Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0010 464704 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2018:
ბოლო განახლება: 2021-03-01

შესრულების მაჩვენებელი: 48% 

ვალდებულება

რა გაკეთდა პრობლემები შესრულება %
ქალისა და მამაკაცის თანაბრობა სამუშაო ადგილზე მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში ქალისა და მამაკაცის შრომის თანაბრობის  შეფასების მეთოდიკა არ არსებობს 55%
დასაქმებულის წინასწარი სრული ინფორმირება სამუშაო პირობების შესახებ დირექტივის მოთხოვნა აისახა საქართველოს შრომის კოდექსში მიღებულია 2 წლის დაგვიანებით 43%
უვადო შრომითი ხელშეკრულებები მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში დასაქმებულის ხელშეკრულება უვადო ხდება მხოლოდ 30 თვე უწყვეტი მუშაობის შემდეგ 22%
ორსული, ახლადნამშობიარები და მეძუძური ქალის დაცვის გარანტიები მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების ადეკვატური ანაზღაურება გარანტირებული არ არის 49%
არასრულ განაკვეთზე მომუშავეთა უფლებები დირექტივის მოთხოვნა აისახა საქართველოს შრომის კოდექსში პრაქტიკა შესაფასებელია 67%
დასაქმებულთა ჩართვა საწარმოს მართვაში დირექტივის მოთხოვნა აისახა საქართველოს შრომის კოდექსში პრაქტიკა შესაფასებელია 67%
სამედიცინო მომსახურება გემებზე მომზადდა კანონის პროექტი "მეზღვაურთა შრომის შესახებ" პროექტი ხელმისაწვდომი არ არის. კანონი მიღებული არ არის 13%

ვალდებულებათა მოკლე აღწერა

2018 წელს საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი მოთხოვნები:

  • უზრუნველეყო შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან დასაქმებასთან დაკავშირებული ურთიერთობების შესახებ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა დროული ინფორმირების ვალდებულება;
  • დაედგინა შრომითი ხელშეკრულებების ზოგად ვადად უვადო ხელშეკრულება (ანუ როგორც წესი, შრომითი ხელშეკრულება უვადო უნდა იყოს, გარდა გამონაკლისებისა);
  • დაერეგულირებინა არასრულ განაკვეთზე მუშაობის პირობები (კერძოდ: შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ამავე დაწესებულებაში დასაქმებულს ჰქონდეს სრულიდან არასრულ განაკვეთზე ან პირიქით გადასვლის შესაძლებლობა, და რომ არასრულ განაკვეთზე მომუშავეთათვის ხელმისაწვდომი იყოს პროფესიული განათლება და ზრდა);
  • დაედგინა საწარმოს მართვაში დასაქმებულთა ჩართვის პროცედურები, ანუ დასაქმებულთა სავალდებულო ინფორმირების და დამსაქმებლის მათთან კონსულტაციის ვალდებულება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაწესებულების საქმიანობა და ეკონომიკური მდგომარეობა,  სამუშაოს ორგანიზების და ხელშეკრულების არსებითი ცვლილებები, უსაფრთხოების ზომები და ა.შ. ;
  • უზრუნველეყო თანაბარი მოპყრობა ქალისა და მამაკაცისადმი როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სოციალური დახმარებების კუთხით;
  • უზრუნველეყო ორსული, ახლადნამშობიარები და მეძუძური ქალის დაცვის გარანტიები, როგორიცაა: სამსახურისგან თავისუფალი ანაზღაურებადი დრო ფეხმძიმე დასაქმებულებისთვის საჭირო სამედიცინო გამოკვლევებისთვის; ხელფასის შენარჩუნება ან ადეკვატური დახმარების უზრუნველყოფა (ანუ ისეთი თანხა, რომლესაც ქალი მიიღებდა მუშაობის შემთხვევაში) ე.წ, დეკრეტული შვებულების განმავლობაში და სხვა.
  • უზრუნველეყო მცურავ საშუალებებზე სამედიცინო დახმარების საშუალებების არსებობა.

ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის უკანასკნელ კოდიფიცირებულ ვერსიაზე

სახელშეკრულებო ურთიერთობები (ე.წ. შრომის სამართალი):

დისკრიმინაციის აკრძალვა და გენდერული თანასწორობა

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

საქართველოს კანონმდებლობა