Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0024 465072 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



დასაქმებულთა დაცვა
ბოლო განახლება: 2021-03-01

შესრულების მაჩვენებელი: 39% 

ვალდებულება

რა გაკეთდა პრობლემები შესრულება %
ILO ფუნდამენტური კონვენციების შესრულება (მონობის, ბავშვთა შრომის და დისკრიმინაციის აკრძალვა, პროფკავშირების თავისუფლება) მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში ტრეფიკინის გამოვლენა კვლავ პრობლემაა; ბავშვთა შრომა (მათ შორის იძულებითი) აღმოფხვრილი არ არის; ქალის და მამაკაცის თანაბარი შრომის შეფასების მეთოდიკა არ არსებობს; 62%
ILO პრიორიტეტული კონვენციების შესრულება (სახელმწიფოს ზრუნვა ადამიანთა დასაქმებაზე, შრომის ინსპექცია, სოციალური დიალოგი)

მიღებულია დასაქმების პოლიტიკის სტრატეგია და კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, მოქმედებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოშრომის ინსპექცია, შექმნილია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია

დასაქმების სახელმწიფო მცდელობები არაეფექტურია; პროფესიული განათლების მიმზიდველობა დაბალია; სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არაეფექტურია

44%

ღირსეული შრომა (სოციალური დაცვა) დადგინდა სახელმწიფო პენსიების ინდექსაცია ინფლაციის მიხედვით სოციალური დახმარებები დაბალია; ასაკობრივი პენსია ოდნავ აღემტება საარსებო მინიმუმს 31%
სამართლიანი შრომითი ხელშეკრულება მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში კერძო სექტორში: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა შეიძლება აღემატებოდეს 48 საათს; დეკრეტული შვებულების ანაზღაურება არაადეკვატურია 46%
შრომის უსაფრთხოება მიღებულია და ამოქმედებულია კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ შრომის უსაფრთხოების კონკრეტული ნორმების დამდგენი არც ერთი დირექტივა საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი არ არის

12%

ვალდებულებათა მოკლე აღწერა

დასაქმების სფეროში ასოცირების შეთანხმება ითხოვს:

  • შრომის მსოფლიო ორგანიზაციის ფუნდამენტური და პრიორიტეტული კონვენციების დაცვას, რაც გულისხმობს მონობის, დისკრიმინაციის და ბავშვთა შრომის აკრძალვას, გაერთიანების თავისუფლებას, სახელმწიფოს ზრუნვას ადამიანთა დასაქმებაზე, შრომითი პირობების და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლს და შრომითი კონფლიქტების გადაწყვეტას სამმხრივი კომისიების საშუალებით (მხარეებია: სახელმწიფო, დამსაქმებლები და დასაქმებულთა ასოციაციები);
  • ღირსეული შრომის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ზრუნვას ადამიანთა დასაქმებაზე და სოციალურ დაცვაზე, დასაქმების ადგილებში კი შრომით უფლებების დაცვაზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე და შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფაზე;
  • 2024 წლამდე  ევროკავშირის 40 დირექტივის ეტაპობრივ განხორციელებას, რომელიც ეხება:
    • შრომით უფლებებს (შრომითი ხელშეკრულების პირობებს);
    • დისკრიმინაციის აკრძალვას და გენდერულ თანასწორობას;
    • შრომით უსაფრთხოებას.

ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის უკანასკნელ კოდიფიცირებულ ვერსიაზე

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტული კონვენციები, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს:

ევროკავშირის დირექტივები:

სახელშეკრულებო ურთიერთობები (ე.წ. შრომის სამართალი):

დისკრიმინაციის აკრძალვა და გენდერული თანასწორობა

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

საქართველოს კანონმდებლობა

საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო აქტები:

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციები:

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტული კონვენციები:

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სხვა კონვენციები:

საქართველოს კანონები:

შესაბამისი უწყებები და ორგანიზაციები: