Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0025 465168 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში
  2017
ბოლო განახლება: 2016-01-01

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სათანადოდ დაცვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა. 2009 წელს ევროკომისიის მიერ მოზადებულ ე.წ. „DCFTA მზადყოფნის მატრიცაში“ საგანგებოდ იყო მითითებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებების მხარე იყო, ამ დაცვის განხორციელება და აღსრულების ღონისძიებები ძალზე სუსტი იყო, განსაკუთრებით ე.წ. "პირატობის" და კონტრაფაქტურის აღკვეთის მიმართულებით.

2010 წელს საქართველომ მიიღო ახალი და შეასწორა არსებული კანონები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. თუმცა ასოცირების შეთანხმებაში მაინც შევიდა ამ კანონმდებლობის და შესაბამისი პრაქტიკის გაუმჯობესების მოთხოვნები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 608/2013 რეგულაციასთან  დაახლოება, 2017 წლისთვის, რაც გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას საბაჟოზე, მათ შორის მესაკუთრის მოთხოვნის გარეშეც (ე.წ. ex-officio).

2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მართლაც მიიღო ახალი კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ. კანონი მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ფორმას (პირველ რიგში - სასაქონლო ნიშნებს), რომელიც მესაკუთრეს შეუძლია დაარეგისტრიროს საბაჟოს სპეციალურ რეესტრში და მოითხოვოს კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შეჩერება. ასეთ საქონელს საბაჟო 10 სამუშაო დღით გააჩერებს და აცნობებს მის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების მეპატრონეს. თუ საქონელი კონტრაფაქტურა აღმოჩნდება, ის ნადგურდება. საბაჟოს აგრეთვე უფლება აქვს 3 დღით შეაჩეროს ისეთი საქონელიც, რომელზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება საბაჟოში რეგისტრირებული არ არის, თუმცა საბაჟოს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ეს საქონელი კონტრაფაქტურაა (ex-officio პრინციპი). სამწუხაროდ საქართველოს საბაჟოზე დაკავებული და განადგურებული კონტრაფაქტურის თაობაზე სტატისტიკური მონაცემები  ხელმისაწვდომი ჯერ-ჯერობით არ არის, თუმცა ამ ინფორმაციის შეგროვების და ევროპული მხარისთვის მიწოდების აუცილებლობა 2018 და 2019 წლის გეგმებში საგანგებოდ აღნიშნულია. 2019 წლის 6 თვის ანგარიშში მითითებულია, რომ შესაბამისი აქტივობები "დაგეგმილია მიმდინარე წლის შემდეგ კვარტლებში".

კონტრაფაქტურა არა მარტო საბაჟოზე, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კონტროლდება. ასეთ ფაქტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღმოაჩენს. სამსახურის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია 2016-2019 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი კონტრაფაქტურის წარმოების ან რეალიზაციის 12 შემთხვევის თაობაზე.

რაც შეეხება "პირატობას", ანუ საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების ან პატენტით დაცული გამოგონების ან დიზაინის უნებართვო გამოყენებას, აქ გადამწყვეტია თავად მესაკუთრის როლი - ვინაიდან ამ საკუთრების დაცვის ღონისძიებათა ინიციატორი ძირითადად მესაკუთრეა. მესაკუთრეთა ინტერესების დასაცავად საკმაოდ აქტიურობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც საავტორო უფლების მესაკუთრეებს (მათ შორის უცხოელებს) თავისი უფლებების მართვაში, მათ შორის დამრღვევების აღმოჩენაში და სასამართლო დავების წარმართვაშიც ეხმარება. 2018 წლის მდგომარეობით ასოციაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებათა 2000-მდე მფლობელს აერთიანებს. უკანასკნელ წლებში, ინტელექტუალურ საკუთრების უფლებათა დარღვევის კუთხით, საქართველოს სასამართლოები წლიურად საშუალოდ 170 საქმეს იხილავს. მათი უმრავლესობა სწორედ ასოციაციის ინიცირებულია.

საქპატენტის აზრით, პირატობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით ფილმების და სხვა მასალების ინტერნეტით ხელმისაწვდომობის გაკონტროლება.

2018 წლის მდგომარეობით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ინდექსის მიხედვით საქართველო 74-ე ადგილზეა 125 ქვეყანას შორის (რეგიონში - მე-14 ადგილზე 24-დან). "პროგრამული უზრუნველყოფის ალიანსის" ბოლო შეფასებით პირატული პროგრამების მოხმარება საქართველოში 81%-ს შეადგენს.


იხ. მეტი:

 

 

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები

ასოცირების შეთანხმების:

ასოცირების შეთანხმებაში მითითებული საერთაშორისო ხელშეკრულებები:

ევროკავშირის კანონმდებლობა

საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მხარე საქართველო არ არის:

საქართველოს კანონმდებლობა

საერთაშორისო ხელშეკრულებები:

კანონები:

ორგანიზაციები: