Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0028 464736 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2019:
ბოლო განახლება: 2021-03-01

შესრულების მაჩვენებელი: 28% 

ვალდებულება

რა გაკეთდა პრობლემები შესრულება %
კოლექტიური დათხოვნის რეგულირება დირექტივის მოთხოვნა აისახა საქართველოს შრომის კოდექსში მიღებულია 1 წლის დაგვიანებით 42%
დასაქმებულთა უფლებები საწარმოს გასხვისებისას დირექტივის მოთხოვნა აისახა საქართველოს შრომის კოდექსში მიღებულია 1 წლის დაგვიანებით 42%
შრომის ზოგადი უსაფრთხოება მიღებულია კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, შრომის ინსპექცია სწავლობს დირექტივას კანონის სრული შესაბამისობა დირექტივასთან შესაფასებელია 28%
სამუშაო ადგილის უსაფრთხოების მოთხოვნები შრომის ინსპექცია 2015 წლიდან სწავლობს დირექტივას შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის 10%
სამუშაო ხელსაწყოების უსაფრთხოების მოთხოვნები შრომის ინსპექცია 2015 წლიდან სწავლობს დირექტივას შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის 10%
უსაფრთხოება მონიტორთან მუშაობისას შრომის ინსპექცია 2016 წლიდან სწავლობს დირექტივას შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის 10%

ვალდებულებათა მოკლე აღწერა

2019 წელს საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი მოთხოვნები:

  • ახლებურად დაერეგულირებინა დასაქმებულთა კოლექტიური დათხოვნის საკითხები. კერძოდ:
    • კოლექტიურ დათხოვნად უნდა ჩაითვალოს სამსახურიდან განთავისუფლება:
      • 30 დღის განმავლობაში
        • 10 ან მეტი ადამიანის - საწარმოში, სადაც 20-100 დასაქმებულია;
        • დასაქმებულთა 10% ან მეტის - საწარმოში, სადაც 100-300 დასაქმებულია;
        • 30 ან მეტი ადამიანის - საწარმოში, სადაც 300-ზე მეტი დასაქმებულია; ან
      • 90 დღის განმავლობაში 20 დასაქმებულის გათავისუფლება - ნებისმიერი ზომის საწარმოდან
    • კოლექტიური დათხოვნისას დამსაქმებელი ვალდებული უნდა იყოს:
      • წინასწარ აცნობოს დასაქმებულებს:
        • დაგეგმილი გათავისუფლების მიზეზები;
        • გასათავისუფლებელი თანამშრომლების რაოდენობა და კატეგორია;
        • პერიოდი, როცა უნდა განხორციელდეს გათავისუფლება;
        • გასათავისუფლებელი დასაქმებულების შერჩევის კრიტერიუმები;
        • გათავისუფლების შედეგად გადასახდელი კომპენსაციები.
      • გამართოს წინასწარი კონსულტაციები დასაქმებულებთან იმისთვის, რომ:
        • მოიძებნოს კოლექტიური გათავისუფლების თავიდან აცილების გზები;
        • შემცირდეს გათავისუფლებული დასაქმებულების რაოდენობა;
        • შემსუბუქდეს უარყოფითი შედეგები გათავისუფლებულთათვის (მაგ. სოციალური დახმარებების, პროფესიული გადამზადების, ალტერნატიული დასაქმების საშუალებით).
      • წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.
  • აეკრძალა დასაქმებულთა უმიზეზო განთავისუფლება საწარმოს გასხვისებისას;
  • დაეკანონებინა და აემოქმედებინა დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება და შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები;
  • დაედგინა და აემოქმედებინა სამუშაო ადგილის უსაფრთხოების მოთხოვნები - ახალი სამუშაო ადგილებისთვის;
  • დაედგინა და აემოქმედებინა სამუშაო ხელსაწყოების უსაფრთხოების მოთხოვნები - ახალი სამუშაო ადგილებისთვის;
  • დაედგინა და აემოქმედებინა მონიტორთან მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნები.

ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის უკანასკნელ კოდიფიცირებულ ვერსიაზე

სახელშეკრულებო ურთიერთობები (ე.წ. შრომის სამართალი):

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

საქართველოს კანონმდებლობა