმოფხვრის მიზნით. მონაწილე მხარეს არ შეუძლია ასეთი ზომების შემოღება მე-15 და მე-17 პუნქტებით განსაზღვრული პერიოდის გასვლამდე, ან თუ ეს ზომები გავლენას ახდენს იმ საქონლის იმპორტზე, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამის დანართ ცხრილით გათვალისწინებული დათმობის საგანია, სანამ იგი შეთანხმების მონაწილე მხარეებისაგან მე-18 პუნქტის შესაბამისად თანხმობას არ მიიღებს; იმ პირობით, რომ დახმარების მიმღებმა მრეწველობის დარგმა უკვე დაიწყო წარმოება, შეთანხმების მონაწილე მხარემს შეუძლია, შეთანხმების მონაწილე მხარეებისთვის შეტყობინების შემდეგ, მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ამ პერიოდის განმავლობაში, შესაბამისი საქონლის ან საქონლის ჯგუფის იმპორტის ჩვეულებრივი დონის ზევით მნიშვნელოვანი ზრდის შეზღუდვისათვის.*

15. თუ მიღებული ზომის შესახებ შეტყობინებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში შეთანხმების მონაწილე მხარეები არ მოსთხოვენ დაინტერესებულ მონაწილე მხარეს გამართოს მათთან კონსულტაციები*, შეთანხმების მონაწილე ამ მხარეს შეუძლია დაარღვიოს ამ შეთანხმების სხვა მუხლების შესაბამისი დებულებები იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია ამ ზომის გამოსაყენებლად.

16. შეთანხმების მონაწილე მხარეების მოთხოვნით*, შეთანხმების მონაწილე შესაბამისი მხარე ატარებს მათთან კონსულტაციებს დაგეგმილი ზომების მიზნების შესახებ, აგრეთვე სხვა ზომების შესახებ, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია ამ შეთანხმების შესაბამისად. თუ ასეთი კონსულტაციების შედეგად შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სხვა ისეთი ზომების მიღება რომლებიც შეესაბამება ამ შეთანხმების სხვა დებულებებს, პრაქტიკულად შეუძლებელია, და დათანხმდებიან** დაგეგმილი ზომების გამოყენებას, შეთანხმების მონაწილე დაინტერესებული მხარე თავისუფლდება ამ შეთანხმების სხვა მუხლების შესაბამისი  დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაგან იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია ასეთი ღონისძიებების გამოსაყენებლად.

17. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიების შესახებ შეტყობინებინებიდან ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში შეთანხმების მონაწილე მხარეები არ დათანხმდებიან ასეთი ზომის შემოღებას, შეთანხმების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს შეუძლია შეთანხმების მონაწილე მხარეების ინფორმირების შემდეგ შემოიღოს ასეთი ზომა.

18. თუ დაგეგმილი ღონისძიება გავლენას ახდენს საქონელზე, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამის დანართი ცხრილებით განსაზღვრული დათმობათა საგანია, შეთანხმების მონაწილე დაინტერესებულმა მხარემ უნდა გამართოს კონსულტაციები შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ სხვა მხარესთან, რომელთანაც ეს დათმობები პირველად იყო შეთანხმებული, აგრეთვე შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ სხვა მხარესთან, რომელსაც შეთანხმების მონაწილე მხარეების აზრით, მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული ამ საკითხთან დაკავშირებით. შეთანხმების მონაწილე მხარეები უნდა დათანხმდნენ* ასეთი ღონისძიების განხორციელებას, თუ ისინი აღიარებენ, რომ ამ მუხლის მე-13 პუნქტი განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ამ შეთანხმების სხვა დებულებების შესაბამისი სხვა ზომების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, და თუ ისინი დარწმუნდებიან:

(ა) რომ აღნიშნული კონსულტაციების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება მონაწილე სხვა მხარეებთან, ან

(ბ) თუ ასეთი შეთანხმება არ იქნა მიღწეული შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ მე-14 პუნქტის შესაბამისად მიღებული შეტყობინებიდან სამოცი დღის განმავლობაში, რომ შეთანხმების მონაწილე მხარემ, რომელმაც გამოიყენა ამ ნაწილის დებულებები და ყველა შესაძლო საშუალება შეთანხმების მიღწევისათვის და რომ შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეების ინტერესები შესაბამისად დაცულია.*

შეთანხმების მონაწილე მხარე, რომელმაც გამოიყენა ამ ნაწილის დებულებები, ამის შემდეგ თავისუფლდება ამ შეთანხმების სხვა შესაბამისი მუხლების დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისაგან იმ ფარგლებში, აუცილებელია მისთვის აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების უფლების მისანიჭებლად.

19. თუ დაგეგმილი ზომა, რომელიც თავისი ხასიათით შეესაბამება ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღწერილ ზომას, დაკავშირებულია მრეწველობის დარგთან, რომლის ჩამოყალიბებასაც საწყის პერიოდში ხელი შეუწყო, შეთანხმების მონაწილე საგადამხდელო ბალანსის მიზნების ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით მიღწევით დაინტერესებული მხარის მიერ შეზღუდვების შემოღების გზით განხორციელებულმა შემთხვევითმა დაცვამ. შეთანხმების მონაწილე ასეთმა მხარემ შეიძლება გამოიყენოს ამ ნაწილის დებულებები და პროცედურები იმ პირობით, რომ არ გამოიყენებს დაგეგმილ ზომებს შეთანხმების მონაწილე მხარეების* თანხმობის გარეშე*.

20. ამ ნაწილის წინა პუნქტები არ უნდა იყოს გაგებული, როგორც ამ შეთანხმების 1-ლი, მე-2 და მე-13 მუხლების დებულებების დარღვევის ნებართვა. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული პირობები ასევე გამოიყენება ამ ნაწილის შესაბამისად გამოყენებული ნებისმიერი სახის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

21. ნებისმიერ დროს, ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ზომების მიღებამდე შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს, რომელზედაც ასეთი ზომები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შეუძლია შეაჩეროს ამ ნაწილის დებულებების გამომყენებელი შეთანხმების მონაწილე მხარის ვაჭრობის მიმართ ამ შეთანხმების თანახმად გამოყენებული შესაბამისი ეკვივალენტური დათმობებისა და ვალდებულებების მოქმედება, თუ ამას შეთანხმების მონაწილე მხარეები* არ ეწინააღმდეგებიან; იმ პირობით, რომ ამის შესახებ უნდა ეცნობოს შეთანხმების მონაწილე მხარეებს სამოცი დღის განმავლობაში, მაგრამ ზომის შეთანხმების მონაწილე მხარის საზიანოდ შემოღების ან მნიშვნელოვნად შეცვლის არა უგვიანეს ექვსი თვის შემდეგ, შეთანხმების მონაწილე ასეთმა ნებისმიერმა მხარემ უნდა უზრუნველყოს კონსულტაციების გამართვის სათანადო შესაძლებლობა ამ შეთანხმების 22-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.

ნაწილი დ

22.შეთანხმების  მონაწილე მხარეს, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის პირობებს და სურს თავისი ეკონომიკური განვითარების მიზნით შემოიღოს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსზღვრული ზომის მსგავსი ზომა მრეწველობის ცალკეული დარგის მიმართ*, შეუძლია მიმართოს შეთანხმების მონაწილე მხარეებს მხარი დაუჭირონ ასეთი ზომის შემოღებას. შეთანხმების მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა გამართონ კონსულტაციები შეთანხმების მონაწილე ასეთ მხარესთან და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ მე-16 პუნქტში  აღნიშნული მოსაზრებებით. თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები დათანხმდებიან* დაგეგმილი ღონისძიებების გამოყენებას, შეთანხმების მონაწილე დაინტერესებული მხარე თავისუფლდება ამ შეთანხმების სხვა მუხლების დებულებებით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებებისაგან იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მან შეძლოს ამ ღონისძიებების განხორციელება. თუ დაგეგმილი ღონისძიება გავლენას ახდენს საქონელზე, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამისი დანართი ცხრილებით განსაზღვრული დათმობათა სუბიექტია, გამოყენებული უნდა იქნეს მე-18 პუნქტის დებულებები.*

23. ამ ნაწილის შესაბამისად გამოყენებული ნებისმიერი სახის ზომა, უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-20 პუნქტის დებულებებს.

მუხლი XIX

უსაფრთხოების ზომები ცალკეული ტიპის საქონლის იმპორტის მიმართ

1.

ა) თუ გაუთვალისწინებელი გარემოებების და შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარის მიერ აღებული ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების (სატარიფო დათმობების ჩათვლით) შესრულების შედეგად, რომელიმე საქონლის იმპორტი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება ისეთი დიდი ოდენობითა და ისეთი პირობებით, რომ ეს არსებით ზარალს აყენებს ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ მსგავს ან უშუალოდ კონკურირებად საქონელს, ან ქმნის სერიოზული ზარალის მიყენების საფრთხეს, მონაწილე ქვეყანას უფლება აქვს ასეთი საქონლის მიმართ, მთლიანდ ან ნაწილობრივ შეაჩეროს ვალდებულებათა მოქმედება ან გააუქმოს დათმობა, ანდა შეიტანოს მასში შესწორება ისეთი სიდიდით და იმ პერიოდის განმავლობაში, რომლებიც საჭიროა ასეთი ზარალის აღმოფხვრის ან თავიდან აცილებისათვის;

ბ) თუ რომელიმე საქონელი, რომელიც დათმობის ობიექტია, ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებული პირობებით იმპორტირებულია შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარის ტერიტორიაზე და ამ საქონლის იმპორტი არსებით ზარალს აყენებს ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ მსგავს ან უშუალოდ კონკურირებად საქონლეს შეთანხმების იმ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც მიიღო ან რომელიც იღებს ასეთ პრეფერენციას, ანდა ქმნის მათთვის ზიანის მიყენების საფრთხეს, იმპორტიორ მონაწილე მხარეს შეუძლია, თუ აღნიშნული მონაწილე მხარე მოითხოვს, მთლიანდ ან ნაწილობრივ გააუქმოს შესაბამისი ვალდებულების მოქმედება ან გააუქმოს დათმობა, ანდა შეიტანოს მასში ცვლილება იმ ფარგლებში და იმ პერიოდის განმავლობაში, რომლებიც საჭიროა ამ ზარალის აღმოსაფხვრელად ან თავიდან ასაცილებლად.

2. სანამ შეთანხმების რომელიმე მონაწილე მხარე განახორციელებს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებებს, ამის შესახებ ეს ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად, წინასწარ წერილობით ატყობინებს სხვა მონაწილე მხარეს ან მონაწილე მხარეებს და აძლევს მათ (იმ მონაწილე მხარეების ჩათვლით, რომლებიც არსებითად არიან დაინტერესებულნი ამ საქონლის ექსპორტით) კონსულტაციების ჩატარების საშუალებას განზრახული ქმედებების შესახებ. როდესაც შეტყობინება ეხება პრეფერენციასთან დაკავშირებულ დათმობას, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს იმ მონაწილე მხარის სახელი, რომელიც ითხოვს ამ ქმედების გამოყენებას. კრიტიკულ შემთხვევებში, როცა შეფერხება გამოიწვევს ძნელად გამოსასწორებელ ზიანს, ქმედებები ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად შეიძლება დროებით გამოყენებული იქნეს წინასწარი კონსულტაციების გარეშე, იმ პირობით, რომ ასეთი ქმედების შემდეგ კონსულტაციები გაიმართება დაუყოვნებლივ.

3.

ა) თუ, აღნიშნული ზომების შესახებ შეთანხმების მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, მონაწილე მხარეს, რომელიც აპირებს მიიღოს ეს ზომა, ან გააგრძელოს მისი გამოყენება, აქვს ამის გაკეთების უფლება. თუ მონაწილე მხარე შემოიღებს ან გააგრძელებს ზომას, შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს, რომლებზედაც ამ ქმედებამ გავლენა მოახდინა, შეუძლიათ ასეთი ქმედების განხორციელებიდან არა უგვიანეს ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში და მონაწილე მხარეების მიერ შეჩერების შესახებ შეტყობილების მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები არ ეწინააღმდეგებიან, შეაჩერონ არსებითად თანაბარი დათმობების ან სხვა ვალდებულებების მოქმედება აღნიშნული ზომის გამომყენებელი მონაწილე მხარის ვაჭრობის მიმართ. აგრეთვე, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ მონაწილე მხარის ვაჭრობის მიმართ, რომელმაც მოითხივა აღნიშნული ზომის გატარება.

ბ) ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტის დებულებების მიუხედავად, როცა აღნიშნული ქმედება განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც არსებით ზარალს აყენებს შეთანხმების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იმ საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებს, რომელსაც ეხება ეს ქმედება, ან ქმნის ასეთი ზარალის გამოწვევის საფრთხეს ამ მონაწილე მხარეს უფლება აქვს, ასეთი ქმედების გამოყენების შემდეგ, როცა დაყოვნება ძნელად გამოსასწორებელ ზარალს გამოიწვევს, კონსულტაციების წარმოების დროს შეაჩეროს ასეთი დათმობების ან სხვა ვალდებულებების მოქმედება, რამდენადაც ეს საჭიროა ზარალის თავიდან აცილების ან ანაზღაურებისათვის.

მუხლი XX

ზოგადი გამონაკლისები

იმ პირობით, რომ ასეთი ზომები არ იქნება გამოყენებული ისე, რომ გამოიწვიოს ერთნაირ პირობებში მყოფ ქვეყნებს შორის უსაფუძვლო ან გაუმართლებელი დისკრიმინაცია, ან საერთაშორისო ვაჭრობის ფარული შეზღუდვა, ეს შეთანხმება ხელს არ უშლის ნებისმიერ მონაწილე მხარეს მიიღოს ან აამოქმედოს ზომები, რომლებიც:

ა) საჭიროა საზოგადოების მორალის დასაცავად;

ბ) საჭიროა ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად;

გ) ეხება ვერცხლისა და ოქროს ექსპორტსა და იმპორტს;

დ) საჭიროა იმ კანონების  და საკანონმდებლო აქტების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებების დებულებას, მათ შორის, საბაჟო კანონმდებლობასთან, მონოპოლიების შესახებ კანონმდებლობასთან, რომელიც მოქმედებს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-17 მუხლის თანახმად, პატენტების დაცვასთან, სავაჭრო ნიშნებთან, საავტორო უფლებებთან და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღკვეთასთან დაკავშირებულ დებულებებს;

ე) ეხება პატიმრების შრომის გამოყენებით დამზადებულ საქონელს;

ვ) გამოიყენება ეროვნული, ისტორიული, არქეოლოგიური და კულტურული ფასეულობების დასაცავად;

ზ) ეხება ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების დაცვას, თუ ეს ზომები მიიღება შიდა წარმოების ან მოხმარების შეზღუდვასთან ერთად;

თ) გამოიყენება იმ საქონლის შესახებ სამთავრობათაშორისო  შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, რომელიც შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც წარდგენილი იყო მონაწილე ქვეყნებისათვის განსახილველად და დაწუნებული არ არის, ან რომლებიც თავადაა წარდგენილი მონაწილე ქვეყნებისათვის და არ არის დაწუნებული;*

ი) დაკავშირებულია ეროვნული ნედლეულის ექსპორტის შეზღუდვასთან რაც  საჭიროა ეროვნული გადამამუშავებული მრეწველობის ასეთი ნედლეულით საჭირო რაოდენობით უზრუნველსაყოფად იმ პერიოდის განმავლობაში, როცა მთავრობის მიერ შემუშავებული სტაბილიზაციის გეგმის შესაბამისად ამ ნედლეულის ეროვნული ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე მისი მსოფლიო ფასი; იმ პირობით, რომ ეს შეზღუდვა ხელს არ უნდა უწყობდეს ექსპორტის მოცულობის ზრდას ან ამ შიდა წარმოების დაცვას, და არ უნდა არღვევდეს ამ შეთანხმების დებულებებს, არადისკრიმინაციის შესახებ;

კ) არსებითია საქონლის შეძენის ან განაწილებისთვის საერთოდ ან კონკრეტულ ადგილზე მცირე ოდენობით, იმ პირობით, რომ ნებისმიერი ასეთი ზომები უნდა შეესაბამებოდეს პრინციპს, რომლის თანახმადაც შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ექნებათ თანაბარი წილი ასეთი საქონლის საერთაშორისო მიწოდებაში და ნებისმიერი ასეთი ზომის მოქმედება, რომელიც არ შეესაბამება შეთანხმების სხვა დებულებებს, შეწყდება მაშინვე, როცა მათი გამომწვევი პირობები აღარ იარსებებს. შეთანხმების მონაწილე მხარეები განიხილავენ ამ პუნქტის შენარჩუნების საჭიროებას არა უგვიანეს 1960 წლის 30 ივნისისა.

მუხლი XXI

გამონაკლისები უსაფრთხოების მიზნით

არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც:

ა) მოთხოვნა, შეთანხმება რომელიმე მონაწილე მხარის მიმართ გაამჟღავნოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება ამ მხარემ შეიძლება მისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნიოს, ან;

ბ) წინააღმდეგობა შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი წევრის მიმართ, ისეთი ქმედების განხორციელებაში, რომელსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს მისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების დასაცავად:

i) ბირთვული მასალების ან იმ მასალების მიმართ, რომლებისგანაც ისინია მიღებული;

ii) იარაღით, ტყვია-წამალით და სამხედრო ნედლეულით ვაჭრობის, ასევე სხვა საქონლით და ნედლეულით ვაჭრობის მიმართ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხორციელდება შეიარაღებული ძალების მომარაგების მიზნით;

iii) თუ ეს ქმედება ხორციელდება ომის დროს ან საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, ან;

გ) წინააღმდეგობა შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარის მიმართ, განახორციელოს რაიმე ქმედება მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების საფუძველზე მისი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

მუხლი XXII

კონსულტაციები

1.შეთანხმების მონაწილე თითოეულმა მხარემ კეთილგანწყობით უნდა განიხილოს და ერთნაირ პირობებში გამართოს კონსულტაციები ამ შეთანხმების მოქმედებასთნ დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შესაძლოა წამოაყენოს შეთანხმების მონაწილე ნებისმიერმა სხვა მხარემ.

2. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გამართონ კონსულტაციები ნებისმიერ მხარესთან ან მხარეებთან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღება 1-ლი პუნქტით განსაზღვრული კონსულტაციების შედეგად შეუძლებელი აღმოჩნდება.

მუხლი XXIII

ანულირება ან მოგების შემცირება

1. თუ შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარე თვლის, რომ ნებისმიერი სარგებელი, რომელსაც იგი იღებს პირდაპირ ან ირიბად, ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, მცირდება ან ანულირდება, ანდა ამ შეთანხმების რომელიმე მიზნის მიღწევა დაბრკოლდა შემდეგი გარემოებების შედეგად:

ა) შეთანხმების მონაწილე ნებისმიერმა მხარემ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულელები არ შეასრულა; ან

ბ) შეთანხმების მონაწილე ნებისმიერმა წევრმა გამოიყენა რაიმე ზომა, იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა ეს ზომა ამ შეთანხმების დებულებებს; ანდა

გ) ნებისმიერი სხვა სიტუაციის არსებობა;

შეთანხმების მონაწილე ამ მხარეს შეუძლია, საკითხის უკეთ დარეგულირების მიზნით, გაუგზავნოს წერილობითი მიმართვა ან წინადადებები შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეს ან მხარეებს, რომელთაც მისი აზრით ეხება ეს საკითხი. შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარე, რომელსაც ეგზავნება ეს მიმართვა და წინადადებები, ვალდებულია თანაგრძნობით განიხილოს წარდგენილი მიმართვა და წინადადებები.

2. თუ შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის გონივრული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხის დამაკმაყოფილებლად დარეგულირების შესახებ შეთანხმება ვერ მიიღწევა, ან წარმოიქმნება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სახის სირთულეები, ეს საკითხი შეიძლება განსახილველად გადაეცეს შეთანხმების მონაწილე მხარეებს. შეთანხმების მონაწილე მხარეები სწრაფად განიხილავენ მათთვის გადაცემულ ნებისმიერ საკითხს, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს გააკეთებენ შეთანხმების მონაწილე იმ მხარეებისათვის, რომელთაც მათი აზრით ეს საკითხი ეხება, ან ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან ან ნებიმიერ სხვა შესაბამის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციასთან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ასეთი კონსულტაციების წარმოებას აუცილებლად ჩათვლიან. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ უფლება მისცენ შეთანხმების მონაწილე მხარეს ან მხარეებს შეაჩერონ შეთანხმების მონაწილე სხვა მხარის ან მხარეების მიმართ დათმობების ან ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების გამოყენება ისე, როგორც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიჩნევებ, რომ არსებობს საკმაოდ სერიოზული გარემოებები აესთი მოქმედების გასამართლებლად. თუ შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარის მიმართ რაიმე დათმობა ან სხვა ვალდებულებები ფაქტობრივად შეჩერებულია, შეთანხმების მონაწილე ამ მხარეს უფლება აქვს ამ ზომის შემოღებიდან არა უგვიანეს 60 დღისა ამ ფაქტის შესახებ წერილობით აცნობოს შეთანხმების მონაწილე მხარეების აღმასრულებელ მდივანს ამ შეთახმებიდან მისი გამოსვლის შესახებ, შეთანხმებიდან გამოსვლა განხორციელდება აღმასრულებელი მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან მე-60 დღეს.

ნაწილი III

მუხლი XXIV

ტერიტორიული გამოყენება - საზღვრისპირა
ვაჭრობა - საბაჟო კავშირები და თავისუფალი სავაჭრო ზონები

1. ამ შეთანხმების დებულებები გამოიყენება მონაწილე მხარეების მეტროპოლიურ საბაჟო ტერიტორიებზე და ნებისმიერ სხვა საბაჟო ტერიტორიებზე, რომელთა მიმართაც მიღებული იყო ეს შეთანხმება 26-ე მუხლის თანახმად ან გამოიყენება 33-ე მუხლის თანახმად, ან და დროებით გამოყენების ოქმის შესაბამისად. თითოეული ასეთი საბაჟო ტერიტორია, ამ შეთანხმების უშუალოდ ტერიტორიული გამოყენების მიზნით, განიხილება როგორც მონაწილე მხარე; იმ პირობით, რომ ამ შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ისინი ქმნიან რაიმე უფლებებს ან ვალდებულებეს ორ ან რამდენიმე საბაჟო ტერიტორიას შორის, რომელთა მიმართაც ეს შეთანხმება მიღებული იყო 26-ე მუხლის თანახმად ან გამოიყენება 33-ე მუხლის თანახმად, ანდა დროებითი გამოყენების ოქმის შესაბამისად შეთანხმების ერთი მონაწილე მხარის მიერ.

2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის საბაჟო ტერიტორიად მიიჩნევა ტერიტორია, რომლის მიმართაც შენარჩუნებულია ცალკეული ტარიფები ან ვაჭრობის მარეგულირებელი სხვა ზომები ასეთი ტერიტორიის სხვა ტერიტორიებთან ვაჭრობის არსებითი ნაწილისათვის.

3. ამ შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ისინი ეწინააღმდეგება:

ა) შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარის მიერ მეზობელი ქვეყნებისათვის უპირატესობების მინიჭებას საზღვრისპირა ვაჭრობის განვითარების მიზნით; 

ბ) უპირატესობების მინიჭებას ვაჭრობისათვის ტრიესტრი ქვეყნების თავისუფალ ტერიტორიას და მომიჯნავე ტერიტორიებზე არსებულ შორის, იმ პირობით, რომ ეს უპირატესობები არ ეწინააღმდეგება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადებულ შეთანხმებებს მშვიდობის შესახებ.

4. შეთანხმების მონაწილე მხარეები სასურველად მიიჩნევენ თავისუფალი ვაჭრობის განვითარებასა და გაფართოებას, ნებაყოფლობითი შეთანხმებების გზით, რომლის მიზანია შეთანხმების მონაწილე მხარეების ეკონომიკების მჭიდრო გაერთიანება. ისინი ასევე აღიარებენ, რომ საბაჟო კავშირის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის მიზანია მათ შემადგენელ ტერიტორიებს შორის ვაჭრობის გაადვილება ისე, რომ არ შეიქმნას სავაჭრო ბარიერები შექმნა სხვა მონაწილე მხარეებსა და ასეთ ტერიტორიებს შორის.

5. შესაბამისად, ამ შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება მონაწილე მხარეების მიერ საბაჟო კავშირის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას, ასევე თავისუფალი სავაჭრო ზონის ან საბაჟო კავშირის შესაქმნელად დროებითი შეთანხმების მიღებას; იმ პირობით, რომ:

ა) რაც ეხება საბაჟო კავშირს ან დროებით შეთანხმებას, რომლის შედეგადაც იქმნება  საბაჟო კავშირი, ამ საბაჟო კავშირის შექმნის ან დროებით შეთანხმებების დადების დროს გადასახადები და ვაჭრობის მარეგულირებელი სხვა ზომები, რომლებიც დაწესებულია ამ შეთანხმების მონაწილე იმ მხარეებთან ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან საბაჟო კავშირის ან დადებული შეთანხმების მონაწილენი, მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს ან არ უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ის გადასახადები და ვაჭრობის მარეგულირებელი ზომები, რომლებიც მოქმედებდა ასეთი კავშირის შექმნამდე ან დროებითი შეთანხმების დადებამდე შესაბამისად შემადგენელ ან მონაწილე მხარეების ტერიტორიებზე;

ბ) რაც ეხება თავისუფალ სავაჭრო ზონას ან დროებით შეთანხმებას, რომლის შედეგადაც იქმნება თავისუფალი სავაჭრო ზონა, ამ ზონის შექმნის ან დროებითი შეთანხმების დადების დროს თითოეული შემადგენელ ტერირორიაზე არსებული გადასახადები და ვაჭრობის მარეგულირებელი სხვა ზომები, რომლებიც დაწესებულია ამ შეთანხმების მონაწილე იმ მხარეებთან ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომლებიც არ შედიან თავისუფალ სავაჭრო ზონაში ან არ არია დროებითი შეთანხმების მონაწილენი არ უნდა აღემატებოდეს ან არ უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე შესაბამისი გადასახადები ან ვაჭრობის მარეგულირებელი ზომები, რომლებიც მოქმედებდა თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნამდე მის შემადგენელ ტერიტორიებზე ან დროებითი შეთანხმების დადებამდე მისი მონაწილე მხარეების ტერიტორიებზე;

გ) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული ნებისმიერი დროებითი შეთანხმება უნდა შეიცავდეს მიზანშეწონილ ვადაში საბაჟო კავშირისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩამოყალიბების გეგმასა და გრაფიკს.

6. თუ მე-5 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულებისას შეთანხმების მონაწილე მხარე აპირებს გაზარდოს რომელიმე გადასახადის ოდენობა მე-11 მუხლის დებულებების დარღვევით, გამოიყენება მოცემული 28-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურა. კომპენსაციის გაცემისას გაითვალისწინება კავშირის სხვა წევრისათვის შესაბამისი გადასახადის შემცირების შედეგად უკვე გადაცემული კომპენსაცია.

7.

ა) შეთანხმების ნებისმიერმა მონაწილე მხარემ, რომელიც აპირებს შეუერთდეს საბაჟო კავშირს ან თავისუფალ სავაჭრო ზონას, ან დროებით შეთანხმებას, რომლის შედეგადაც იქმნება ასეთი კავშირი ან ზონა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შეთანხმების მონაწილე მხარეებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია, ამ კავშირის ან ზონის შესახებ რაც მათ საშუალებას მისცემს გააკეთონ ისეთი მოხსენებები და შეიმუშაონ ისეთი რეკომენდაციები მონაწილე მხარეებისათვის, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევენ;

ბ) თუ მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დროებით შეთანხმებაში ჩართული, გეგმისა და გრაფიკის განხილვისას ამ შეთანხმების მონაწილე მხარეებთან კონსულტაციებისა და (ა) ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მონაწილე მხარეები ჩათვლიან; რომ ასეთი შეთანხმების შედეგად შესაძლოა საბაჟო კავშირი ან თავისუფალი სავაჭრო ზონა არ შეიქმნას მონაწილეების მიერ განსაზღვრულ ვადაში ან ეს ვადა მიზანშეწონილი არ არის, ამ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები დროებითი შეთანხმების მონაწილეებისათვის, რომელთაც არ უნდა შეინარჩუნონ ან აამოქმედონ ეს შეთანხმება, თუ ისინი მზად არ არიან მის შესაცვლელად ამ რეკომენდაციების შესაბამისად.

გ) მე-5 პუნქტის (გ) ქვეპუნქტში მითითებული გეგმის ან გრაფიკის ნებისმიერი არსებითი ცვლილება, უნდა ეცნობოს შეთანხმების მონაწილე მხარეებს, რომელთაც შეიძლება მოითხოვონ კონსულტაციების გამართვა, თუ ამ ცვლილებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ან შეაფერხოს საბაჟო კავშირის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა.

8. ამ შეთანხმების მიზნებისათვის::

ა) საბაჟო კავშირად მიიჩნევა ორი ან მეტი საბაჟო ტერიტორიის ერთ საბაჟო ტერიტორიად შეცვლა ისე, რომ:

(i) გასახადები და ვაჭრობის შემზღუდავი სხვა ზომები (გარდა იმ შემთხვევებისა როცა საჭიროა მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-20 მუხლებით ნებადართული ზომების მიღება და გადასახადების გამოყენება) გაუქმდება საბაჟო კავშირის შემადგენელ ტერიტორიებს შორის ვაჭრობის სრული მოცულობის მიმართ ან, სულ ცოტა, ამ ტერიტორიებზე წარმოშობილი საქონლით ვაჭრობის სრული მოცულობის მიმართ;

(ii) მე-9 პუნქტის დებულებების დაცვით, საბაჟო კავშირის წევრები იმ ტერიტორიებთან ვაჭრობისას, რომლებიც არ არიან ამ კავშირის წევრები უნდა იყენებდნენ ძირითადად იმავე გადასახადებსა და ვაჭრობის რეგულირების სხვა ზომებს;

(ბ) თავისუფალ სავაჭრო ზონად მიიჩნევა ორი ან მეტი საბაჟო ტერიტორიის ჯგუფი, რომელშიც გადასახადები და ვაჭრობის მარეგულირებელი სხვა წესები არსებითად გაუქმებულია (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საჭიროა მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-20 მუხლებით ნებადართული გადასახადების გამოყენება და ზომების მიღება) ამ ტერიტორიებს შორის იმ საქონლით ვაჭრობის სრული მოცულობის მიმართ, რომელიც წარმოშობილია ამ ტერიტორიებზე.

9. საბაჟო კავშირის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა გავლენას არ ახდენს 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პრეფერენციებზე, მაგრამ ეს პრეფერენციები  შეიძლება გაუქმდეს ან დაზუსტდეს შეთანხმების იმ მონაწილე მხარეებთან მოლაპარაკებების გზით,რომლებზედაც ამ კავშირის ან ზონის შექმნამ გავლენა მოახდინა. მოლაპარაკებები ეხება პრეფერენციების გაუქმებას, რაც საჭიროა მე-8 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტის დებულებების შესასრულებლად.

10. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ხმების ორი მესამედით დაამტკიცონ წინადადება, რომელიც სრულად არ შეესაბამება მე-5-9 პუნქტების დებულებებს, იმ მოტივით, რომ ამ წინადადების შესრულების შედეგად იქმნება საბაჟო კავშირი ან თავისუფალი სავაჭრო ზონა ამ შეთანხმების შესაბამისად.

11. განსაკუთრებული გარემოების გათვალისწინებით, რომელიც წარმოიშვა ინდოეთის და პაკისტანის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, წარმოქმნით და იმ ფაქტის აღიარებით, რომ ეს სახელმწიფოები, დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენენ ერთიან ეკონომიკურ ერთეულს, შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ ამ შეთანხმების დებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის შესახებ სპეციალური შეთანხმების ვადებს, რომლის მიზანია მათ შორის განსაზღვრულ საფუძველზე ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება.*

12. შეთანხმების მონაწილე თითოეული მხარე შესაძლებლობების ფარგლებში იღებს მიზანშეწონილ ზომებს რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობებისა და ხელისუფლების მიერ მათ დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ამ შეთანხმების დებულებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი XXV

შეთანხმების მონაწილე მხარეების ერთობლივი მოქმედება

1. შეთანხმების მონაწილე მხარეების წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებიან ამ შეთანხმების იმ დებულებების განხილვის მიზნით, რომლებიც მოითხოს ერთობლივ მოქმედებას, ამ შეთანხმების ფუნქციონირებისა და მისი მიზნების მიღწევის გაადვილების მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ შეთანხმებაში გაკეთებულია მითითება შეთანხმების ყველა მონაწილე მხარეზე ერთად, ისინი მოიხსენიებიან შეთანხმების მონაწილე მხარეებად.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა მოიწვიოს შეთანხმების მონაწილე მხარეთა პირველი შეხვედრა არა უგვიანეს 1948 წლის 1 მარტისა.

3. შეთანხმების მონაწილე თითოეულ მხარეს შეთანხმების მონაწილე მხარეების ყველა შეხვედრაზე აქვს ერთი ხმის უფლება.

4. თუ ამ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმების მონაწილე მხარეების გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით.

5. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც არ არის გათავლისწინებული ამ შეთანხმებით, შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ რომელიმე მონაწილე მხარე დროებით გაანთავისუფლონ მისთვის ამ შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებებისაგან, იმ პირობით, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მიიღება შეთანხმების მონაწილე მხარეების ხმების ორი მესამედით, ამასთანავე, ასეთ უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ შეთანხმების მონაწილე მხარეების ნახევარზე მეტი ქვეყნები. შეთანხმების მონაწილე მხარეებს აგრეთვე შეუძლიათ ასეთი კენჭისყრის საფუძველზე:

(i) დაადგინონ განსაკუთრებული პირობების გარკვეული კატეგორიები, რომელთა მიმართაც ვალდებულებისაგან განთავისუფლების მიზნით გამოიყენება  კენჭისყრის სხვა წესი; და

(ii) დააწესონ აუცილებელი კრიტერიუმები, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს ამ პუნქტის გამოყენებისათვის.

მუხლი XXVI

მიღება, ძალაში შესვლა და რეგისტრაცია

1. ამ შეთანხმების თარიღია 1948 წლის 30 ოქტომბერი.

2. ეს შეთანხმება ღიაა შეთანხმების მონაწილე ყველა იმ წევრის მიერთებისათვის, რომელიც 1955 წლის 1 მარტს იყო შეთანხმების მონაწილე მხარე ან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამ შეთანხმებისათვის მიერთების მიზნით.

3. ეს შეთანხმება რომელიც შედგენილია ერთი დედნის სახით ინგლისურ ენაზე და ერთი დედნის სახით ფრანგულ ენაზე, ამასთან, ორივეს აქვს თანაბარი სამართლებრივი ძალა ინახება გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელმაც ყველა დაინტერესებულ მთავრობას უნდა გადაუგზავნოს მისი დამოწმებული ასლები.

4. თითოეული სახელმწიფო, რომელიც უერთდება ამ შეთანხმებას, ახდენს მიერთების თაობაზე დოკუმენტის დეპონირებას შეთანხმების მონაწილე მხარეების აღმასრულებელ მდივანთან, რომელიც ატყობინებს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს, ამ დოკუმენტის დეპონირების თარიღისა და იმ დღის შესახებ, რომლიდანაც ეს შეთანხმება ძალაში შედის ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად.

5.

ა) თითოეული მთავრობა, რომელიც ურთდება ამ  შეთანხმებას, ავრცელებს მის მოქმედებას მეტროპოლიის ტერიტორიის და ყველა სხვა ტერიტორიების მიმართ, რომლებზედაც მას აკისრია საერთაშორისო პასუხისმგებლობა, იმ დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიების გარდა, რის შესახებაც იგი ატყობინებს შეთანხმების მონაწილე მხარეების აღმასრულებელ მდივანს მისი გაწევრიანების დროს;

ბ) ნებისმიერ მთავრობას, რომელიც შეტყობინებას უგზავნის აღმასრულებელ მდივანს ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებული გამონაკლისებით,  ნებისმიერ დროს შეუძლია აცნობოს აღმასრულებელ მდივანს, რომ მისი გაწევრიანება ვრცელდება ნებისმიერ დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე. ეს შეტყობინება ძალაში შედის აღმასრულებელი მდივნის მიერ მისი მიღების 30-ე დღეს;

გ) თუ რომელიმე საბაჟო ტერიტორიას, რომლის მიმართაც შეთანხმების მონაწილე მხარემ მიიღო ეს შეთანხმება აქვს სრული ავტონომია ან იგი იღებს ასეთ ავტონომიას თავისი საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განხორციელებასა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი ტერიტორია განიხილება მონაწილე მხარედ, თუ მასზე პასუხისმგებელი შეთანხმების მონაწილე მხარე ამ ფაქტს აღიარებს და წარადგენს შესაბამის დეკლარაციას.

6. ეს შეთანხმება, იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთაც მიიღეს იგი, ძალაში შედის ოცდამეათე დღეს იმ თარიღიდან, როცა მიერთების დოკუმენტები გადაეცა შეთანხმების მონაწილე მხარეების აღმასრულებელ მდივანს იმ მთავრობების სახელით, რომლებიც ჩამოთვლილია თ დანართში და რომელთა ტერიტორიებზეც მოდის ამ სახელმწიფოების ტერიტორიების მთლიანი საგარეო ვაჭრობის 85%, რაც გამოთვლილია მითიტებული დანართის ვაჭრობის პროცენტული განაწილების სვეტის შესაბამისად. ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეთანხმებისათვის მიერთების დოკუმენტები ძალაში შედის ამ დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.

7. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უფლებამოსილია რეგისტრაციაში გაატაროს ეს შეთანხმება, მისი ძალაში შესვლისთანავე.

მუხლი XXVII

დათმობების გაუქმება ან შეჩერება

შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მთლიანად ან ნაწილობრივ, ანდა დროებით შეაჩეროს ამ შეთანხმებისათვის დართულ შესაბამის ცხრილში გათვალისწინებული ნებისმიერი დათმობის მოქმედება, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმების ეს მონაწილე მხარე დაადგენს, რომ ეს დათმობა პირველად შეთანხმებული იყო მთავრობასთან, რომელიც არ შეუერთდა ამ შეთანხმებას ან შეწყვიტა შეთანხმებაში მონაწილეობა. შეთანხმების მონაწილე მხარემ, რომელმაც შეაჩერა დათმობის მოქმედება, სხვა მონაწილე მხარეებს უნდა აცნობოს და, მათი მოთხოვნის შემთხვევაში გამართოს კონსულტაციები შეთანხმების მოცემული საქონლით არსებითად დაინტერესებულ მონაწილე მხარეებთან ამ ფაქტის შესახებ.

მუხლი XXVIII*

დათმობათა ცხრილების შეცვლა

1. ყოველი სამწლიანი ვადის პირველ დღეს, (პირველი ვადა იწყება 1958 წლის 1 იანვარს) ან იმ ნებისმიერი ვადის პირველ დღეს, რომელიც შეიძლება დადგენილი იქნეს შეთანხმების მონაწილე მხარეების ხმების ორი მესამედით, შეთანხმების მონაწილე მხარეს (შემდგომში ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც „შეთანხმების მონაწილე განმცხადებელი მხარე”) მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გზით შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარესთან, რომელთანაც ასეთი დათმობა თავდაპირველად იქნა შეთანხმებული, და შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარესთან, რომელიც მონაწილე მხარეების აზრით დაინტერესებულია, როგორც მთავარი მომწოდებელი (შეთანხმების მონაწილე ამ ორი კატეგორიის ქვეყნები, „შეთანხმების მონაწილე განმცხადებელ მხარესთან* ერთად შემდგომში ამ მუხლში მოიხსენიებიან როგორც „შეთანხმების მონაწილე პირველ რიგში დაინტერესებული მხარეები”) და შეთანხმების მონაწილე იმ მხარესთან კონსულტაციების ჩატარების პირობით, რომელიც შეთანხმების მონაწილე მხარეთა განსაზღვრებით არსებითადაა დაინტერესებული ასეთი დათმობით, შეუძლია შეცვალოს ან შეაჩეროს დათმობა, რომელიც ჩართულია ამ შეთანხმებისათვის დართულ შესაბამის ცხრილში.*

2. 1-ლ პუნქტში აღნიშნულ მოლაპარაკებების წარმოებისას და შეთანხმების დადებისას, რომელიც სხვა საქონელთან დაკავშირებით შეიძლება შეიცავდეს საკომპენსაციო დათმობის პირობას, შეთანხმებით დაინტერესებული მონაწილე მხარეები უნდა ცდილობდნენ შეინარჩუნონ ორმხრივი და ურთიერთხელსაყრელი დათმობების საერთო დონე, უკვე არსებული, ვაჭრობისათვის ამ შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით.

3.

ა) თუ შეთანხმების მონაწილე პირველ რიგში დაინტერესებული მხარეები ვერ შეთანხმდებიან 1958 წლის 1 იანვრამდე ან ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე, შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომელიც აპირებს დათმობის გაუქმებას ან შეცვლას, უფლება აქვს გააკეთოს ეს. დათმობის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევში მონაწილე ნებისმიერ მხარეს, რომელთანაც ეს დათმობა პირველ რიგში იყო შეთანხმებული, მონაწილე ნებისმიერ მხარეს, რომელიც 1-ლი პუნქტის შესაბამისი განსაზღვრებით დაინტერესებულია როგორც მთავარი მიმწოდებელი და ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომელიც 1-ლი პუნქტის შესაბამისი განსაზღვრებით არსებითად არის დაინტერესებული ასეთი დათმობით, უფლება აქვთ ამ ქმედების განხორციელებიდან არა უგვიანეს 6 თვისა და შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ დათმობის გაუქმების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან - 30 დღის გასვლის შემდეგ გააუქმონ არსებითად ეკვივალენტური დათმობები, რომლებიც პირველ რიგში შეთანხმებული იყო  შეთანხმების მონაწილე განმცხადებელ მხარესთან;

ბ) თუ შეთანხმების მონაწილე პირველ რიგში დაინტერესებულ მხარეებს შორის, მიღწეულია შეთანხმება, მაგრამ შეთანხმების რომელიმე სხვა მონაწილე მხარე, რომელიც ამ მუხლის შესაბამისი განსაზღვრებით არსებითადა არის დაინტერესებული დათმობით, დაკმაყოფილებული არ არის, შეთანხმების მონაწილე ამ მხარეს უფლება აქვს, შეთანხმების მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ დათმობის გაუქმების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ  არსებითად ეკვივალენტური დათმობები, რომლებიც პირველ რიგში შეთანხმებულია შეთანხმების მონაწილე განმცხადებელ მხარესთან.

4. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს, განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, შეთანხმების მონაწილე მხარეს უფლება მისცენ* დაიწყოს მოლაპარაკებები იმ დათმობების შეცვლის და გაუქმების შესახებ, რომლებიც ჩართულია ამ შეთანხმებისათვის დართულ შესაბამის ცხრილში, იმ პირობით, რომ დაცული იქნება შემდეგი პროცედურები და პირობები:

ა) ასეთი მოლაპარაკებები* და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი კონსულტაციები ტარდება ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულების შესაბამისად;

ბ) თუ შეთანხმების მონაწილე პირველ რიგში დაინტერესებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, გამოიყენება ამ მუხლის მე-3ბ პუნქტის დებულებები;

გ) თუ შეთანხმების მონაწილე პირველ რიგში დაინტერესებულ მხარეებს შორის, არა არის მიღწეული შეთანხმება 60 დღის* განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები იქნა ნებადართული, ან უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში, რომელიც შეიძლება დადგინდეს შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ, მაშინ  შეთანხმების მონაწილე განმცხადებელ მხარეს შეუძლია საკითხი განსახილველად გადასცეს შეთანხმების მონაწილე მხარეებს;

დ) საკითხის განსახილველად გადაცემის შემდეგ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა სწრაფად უნდა განიხილონ ეს საკითხი და თავიანთი აზრი აცნობონ შეთანხმების მონაწილე პირველ რიგში დაინტერესებულ მხარეებს შეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ შეთანხმება მიღწეულია, გამოიყენება მე-3 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის დებულებები ისე, როგორც პირველ რიგში დაინტერესებულ მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში. თუ შეთანხმების მონაწილე პირველ რიგში დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, შეთანხმების მონაწილე განმცხადებელ  მხარეს შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს დათმობა, თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები არ დაადგენენ, რომ შეთანხმების მონაწილე  განმცხადებელმა მხარემ, საფუძვლის გარეშე, არ შესთავაზა შესაბამისი კომპენსაცია. თუ ასეთი ზომა მიღებული იქნება, შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს, რომელთანაც დათმობა პირველ რიგში იყო შეთანხმებული, შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს, რომელიც მე-4 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისი განსაზღვრებით დაინტერესებულია როგორც მთავარი მიმწოდებელი და შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს, რომელიც მე-4 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისი განსაზღვრებით დაინტერესებულია დათმობით, უფლება აქვთ აღნიშნული ზომის მიღებიდან 6 თვის შემდეგ და შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ დათმობის გაუქმების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ შეცვალონ ან გააუქმონ არსებითად ეკვივალენტური დათმობები, რომლებიც პირველ რიგში შეთანხმებული იყო შეთანხმების მონაწილე განმცხადებელ მხარესთან.

5. 1958 წლის 1 იანვრამდე და პირველ პუნქტის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი ვადის გასვლამდე შეთანხმების მონაწილე მხარეს შეუძლია, შეთანხმების მონაწილე მხარეების შეტყობინების შემდეგ შემდგომი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოს შესაბამისი ცხრილის შეცვლის უფლება 1-ლ-მე-3 პუნქტებში გათვალისწინებული პროცედურების თანახმად. თუ შეთანხმების მონაწილე მხარე მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, სხვა მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ იმავე პერიოდის განმავლობაში იმავე პროცედურების შესაბამისად შეცვალონ დათმობები ან გააუქმონ, რომლებიც პირველ რიგში შეთანხმებული იყო შეთანხმების მონაწილე ამ მხარესთან.

მუხლი XXVIII bis

მოლაპარაკებები ტარიფების შესახებ

1. შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ საბაჟო გადასახადები ხშირად სერიოზულ წინააღმდეგობას უქმნის ვაჭრობას; აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებები რომლებიც წარმოებს ორმხრივ და ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე, - რომელთა მიზანია ექსპორტზე და იმპორტზე დაწესებული ტარიფებისა და სხვა გადასახადების ოდენობის არსებითი შემცირება, კერძოდ კი იმ მაღალი ტარიფების შემცირება, რომლებიც ხელს უშლის მინიმალური რაოდენობის საქონლის იმპორტსაც კი და რომლებიც ტარდება ამ შეთანხმების მიზნებისა და შეთანხმების ცალკეული მონაწილე მხარეების ინტერესების გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისათვის. ამიტომ, შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ პერიოდულად გამართონ ასეთი მოლაპარაკებები.

2.

(ა) ამ მუხლში გათვალისწინებული მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს საქონლის არჩევის მეთოდის საფუძველზე ან ისეთი მრავალმხრივი პროცედურის გამოყენებით, რომელიც შეიძლება მიიღონ შეთანხმების მონაწილე დაინტერესებულმა მხარეებმა. ამ მოლაპარაკებების მიზანი შეიძლება იყოს საბაჟო გადასახადის შემცირება ან მათი  არსებულ დონეზე დაბმა,  ანდა ისეთი ზომების მიღება, რომელთა გამოყენების შედეგად საქონლის გარკვეულ კატეგორიებზე დაწესებული კონკრეტული საბაჟო გადასახადების ოდენობა ან საბაჟო გადასახადების საშუალო ოდენობა არ გადააჭარბებს განსაზღვრულ დონეს. გადასახადების დაბმა დაბალი გადასახადების ზრდის შეჩერების მიზნით ან გადასახადებისაგან თავისუფალი რეჟიმი, პრინციპში, მიჩნეული უნდა იქნეს დათმობად, რომელიც თავისი მნიშვნელობით მაღალი გადასახადების შემცირების ტოლფასია;

ბ) შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ, როგორც წესი, მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმატებიტ დასრულება დამოკიდებულია მასში შეთანხმების მონაწილე ყველა მხარის მონაწილეობაზე, რომელთა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი წილი ერთმანეთს შორის მოდის.

3. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას თანაბრად უნდა იქნეს გათვალისწინებული:

ა) შეთანხმების მონაწილე მხარეების და მრეწველობის ცალკეული დარგების მოთხოვნილებები;

ბ) ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მოთხოვნილებები, რომლებიც ეხება მათი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სატარიფო დაცვის უფრო მოქნილად გამოყენებას, აგრეთვე შემოსავლების მიღების მიზნით ტარიფების შენარჩუნების განსაკუთრებული მოთხოვნილებები;

გ) ყველა  სხვა შესაბამისი გარემოება ფისკალური გარემოებების ჩათვლით*, აგრეთვე, შეთანხმების მონაწილე დაინტერესებული მხარეების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული და სხვა ინტერესები.

მუხლი XXIX

ამ შეთანხმების ჰავანის ქარტიასთან დამოკიდებულება

1. შეთანხმების მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მათი აღმასრულებელი ხელისუფლება მათი საკონსტიტუციო პროცედურების შესაბამისად სრულად დაიცავს I-ლი თავის და ჰავანის ქარტიის მე-9 თავის ძირითად პრინციპებს მათ მიღებამდე.*

2. ამ  შეთანხმების მეორე ნაწილის მოქმედება შეჩერდება ჰავანის ქარტიის ძალაში შესვლის დღიდან.

3. თუ 1949 წლის 30 სექტემბრამდე ჰავანის ქარტია ძალაში არ შევა, შეთანხმების მონაწილე მხარეები შეიკრიბებიან 1949 წლის 31 დეკემბრამდე, რათა შეთანხმდნენ, შეიტანონ თუ არა ამ შეთანხმებაში ცვლილებები ან დამატებები, თუ დატოვონ იგი უცვლელი სახით.

4. თუ ჰავანის ქარტია შეწყვეტს მოქმედებას, შეთანხმების მონაწილე მხარეები იკრიბებიან რაც შეიძლება სწრაფად, რათა შეთანხმდნენ, შეიტანონ თუ არა ცვლილებები და დამატებები ამ შეთანხმებაში, თუ დატოვონ იგი უცვლელი სახით. ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ შეთანხმების მეორე ნაწილი ისევ უნდა ამოქმედდეს; იმ პირობით, რომ მეორე ნაწილის დებულებები, 23-ე მუხლის დებულებების გარდა შეიცვლება,  (შესაბამისი ცვლილებების შეტანით) ისეთი სახით, როგორითაც ისინი ჩამოყალიბებული იყო ჰავანის ქარტიაში; აგრეთვე იმ პირობით, რომ შეთანხმების მონაწილე არცერთი მხარე არ შეიზღუდება ისეთი დებულებებით, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მას არ ეკისრებოდა ჰავანის ქარტიის გაუქმების დროს.

5. თუ შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარე არ მიიღებს ჰავანის ქარტიას მისი ძალაში შესვლის მომენტისათვის, შეთანხმების მონაწილე მხარეები იკრიბებიან, რათა შეთანხმდნენ, შეიტანონ თუ არა შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, და თუ უნდა შეიტანონ, როგორი ფორმით, რამდენადაც ეს გავლენას ახდენს შეთანხმების მონაწილე ამ მხარესა და შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეების ურთიერთობებზე. ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე შეთანხმების მეორე ნაწილის დებულებების გამოყენება გაგრძელდება შეთანხმების მონაწილე ამ მხარესა და სხვა მხარეებს შორის, ამ მუხლის მეორე პუნქტის დებულებების დამოუკიდებლად..

6. შეთანხმების მონაწილე მხარეებმა, რომლებიც არიან საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები, არ უნდა გამოიყენონ ამ შეთანხმების დებულებები ისე, რომ ხელი შეუშალონ ჰავანის ქარტიის დებულებების მოქმედებას. იმ პრინციპების გამოყენება, რომლებიც ამ პუნქტის შეთანხმების საფუძველია, რომელიმე მხარის მიმართ, რომელიც არ არის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, უნდა იყოს შეთანხმების საგანი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

მუხლიXXX

შესწორებები

1. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის პირობა გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით პირველი ნაწილის, 23-ე მუხლის ან ამ მუხლის დებულებებში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის შეთანხმების მონაწილე ყველა მხარის მიერ მათი მიღების შემდეგ, ხოლო ამ შეთანხმებაში შეტანილი სხვა ცვლილებები ძალაში შედის შეთანხმების იმ მონაწილე მხარეების მიმართ, რომლებიც იღებენ მათ ამ ცვლილებების შეთანხმების მონაწილე მხარეების ხმების ორი მესამედით მიღების შემდეგ, შემდგომში კი შეთანხმების მონაწილე თვითოეული სხვა მხარის მიმართ მის მიერ ამ ცვლილებების  მიღების შემდეგ.

2. შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარე, რომელიც იღებს ამ შეთანხმებაში შეტანილ რომელიმე ცვლილებას, ახდენს მიღების შესახებ დოკუმენტის დეპონირებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცის გენერალურ მდივანთან შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ დადგენილ ვადაში. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ შესწორება, რომელიც ძალაში შედის ამ მუხლის შესაბამისად, ატარებს ისეთ ხასიათს, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომელიც არ მიიღებს მას შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ განსაზღვრულ ვადაში, უფლება აქვს გამოვიდეს ამ შეთანხმებიდან ან დარჩეს შეთანხმების მონაწილე მხარედ, შეთანხმების მონაწილე მხარეების თანხმობით.

მუხლი XXXI

შეთანხმებიდან გამოსვლა

მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის, 23-ე მუხლის და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, შეთანხმების მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია გამოვიდეს ამ შეთანხმებიდან ან გამოვიდეს რომელიმე ცალკეული საბაჟო ტერიტორიის სახელით, რომელზედაც მას აკისრია საერთაშორისო პასუხისმგებლობა და რომელიც ამ დროს სარგებლობს სრული ავტონომიით თავისი საგარეო სავაჭრო ურთიერთობებისას და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტისას. შეთანხმებიდან გამოსვლა ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების მიწოდებიდან 6 თვის მანძილზეშეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე.

მუხლი XXXII

შეთანხმების მონაწილე მხარეები

1. ამ შეთანხმების მონაწილე მხარეებში იგულისხმება ის მთავრობები, რომლებიც იყენებენ ამ შეთანხმების დებულებებს 26-ე და 32-ე მუხლების ან დროებითი გამოყენების ოქმების შესაბამისად.

2. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ნებისმიერ დროს, შეთანხმების მონაწილე იმ მხარეებს, რომელთაც მიიღეს ეს შეთანხმება 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარე, რომელმაც არ მიიღო იგი ასეთი სახით, აღარ ჩაითვალოს შეთანხმების მონაწილე მხარედ. .

მუხლი XXXIII

შეთანხმებისათვის მიერთება

მთავრობას, რომელიც არ არის ამ შეთანხმების წევრი ან მთავრობას, რომელიც ცალკე საბაჟო ტერიტორიის სახელით, რომელიც სარგებლობს სრული ავტონომიით მის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ურთიერთობების განხორციელებებისას და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა საკთხების მიმართ, შეუძლია შეუერთდეს ამ შეთახმებას თავისი სახელით ან ასეთი ტერიტორიის სახელით; იმ პირობებით, რომლებიც  შეთანხმების საგანი იქნება ასეთ მთავრობებსა და შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის. შეთანხმების მონაწილე მხარეების გადაწყვეტილებები ამ პუნქტთან დაკავშირებით იღება იქნება ხმების ორი მესამედით.

მუხლი XXXIV

დანართები

ამ შეთანხმების დანართები ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.

მუხლი XXXV

შეთახმების გამოუყენებლობა შეთანხმების მონაწილე ცალკეულ მხარეებს შორის

1. ეს შეთახმება ან ამ შეთანხმების მე-2 მუხლი არ გამოიყენება შეთანმების მონაწილე მხარესა და შეთანხმების რომელიმე სხვა მონაწილე მხარეს შორის, თუ:

ა) შეთანხმების მონაწილე ორივე მხარეს ერთმანეთთან არ გაუმართავთ  მოლაპარაკებები ტარიფების  შესახებ; და

ბ) აღნიშნული მხარეებიდან რომელიმე, შეთანხმების მონაწილე მხარედ გახდომისას, არ დათანხმდება ასეთ გამოყენებაზე.

2. შეთანხმების მონაწილე მხარეებს, განაზღვრულ შემთხვევაში, შეთანხმების მონაწილე ნებისმიერი მხარის თხოვნით შეუძლიათ გადასინჯონ ეს მუხლი და შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები.

ნაწილი IV*

ვაჭრობა და განვითარება

მუხლი XXXVI

პრინციპები და მიზნები

1.* შეთანხმების მონაწილე მხარეები,

ა) ითვალისწინებენ რა, რომ ამ შეთანხმების ძირითადი მიზნები შეიცავს ცხოვრების დონის ამაღლებას და შეთანხმების მონაწილე ყველა მხარის ეკონომიკის პროგრესულ განვითარებას, და მიიჩნევენ რა, რომ ამ მიზნების მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის;

ბ) მიიჩნევენ რა, რომ შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის საექსპორტო შემოსავლებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ მათი ეკონომიკის განვითარებისათვის და რომ ამ შემოსავლების ზომა დამოკიდებულია იმ ფასზე, რომელსაც შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული მხარეები იხდიან ძირითად საიმპორტო საქონელზე, აგრეთვე მათი ექსპორტის მოცულობაზე, და საექსპორტო საქონელში მიღებულ ფასზე;

გ) აღნიშნავენ რა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ნაკლებად განვითარებულ და დანარჩენ ქვეყნებში არსებულ ცხოვრების დონეებს შორის;

დ) აღიარებენ რა, რომ ინდივიდუალურ და ერთობლივ მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა აქვს შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის და ამ ქვეყნებში ცხოვრების დონის სწრაფად ამაღლებისათვის;

ე) აღიარებენ რა, რომ საერთაშორისო ვაჭრობა, როგორც ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალება, უნდა რეგულირდებოდეს ისეთი წესებისა და პროცედურების მეშვეობით (ასევე იმ ზომებით, რომლებიც შეესაბამება ასეთ წესებსა და პროცედურებს), რომლებიც შეესაბამება ამ მუხლით გათავალისწინებულ მიზნებს;

ვ) აღნიშნავენ რა, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მისცენ სპეციალური ზომების გამოყენების შესაძლებლობა მათი ვაჭრობისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

თანხმდებიან შემდეგზე:

2. აუცილებელია შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების საექსპორტო შემოსავლების სწრაფი და მდგრადი ზრდა.

3. აუცილებელია იმ ზომების მიღება, რომელთა მიზანია შეთანხმების ნაკლებად განვითარებული მონაწილე მხარის მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდაში მათი კუთვნილი წილის მიღების უზრუნველყოფა. რაც შეესაბამება მათი ეკონომიკური განვითარების მოთხოვნილებებს;

4. შეთანხმების მონაწილე ბევრი ნაკლებად განვითარებული ქვეყნის დამოკიდებულება შეზღუდული სახის ნედლეულ ექსპორტზე* აუცილებელს ხდის ამ პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე დაშვებისათვის მაქსიმალურად შესაძლო ხელსაყრელი და მისაღები პირობების შექმნას, ასევე, საჭიროების შემთხვვაში, ისეთი ზომების შემუშავებას, რომლებიც მიმართულია ამ საქონელთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზარზე არსებული პირობების სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისაკენ, კერძოდ, იმ ზომების შემუშავება, რომლებიც მიმართულია სტაბილური, სამართლიანი და მომგებიანი ფასების ჩამოყალიბებაზე, რაც გამოიწვევს მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის ზრდას და მოთხოვნის გაფართოებას, აგრეთვე ამ ქვეყნების რეალური საექსპორტო შემოსავლების დინამიურ და განუწყვეტელ ზრდას, რაც უზრუნველყოფს ამ ქვეყნებს ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელ რესურსებით.

5. შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაადვილდება მათი ეკონომიკური სტრუქტურის დივერსიფიკაციისა* და ნედლეულ პროდუქტების ექსპორტზე ზედმეტი დამოკიდებულების თავიდან აცილების გზით. ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად გაიზარდოს იმ ნახევარფაბრიკატებისა და სამრეწველო საქონლის ხელსაყრელი პირობებით ბაზარზე დაშვება, რომლებიც ამჟამად არის ან მომავალში იქნება შეთანხმების მონაწილე სხვა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების განსაკუთრებული საექსპორტო ინტერესის საგანი.

6. შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების საექსპორტო და უცხოური ვალუტის შემოსავლების ქრონიკული დეფიციტის გამო, დიდი მნიშვნელობა აქვს ვაჭრობასა და განვითარებისთვის ფინანსურ დახმარებას შორის ურთიერთკავშირს. ამიტომ აუცილებელია, შეთანხმების მონაწილე მხარეებსა და საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი თანამშრომლობა, რათა მათ შეძლონ რაც შეიძლება ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს იმ სიძნელეების დაძლევაში, რომელთაც ეს ქვეყნები ხვდებიან მათი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

7. აუცილებელია სათანადო თანამშრომლობა აუცილებებლობა შეთანხმების მონაწილე მხარეებს, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოებსა და სააგენტოებს შორის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ვაჭრობასა და განვითარებასთან.

8. შეთანხმების მონაწილე განვითარებული ქვეყნები არ ელიან საპასუხო ზომებს, სავაჭრო მოლაპარაკებების შედეგად ნაკისრი იმ ვალდებულებების სანაცვლოდ, რომლებიც ითვალისწინებს შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან ვაჭრობაში ტარიფებისა და სხვა ბარიერების შემცირებას ან გაუქმებას.*

9. იმ ზომების მიღება, რომელთა მიზანია ამ პრინციპებისა და მიზნების განხორციელება, უნდა გახდეს შეთანხმების მონაწილე მხარეების ინდივიდუალური და ერთობლივი, შეგნებული და მიზანმიმართული მცდელობის საგანი.

მუხლი XXXVII

ვალდებულებები

1. შეთანხმების მონაწილე განვითარებული ქვეყნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აშკარა მიზეზების, მათ შორის, იურიდიული მიზეზების გამო შეუძლებელია, მაქსიმალურად ცდილობენ განახორციელონ შემდეგი დებულებები:

ა) პირველ რიგში პრიორიტეტს ანიჭებენ ბარიერების შემცირებასა და გაუქმებას იმ საქონელზე, რომელიც შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის ამჟამად არის ან მომავალში იქნება განსაკუთრებული საექსპორტო ინტერესის საგანი. მათ შორის, საბაჟო გადასახადებისა და სხვა შეზღუდვების შემცირებულ გაუქმებას, რომლებიც ასეთ საქონელზე (როგორც ნედლეულზე, ასევე გადამუშავებულ საქონელზე) გაუმართლებლად განსხვავდებიან;*

ბ) თავს იკავებენ საბაჟო გადასახადების ანდა არასატარიფო ბარიერების შემოღების ან მომატებისაგან იმ საქონელზე, რომელიც ამჟამად არის ან მომავალში იქნება შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების განსაკუთრებული საექსპორტო ინტერესის საგანი; და

(გ)

(i)თავს იკავებენ ახალი ფისკალური ზომების შემოღებისაგან; და

(ii) ფისკალურ პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას პრიორიტეტს ანიჭებენ იმ ფისკალური ზომების შემცირებასა და გაუქმებას, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუშალონ ხელი ან რომლებიც ხელს უშლიან იმ სანედლეულო საქონლის ნედლეულის ან გადამუშავებული პროდუქტის სახით მოხმარების ზრდას, რომელიც მთლიანად ან ძირითადად დამზადებულია შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვყნების ტერიტორიაზე, და რომლებიც გამოიყენება სწორედ ასეთი საქონლის მიმართ.

2.

(ა) ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მიიჩნევა, რომ 1-ლი პუნქტის (ა), (ბ) და (გ) ქვეპუნქტების რომელიმე დებულება არ სრულდება შეთანხმების მონაწილე მხარეებს, უნდა ეცნობოს ამის შესახებ, შეთანხმების მონაწილე იმ მხარის მიერ, რომელიც არ ასრულებს შესაბამის დებულებას, ან შეთანხმების მონაწილე სხვა ამით დაინტერესებული მხარის მიერ;

(ბ)

(i) შეთანხმების მონაწილე მხარეები, შეთანხმების მონაწილე რომელიმე დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, ნებისმიერი ორმხრივი კონსულტაციებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლებიც შეიძლება გაიმართოს, ამ საკითხის შესახებ ყველა მონაწილე მხარისათვის გადაწყვეტილების მისაღებად, მართავს კონსულტაციებს შეთანხმების მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან ან შეთანხმების მონაწილე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მიღწეული იქნეს 36-ე მუხლით განსაზღვრული  მიზნები. ამ კონსულტაციების მსვლელობისას განიხილება ის მიზეზები, რომელთა გამოც არ სრულდება 1-ლი პუნქტის (ა), (ბ) და (გ) ქვეპუნქტების დებულებები;

(ii) ვინაიდან 1-ლი პუნქტის (ა), (ბ) და (გ) ქვეპუნქტების დებულებები, შეთანხმების მონაწილე ცალკეული მხარის მიერ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება უფრო ადვილად შესრულდეს როცა შეთანხმების მონაწილე სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ხდება ერთობლივი ღონისძიებების გატარება, თუ ეს მისაღებია ასეთი კონსულტაციები, შეიძლება წარიმართოს ამ მიზნით;

(iii) შესაბამის სიტუაციებში შეთანხმების მონაწილე მხარეების კონსულტაციების მიზანი,  შეიძლება ასევე იყოს ერთობლივი ღონისძიებების შესახებ შეთანხმების მიღწევა, ამ შეთანხმების მიზნების განსახორციელებლად, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3. შეთანხმების განვითარებული წევრი ქვეყნები:

ა) იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად  აწესებს გადაყიდვის ფასებს შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებულ (მთლიანად ან ნაწილობრივ) საქონელზე, იღებენ ყველა ზომას სავაჭრო მოგების ერთიან დონეზე შენარჩუნების მიზნით;

ბ) აქტიურად განიხილავენ სხვა ზომების მიღების საკითხს, რომლებიც უზრუნველყოფს შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან საქონლის უფრო ფართო მასშტაბით იმპორტს, ასევე თანამშრომლობენ შესაბამის საერთაშორისო საქმიანობაში ამ მიზნით;

გ) როდესაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ინტერესებზე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ შეთანხმების მონაწილე ამ მხარეების სავაჭრო ინტერესებს იმ შეთანხმებებით დაშვებული სხვა ზომების გამოყენების საკითხის განხილვისას კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტისა და ასეთი ზომების გამოყენებამდე კონსტრუქციული ღონისძიებების გამოყენების ყველა იმ შესაძლებლობის კვლევის მიზნით.

4. შეთანხმების ნაკლებად განვითარებული მონაწილე ქვეყნები თანახმანი არიან გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მე-4 ნაწილის დებულებების განხორციელებისას შეთანხმების მონაწილე სხვა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სავაჭრო ინტერესების სასარგებლოდ, იმდენად, რამდენადაც ეს ღონისძიებები შეესაბამება მათ საკუთარ ახლანდელ და მომავალი განვითარების ინტერესებს, საფინანსო და სავაჭრო მოთხოვნებს, შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ვაჭრობის ადრინდელი განვითარებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

5. 1-ლი - მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას შეთანხმების მონაწილე თითოეული მხარე შეთანხმების მონაწილე სხვა დაინტერებულ მხარეს ან მხარეებს ამ შეთანხმების ზოგადი პროცედურების საფუძველზე აძლევს კონსულტაციების სრულად ჩატარების შესაძლებლობას ნებისმიერ საკითხზე ან სირთულეზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.  

მუხლი XXXVIII

ერთობლივი ღონისძიებები

1. შეთანხმებაში მონაწილე მხარეები თანამშრომლობენ ამ შეთანხმების ფარგლებში,  და ყოველთვის, როცა ეს აუცილებელია, XXXVI მუხლით განსაზღვრული მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

2. კერძოდ, შეთანხმების მონაწილე მხარეები:

ა) ატარებენ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო შეთანხმებების მეშვეობითაც, თუ ეს საჭიროა, რომელთა მიზანია უზრუნველყონ შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის განსაკუთრებული ინტერესის ნედლეულის მსოფლიო ბაზარზე დაშვების უფრო სრულყოფილი და მისაღები პირობები; აგრეთვე შეიმუშავებენ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ამ საქონლის მიმართ მსოფლიო ბაზარზე არსებული პირობების სტაბილიზაცია და გაუმჯობესება, მათ შორის, იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ამ საქონლის ექსპორტზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ჩამოყალიბებისაკენ;

ბ) მიისწრაფვიან, ვაჭრობისა და განვითარების საკითხებზე სათანადიო თანამშრომლობისაკენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მის ორგანოებთან და სააგენტოებთან, მათ შორის, ნებისმიერ დაწესებულებასთან, რომელიც შეიძლება შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის რეკომენდაციების საფუძველზე;

გ) თანამშრომლობენ შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ცალკეული ქვეყნების განვითარების გეგმებისა და პოლიტიკის ანალიზისა, ვაჭრობისა და დახმარების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლის დროს. იმ კონკრეტული ღონისძიებების შემუშავების მიზნით, რომელთა მიზანია საექსპორტო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა და უკვე შექმნილი დარგების საქონლის საექსპორტო ბაზრებზე დაშვების გაადვილება. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე შესაბამისად თანამშრომლობენ მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსურად ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყნებს ეკონომიკურ განვითარებაში, შეთანხმების მონაწილე ცალკეულ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ვაჭრობისა და დახმარების ურთიერდამოკიდებულების სისტემატური შესწავლისას, რომელთა მიზანია საექსპორტო პოტენციალის, ბაზრის პერსპექტივებისა და  იმ ნებისმიერი შემდგომი ღონისძიებების ზუსტი ანალიზი, რომელიც შესაძლოა აუცილებელი გახდეს; 

დ) მუდმივად განიხილავენ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, განსაკუთრებით, შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ვაჭრობის ზრდის ტემპებს და შეთანხმების მონაწილე მხარეებისათვის შეიმუშავებენ ისეთ რეკომენდაციებს, რომლებიც, არსებულ სიტუაციაში, შეიძლება მიჩნეული იქნეს მისაღებად;

ე)    თანამშრომლობენ ეკონომიკური განვითარების მიზნით ვაჭრობის გაფართოების შესაძლო მეთოდების ძიებისას და ეროვნული პოლიტიკისა და ნორმატიული აქტების საერთაშორისო ჰარმონიზაციის წარმოებაზე გავლენის მქონე ტექნიკური და კომერციული სტანდარტების გამოყენების გზით, გადაზიდვისა და რეალიზაციის, ასევე შესაბამისი პირობების შექმნით ექსპორტის ხელშეწყობის გზით სავაჭრო ინფორმაციის ნაკადების გაფართოებისა და ბაზრის გამოკვლევის მიზნით;

ვ) აწესებენ ისეთ ინსტიტუციურ ჩარჩოებს რომლებიც შესაძლოა აუცილებელი გახდეს 36-ე მუხლში ჩამოყალიბებული მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და ამ მუხლების დებულებების შესრულებისათვის.

დანართი A

I მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებული ტერიტორიების ჩამონათვალი

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოზე და ჩრდილოეთ ირლანდიაზე დაქვემდებარებული ტერიტორიები

კანადა

ავსტრალიის თანამეგობრობა

ავსტრალიის სახელმწიფოს დაქვემდებარებული ტერიტორიები

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის დაქვემდებარებული ტერიტორიები

სამხრეთ აფრიკის კავშირი, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ჩათვლით

ირლანდია

ინდოეთი /1947 წლის 10 აპრილის მდგომარეობით/

ნიუფაუნლენდი

სამხრეთ როდეზია

ბირმა

ცეილონი

ზოგიერთ ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიაზე, განსაზღვრული საქონლის მიმართ, მოქმედებს ორი ან მეტი პრეფერენციული განაკვეთი. ნებისმიერ ამ ტერიტორიას, შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეებთან შეთანხმებით, რომლებიც არიან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით ამ საქონლის ძირითადი მიმწოდებლები, შეუძლია შეცვალოს ეს პრეფერენციული განაკვეთები ერთი პრეფერენციული განაკვეთით, რომელიც მთლიანობაში საქონლის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით მიმწოდებლებისათვის არ უნდა იყოს ნაკლებად ხელშემწყობი, იმ პრეფერენციებთან შედარებით, რომლებიც ძალაში იყო ამ ცვლილებამდე.

სატარიფო შეღავათების ეკვივალენტური ზღვრის შემოღება იმისათვის, რომ პრეფერენციული ზღვარი შეენაცვლოს შიდა გადასახადს, რომელიც ექსკლუზიურად არსებობს 1947 წლის 10 აპრილის შეთანხმებით  ამ დანართში ჩამოთვლილ ორ ან მეტ ტერიტორიას შორის, ანდა იმისათვის, რომ შეენაცვლოს მომდევნო პუნქტში აღწერილ პრეფერენციულ რაოდენობრივ რეჟიმს, არ მიიჩნევა სატარიფო პრეფერენციების ზღვრის მომატებად.

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტით მითითებული პრეფერენციული შეთანხმებებია გაერთიანებულ სამეფოში 1947 წლის 10 აპრილისათვის არსებული შეთანხმებები, რომლებიც დადებულია საკონტრაქტო საფუძველზე კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის მთავრობებთან გაციებული და გაყინული საქონლის და ხბოს ხორცის, გაყინული ცხვრისა და ბატკნის ხორცის, გაციებული და გაყინული ღორის ხორცისა და ვიჩინის შესახებ. მე-20 მუხლის (თ) ქვეპუნქტის დარღვევის გარეშე განზრახულია რომ ეს შეთანხმებები გაუქმდეს ან შეიცვალოს სატარიფო შეღავათებით. ამ მიზნით უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად არსებითად დაინტერესებულ მხარეებს შორის.

1947 წლის 10 აპრილსათვის ახალ ზელანდიაში კინოფილმების გაქირავებაზე მოქმედი გადასახადი ამ შეთანხმების მიზნებისათვის  განხილულ უნდა იქნეს როგორც საბაჟო გადასახადი 1-ლი მუხლის თანახმად. 1947 წლის 10 აპრილისათვის ახალ ზელანდიაში კინოფილმებზე მოქმედი კვოტა, განხილული უნდა იქნეს როგორც სადემონსტრაციო კვოტა მე-4 მუხლის თანახმად.

ინდოეთისა და პაკისტანის დომინიონები ზემოთ ჩამოთვლილ სიაში ცალკე არ იყო მითითებული, ვინაიდან ისინი 1947 წლის 10 აპრილსათვის ამ ფორმით არ არსებობდნენ.

დანართი B

I მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში მითითებული საფრანგეთის კავშირის ტერიტორიების ჩამონათვალი

საფრანგეთი

საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა (მდინარე კონგოს შეთანხმებული აუზი და სხვა ტერიტორიები)

საფრანგეთის დასავლეთ აფრიკა

საფრანგეთის მეურვეობის ქვეშ მყოფი კამერუნი

საფრანგეთის სომალის ნაპირი და დაქვემდებარებული ტერიტორიები

საფრანგეთის მფლობელობაში მყოფი ოკეანეთი

საფრანგეთის მფლობელობაში მყოფი ახალი ჰებრიდეს კონდომინიუმი  ინდო-ჩინეთი

მადაგასკარი და დაქვემდებარებული ტერიტორიები

მაროკო (საფრანგეთის ზონა)

ახალი კალედონია და დაქვემდებარებული ტერიტორიები

სანტ-პიერე და მიქეილონი

საფრანგეთის მეურვეობის ქვეშ მყოფი ტოგო

ტუნისი

დანართი C

I მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში მითითებული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომელიც ეხება ბელგიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების საბაჟო კავშირს

ბელგიისა და ლუქსემბურგის ეკონომიკური კავშირი

ბელგიური კონგო

რუანდა ურუნდი

ნიდერლანდები

ახალი გვინეა

სურინამი

ნიდერლანდების ანტილიური კუნძულები

ინდონეზიის რესპუბლიკა

მხოლოდ საბაჟო კავშირის შემადგენელ ტერიტორიებზე იმპორტისათვის.

დანართი D

I მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში მითითებულია ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს

ამერიკის შეერთებული შტატები (საბაჟო ტერიტორია)

ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებული ტერიტორიები

ფილიპინების რესპუბლიკა

სატარიფო პრეფერენციის ეკვივალენტური სხვაობისა შემოღება იმ შიდა გადასახადის პრეფერენციული სხვაობის შეცვლის მიზნით, რომელიც არსებობდა 1997 წლის 10 აპრილისათვის ამ დანართში ჩამოთვლილ ორ ან მეტ ტერიტორიას შორის, არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც პრეფერენციული სხვაობის გადიდება.

დანართი E

I მუხლის მე-2 პუნქტის (დ) ქვეპუნქტში მითითებული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებზედაც ვრცელდება ჩილესა და მეზობელ ქვეყნებს შორის დადებული პრეფერენციული შეთანხმებები.

პრეფერენციები, რომლებიც ძალაშია ერთი მხრივ მხოლოდ ჩილეს და მეორე მხრივ

1. არგენტინას

2. ბოლივიას

3. პერუს შორის.

დანართი F

I მუხლის მე-2 პუნქტის (დ) ქვეპუნქტში მითითებული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებზედაც ვრცელდება ლიბანის, სირიასა და მეზობელ ქვეყნებს შორის პრეფერენციული შეთანხმებები

პრეფერენციები, რომლებიც მხოლოდ ლიბანი-სირიის საბაჟო კავშირს შორის ერთი მხრივ, და მეორე მხრივ

1. პალესტინას

2. ტრანსიორდანიას

შორის.

დანართი G

I მუხლის 4 პუნქტში მითითებული მაქსიმალური პრეფერენციული სხვაობის დადგენის თარიღები

ავსტრალია - - - - - - 15 ნოემბერი, 1946 წელი

კანადა - - - - - - - 1 ივლისი, 1939 წელი

საფრანგეთი - - - - - 1 იანვარი, 1939 წელი

ლიბანი-სირიის საბაჟო კავშირი - - - 30 ნოემბერი, 1938 წელი

სამხრეთ აფრიკის კავშირი - - - 1 ივლისი, 1938 წელი

სამხრეთ როდეზია - - - - - 1 მაისი, 1941 წელი

დანართი H

მთლიანი საგარეო ვაჭრობის პროცენტებში გამოსახული წილები, რომლებიც გამოიყენება 26-ე მუხლის დებულების  განხორციელებისას

(ეფუძნება 1949-1953 წლების საშუალო მონაცემებს)

თუ გენერალური შეთანხმებაზე იაპონიის მთავრობის მიერთებამდე ეს შეთანხმება მიღებული იქნება შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ, რომელთა საგარეო ვაჭრობაზეც, 1-ლი სვეტის თანახმად, მოდის  26-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ვაჭრობის პროცენტი, მაშინ აღნიშნული პუნქტის მიზნებისათვის გამოიყენება 1-ლი სვეტი. თუ ეს არსებული შეთანხმება არ იქნება მიღებული იაპონიის მთავრობის მასთან მიერთებამდე, აღნიშნული პუნქტის მიზნებისათვის გამოიყენება მე-2 სვეტი.

 

სვეტი I

(მხარეები 1955 წლის 1 მარტისათვის)

სვეტი II

(მხარეები 1955 წლის 1 მარტისათვის და იაპონია)

ავსტრალია 3.1 3.0
ავსტრია 0.9 0.8
ბელგია-ლუქსემბურგი 4.3 4.2
ბრაზილია 2.5 2.4
ბირმა 0.3 0.3
კანადა 6.7 6.5
ცეილონი 0.5 0.5
ჩილე 0.6 0.6
კუბა 1.1 1.1
ჩეხოსლოვაკია 1.4 1.4
დანია 1.4 1.4
დომინიკის რესპუბლიკა 0.1 0.1
ფინეთი 1.0 1.0
საფრანგეთი 8.7 8.5
ერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 5.3 5.2
საბერძნეთი 0.4 0.4
ჰაიტი 0.1 0.1
ინდოეთი 2.4 2.4
ინდონეზია 1.3 1.3
იტალია 2.9 2.8
ნიდერლანდების სამეფო 4.7 4.6
ახალი ზელანდია 1.0 1.0
ნიკარაგუა 0.1 0.1
ნორვეგია 1.1 1.1
პაკისტანი 0.9 0.8
პერუ 0.4 0.4
როდეზია და ნიაზლენდი 0.6 0.6
შვედეთი 2.5 2.4
თურქეთი 0.6 0.6
სამხრეთ აფრიკის კავშირი 1.8 1.8
გაერთიანებული სამეფო 20.3 19.8
აშშ 20.6 20.1
ურუგვაი 0.4 0.4
იაპონია - 2.3
 

_____

100.0

_____

100.0

შენიშვნა: მოცემული პროცენტები გამოთვლილია ყველა იმ ტერიტორიის ვაჭრობის გათვალისწინებით, რომელთა მიმართაც გამოიყენება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმება.     

დანართი I

შენიშვნები და დამატებითი დებულებები

I მუხლის დამატება

პუნქტი1

დროებითი გამოყენების ოქმის მიზნებისათვის ვალდებულებები, რომლებიც მოცემულია არიან I-ლი მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე მითითებით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში, მე-6 მუხლზე მითითებით, განხილულ უნდა იქნეს, როგორც მე-2 ნაწილში შემავალი დებულებები.

ჯვარედინი მინიშნებები, რომლებიც მოცემულია წინა აბზაცში, აგრეთვე 1-ლი მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე, გამოიყენება მხოლოდ მე-3 მუხლის შეცვლის შემდეგ, რაც ხორციელდება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მე-2 ნაწილის და 26-ე მუხლის ცვლილებების შესახებ 1948 წლის 14 სექტემბრის ოქმით გათვალისწინებული დამატების ძალაში შესვლით.

პუნქტი 4

ტერმინი “პრეფერენციული სხვაობა” ნიშნავს აბსოლუტურ სხვაობას მსგავს პროდუქციაზე უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის გადასახადის განაკვეთსა და პრეფერენციულ გადასახადის განაკვეთს შორის და არა ამ განაკვეთების პროპორციულ თანაფარდობას, მაგალითად:

(1) თუ უპირატესი ხელშეწყობის ქვეყნის განაკვეთი 36 პროცენტია ad valorem და პრეფერენციული განაკვეთი - 24 პროცენტი ad valorem, პრეფერენციული სხვაობა იქნება 12 პროცენტი  ად ვალორემ, და არა უპირატესი ხელშეწყობის ქვეყნის განაკვეთის ერთი მესამედი;

(2) თუ უპირატესი ხელშეწყობის ქვეყნის განაკვეთი 36 პროცენტია ად ვალორემ და პრეფერენციული განაკვეთი გამოხატულია, როგორც უპირატესი ხელშეწყობის - ქვეყნის განაკვეთის ორი მესამედი, პრეფერენციული სხვაობა იქნება 12 პროცენტი ად ვალორემ;

(3) თუ უპირატესი ხელშეწყობის ქვეყნის განაკვეთი ერთ კილოგრამზე 2 ფრანკია და პრეფერენციული განაკვეთი - 1,50 ფრანკი ერთ კილოგრამზე, პრეფერენციული სხვაობა იქნება 0,50 ფრანკი ერთ კილოგრამზე.

არსებული ერთგვაროვანი პროცედურების შესაბამისად, შემოღებული შემდეგი სახის საბაჟო ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება პრეფერენციული სხვაობების ზოგადად დაბმას::

(i) იმპორტული საქონლის მიმართ ასეთი საქონლის შესაბამისი სატარიფო კლასიფიკაციის ან გადასახადის განკვეთის ხელახალი გამოყენება, ისეთ შემთხვევევბში, როცა ასეთი კლასიფიკაციის ან განაკვეთის გამოყენება საქონლის მიმართ დროებით იყო შეჩერებული ან არ მოქმედებდა 1947 წლის 10 აპრილისათვის; და

(ii) განსაზღვრული საქონლის კლასიფიკაცია იმ სატარიფო პოზიციისაგან განსხვავებული სატარიფო პოზიციით, რომლითაც ხდებოდა ამ საქონლის კლასიფიკაცია 1947 წლის 10 აპრილისათვის იმ შემთხვევებში, როცა სატარიფო კანონმდებლობა აშკარად ითვალისწინებს ამ საქონლის ერთზე მეტი სატარიფო პოზიციით კლასიფიციკაციის შესაძლებლობას.

II მუხლის დამატება

პუნქტი 2 (a)

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის ჯვარედინი მითითება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე გამოიყენება მხოლოდ მე-3 მუხლის შეცვლის შემდეგ, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მე-2 ნაწილისა და 26-ე მუხლის ცვლილებების შესახებ 1948 წლის 14 სექტემბრის ოქმით გათვალისიწნებული  დამატების ძალაში შესვლით.

პუნქტი 2 (b)

იხილეთ 1-ლი მუხლის 1-ლ პუნქტთან დაკავშირებული შენიშვნა

პუნქტი 4

ამ პუნქტის დებულებები გამოყენებული იქნება ჰავანის ქარტიის 31-ე მუხლის დებულების შესაბამისად, იმ შემთხვევების გარდა, როცა შეთანხმების იმ მონაწილე მხარეების სპეციალური შეთანხმებით, რომლებიც პირველად შეთანხმდნენ დათმობის შესახებ, სხვა რამ არ არის  გათვალისწინებული.

III მუხლის დამატება

ნებისმიერი შიდა გადასახადი ან სხვა შიდა მოსაკრებელი, ანდა პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი კანონი, წესი ან მოთხოვნა გამოიყენება იმპორტული საქონლის და მსგავსი ადგილობრივი საქონლის მიმართ და გადაიხდევინება ან მოქმედებს იმპორტული საქონლის მიმართ მისი შემოტანის დროს ან შემოტანის ადგილას, მიუხედავად ამისა, განხილული უნდა იქნეს, როგორც შიდა გადასახადები ან სხვა შიდა მოსაკრებლები, ან როგორც პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნები, კანონები და წესები და, შესაბამისად, ექვემდებარება მე-3 მუხლის დებულებებს.

პუნქტი 1

1-ლი პუნქტის გამოყენება ადგილობრივი მთავრობისა და ხელისუფლების მიერ შეთანხმების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადების მიმართ, ექვემდებარება 24-ე მუხლის ბოლო პუნქტის დებულებებს. ამ პუნქტში გამოყენებული ტერმინი “მიზანშეწონილი ზომები” ,24-ე მუხლის ბოლო პუნქტში არ მოითხოვს, მაგალითად, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის გაუქმებას, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას უფლებას აძლევს შემოიღოს შიდა გადასახადები, რომლებიც თუმცა ერთად ტექნიკურად არ შეესაბამება მე-3 მუხლის დებულებებს, მაგრამ არსებითად არ ეწინააღმდეგება მათ თუ ასეთ გაუქმებას გაოიწვევს მოყვება სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს აღნიშნული ადგილობრივი მთავრობის ან ხელისუფლებისათვის. რაც შეეხება ადგილობრივი მთავრობის ან ხელისუფლების დაბეგვრას, რაც არ შეესაბამება მე-3 მუხლის არსს და მის დებულებებს, ტერმინი “მიზანშეწონილი ზომები” საშუალებას მისცემს შეთანხმების მონაწილე მხარეს თანდათანობით გააუქმოს ასეთი გადასახადები გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, თუ მათმა დაუყონებლივმა გაუქმებამ შესაძლოა შექმნას სერიოზული ადმინისტრაციული და ფინანსური სირთულეები.

პუნქტი 2

გადასახადი, რომელიც შეესაბამება მე-2 პუნქტის პირველი წინადადებას,  ჩაითვლება მეორე წინადადების დებულებების შეუსაბამოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კონკურენცია, ერთი მხრივ, დაბეგრილ საქონელსა და, მეორე მხრივ, პირდაპირ კონკურენტულ ან  შემცვლელ საქონელს შორის, რომელიც არ იყო მსგავსად დაბეგრილი.

პუნქტი 5

წესები, რომლებიც შეესაბამება მე-5 პუნქტის პირველი წინადადების დებულებებს, არ ჩაითვლება მეორე წინადადების საწინააღმდეგოდ ნებისმიერ შემთხვევაში, რომლის დროსაც ყველა საქონელი, რომელიც ექვემდებარება ამ წესებს, იწარმოება ადგილობრივად მნიშვნელოვანი რაოდენობით. ასეთი წესი არ ჩაითვლება მეორე წინადადების შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ თითოეული საქონლისათვის დაშვებული პროპორცია ან მოცულობა, რომლის მიმასრთაც გამოიყენება ეს წესი, ხელს უწყობს იმპორტულ და ადგილობრივ საქონელს შორის თანაფარდობას.

V მუხლის დამატება

პუნქტი 5

რაც შეეხება სატრანსპორტო მოსაკრებლებს, მე-5 პუნქტით განსაზღვრული პრინციპი, გამოიყენება იმ მსგავსი საქონლის მიმართ, რომელიც ტრანსპორტირებულია ერთი და იმავე მარშრუტით მსგავსი პირობების არსებობისას.

VI მუხლის დამატება

პუნქტი 1

1. ერთმანეთთან ასოცირებული ფირმების მიერ განხორციელებული ვაჭრობისას ფარული დემპინგი (ანუ იმპორტიორის მიერ საქონლის გაყიდვა დაბალი ფასით, და იმ ექსპორტიორის შესაბამის ინვოისში წარმოდგენილ ექსპორტიორ ქვეყანაში არსებულ ფასზე, რომელთანაც დაკავშირებულია იმპორტიორი, არის ფასის დემპინგის ფორმა, რომლის მიმართაც დემპინგური სხვაობა შესაძლოა გამოთვლილი იქნეს იმ ფასის საფუძველზე, რომლითაც საქონელი ხელახლა იყიდება იმპორტიორის მიერ.

2. აღიარებულია, რომ იმ ქვეყნიდან იმპორტის შემთხვევაში, რომელსაც აქვს სრული ან თითქმის სრული მონოპოლია მის ვაჭრობაზე და როდესაც ადგილობრივი ფასები მთლიანად ფიქსირებულია სახელმწიფოს მიერ, 1-ლი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე ფასების შედარების განსაზღვრისას შესაძლოა შეიქმნას განსაკუთრებული სიძნელეები. ასეთ შემთხვევაში შეთანხმების მონაწილე იმპორტიორმა მხარეებმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალონ იმ შესაძლებლობის გათვალისწინება, რომ ასეთი ქვეყნის ადგილობრივ ფასებთან მკაცრი შედარება შესაძლოა ყოველთვის არ იყოს მიზანშეწონილი.

პუნქტები 2 და 3

1. როგორც საბაჟო საქმიანობის ბევრ სხვა შემთხვევაში, შეთანხმების მონაწილე მხარეს შეუძლია მოითხოვოს მიზანშეწონილი გარანტია (ობლიგაციები ან ნაღდი ანგარიშსწორება) სავარაუდო ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადების გადახდისათვის საეჭვოდ მიჩნეული დემპინგის ან სუბსიდირების ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტების საბოლოო დადასტურებამდე.

2. ვალუტის რამოდენიმე კურსის არსებობამ შესაძლოა, განსაზღვრულ შემთხვევაში, ხელი შეუქყოს ექსპორტის სუბსიდირებას, რომელიც შესაძლოა შეესაბამებოდეს საკომპენსაციო გადასახადის დაწესების პირობებს მე-3 პუნქტის შესაბამისად ან წარმოადგენდეს დემპინგის სახეს, ქვეყნის სავალუტო კურსის ნაწილობრივი შემცირების თვალსაზრისით, რომელიც შესაძლოა შეესაბამებოდეს მე-2 პუნქტის მიხედვით განხორციელებულ ქმედებას. „ვალუტის რამოდენიმე კურსის არსებობა“ გულისხმობს მთავრობის მოღვაწეობას ან მის მიერ სანქცირებულ საქმიანობას.

პუნქტი 6 (b)

ამ ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად ვალდებულებებისაგან განთავისუფლების უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ მონაწილე მხარის განცხადების შემთხვევაში, რომელსაც განზრახული აქვს შემოიღოს შესაბამისად ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადი.

VII მუხლის დამატება

პუნქტი 1

გამოთქმა “ან სხვა მოსაკრებლები” არ უნდა განიხილებოდეს, როგორც იმპორტირებულ საქონრლზე ან მასთან დაკავშირებით შემოღებული შიდა გადასახადები ან ეკვივალენტური მოსაკრებლები.

პუნქტი 2

1. შესაძლებელია მე-7 მუხლის შესაბამისად დავუშვათ, რომ “ფაქტობრივი ღირებულება” შესაძლოა წარმოდგენილი იყოს როგორც ინვოისში აღნიშნულ ფასს დამატებული  ნებისმიერი სახის გაუთვალისწინებელი მოსაკრებელი კანონიერი ხარჯებისათვის, რომელიც წარმოადგენს “ფაქტობრივი ღირებულების” შემადგენელ ნაწილს, ასევე დამატებული ნებისმიერი სახის ნორმიდან გადახრილი ფასდაკლება ან კონკურენციული ფასის სხვა ჩვეულებრივი შემცირება.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ ფრაზა “ვაჭრობის ჩვეულებრივი მიმდინარეობის დროს . . . მთლიანად კონკურენციულ პირობებში” გაგებული უნდა იქნეს, როგორც ნებისმიერი სახის გარიგების გამორიცხვა, როდესაც მყიდველი და გამყიდველი არ არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი და მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ ფასი.

3. სტანდარტული გაგება ფრაზისა “სრული კონკურენციის პირობები” შეთანხმების მონაწილე მხარეს უფლებას აძლევს ფასის განხილვისას გამორიცხოს სპეციალური ფასდათმობები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ექსკლუზიური აგენტებისათვის.

4. ა) და (ბ) ქვეპუნქტების რედაქცია შეთანხმების მონაწილე მხარეებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ  საბაჟო საჭიროებისათვის საქონლის ღირებულება ერთნაირად ან (1) იმპორტირებული საქონლის ცალკეული ექსპორტიორის ფასების საფუძველზე, ან (2) მსგავსი საქონლის ფასის საერთო დონის საფუძველზე.

VIII მუხლის დამატება

1. თუმცა მე-8 მუხლი არ მოიცავს მრავალრიცხოვანი სავალუტო კურსების გამოყენებას, 1-ლი და მე-4 პუნქტების თანახმად სავალუტო გადასახადების ან შესატანების გამოყენება არ მიიჩნევა მრავალრიცხოვანი სავალუტო კურსების გამოყენების მექანიზმად.  თუ შეთანხმების მონაწილე მხარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანხმობით, საგადასახადო ბალანსის მიზნებისათვის გამოიყენებს მრავალრიცხოვან სავალუტო კურსების შესატანებს, მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის  დებულებები მთლიანად უზრუნველყოფს მის პოზიციას.

2. შეთანხმების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიიდან შეთანხმების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე საქონლის იმპორტირებისას, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მოთხოვნა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ჩაითვლება 1-ლი პუნქტის შესაბამის ქმედებად.

XI, XII, XIII, XIV and XVIII მუხლების დამატება

XI, XII, XIII, XIV და  XVIII მუხლებში ნახსენები ტერმინები ,,იმპორტის შეზღუდვა’’ ან ,,ექსპორტის შეზღუდვა’’, მოიცავს იმ შეზღუდვებს, რომლებიც გამოყენება სახელმწიფოს მიერ  განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების დროს.

XI მუხლის დამატება

პუნქტი 2 (c)

გამოთქმა "ნებისმიერი ფორმით" ამ პუნქტში მოიცავს იმავე საქონელს, რომელიც არის გადამუშავების ადრეულ ეტაპზე და კვლავაც ადვილფუჭებადია, აგრეთვე რომელიც პირდაპირ კონკურენციას უწევს ახალ საქონელს და თავისუფალი იმპორტირების შემთხვევაში არაეფექტურს ხდის ახალ პროდუქტებზე დაწესებულ შეზღუდვებს

პუნქტი 2, ბოლო ნაწილი

ტერმინი "განსაკუთრებული ფაქტორები" მოიცავს ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების შეფარდებით ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ადგილობრივ და უცხოურ საქონელს შორის, ან სხვადასხვა უცხოელ მწარმოებლებს შორის, მაგრამ არა იმ ცვლილებებს, რომლებიც ხელოვნურადაა გამოწვეული იმ საშუალებებით, რომლებიც ამ შეთანხმებით არ არის დაშვებული.

XII მუხლის დამატება

შეთანხმების მონაწილე მხარეებმა უნდა მიიღონ დებულება კონსულტაციების წარმოების დროს სრული საიდუმლოების უზრუნველსაყოფად ამ მუხლის დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 3 (c)(i)

შეთანხმების მონაწილე მხარეები, რომლებიც იყენებენ შეზღუდვებს, უნდა ეცადნენ სერიოზული ზიანი არ მიაყენონ იმ საქონლის ექსპორტს, რომელზედაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შეთანხმების მონაწილე მხარის ეკონომიკა.

პუნქტი 4 (b)

შეთანხმებულია, რომ ეს თარიღი უნდა ჯდებოდეს ამ მუხლში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში ამ შეთანხმების პრეამბულისა და მე-2 და მე-3 ნაწილების ცვლილებების ოქმის შესაბამისად. მაგრამ თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ გათვალისწინებულ ვადაში პირობებს ამ ქვეპუნქტის დებულების გამოყენება მათ შეუძლიათ გაზარდონ ეს ვადა; იმ პირობით, რომ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების მე-8 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული ვალდებულებები გავრცელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი შეთანხმების მონაწილე მხარეების მიმართ, რომელთა საგარეო ვაჭრობის საერთო მოცულობა შეადგენს შეთანხმების მონაწილე ყველა მხარის მთლიანი საგარეო ვაჭრობის მოცულობის სულ ცოტა 50%-ს შეადგენს.

პუნქტი 4 (e)

შეთანხმებულია, რომ მე-4 პუნქტის (ე) ქვეპუნქტი არ ამატებს რაოდენობრივი შეზღუდვების დადგენის ან შენარჩუნების ახალ კრიტერიუმებს საგადასახადო ბალანსის მიზეზებით. მისი ერთადერთი მიზანია უზრუნველყოს, რომ საგარეო ფაქტორები, კერძოდ, ცვლილებები ვაჭრობის პირობებში, რაოდენობრივი შეზღუდვები, განსაკუთრებით მაღალი ტარიფები და სუბსიდიები, რომელთაც შესაძლოა ხელი შეუწყონ შეზღუდვების გამომყენებული შეთანხმების მონაწილე მხარის საგადასახადო ბალანსთან დაკავშირებული სირთულეების წარმოქმნას, სრულად იქნეს გათვალისწინებული.

XIII მუხლის დამატება

პუნქტი 2 (d)

“კომერციული მოსაზრება” არ იყო მოხსენებული, როგორც კვოტების განაწილების წესი, რადგანაც მიიჩნევა, რომ მისი გამოყენება სამთავრობო ორგანოების მიერ ყოველთვის არ იქნება მიზანშეწონილი. გარდა ამისა, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს შესაძლებელია, შეთანხმების მონაწილე მხარეს შეუძლია გამოიყენოს ეს მოსაზრებები შეთანხმების მიღწევის მიზნით მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული ზოგადი წესის შესაბამისად.

პუნქტი 4

იხილეთ შენიშვნა, რომელიც ეხება “განსაკუთრებულ ფაქტორებს” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო ქვეპუნქტთან დაკავშირებით.

XIV მუხლის დამატება

პუნქტი 1

ამ პუნქტის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ იმპორტის შეზღუდვების სფეროში დისკრიმინაციის არსის, შედეგებისა და მიზეზების სრულად განხილვას მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით კონსულტაციების წარმოებისას. 

პუნქტი 2

მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი სიტუაცია არის ის, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეს მიმდინარე ოპერაციების შედეგად აქვს საბალანსო მიღწევები, რომლებსაც, მისი აზრით, დისკრიმინაციის გარეშე ვერ გამოიყენებს.

XV მუხლის დამატება

პუნქტი 4

სიტყვა “ხელის შეშლა” ნიშნავს, მაგალითად, იმას, რომ ამ შეთანხმების ნებისმიერი მუხლის სიტყვასიტყვით შესრულებისათვის წინაღმდეგობის გაწევა არ უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის დარღვევად, თუ პრაქტიკულად არ ხდება ზემოთ ხსენებული მუხლის არსისაგან მნიშვნელოვანი გადახრა. ამგვარად, შეთანხმების მონაწილე მხარეების სავალუტო კონტროლი ეფუძნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანმების შესამაბის მუხლებს და მოითხოვს, რომ მის ექსპორტზე გადასახადი მიიღოს საკუთარ ეროვნულ ვალუტაში, ანდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთი ან მეტი წევრის ვალუტაში და ეს არ ჩაითვლება მე-11 და მე-13 მუხლების დარღვევად. სხვა მაგილითია  შემთხვევა, როდესაც შეთანხმების მონაწილე მხარე იმპორტის ლიცენზირებისას ირჩევს ქვეყანას, საიდანაც ხდება საქონლის შემოტანა, არა იმ მიზნით, რომ თავისი იმპორტის ლიცენზირების სისტემაში შექმნას დისკრიმინაციის დამატებითი ელემენტი, არამედ ნებადართული სავალუტო კონტროლის განსახორციელებლად.

XVI მუხლის დამატება

ექსპორტირებული საქონლის გათავისუფლება იმ მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან, რომლებიც დაწესებულია, ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ ანალოგიურ საქონელი ან ასეთი გადასახადებისა და მოსაკრებლების ანაზღაურება იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება შეტანილს, არ განიხილება როგორც, სუბსიდია.

ნაწილი B

1. (ბ) ნაწილის არცერთი დებულება არ გამორიცხავს შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ ვალუტის გაცვლის სხვადასხვა კურსების გამოყენებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ შეთანხმების მუხლების თანახმად.

2. (ბ) ნაწილში “სანედლეულო საქონელი” გულისხმობს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო, სატყეო ან თევზჭერის პროდუქცია, ანდა ნებისმიერი მინერალური ნედლეული ნატურალური სახით ან ისე დამუშავებული, რომელიც ჩვეულებრივ საჭიროა, მათი მნიშვნელოვანი მოცულობით საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციისათვის მოსამზადებლად.

პუნქტი 3

1. იმ ფაქტმა, რომ შეთანხმების მონაწილე მხარემ არ განახორციელა განხილული საქონლის ექსპორტირება წინა საჩვენებელი პერიოდის განმავლობაში, თავისთავად ხელი არ უნდა შეუშალოს შეთანხმების მონაწილე ამ მხარეს გამოიყენოს თავისი უფლება ამ საქონლით ვაჭრობიდან მიღწეული წილის მისაღებად.

2. შიდა ფასების სტაბილიზაციის სისტემა ან სანედლეულო საქონლის შიდა მწარმოებლების შემოსავლის სისტემა საექსპორტო ფასების მოძრაობისაგან დამოუკიდებლად, რის შედეგადაც პერიოდულად ხდება საქონლის საექსპორტოდ გაყიდვა  შიდა ბაზრის მყიდველთათვის ანალოგიურ საქონელზე დაწესებულ უფრო დაბალი ფასით, შესადარ ფასზე, არ მიიჩნევა როგორც ექსპორტის სუბსიდირებად მე-3 პუნქტის გაგებით, თუ შეთანხმების მონაწილე მხარეები განსაზღვრავენ, რომ:

ა) ამ სისტემამ აგრეთვე გამოიწვია ან იგი ისეა დაგეგმილი რომ საქონლის საექსპორტოდ გაყიდვას მსგავს საქონელზე შიდა ბაზრის მყიდველთათვის დაწესებულ შესადარ ფასზე უფრო მაღალი ფასით; და

ბ) სისტემა მოქმედებს ან დაგეგმილია  იმოქმედოს ისე, რომ წარმოების ეფექტიანი რეგულირების ან სხვა ქმედებების შედეგად ხელს არ უწყობს ექსპორტის მიუღებელი მეთოდით სტიმულირებას და სერიოზულ ზიანს არ აყენებს შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეებს.

შეთანხმების მონაწილე მხარეების ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, ასეთი სისტემის შესაბამისად გატარებული ღონისძიებები დაექვემდებარება მე-3 პუნქტის დებულებებს, როცა ეს ღონისძიებები მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსირდება სახელმწიფო ფონდებიდან, აგრეთვე იმ ფონდებიდან, რომლებიც შექმნილია შესაბამისი საქონლის მწარმოებლებისგან მიღებული სახსრებით.

პუნქტი 4

მე-4 პუნქტის მიზანია, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა 1957 წლამდე მიაღწიონ შეთანხმებას 1958 წლის 1 იანვრის შემდეგ დარჩენილი ყველა სუბსიდიის გაუქმების შესახებ; თუ ეს ვერ მოხერხდება, მიაღწიონ შეთანხმებას მორატორიუმის ვადის გაგრძელებაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უახლოეს თარიღამდე, რომლისთვისაც შეთანხმების მონაწილე მხარეებმა შესაძლოა მიაღწიონ  შეთანხმებას.

XVII მუხლის დამატება

პუნქტი 1

შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ შექმნილი და შესყიდვით ან გაყიდვით დაკავებული სავაჭრო დეპარტამენტების საქმიანობა, ექვემდებარება (ა) და (ბ) ქვეპუნქტების დებულებებს.

სავაჭრო დეპარტამენტების საქმიანობა, რომლებიც შექმნილია შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ და რომლებიც არ აწარმოებენ შესყიდვას ან გაყიდვას, მაგრამ ადგენენ კერძო ვაჭრობასთან დაკავშირებულ წესებს, რეგულირდება ამ შეთანხმების შესაბამისი მუხლებით.

სახელმწიფო საწარმოს მიერ რაიმე საქონელზე სხვადასხვა ბაზარზე განსხვავებული გასაყიდი ფასების დაწესება ამ მუხლის დებულებებით არ იკრძალება, იმ პირობით, რომ განსხვავებული ფასები წესდება კომერციული მოსაზრებით, საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდების პირობების შესაბამისად.

პუნქტი 1 (a)

სამთავრობო ზომები, რომლებიც ტარდება ხარისხის სტანდარტისა და საგარეო ვაჭრობის ეფექტიანი განხორციელების ან იმ პრივილეგიების უზრუნველსაყოფად, რომლებიც მინიჭებული აქვს ეროვნული ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას, მაგრამ რომლებზედაც მთავრობას უფლება არ აქვს აკონტროლოს მოცემული საწარმოს სავაჭრო საქმიანობა, არ არის „განსაკუთრებული ან სპეციალური პრივილეგიები”.

პუნქტი 1 (b)

ქვეყანას, რომელიც იღებს „მიზნობრივ სესხს”, უფლება აქვს ეს სესხი განიხილოს, როგორც „კომერციული მოსაზრება” საზღვარგარეთ საჭირო საქონლის შეძენისას.

პუნქტი 2

ტერმინი „საქონელი” გულისხმობს პროდუქციას, როგორც ის მიიჩნევა კომერციულ პრაქტიკაში და არ ითვალისწინებს მომსახურების შესყიდვას ან გაყიდვას.

პუნქტი 3

მოლაპარაკებები, რომელთა ამ პუნქტის შესაბამისად წარმართვაზეც შეთანხმების მონაწილე მხარეები თანახმანი არიან, შეიძლება მიმართულ იქნას იმპორტზე ან ექსპორტზე საწესებული საბაჟო გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლების შემცირებისაკენ, ანდა რაიმე ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რაც შეესაბამება ამ შეთანხმების დებულებებს (იხილეთ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი და მისი შენიშვნა).

პუნქტი 4 (b)

ტერმინი „საიმპორტო ფასნამატი” ამ პუნქტში ნიშნავს საიმპორტო მონოპოლიის მიერ იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ ფასს (III მუხლის მნიშვნელობის შიდა გადასახადების ტრანსპორტირების ხარჯების, მომარაგების ან სხვა ხარჯების გამოკლებით რომლებიც დაკავშირებულია შესყიდვასთან, გადამუშავებასთან, ასევე შესაბამის ჩარჩოებში შემოსავალთან) და მიწოდების ფასს შორის გახლეჩას.

XVIII მუხლის დამატება

შეთანხმებაში მონაწილე მხარეები და შეთანხმებაში მონაწილე დაინტერესებული მხარეები ვალდბულნი არიან უზრუნველყონ სრული საიდუმლოება ამ მუხლში წამოჭრილი საკითხების გარშემო.

პუნქტები 1 და 4

1. შეთანხმებაში მონაწილე მხარეები, როდესაც განიხილავენ, შეთანხმებაში მონაწილე რომელიმე მხარის ეკონომიკა არსის თუ არა „მხოლოდ ცხოვრების დაბალი სტანდარტების უზრუნნევლმყოფელი”, ითვალისწინებენ ამ ეკონომიკის ნორმალური მდგომარეობას და მათ გადაწყვეტილებას არ აფუძნებენ განსაკუთრებულ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ ძირითადი საექსპორტო საქონლის ან ამ მონაწილე მხარის საქონლის გასაღებისათვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობების დროებითი არსებობის შედეგი.

2. ფრაზა „განვითარების ადრეულ სტადიაზე” არა მარტო იმ მონაწილე მხარეს ეხება, რომლებმაც ახლო წარსულში დაიწყეს თავისი ეკონომიკური განვითარება, არამედ იმ მხარეებსაც, რომლეთა ეკონომიკა ინდუსტრიალიზაციის პროცესში იმყოფება, რომლის მიზანია ნედლეული პროდუქციის წარმოებაზე ზედმეტი დამოკიდებულების აღმოფხვრა.

პუნქტები 2, 3, 7, 13 და 22

წარმოების ცალკეული დარგის დანერგვის დროს აუცილებელია არა მარტო წარმოების ახალი დარგის შექმნა, არამედ ახალი სახის წარმოების ორგანიზაცია უკვე არსებულ დარგებში, ასევე იმ ნორმების გადახალისება და გაფართოება, რომელიც აქამდე შიდა მოთხოვნის შედარებით მცირე ნაწილს აკმაყოფილებდა. ეს მითითება ასევე მოიცავს იმ წარმოების რეკონსტრუქციას, რომელიც განადგურებულ ან არსებითად დაზიანებლ იქნა სამხედრო მოქმედებებისას ან სტიქიური უბედურების შედეგად.

პუნქტი 7 (b)

მე-7 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის დებულებების თანახმად ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ შეტანილი ცვლილების შესახებ შეტყობინება განსხვავებით იმ მონაწილე მხარისაგან, რომლებმაც შეტყობინება გააკეთა მე-7 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის თანახმად უნდა გააკეთოს ექვსი თვის განმავლობაში იმ  დღიდან, როდესაც შეტყობინების გამკეთებელი მხარის მიერ მიღებული იქნა შესაბამისი ქმედებები და ისინი შედიან ძალაში ოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როცა შეთანხმების მონაწილე მხარეები იყვნენ ინფორმირებული ასეთი ცვლილებების ან გაუქმების შესახებ.

პუნქტი11

მე-11 პუნქტის მეორე წინადადება არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს შეთანხმებაში მონაწილე მხარეს მოეთხოვება შეასუსტოს ან გააუქმოს შეზღუდვები, თუ ასეთი შესუსტება ან გაუქმება წარმოშობს პირობებს, რომელიც ამართლებს შესაბამისად XVIII მუხლის მე-9 პუნქტით გასთვსლისწინებული შეზღუდვების გააქტიურებას ან შემოღებას.

პუნქტი 12 (b)

Tმე-12 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში ნახსენები თარიღი უნდა იქნას დადგენილი შეთანხმებაში მონაწილე მხარეების მიერ არსებული შეთანხმების XII მუხლის მე-4 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად.

პუნქტები 13 და 14

აღიარებულია, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეს, ზომის შემოღებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე და შეთანხმებაში მონაწილე მხარეებისადმი შეტყობინების გაგზავნამდე, მე-14 პუნქტის თანახმად, შეუძლია მოითხოვოს დროის მოსაფიქრებელი პერიოდი იმისათვის, რომ დადგინოს შესაბამისი სამრეწველო დარგის კონკურენტუნარიანობა.

პუნქტი 15 და 16

გაგებულ უნდა იქნას ისე, რომ შეთანხმებაში მონაწილე მხარეებმა უნდა მოიწვიონ შეთანხმებაში მონაწილე ის მხარე, რომელიც სთავაზობს ზომების მიღებას გ) განყოფილების მიხედვით, რათა მასთან ჩაატარონ კონსულტაციები მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ ამის შესახებ მას თხოვა შეთანხმებაში მონაწილე მხარემ, რომლის ვაჭრობა განიცდის მნიშვნელოვან ზემოქმედებას იმ ზომებისაგან, რომელზეც არის საუბარი.

პუნქტები 16, 18, 19 და 22

1. გაგებულ უნდა იქნას, რომ შეთანხმების მონაწილეებს შეუძლიათ დაეთანხმონ შეთავაზებულ ზომას, კონკრეტული პირობების ან შეზღუდვების დაცვით. თუ ზომა, მისი გამოყენებისას არ დაემთხვევა შეთანხმებულ პირობებს, მაშინ ამ ზღვარში ის ჩაითვლება ზომად, რომელსაც შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ დაეთანხმნენ. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმებაში მონაწილე მხარეები დაეთანხმნენ ზომას, განსაზღვრული პერიოდით, შეთანხმებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, თუ ის ჩათვლის, რომ შემდგომი დროისათვის ამ ზომის შენარცუნება საჭიროა იმისათვის რომ მიაღწიონ მიზანს, რის გამოც ეს ზომა თავდაპირველად იყო მიღებული, შეუძლია მიმართოს შეთანხმებაში მონაწილე მხარეებს ვადის გასაგრძელებლად გ და დ განყოფილებების დებულებებისა და პროცედურების შესაბამისად, შემთხვევის ვითარებიდან გამომდინარე.

2. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებაში მონაწილენი, როგორც წესი, თავს შეიკავებენ იმ ზომის მიღებისაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ექსპორტის სერიოზული ზარალი, რომელზედაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შეთანხმებაში მონაწილე მხარის ეკონომიკა.

პუნქტები 18 და 22

გამოთქმა „შეთანხმებაში სხვა მონაწილეთა ინტერესები არის ადეკვატურად (შესაბამისად) დაცული” გულისხმობს რომ უზრუნველყოფილი იყოს საკმაოდ ფართო ზღვრები, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამგვარი ინტერესების დაცვის ყველაზე შესაბამისი მეთოდის განხილვისას. მაგალითად შესაბამისი მეთოდი შეიძლება მიღებული იყოს დამატებითი დათმობის ფორმით, რომელიც შეთანხმებაში მონაწილის მიერ არის გამოყენებული და რომელიც მიმართავს გ და დ განყოფილებებს იმ ვადის განმავლობაში სანამ ძალაში რჩება შეთანხმების სხვა მუხლებიდან გადახრა, ან დროებითი შეჩერება შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეების მიერ, მე-18 პუნქტის მიხედვით, დათმობის მოქმედება არსებითად ტოლფასი თავისი მნიშვნელობით ვაჭროვის პირობების გაუარესებისა, გამოწვეული იმ ზომის მიღებით, რომელზეც არის ლაპარაკი. შეთანხმებაში მონაწილე  ასეთ ქვეყანას უფლება აქვს დაიცვას თავისი ინტერესები დათმობის ამგვარი დროებითი შეჩერების გზით, იმ პირობით რომ ეს უფლება არ იქნება განხორციელებული მაშინ როდესაც შეთანხმებაში მონაწილის მიერ მიღებული ზომა გამომდინარეობს მე-4 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის ჩარჩოდან, შეთანხმებაში მონაწილეებმა განსაზღვრეს რომ შეთავაზებული საკომპენსაციო დათმობის მოცულობა იყო ადეკვატური.

პუნქტი 19

მე-19 პუნქტის დებულებები მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც მრეწველობა არსებობს „მისაღები დროის პერიოდის” მიღმა, რომელიც ნახსენებია მე-13 და მე-14 პუნქტებში, და არ უნდა იყოს გაგებული ისე რომ შეთანხმების მონაწილეს უნდა ჩამოერთვას, XVIII მუხლის მე-4 პუნქტის (ა) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მისი უფლება მიმართოს გ განყოფილების სხვა დებულებს მე-17 პუნქტის ჩათვლით, ახლად დაარსებული მრეწველობის დარგთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან სარგებელი მიიღო შემთხვევითი დაცვისაგან, საიმპორტო შეზღუდვების შედეგად საგადასახადო ბალანსის შენარჩუნების მიზნით.    

პუნქტი 21

21-ე პუნქტის დებულების თანახმად მიღებული ნებისმიერი ზომა დაუყოვნებლივ უნდა იყოს გაუქმებული, თუ მე-17 პუნქტის შესაბამისად გატარებული ღონისძიება იყო გაუქმებული, ან თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები დათანხმდნენ შეთავაზებულ ზომას მე-17 პუნქტში მითითებული 9 დღიანი ვადის ამოწურვამდე.

XX მუხლის დამატება

ქვეპუნქტი ( თ)

ამ პუნქტში გათვალისწინებული გამონაკლისი ვრცელდება ნებისმიერ სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც შეესაბამება ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 1947 წლის 28 მარტს მიღებული 39 (IV) რეზოლუციის პრინციპებს.

XXIV მუხლის დამატება

პუნქტი 9

გაგებულ უნდა იქნას, რომ 1 პუნქტის დამატებები მოითხოვს, რომ როდესაც საქონელი საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნის ან თავისუფალი სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე იმპორტორდება საბაჟო გადასახადის პრეფერენციული დონით, რეექსპორტირდება ასეთი კავშირის ან ზონის წევრი სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკანასკნელმა უნდა აანაზღაუროს გადასახადი, რომელიც ტოლია სხვაობისა გადახდილ და ამ მეტად მაღალ გადასახადებს შორის, რომელიც უნდა ყოფილიყო გადახდილი, თუ საქონელი შეტანილი იქნებოდა უშუალოდ მის ტერიტორიაზე.

პუნქტი 11

ზომები, რომელიც მიიღო ინდოეთმა და პაკისტანმა ვაჭრობაზე საბოლოო შეთანხმების შესრულების მიზნით, მას შემდეგ რაც ისინი ამაზე მოილაპარაკებენ, შეუძლიათ უარი თქვან ამ შეთანხმების ცალკეულ დებულებებზე, მაგრამ საბოლოოდ ეს ზომები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმების მიზნებს.

XXVIII მუხლის დამატება

ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა და ხელშეკრულების მონაწილე თვითოეულმა დაინტერესებულმა მხარემ მოლაპარაკებები და კონსულტაციები უნდა ჩაატაროს საიდუმლოების მეტნაკლები დაცვით იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს საიდუმლოების წინასწარი გახსნა ტარიფების სავარაუდო ცვლილებების შესახებ. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები დაუყოვნებლივ უნდა იქნენ ინფორმირებულნი ყველა ცვლილებების შესახებ ეროვნულ საბაჟო ტარიფებში, რომლებიც წარმოიქმნება ამ მუხლის გამოყენების შედეგად.

პუნქტი 1

1. თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა დაადგინეს არასამწლიანი პერიოდი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეს შეუძლია იმოქმედოს XXVIII მუხლის 1 ან მე-3 პუნქტების თანახმად ამ სხვა პერიოდის დასრულების მომდევნო პირველ დღეს. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ დაადგენენ მსგავს სხვა პერიოდს, შემდგომი პერიოდები ასეთი დადგენილი პერიოდის ამოწურვის შემდეგ უნდა იყოს სამწლიანი.

2. დებულება, რომ 1958 წლის 1 იანვრის ან სხვა განსაზღვრული დღის 1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე მხარეს „შეუძლია . . . შეცვალოს ან შეაჩეროს დათმობა” გულისხმობს, რომ ასეთ დღეს და თვითეული პერიოდის დასრულების შემდგომ პირველ დღეს ხელშეკრულების ასეთი მონაწილის იურიდიული ვალდებულებები II მუხლის თანახმად შეცვლილია. ეს არ გულისხმობს, რომ საბაჟო ცვლილებებმა ამავე დღეს უნდა დაიწყოს ფუნქციონირება. თუ მოლაპარაკებების შემდეგ ამ მუხლის თანახმად შეცვლილი ტარიფი გადადებულია ნებისმიერი მაკომპენსირებელი დათმობის ძალაში შესვლაც შეიძლება იყოს გადადებული.

3. არაუადრეს ექვსი თვისა და არაუგვიანეს სამი თვისა 1858 წლის 1 იანვრამდე ან ნებისმიერი შემდგომი პერიოდის ამოწურვამდე, ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომელსაც სურს შესაბამის ცხრილში ჩართული დათმობის გაუქმება, ამის შესახებ უნდა აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა უნდა განსაზღვრონ ხელშეკრულების რომელ მონაწილე მხარესთან ან მხარეებთან უნდა შედგეს მოლაპარაკებები ან კონსულტაციები, რომელზეც ლაპარაკია 1 პუნქტში. ასეთი მეთოდით განსაზღვრულ ხელშეკრულების მონაწილე მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს ასეთ მოლაპარაკებებში ან კონსულტაციებში ხელშეკრულების მონაწილე განმცხადებელ მხარესთან ვადის ამოწურვამდე შეთანხმების მიღწევის მიზნით. ჩამონათვალის მოქმედების დამტკიცებული ვადის ნებისმიერი გაგრძელება, რომელიც ეხება შეცვლილ ჩამონათვალს, რომელშიც ცვლილებები შეტანილია ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ XXVIII მუხლის 1, მე-2 და მე-3 პუნტქების თანახმად. თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები აწარმოებენ მრავალმხრივ სატარიფო მოლაპარაკებებს 1958 წლის 1 იანვრამდე ექვსი თვის პერიოდში, ან პირველი პუნქტის თანახმად დადგენილ ნებისმიერ თარიღამდე. მათ ამ მოლაპარაკების ორგანიზებისას უნდა გაითვალისწინონ ასეთი მოლაპარაკებების ჩასატარებლად აუცილებელი პროცედურები, რომელიც ნახსენებია აღნიშნულ პუნქტში.

4. მიზანი, რაც განაპირობებს ხელშეკრულების მონაწილე  ნებისმიერი მხარის დაინტერესებულს, როგორც მიმწოდებელი, მონაწილეობს მოლაპარაკებებში ხელშეკრულების მონაწილე იმ ნებისმიერ მხარესთან ერთად, რომელთანაც დათმობები პირველ რიგში იყო შეთანხმებული არის ის, რომ უზრუნველყონ ხელშეკრულების მონაწილე ვაჭრობაში დიდი წილის მქონე მხარის  (რომელსაც ეხება დათმობა) მიერ ამ შეთანხმების თანახმად თავისი საკონტრაქტო უფლებების ეფექტური დაცვა, ვიდრე ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარისა, რომელთანაც დათმობა პირველ რიგში იყო შეთანხმებული. მეორეს მხრივ განზრახული არაა, რომ მოლაპარაკებები იყოს იმ მასშტაბების, რომ მოლაპარაკებებსა და შეთანხმების XXVIII მუხლის თანახმად შეუქმნას ზედმეტი სიძნელეები, ან გაირთულოს ამ მუხლის გამოყენება მომავალი დათმობების მიმართ, რომლებიც იქნება დადგენილიმოლაპარაკწბწბის შედეგად ამ მუხლის თანახმად. შესაბამისად ხელშ კრულების მონაწილე მხარეებმა მხოლოდ უნდა დააადგინონ, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელიც დაინტერესებულია როგორც მთავარი მიმწოდებელი, თუ ხელშეკრულების ამ მონაწილეს დროის სათანადო პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებების დაწყებამდე აქვს უფრო დიდი წილი ხელშეკრულების მონაწილე განმცხადებელ მხარის ბაზარზე, ვიდრე ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომელთანაც დათმობა პირველ რიგში იყო შეთანხმებული, ან ხელშეკრულების მონაწილე მხარეების აზრით ექნებოდა ასეთი დიდი წილი დისკრიმინაციული რაოდენობრივი შეზღუდვების არარსებობისას, ხელშეკრულების მონაწილე განმცხადებელი მხარის. ამიტომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისათვის არ იქნებოდა მიზანშეწონილი, განესაზღვრათ რომ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარეზე მეტია დაინტერესებული როგორც მთავარი მიმწოდებელი, ან იმ გამონაკლის შ მთხვევებში, სადაც თითქმის სითანაბრეა, არსებობს ხელშეკრულების მონაწილე ორ მხარეზე მეტი რომელნიც დაინტერესებული არიან, როგორც მთავარი მიმწოდებელი.

5. 1 პუნქტის მე-4 შენიშვნაში განსაზღვრების მიუხედავად დაინტერესებული როგორც მთავარი მიმწოდებელი შესახებ, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს გამონაკლისის სახით შეუძლიათ განსაზღვრონ რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარე დაინტერესებულია როგორც მთავარი მიმწოდებელი თუ აღნიშნული დათმობა ეხება ვაჭრობას, რომლის ძირითადი ნაწილი შეიცავს ხელშეკრულების ასეთი მონაწილის მთლიან ექსპორტს.

6. არაა განზრახული, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომელიც დაინტერესებულია როგორც მთავარი მიმწოდებელი, მოლაპარაკებაში მონაწილეობისა და ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილესთან, (რომელსაც აქვს არსებითი ინტერესი იმ დათმობებისადმი, რომელსაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს სურს, რომ შეცვალოს ან გააუქმოს), კონსულტაციების პირობები შეეხოს იმას, რომ მან უნდა გადაიხადოს კომპანსაცია ან საპასუხოდ დაზარალდეს უფრო მეტად, ვიდე დათმობის გაუქმებისას ან შეცვლისას რომლებიც შეფასებულია განზრახული შეჩერების ან შეცვლის დროს სავაჭრო პირობების საფუძველზე ხელშეკრულების მონაწილე განმცხადებელი მხარის მიერ დისკრიმინაციული რაოდენობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით.

7. გამოთქმა „არსებითი ინტერესი” არ ექვემდებარება ზუსტ განსაზღვრებას და შესაბამისად ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეძლება დაიყვანოს სიძნელეთა წინაშე. გათვალისწინებულია, რომ იგი განიმარტებოდეს, როგორც ხელშეკრულებაში მონაწილე იმ მხარეების მომცველი რომელთაც აქვთ დისკრიმინაციული რაოდენობრივი შეზღუდვების არარსებობისას რომლებიც ეხება მათ ექსპორტს მოსალოდნელია რომ ექნებოდათ მნიშვნელოვანი წილი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ბაზარზე, რომელსაც სურს დათმობების შეჩერება ან გაუქმება.  

პუნქტი 4

1. ნებისმიერ განაცხადს კონსულტაციების დაწყების შესახებ ნებართვის მისაღებად უნდა დაერთოს ყველა შესაბამისი სტატისტიკური და სხვა მონაცემები. გადწყვეტილება ასეთ მოთხოვნაზე მიღებულ უნდა იქნას მისი მიწოდებიდან ოცდაათ დღეში.

2. აღიარებულია, რომ შეთანხმების მონაწილე ზოგიერთი მხარისათვის ნებართვა, რომლებიც მნიშვნელოვანი დონით დამოკიდებულნი არიან ძირითად საქონლის მცირე რიცხვზე და ტარიფები მიჩნეულია, როგორც მათი ეკონომიკის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ხელშემწყობად ან როგორც შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო, XXVIII მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად წარმოებულმა მოლაპარაკებებმა დათმობების მოდიფიცირების ან გაუქმების შესახებ, შესაძლებელია გამიწვიონ ის, რომ მათ მიერ გაკეთებულ იქნას ისეთი მოდიფიცირება ან გაუქმება, რომელიც დროის გრძელვადიანი პერიოდისათვის აღმოჩნდება ზედმეტი. ასეთი სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით შეთანხმების მონაწილე მხარეები უფლებას ანიჭებენ შეთანხმების მონაწილე ასეთ მხარეს, მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაიწყონ მოლაპარაკებები მანამდე სანამ ისინი ჩათვლიან რომ ეს გამოიწვევს ან მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საბაჟო ტარიფების დონეების ისეთ ზრდას, რომელიც საშიშროებას შეუქმნის ამ შეთანხმების დანართი ცხრილების სტაბილურობას ან გამოიწვევს საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ხელის შეშლას.

3. მოსალოდნელია, რომ მე-4 პუნქტის შესაბამისად ნებადართული მოლაპარაკებები ცალკეული ხაზების მოდიფიცირების ან გაუქმების შესახებ, სატარიფო ხაზთა ძალიან მცირე ჯგუფისათვის, ჩვეულებრივ შესაძლებელია დასრულდეს სამოც დღეში. თუმცა გათვალისწინებულია, რომ ასეთი პერიოდი შეუსაბამოა სატარიფო ხაზების დიდი რაოდენობის მოდიფიცირების ან გაუქმებისათვის დაწყებული მოლაპარაკებების შემთხვევაში და შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში შეთანხმების მონაწილე მხარეებისათვის მისაღებია დაადგინონ უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

4. მე-4 პუნქტის (დ) ქვეპუნქტში შეთავაზებული განსაზღვრება გაკეთებული უნდა იქნას შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ მათთვის განსახილველად საკითხის მიწოდებიდან 30 დღეში თუ კი განაცხადის გამკეთებელი შეთანხმების მონაწილე მხარე დათანხმდება ხანგრძლივ პერიოდზე.

5. მე-4 პუნქტის (დ) ქვეპუნქტის შესაბამისად გაკეთებული განსაზღვრისას, რომ განაცხადის გამკეთებელმა შეთანხმების მონაწილე მხარემ არ შესთავაზა ადექვატური კომპენსაცია, იმ პირობით, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეები გაითვალისწინებენ შეთანხმების მონაწილე მხარის განსაკუთრებულ პირობებს, რომელმაც თავისი ტარიფების დიდი ნაწილი დააბა საბაჟო გადასახადის ძალიან დაბალ დონეზე და აქედან გამომდინარე მას გააჩნია უფრო ნაკლები შესაძლებლობა, ვიდრე შეთანხმების მონაწილე სხვა მხარეებს გააკეთოს შესაბამისი საკომპენსაციო ცვლილებები.

XXVIII bis მუხლის დამატება

პუნქტი 3

იგულისხმება, რომ ფისკალურ საკითხებზე დაყრდნობა უნდა შეიცავდეს გადასახადებისაგან სახელმწიფო შემოსავლების ასპექტებს და კერძოდ კი იმ გადასახადებისაგან რომელიც პირველ რიგში დაწესებულია სახელმწიფო შემოსავლების მიზნით, ან გადასახადებისაგან, რომლებიც დაწესებულია პროდუქციაზე, რომლის შეცვლაც შესაძლებელია პროდუქციით, რომელსაც დაედება საშემოსავლო გადასახადი, რათა ხელი შეუშალოს ასეთი გადასახადის თავიდან აცილებას.

XXIX მუხლის დამატება

პუნქტი 1

ჰავანის ქარტიის VII და VIII თავები გამორიცხულია 1 პუნქტიდან, რადგანაც ისინი ზოგადად ეხებიან მსოფლიო სავაჭრო ორგანისაციის საორგანიზაციო საკითხებს, ფუნქციებს და პროცედურებს.

IV ნაწილის დამატება

გამოთქმა “შეთანხმების მონაწილე განვითარებული ქვეყანა” და გამოთქმა “შეთანხმების მონაწილე ნაკლებად განვითარებული ქვეყანა”, რომლებიც გამოიყენება IV ნაწილში, გაგებულ უნდა იქნას როგორც განვითარებული და ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომელიც ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმების წევრები არიან.

XXXVI მუხლის დამატება

პუნქტი 1

ამ მუხლის საფუძველი არის 1 მუხლში ჩამოყალიბებულ მიზნები იმ სახით, როგორითაც ის შესწორებული იქნება პირველი ნაწილისა და XXIX და XXX მუხლების შესწორებების ოქმის 1 პუნქტის ა) განყოფილებით, როდესაც ეს ოქმი შევა ძალაში.

პუნქტი 4

“სანედლეულო საქონელი” შეიცავს სოფლის მეურნეობის საქონელს, იხილე XVI მუხლის ბ) განყოფილების დამატების მე-2 პუნქტი.

პუნქტი 5

მრავალმხრივი განვითარების პროგრამა ზოგადად უნდა შეიცავდეს სანედლეულო საქონლის დამუშავების ქმედებების ძალისხმევას და დამამუშავებელი საწარმოების განვითარებას, კონკრეტული მონაწილე მხარის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საწარმოო პერსპექტივები და სხვადასხვა სანედლეულო საქონლის მოხმარება.

პუნქტი 8

უნდა იყოს გაგებული რომ ფრაზა ”არ უნდა ელოდონ საპასუხო ქმედებებს” ნიშნავს, ამ მუხლში ჩამოყალიბებული მიზნების შესაბამისად, რომ შეთანხმებაში მონაწილე ნაკლებად განვითარებული მხარისაგან, მათი სავაჭრო მდგომარეობის  წარსულის გათვალისწინებით, არ უნდა მოელოდეთ მათგან სავაჭრო მოლაპარაკებების მსვლელობის დროს რაიმე წვლილის შეტანას, რომელიც არ შეესაბამება მათ განვითარების დონეს, ფინანსურ და სავაჭრო მოთხოვნილებებს.

ეს პუნქტი გამოყენებულ უნდა იქნას XVIII მუხლის ა) სექციის, XXVIII მუხლის, XXVIII bis მუხლის (XXIX მუხლი ძალაში შევა მასში იმ შესწორებების შეტანის შემდეგ, რომლებიც ჩამოყალიბებულია I ნაწილის და XXIX და XXX მუხლებში შესწორებების ოქმის 1 პუნქტის ა) განყოფილებაში), XXXIII მუხლის მიხედვით ანდა ამ შეთანხმების თანახმად სხვა რომელიმე პროცედურით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში.

XXXVII მუხლის დამატება

პუნქტი 1 (a)

ეს პუნქტი გამოყენებულ უნდა იქნას ტარიფებსა ან ვაჭრობის სხვა შემზღუდველი მარეგულირებელი წესების შემცირების ან გაუქმების შემთხვევაში XXVIII მუხლის, XXVIII ბის მუხლის (XXIX მუხლი ძალაში შევა მასში იმ შესწორებების შეტანის შემდეგ, რომლებიც ჩამოყალიბებულია I ნაწილის და XXIX და XXX მუხლებში შესწორებების ოქმის 1 პუნქტის ა) განყოფილებაში) და XXXIII მუხლის შესაბამისად, ანდა სხვა მოქმედებასთან დაკავშირებით, მიმართულ ამგვარ შემცირებაზე და გაუქმევაზე, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შეთანხმების მონაწილე მხარეებს.

პუნქტი 3 (b)

სხვა ზომები, რომლებიც ნახსენებია მოცემულ პუნქტში, შეიძლება შეიცავდნენ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია შიდა სტრუქტურული ცვლილებების ხელშეწყობისაკენ, კონკრეტული ნაწარმის მოხმარების წახალისების, ანდა ვაჭრობის ხელშეწყობისათვის წესების შემოღებისაკენ.


 

* თარგმნილი ტექსტი აღებულია პროგრამიდან codex.ge და შესწორებულია ამ საიტის ადმინისტრატორების მიერ. უსწორობის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე asocireba.ge@gmail.com