Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0007 464704 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ასოცირების შეთანხმების III-A დანართის პირველადი რედაქცია
 
ბოლო განახლება: 2021-03-01

დანართი III-A

დაახლოების სექტორული კანონმდებლობის ნუსხა

ქვემოთ მოცემულ ნუსხაში ასახულია ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივებთან საქართველოს დაახლოების პრიორიტეტები, რომლებიც შეტანილია 2010 წლის მარტის საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის შესახებ და საკანონმდებლო რეფორმისა და  ტექნიკური რეგლამენტების მიღების პროგრამაში.

1. 2000 წლის 20 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2000/9/EC დირექტივა ადამიანთა გადასაყვანად გამიზნული საბაგირო მოწყობილობების შესახებ  

ვადა: დაახლოებულია 2011 წელს

2. 1995 წლის 29 ივნისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 95/16/EC დირექტივა ლიფტების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოების თაობაზე

ვადა:  დაახლოებულია 2011 წელს

3. 1997 წლის 29 მაისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 97/23/EC დირექტივა წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოების თაობაზე

ვადა:  2013 წლის განმავლობაში

4. 1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/42/EC  დირექტივა თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე  წყლის ახალი გამაცხელებლების ეფექტიანობის მოთხოვნების შესახებ

ვადა:  2013 წლის განმავლობაში

5. 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/105/EC დირექტივა წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის შესახებ

ვადა:  2013 წლის განმავლობაში

6. 1994 წლის 16 ივნისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 94/25/EC დირექტივა რეკრეაციული მცურავი საშუალებების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოებაზე

ვადა:  2013 წლის განმავლობაში

7. 2008 წლის 4 აპრილის კომისიის 2008/43/EC დირექტივა, რომელიც საბჭოს 93/15/EEC დირექტივის შესაბამისად, აფუძნებს სამოქალაქო დანიშნულების ასაფეთქებელი (ფეთქებადი) ნივთიერებების იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის სისტემას

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

8. 1994 წლის 23 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 94/9/EC დირექტივა ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობების და დამცავი სისტემების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოებაზე

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში

9. 1999 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 1999/5/EC დირექტივა რადიო მოწყობილობების და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების  და მათი შესაბამისობის ურთიერთაღიარების შესახებ

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში

10. 2004 წლის 15 დეკემბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2004/108/EC დირექტივა ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოებაზე

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

11. 2006 წლის 12 დეკემბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2006/95/EC  დირექტივა ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრო მოწყობილობების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის შთაობაზე

ვადა: წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

12. 1993 წლის 14 ივნისის საბჭოს 93/42/EEC  დირექტივა სამედიცინო მოწყობილობების შესახებ

ვადა: წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

13. 1998 წლის 27 ოქტომბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 98/79/EC დირექტივა ინვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების შესახებ

ვადა: წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

14. 1990 წლის 20 ივნისის საბჭოს 90/385/EEC დირექტივა აქტიური იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოების თაობაზე

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

15. 2009 წლის 30 ნოემბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/142/EC დირექტივა აიროვან საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

16. 1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს 89/686/EEC  დირექტივა ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობის შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოების თაობაზე

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

17. 1998 წლის 22 ივნისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 98/37/EEC დირექტივა მოწყობილობების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების დაახლოების თაობაზე

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

18. 2009 წლის 18 ივნისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/48/EC დირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

19. 2011 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 305/2011 რეგულაცია, რომელიც ადგენს სამშენებლო პროდუქციის მარკეტინგის ჰარმონიზებულ პირობებს

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

20. 2009 წლის 23 აპრილის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/23/EC  დირექტივა არაავტომატური ასაწონი საშუალებების შესახებ

ვადა: წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

21. 2004 წლის 31 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2004/22/EC დირექტივა გაზომვის საშუალებების შესახებ

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში