Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0012 465152 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0

ასოცირების შეთანხმების დანართები XVIII-XXXIV
 
ბოლო განახლება: 2018-12-12

ასოცირების შეთანხმება: სარჩევი

დანართი XVIII

“წინასწარი შეტყობინების მექანიზმი“

1. ევროკავშირი და საქართველო ქმნიან “წინასწარი შეტყობინების მექანიზმს“, რომლის მიზანია პრაქტიკული ზომების განსაზღვრა საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო სიტუაციების საფრთხის თავიდან აცილებისა და მასზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ითვალისწინებს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და პრობლემების წინასწარ შეფასებას, და საგანგებო სიტუაციებსა თუ საგანგებო სიტუაციების საფრთხის შემთხვევაში პრევენციული ზომების გატარებასა და სწრაფ რეაგირებას.

2. წინამდებარე დანართის მიზნებიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაცია არის სიტუაცია, რაც გამოწვეულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგოპროდუქტების მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებით ან ფიზიკური შეწყვეტით.

3. წინამდებარე დანართის მიზნებიდან გამომდინარე, კოორდინატორებს წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის შესაბამისი მინისტრი და ენერგეტიკის საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისიის წევრი.

4. ენრგომასალებისა და პროდუქტების მოთხოვნა-მიწოდებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და პრობლემების რეგულარული შეფასება უნდა განხორციელდეს ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად და ამის შესახებ უნდა ეცნობოს კოორდინატორებს.

5. თუკი რომელიმე მხარისათვის გახდება ცნობილი საგანგებო სიტუაციის ან ისეთი სიტუაციის შესახებ, რომელმაც მოცემული მხარის აზრით, შეიძლება გამოიწვიოს საგანაგებო სიტუაცია, ეს მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ.

6. მე-5 პუნქტში აღწერილი გარემოებების შესაბამისად, კოორდინატორებმა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში უნდა შეატყობინონ ერთმანეთს წინასწარი შეტყობინების მექანიზმის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ეს შეტყობინება უნდა მოიცავდეს კოორდინატორების მიერ უფლებამოსილებამინიჭებული პირების სიას, რომელთა დახმარებითაც მათ მუდმივი კონტაქტი ექნებათ ერთმანეთთან.

7. მე-6 პუნქტის შესაბამისად შეტყობინების გაგზავნისთანავე, თითოეული მხარე ვალდებულია მიაწოდოს მეორე მხარეს საკუთარი შეფასება. ასეთი შეფასება უნდა მოიცავდეს სავარაუდო დროის მონაკვეთს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საგანგებო სიტუაციის საფრთხისა თუ საგანგებო სიტუაციის აღმოფხვრა. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება მეორე მხარის მიერ მიწოდებულ შეფასებაზე და დაურთონ ამ შეტყობინებას მათ ხელთ არსებული დამატებითი ინფორმაცია.

8. თუკი ერთ-ერთი მხარე ვერ ახერხებს ადეკვატურად შეაფასოს ან მიიღოს მეორე მხარის მიერ მიწოდებული სიტუაციის შეფასება ან სავარაუდო დროის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საგანგებო სიტუაციის საფრთხისა თუ საგანგებო სიტუაციის აღმოფხვრა, შესაბამის კოორდინატორს შუძლია კონსულტაციების მოთხოვნა, რომელიც უნდა დაიწყოს მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს სამი დღისა. ასეთი კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელიც შედგება კოორდინატორების მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლებისაგან. კონსულტაციების მიზანია:

(a) სიტუაციის საერთო შეფასებისა და მოვლენების შესაძლო განვითარების შეფასების შემუშავება;

(b) რეკომენდაციების შემუშავება საგანგებო სიტუაციის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად, ან არსებული საგანგებო სიტუაციის დასაძლევად.

(c) რეკომენდაციების შემუშავება ერთობლივ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით წინამდებარე დანართის მე-8 პუნქტის „a“ და „b“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, რათა მოხდეს საგანგებო სიტუაციის შედეგების მინიმალიზაცია და, თუ შესაძლებელია, საგანგებო სიტუაციის დაძლევა, სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის ჩათვლით.

9. კონსულტაციები, საერთო შეფასებები და შეთავაზებული რეკომენდაციები უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და პროპორციულობის პრინციპებს.

10. კოორდინატორები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იმუშავებენ საგანგებო სიტუაციის საფრთხის აღმოფხვრასა თუ საგანგებო სიტუაციის დაძლევაზე, მხედველობაში მიიღებენ რა კონსულტაციების შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს.

11. მე-8 პუნქტში ხსენებულმა ექსპერტთა ჯგუფმა ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში უნდა ჩააბაროს კოორდინატორებს ნებისმიერი შეთანხმებული გეგმის განხორციელებისთანავე.

12. საგანგებო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, კოორდინატორებმა შესაძლოა შექმნან სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომლის მიზანიც იქნება არსებული მდგომარეობის და შემდგომი მოვლენების შეფასება და ობიექტური ჩანაწერების წარმოება. ასეთი ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ:

(a) მხარეთა წარმომადგენლები;

(b) მხარეთა ენერგოკომპანიების წარმომადგენლები;

(c) მხარეთა მიერ შეთავაზებული და ორმხრივად დამტკიცებული საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები და

(d) მხარეთა მიერ შეთავაზებული და ორმხრივად დამტკიცებული დამოუკიდებელი ექსპერტები.

13. სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას და ოპერირებს საჭიროებისამებრ, საგანგებო სიტუაციის აღმოფხვრამდე. სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივად კოორდინატორების მიერ.

14. იმ დროიდან, როცა მხარე ატყობინებს მეორე მხარეს მე-5 პუნქტში აღწერილი გარემოებების შესახებ და წინამდებარე დანართით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე, ასევე საგანგებო სიტუაციის საფრთხის თავიდან აცილებამდე ან აღმოფხვრამდე ან საგანგებო სიტუაციის დაძლევამდე, თითოეულმა მხარემ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი უნდა გააკეთოს მეორე მხარისათვის უარყოფითი შედეგების მინიმალიზაციის მიზნით. მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ პრობლემის მყისიერად გადაჭრის მიზნით გამჭვირვალობის სულისკვეთებით. მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც არ უკავშირდება მიმდინარე საგანგებო სიტუაციას და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან გაამძაფროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბუნებრივი აირის, ნავთობისა თუ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები.

15. თითოეული მხარე დამოუკიდებლად იღებს ვალდებულებას წინამდებარე დანართით გათვალისწინებულ ქმედებებთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

16. მხარეები ვალდებულნი არიან, დაიცვან მათ შორის გაცვლილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, თუ ეს ინფორმაცია კონფიდენციალური ხასიათისაა. მხარეები ვალდებულნი არიან, მიიღონ შესაბამისი ზომები კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად საქართველოს ან ევროკავშირის საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძველზე და შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების თანახმად.

17. ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, მოიწვიონ მესამე მხარის წარმომადგენლები მე-8 და მე-12 მუხლებში აღწერილ კონსულტაციებსა და მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად.

18. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ წინამდებარე დანართის დებულებების მიღებაზე წინასწარი შეტყობინების მექანიზმის შესაქმნელად მათი და სხვა მხარეთა მონაწილეობით.

19. ამ დანართის დებულებების დარღვევა არ შეიძლება გახდეს დავის მოგვარების პროცედურების საფუძველი, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ან ნებისმიერი სხვა შეთანხმებით, რომელიც გამოიყენება მხარეებს შორის დავის მოგვარებისთვის. ამასთან, მხარეებს ეკრძალებათ, დავის მოგვარების პროცედურის ფარგლებში სამხილის სახით დაეყრდნონ ან წარადგინონ:

(a) წინამდებარე დანართით გათვალისწინებული პროცედურის ფარგლებში მეორე მხარის მიერ დაკავებული პოზიცია ან გამოთქმული შეთავაზება; ან

(b) ფაქტი, რომ მეორე მხარემ გამოთქვა მზაობა, მიიღოს ამ მექანიზმს დაქვემდებარებული საგანგებო სიტუაციის გადაჭრის ესა თუ ის გზა.

დანართი XIX

მედიაციის მექანიზმი

მუხლი 1

მიზანი

ამ დანართის მიზანია გააადვილოს ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტის პოვნა ყოვლისმომცველი და სწრაფი პროცედურით, მედიატორის დახმარებით.

ნაწილი 1

მედიაციის მექანიზმის პროცედურა

მუხლი 2

ინფორმაციის მოთხოვნა

1. მედიაციის პროცედურის დაწყებამდე მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობით მოითხოვოს ინფორმაცია იმ ზომაზე, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მის სავაჭრო ინტერესებზე. მხარე, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა, 20 დღის განმავლობაში გასცემს წერილობით პასუხს, რომელიც მოიცავს მის შენიშვნებს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც შეიცავს მოთხოვნა.

2. როდესაც პასუხის გამცემი მხარე თვლის, რომ პასუხის გაცემა 20 დღის განმავლობაში შეუძლებელია, ის შეატყობინებს ინფორმაციის მომთხოვნ მხარეს დაყოვნების მიზეზებს და ასევე აცნობებს უმოკლესი პერიოდის შესახებ, რომლის განმავლობაშიც ის შეძლებს პასუხის გაცემას.

მუხლი 3

პროცედურის დაწყება

1. მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს, რომ მხარეებმა დაიწყონ მედიაციის პროცესი. ასეთი მოთხოვნა მეორე მხარეს უნდა გაეგზავნოს წერილობით. მოთხოვნა უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა ნათლად ასახავდეს მომთხოვნი მხარის ინტერესებს და უნდა:

(a) ახდენდეს განსახილველი სპეციალური ზომის იდენტიფიცირებას;

(b) შეიცავდეს განცხადებას იმ ზომის სავარაუდო უარყოფით გავლენაზე, რომელიც მომთხოვნი მხარის აზრით უარყოფით გავლენას ახდენს ან მოახდენს მის სავაჭრო ინტერესებზე, და

(c) ხსნიდეს იმას, თუ რატომ მიიჩნევს მომთხოვნი მხარე, რომ ეს გავლენა დაკავშირებულია ზომასთან.

2. მედიაციის პროცედურა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. მხარემ, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნა უნდა განიხილოს კეთილგანწყობილად, მიიღოს ან უარყოს იგი და ამის შესახებ წერილობით უპასუხოს მოთხოვნის მიღებიდან ათი დღის განმავლობაში.

მუხლი 4

მედიატორის არჩევა

1. მედიაციის პროცედურის დაწყებისას მხარეებმა უნდა გამოიჩინონ ძალისხმევა, რომ შეთანხმდნენ მედიატორზე ამ დანართის მე-3 მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე პასუხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ მედიატორზე შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დროში, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეებს ან მათ დელეგატებს კენჭისყრით აირჩიონ მედიატორი ამ შეთანხმების 268-ე მუხლით დადგენილი სიიდან. ორივე მხარის წარმომადგენლებს საკმარისი დროით ადრე უნდა დაეგზავნოთ შეტყობინება და მოწვეულ უნდა იყვნენ კენჭისყრაზე დასასწრებად. ნებისმიერ შემთხვევაში, კენჭისყრა უნდა განხორციელდეს იმ მხარის/მხარეების მონაწილეობით, რომლებიც ესწრებიან.

3. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ ან თანათავმჯდომარემ ან მათმა დელეგატებმა მედიატორი უნდა აირჩიონ თითოეული მხარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. თუ ამ შეთანხმების 268-ე მუხლში მოცემული სია არ არის შედგენილი იმ დროისთვის, როდესაც გაკეთდა მოთხოვნა ამ დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად, მედიატორად კენჭი ეყრება იმ პირთა კანდიდატურებს, რომლებიც ფორმალურად წამოყენებულია ერთი ან ორივე მხარის მიერ.

5. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, მედიატორი არ უნდა იყოს რომელიმე მხარის მოქალაქე.

6.მედიატორი უნდა დაეხმაროს მხარეებს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, რათა ნათელი მოეფინოს ზომას და ვაჭრობაზე მის შესაძლო გავლენას, და მიღწეულ იქნას ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილება. ამ შეთანხმების XXI დანართში მოცემული არბიტრთა და მედიატორთა ქცევის კოდექსი ვრცელდება მედიატორებზე, შესაბამისი შესწორებების გათვალისწინებით. (ამ შეთანხმების XX დანართში მოცემული პროცედურული წესების მე-3 - მე-7 (შეტყობინებები) და 41-ე - 45-ე (თარგმნა და თარჯიმნობა) წესები, შესაბამისი შესწორებების გათვალისწინებით, ასევე ეხება მედიატორებს.

მუხლი 5

მედიაციის პროცედურის წესები

1. მედიატორის დანიშვნიდან ათი დღის განმავლობაში მხარემ, რომელმაც წამოიწყო მედიაციის პროცედურა, მედიატორს და მეორე მხარეს წერილობით უნდა წარუდგინოს პრობლემის დეტალური აღწერა; კერძოდ, განსახილველი ზომის მოქმედება და გავლენა ვაჭრობაზე. ამ განცხადების ჩაბარებიდან 20 დღის განმავლობაში, მეორე მხარეს შეუძლია წერილობით წარმოადგინოს თავისი შენიშვნები პრობლემის აღწერაზე. თავის აღწერაში ან შენიშვნებში თითოეულ მხარეს შეუძლია ჩართოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც რელევანტურად ჩათვლის.

2. მედიატორს შეუძლია გადაწყვიტოს თუ რა არის ყველაზე შესაფერისი გზა იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ზომას და ამ ზომის შესაძლო გავლენას ვაჭრობაზე. კერძოდ, მედიატორს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს მხარეთა შორის შეხვედრებს, კონსულტაცია გაუწიოს მხარეებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე, ეძიოს დახმარება შესაბამისი ექსპერტებისგან და დაინტერესებული პირებისგან, კონსულტაცია გაიაროს მათთან და უზრუნველყოს სხვა ნებისმიერი დამატებითი დახმარების გაწევა, რომელსაც მოითხოვენ მხარეები. თუმცა, სანამ დაიწყებს ექსპერტებისგან და დაინტერესებული პირებისგან დახმარების ძიებას ან სანამ გაივლის მათთან კონსულტაციას, მედიატორმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მხარეებთან.

3. მედიატორს შეუძლია მიაწოდოს მხარეებს რჩევა და შესთავაზოს საკითხის გადაწყვეტა მხარეთა მიერ შემდგომი განხილვისათვის. მხარეებს შეუძლიათ მიიღონ ან უკუაგდონ შეთავაზებული გადაწყვეტილება ან შეთანხმდნენ სხვა გადაწყვეტილებაზე. თუმცა, მედიატორმა არ უნდა მისცეს რჩევა ან გააკეთოს კომენტარი განსახილველი ზომის ამ შეთანხმებასთან შესაბამისობაზე.

4. პროცედურა უნდა განხორციელდეს იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში პროცედურა შეიძლება განხორციელდეს სხვა ნებისმიერ ადგილზე და სხვა ნებისმიერი საშუალებით.

5. მხარეები უნდა ეცადონ მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებულ გადაწყვეტილებას მედიატორის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში. საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, მხარეებს შეუძლიათ განიხილონ შესაძლო შუალედური გადაწყვეტილების მიღწევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზომა უკავშირდება მალფუჭებად საქონელს.

6. გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილების სახით. თითოეულ მხარეს შეუძლია ეს გადაწყვეტილება დაუქვემდებაროს აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულებას. ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. საჯაროდ განთავსებული ვერსია არ შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც მხარემ განსაზღვრა როგორც კონფიდენციალური.

7. მხარეთა მოთხოვნით, მედიატორი მხარეებს გააცნობს ფაქტებთან დაკავშირებული ანგარიშის წერილობით პროექტს, რომელიც შეიცავს მოკლე რეზიუმეს: (a) ამ პროცედურებით განსახილველი ზომის; (b) შემდგომი პროცედურების; და (c) ნებისმიერი ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიღწეულია, როგორც ამ პროცედურების საბოლოო შედეგი, მათ შორის შესაძლო შუალედური გადაწყვეტილებები. ანგარიშის პროექტზე შენიშვნების წარმოსადგენად მედიატორი მხარეებს აძლევს 15 დღეს. ამ პერიოდში წარმოდგენილი შენიშვნების განხილვიდან 15 დღის განმავლობაში მედიატორი მხარეებს წერილობით გადასცემს ფაქტებთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშს. ფაქტებთან დაკავშირებული ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ამ შეთანხმების რაიმე სახით განმარტებას.

8. პროცედურა შეწყდება:

(a) მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების მიღებით, მისი მიღების დღეს;

(b) პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ასეთი შეთანხმების მიღების დღეს;

(c) მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორის წერილობითი განცხადებით იმასთან დაკავშირებით, რომ მედიაციაში სხვა შემდგომი ძალისხმევა აღარ იქნება გამოყენებული, ასეთი განცხადების გაკეთების დღეს; ან

(d) მხარის წერილობითი განცხადებით, მას შემდეგ, რაც გამოიკვლევს მედიაციის პროცედურით მიღწეულ ურთიერთშეთანხმებულ გადაწყვეტილებას და განიხილავს მედიატორის რჩევასა და შეთავაზებულ გადაწყვეტილებას, ამ განცხადების გაკეთების დღეს.

ნაწილი 2

იმპლემენტაცია

მუხლი 6

ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია

1. როდესაც მხარეები შეთანხმდებიან გადაწყვეტილებაზე, თითოეულმა მხარემ უნდა გაატაროს ის ზომები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია შეთანხმებულ დროის მონაკვეთში.

2. იმპლემენტაციის განმახორციელებელმა მხარემ მეორე მხარეს წერილობით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის გადადგმული ნაბიჯებისა და გატარებული ზომების შესახებ.

ნაწილი 3

ზოგადი დებულებები

მუხლი 7

კონფიდენციალურობა და მიმართება დავების მოგვარებასთან

1. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ და ამ დანართის 5(6) მუხლის დებულებებისთვის ზიანის მიუყენებლად, პროცედურის ყველა ნაბიჯი, მათ შორის თითოეული რჩევა და შეთავაზებული გადაწყვეტილება არის კონფიდენციალური. თუმცა, თითოეულ მხარეს შეუძლია საჯარო გახადოს ის ფაქტი, რომ მედიაცია მიმდინარეობს.

2. მედიაციის პროცედურა ზიანს არ აყენებს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) დავების მოგვარების დებულებებით ან სხვა ხელშეკრულების დებულებებით.

3. მედიაციის პროცედურის დაწყებამდე ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავით (დავების მოგვარება) გათვალისწინებული კონსულტაციები არ არის სავალდებულო. თუმცა, მედიაციის პროცედურის დაწყებამდე, მხარეს ჩვეულებრივ შეუძლია გამოიყენოს თანამშრომლობასა და კონსულტაციასთან დაკავშირებით ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დებულებები.

4. ამ ან სხვა შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მოგვარების პროცესში მხარე არ უნდა დაეყრდნოს ან წარმოადგინოს, როგორც მტკიცებულება და არც პანელმა უნდა გაითვალისწინოს:

(a) მეორე მხარის პოზიცია მედიაციის პროცედურის მიმდინარეობისას ან ინფორმაცია შეგროვებული ამ დანართის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

(b) ის ფაქტი, რომ მეორე მხარემ მიანიშნა თავის მზაობაზე დათანხმდეს საკითხის იმ ზომასთან მიმართებით გადაწყვეტას, რომელიც არის მედიაციის საგანი;

(c) მედიატორის მიერ მიცემული რჩევა ან შეთავაზებები.

5. მედიატორი არ შეიძლება იყოს პანელის წევრი წინამდებარე შეთანხმებით ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებულ დავების მოგვარების პროცესში, როდესაც საქმე ეხება იმავე საკითხს, რომელზეც ის იყო მედიატორი.

მუხლი 8

ვადები

ნებისმიერი ვადა, რომელიც მითითებულია ამ დანართში, შეიძლება შეიცვალოს ამ პროცედურების მონაწილე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 9

ხარჯები

1. თითოეული მხარე ფარავს თავის საკუთარ დანახარჯებს, რომლებიც გამომდინარეობს მედიაციის პროცესში მისი მონაწილეობიდან.

2. მხარეები ინაწილებენ, ერთობლივად და თანაბრად, ხარჯებს, რომლებიც გამომდინარეობს ორგანიზაციული საკითხებიდან, მათ შორის მედიატორის ანაზღაურებას და ხარჯებს. მედიატორის ანაზღაურება უნდა იყოს საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარისთვის პროცედურული წესების 8(e) წესით გათვალისწინებული ანაზღაურების შესაბამისი.

დანართი XX

დავების მოგვარების პროცედურული წესები

ზოგადი დებულებები

1. ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავში (დავების მოგვარება) და ამ წესების მიხედვით:

(a) „მრჩეველი“ - არის პირი, რომელიც დაქირავებულია დავის მხარის მიერ საარბიტრაჟო პროცესში რჩევების მისაცემად და დახმარების მიზნით;

(b) „არბიტრი“ – არის ამ შეთანხმების 249-ე მუხლის თანახმად შექმნილი საარბიტრაჟო პანელის წევრი;

(c) „თანაშემწე“ - არის პირი, რომელიც არბიტრის დანიშვნის წესების თანახმად ახორციელებს კვლევას და დახმარებას უწევს ამ არბიტრს;[1]

(d) „განმცხადებელი“ - არის ნებისმიერი მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო პანელის შექმნას ამ შეთანხმების 248-ე მუხლის თანახმად;

(e) „მოპასუხე“ - არის მხარე, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია ამ შეთანხმების 245-ე მუხლში მითითებული დებულებები;

(f) „საარბიტრაჟო პანელი“ - ამ შეთანხმების 249-ე მუხლის თანახმად შექმნილი პანელი;

(g) „მხარის წარმომადგენელი“ - არის სამინისტროს ან სამთავრობო დაწესებულების, ან მხარის ნებისმიერი საჯარო დაწესებულების მიერ დასაქმებული ან დანიშნული ნებისმიერი პირი, რომელიც წარმოადგენს ამ მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დავის მიზნებისათვის;

(h) „დღე“ - არის კალენდარული დღე.

2. თუკი სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, მოპასუხე პასუხისმგებელია დავის გადაწყვეტის პროცედურების ლოჯისტიკურ ადმინისტრირებაზე, კერძოდ კი ზეპირი განხილვების ორგანიზებაზე. მხარეები თანაბარწილად გაიღებენ ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებულ ხარჯებს, არბიტრების ანაზღაურებისა და ხარჯების ჩათვლით.

შეტყობინებები

3. დავის თითოეულმა მხარემ და საარბიტრაჟო პანელმა უნდა გაუგზავნოს ნებისმიერი მოთხოვნა, შეტყობინება, წერილობითი განაცხადი ან სხვა დოკუმენტი ელექტრონული ფოსტით მეორე მხარეს, და რაც შეეხება წერილობით განაცხადებასა და მოთხოვნებს არბიტრაჟის კონტექსტში - უნდა გაუგზავნონ თითოეულ არბიტრს. საარბიტრაჟო პანელი გადასცემს დოკუმენტებს მხარეებს ასევე ელექტრონული ფოსტით. თუკი არ დამტკიცდა საწინააღმდეგო, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად მისი გაგზავნის დღეს. თუკი ნებისმიერი თანდართული დოკუმენტი არის ათ მეგაბაიტზე მეტი, მაშინ ეს დოკუმენტი მეორე მხარისა და თუ საჭიროა თითოეული არბიტრისათვის მიწოდებული უნდა იქნას სხვა ელექტრონული ფორმატით, ი-მეილის გაგზავნიდან 2 დღეში.

4. ზემოაღნიშნული მე-3 წესის შესაბამისად გაგზავნილი დოკუმენტების ასლები წარედგინება მეორე მხარეს და, თუ საჭიროა, თითოეულ არბიტრს, ი-მეილის გაგზავნის დღეს ფაქსიმილით, რეგისტრირებული ფოსტით, კურიერის მეშვეობით, „გაგზავნა ჩაბარებით“ ან ნებისმიერი სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გაგზავნის დამადასტურებელ ჩანაწერს.

5. ყველა შეტყობინება მიმართული უნდა იყოს შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატისათვის.

6. წვრილმანი ტექნიკური შეცდომები ნებისმიერ მოთხოვნაში, შეტყობინებაში, წერილობით განაცხადებში ანდა ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომელიც დაკავშირებულია საარბიტრაჟო პანელის პროცედურებთან, შეიძლება შესწორდეს ახალი დოკუმენტის მიწოდებით, რომელშიც ნათლად იქნება მითითებული ცვლილებები.

7. თუკი დოკუმენტის ჩაბარების ბოლო დღე ემთხვევა საქართველოს ან ევროკავშირის ოფიციალურ დღესასწაულს, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.

არბიტრაჟის დაწყება

8. (a) თუკი ამ შეთანხმების 249-ე მუხლის ან ამ წესების მე-19, მე-20 ან 46-ე წესის თანახმად, არბიტრის არჩევა ხდება კენჭისყრით, კენჭისყრა ხორციელდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ დროსა და ადგილას, რის შესახებაც დაუყონებლივ ეცნობება მოპასუხეს. მოპასუხეს საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლია დაესწროს კენჭისყრას. ნებისმიერ შემთხვევაში კენჭისყრა უნდა გაიმართოს იმ მხარესთან/მხარეებთან, რომლებიც არიან წარმოდგენილი.

(b) თუკი ამ შეთანხმების 249-ე მუხლის ან ამ წესების მე-19, მე-20 ან 46-ე წესის თანახმად არბიტრის არჩევა უნდა მოხდეს კენჭისყრით და არის ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ორი თავმჯდომარე, კენჭისყრა ჩატარდება ორივე თავმჯდომარის ან მათი დელეგატების მიერ. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი თავმჯდომარე ან მისი დელეგატი არ არის თანახმა მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, კენჭისყრა განხორციელდება მხოლოდ მეორე თავმჯდომარის მიერ.

(c) მხარეებმა უნდა შეატყობინონ არჩეულ არბიტრებს მათი დანიშვნის შესახებ.

(d) არბიტრმა, რომელიც დანიშნულ იქნა ამ შეთანხმების 249-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად, არბიტრად დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაუდასტუროს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს, რომ შეუძლია იყოს საარბიტრაჟო პანელის წევრი.

(e) თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ისინი უნდა შეხვდნენ საარბიტრაჟო პანელს მისი შექმნიდან შვიდი დღის განმავლობაში, ისეთი საკითხების განსასაზღვრად, რასაც მხარეები ან საარბიტრაჟო პანელი მიიჩნევს საჭიროდ, არბიტრებისათვის გადასახდელი გასამრჯელოსა და ხარჯების ჩათვლით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან. თითოეული არბიტრის თანაშემწის გასამრჯელო არ უნდა იყოს ამ არბიტრის გასამრჯელოს 50 პროცენტზე მეტი. არბიტრებმა და მხარეთა წარმომადგენლებმა ამ შეხვედრაში მონაწილეობა შესაძლოა მიიღონ სატელეფონო ან ვიდეო კონფერენციის მეშვეობით.

9. (a) თუკი არბიტრების არჩევიდან ხუთი დღის განმავლობაში, მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო პანელს ექნება შემდეგი კომპეტენცია: „დავის მხარეების მიერ წამოყენებული შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით განიხილოს საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნაში მითითებული საკითხი, მიიღოს გადაწყვეტილება სადაო ზომების ასოცირების შეთანხმების 245-ე მუხლში მითითებულ დებულებებთან შესაბამისობაზე და გამოიტანოს გადაწყვეტილება წინამდებარე შეთანხმების 251-ე მუხლის შესაბამისად.“

(b) შეთანხმებიდან სამი დღის განმავლობაში, მხარეებმა შეთანხმებული პანელის კომპეტენციისა და განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ უნდა აცნობონ საარბიტრაჟო პანელს.

პირველადი წერილობითი განაცხადები

10. განმცხადებელმა უნდა წარადგინოს თავისი პირველი წერილობითი განაცხადი საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან არა უგვიანეს 20 დღისა. მოპასუხე წარადგენს თავის წერილობით შეპასუხებას პირველადი წერილობითი განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.

საარბიტრაჟო პანელის მუშაობა

11. საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარე თავმჯდომარეობს ყველა შეხვედრას. საარბიტრაჟო პანელის მიერ თავმჯდომარეზე შესაძლოა დელეგირებულ იქნას ადმინისტრაციული და პროცედურული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება.

12. თუკი ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავი (დავების მოგვარება) სხვა რამეს არ ითვალისწინებს, საარბიტრაჟო პანელს შეუძლია განახორციელოს მისი საქმიანობა ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ტელეფონის, ფაქსიმილიის გადაცემით ან კომპიუტერული კავშირების მეშვეობით.

13. მხოლოდ არბიტრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა საარბიტრაჟო პანელის თათბირში, მაგრამ საარბიტრაჟო პანელმა შესაძლოა ნება დართოს თავიანთ თანაშემწეებს - დაესწრონ თათბირებს.

14. ნებისმიერი გადაწყვეტილების პროექტის შედგენა არის საარბიტრაჟო პანელის ექსკლუზიური ვალდებულება და არ შეიძლება მისი დელეგირება სხვა პირზე.

15. როდესაც წამოიჭრება პროცედურული საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავით (დავების მოგვარება) ან მისი დანართებით, საარბიტრაჟო პანელს მხარეებთან კონსულტაციების გავლის შედეგად შეუძლია დაადგინოს შესაბამისი პროცედურა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ დებულებებთან.

16. როდესაც საარბიტრაჟო პანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა პროცედურებისათვის დადგენილი ვადების შეცვლა, განსხვავებით იმისგან, რაც ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავში (დავების მოგვარება) იყო დადგენილი, ან საჭიროა ნებისმიერი სხვა პროცედურული და ადმინისტრაციული შესწორების განხორციელება, მან უნდა შეატყობინოს წერილობით დავის მხარეებს ცვლილების ან შესწორების მიზეზების შესახებ და დროის იმ პერიოდისა და შესწორების შესახებ, რომელიც საჭიროა.

ჩანაცვლება

17. თუ საარბიტრაჟო პროცედურაში არბიტრი ვერ იღებს მონაწილეობას, უარს ამბობს მონაწილეობაზე, ან ჩანაცვლებულ უნდა იქნას იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებს ქცევის კოდექსის მოთხოვნებს, ახალი არბიტრი არჩეულ უნდა იქნას ამ შეთანხმების 249-ე მუხლისა და ამ წესების მე-8 წესის შესაბამისად.

18. როდესაც დავის მხარეს მიაჩნია, რომ არბიტრი არ აკმაყოფილებს ქცევის კოდექსის მოთხოვნებს და ამ მიზეზის გამო უნდა შეიცვალოს, ამ მხარემ უნდა შეატყობინოს დავის მეორე მხარეს 15 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მან მიიღო მტკიცებულება იმ გარემოებების შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს არბიტრის მიერ ქცევის კოდექსის ნორმების ხელშესახებ დარღვევას.

19. როდესაც დავის მხარეს მიაჩნია, რომ არბიტრი, გარდა საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარისა, არ აკმაყოფილებს ქცევის კოდექსის მოთხოვნებს, დავის მხარეებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია და თუ შეთანხმდებიან, აირჩევენ ახალ არბიტრს ამ შეთანხმების 249-ე მუხლისა და ამ წესების მე-8 წესის შესაბამისად.

თუ დავის მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის შეცვლის საჭიროებაზე, დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია ასეთი საკითხით მიმართოს საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარეს, რომლის გადაწყვეტილებაც იქნება საბოლოო.

თუ ასეთი მოთხოვნის თანახმად, თავმჯდომარე აღმოაჩენს, რომ არბიტრი არ აკმაყოფილებს ქცევის კოდექსის მოთხოვნებს, ახალი არბიტრი არჩეულ უნდა იქნას ამ შეთანხმების 249-ე მუხლისა და ამ წესების მე-8 წესის შესაბამისად.

20. როდესაც მხარეს მიაჩნია, რომ სააარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარე არ აკმაყოფილებს ქცევის კოდექსის მოთხოვნებს, მხარეებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია და თუ შეთანხმდებიან, აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს ამ შეთანხმების 249-ე მუხლისა და ამ წესების მე-8 წესის  შესაბამისად.

თუ დავის მხარეები ვერ შეთანხმდებიან თავმჯდომარის შეცვლის საჭიროებაზე, დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია ასეთი საკითხით მიმართოს ერთ-ერთ წევრს დარჩენილ პირთა წრიდან, თავმჯდომარეების იმ სიიდან, რომელიც მითითებულია ამ შეთანხმების 268-ე მუხლის 1 პუნქტში. მოთხოვნიდან 5 დღის განმავლობაში, მისი სახელი ცნობილი უნდა გახდეს კენჭისყრის მეშვეობით ამ წესების მე-8 წესის შესაბამისად. შერჩეული პირის გადაწყვეტილება თავმჯდომარის შეცვლის საჭიროებაზე იქნება საბოლოო.

თუკი შერჩეული პირი გადაწყვეტს, რომ თავდაპირველი თავმჯდომარე არ აკმაყოფილებს ქცევის კოდექსის მოთხოვნებს, ის აირჩევს ახალ თავმჯდომარეს კენჭისყრით დარჩენილი პირთა წრიდან, თავმჯდომარეების იმ სიიდან, რომელიც მითითებულია ამ შეთანხმების 268-ე მუხლის 1 პუნქტში. ახალი თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს ხუთი დღის განმავლობაში.შერჩეული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან იმის თაობაზე, რომ არსებული თავმჯდომარე არ აკმაყოფილებს ქცევის კოდექსის მოთხოვნებს.

21. საარბიტრაჟო პანელის პროცედურები შეჩერდება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა ამ წესების მე-18, მე-19 და მე-20 წესებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის.

მოსმენები

22. დავის მხარეებთან და დანარჩენ არბიტრებთან კონსულტაციების შედეგად, საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარე დაადგენს თარიღსა და დროს მოსმენებისათვის და აღნიშნულს წერილობით დაუდასტურებს მხარეებს. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს იმ მხარემ, რომელიც პასუხისმგებელია პროცედურების ლოჯისტიკურ ადმინისტრირებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსმენა დახურულია საზოგადოებისათვის. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე არაა თანახმა, საარბიტრაჟო პანელს შეუძლია გადაწყვიტოს რომ არ დანიშნოს მოსმენა.

მოსმენა არის ღია საზოგადოებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის უნდა იყოს ნაწილობრივ ან მთლიანად დახურული, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა. დამატებით, მხარეებს შეუძლიათ, ორმხრივი შეთანხმებით, გადაწყვიტონ, რომ მოსმენა იყოს ნაწილობრივ ან მთლიანად დახურული საზოგადოებისათვის სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით.

23. თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მოსმენა ჩატარდება ბრუსელში, თუკი განმცხადებელი არის საქართველო, ხოლო თუკი განმცხადებელი არის ევროკავშირი - თბილისში.

24. საარბიტრაჟო პანელს შეუძლია დანიშნოს დამატებითი მოსმენები, თუკი მხარეები თანახმა არიან.

25. ყველა არბიტრი უნდა ესწრებოდეს ნებისმიერ მოსმენას სრულად.

26. შემდეგი პირები შეიძლება დაესწრონ მოსმენას, იმის მიუხედავად პროცედურები ღიაა თუ დახურული საზოგადოებისათვის:

(a) დავის მხარეების წარმომადგენლები;

(b) დავის მხარეების მრჩევლები;

(c) ადმინისტრაციული პერსონალი, თარჯიმნები, მთარგმნელები და სასამართლო სხდომის მდივნები; და

(d) არბიტრების თანაშემწეები.

მხოლოდ მხარეთა წარმომადგენლებსა და მრჩევლებს შეუძლიათ მიმართონ საარბიტრაჟო პანელს.

27. მოსმენამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა, დავის თითოეულმა მხარემ უნდა მიაწოდოს საარბიტრაჟო პანელს იმ პირთა სია, რომლებიც სიტყვით გამოვლენ ამ მხარის, ან სხვა წარმომადგენლების ან მრჩევლების სახელით, რომლებიც დაესწრებიან მოსმენას.

28. საარბიტრაჟო პანელმა მოსმენა უნდა ჩაატაროს შემდეგნაირად, ისე, რომ განმცხადებელსა და მოპასუხეს თანაბარი დრო ჰქონდეთ გამოყოფილი:

პაექრობა

(a) განმცხადებლის პაექრობა

(b) მოპასუხის საპასუხო პაექრობა

გამაბათილებელი პაექრობა

(a) განმცხადებლის პაექრობა

(b) მოპასუხის საპასუხო პაექრობა

29. საარბირაჟო პანელს შეძლია დაუსვას პირდაპირი შეკითხვები დავის ნებისმიერ მხარეს მოსმენის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს.

30. საარბიტრაჟო პანელმა რაც შეიძლება მალე უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსმენის ჩანაწერის მომზადება და დავის მხარეებისათვის მიწოდება. დავის მხარეებს შეუძლიათ ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთება და საარბიტრაჟო პანელს შეუძლია მხედველობაში მიიღოს ეს კომენტარები.

31. დავის თითოეულ მხარეს შეუძლია წარადგინოს დამატებითი წერილობითი განაცხადი, რომელიც ეხება მოსმენის დროს წამოჭრილ ნებისმიერ საკითხს, მოსმენის ჩატარებიდან ათი დღის განმავლობაში.

წერილობითი კითხვები

32. საარბიტრაჟო პანელს პროცესის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობით მიმართოს კითხვებით დავის ერთ ან ორივე მხარეს. დავის თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს საარბირაჟო პანელის მიერ დასმული კითხვების ასლი.

33. დავის მხარემ ასევე უნდა წარუდგინოს დავის მეორე მხარეს საარბიტრაჟო პანელის მიერ დასმულ კითხვებზე მისი წერილობითი პასუხის ასლი. დავის თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს წერილობითი კომენტარები მეორე მხარის პასუხზე, ასეთი პასუხის მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში.

კონფიდენციალურობა

34. დავის ერთ-ერთი მხარის მიერ საარბიტრაჟო პანელისათვის წარმოდგენილ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ამ მხარემ მიიჩნია კონფიდენციალურად, დავის თითოეული მხარე და მათი მრჩევლები უნდა მოეპყრან, როგორც კონფიდენციალურს. როდესაც დავის მხარე წარუდგენს საარბიტრაჟო პანელს თავისი წერილობითი განაცხადის კონფიდენციალურ ვერსიას, მან მეორე მხარის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე უნდა წარმოადგინოს ამ წერილობით განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის არაკონფიდენციალური მოკლე რეზიუმე, რომლის საჯაროდ გამჟღავნებაც შესაძლებელი იქნება. ამ მხარემ უნდა წარმოადგინოს არაკონფიდენციალური რეზიუმე არაუგვიანეს 15 დღისა მოთხოვნის მიღებიდან ან წერილობითი განაცხადის წარდგენიდან, რომელი თარიღიც უფრო გვიან არის; და ასევე ახსნა-განმარტება, თუ რატომ არის წარდგენილი ინფორმაცია კონფიდენციალური. ამ წესებში არაფერი არ უშლის ხელს დავის მხარეს, რათა საჯარო გახადოს განცხადებები საკუთარი პოზიციის შესახებ, თუკი ის მითითებას აკეთებს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ იმ ინფორმაციზე, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მეორე მხარის მიერ მიჩნეულია კონფიდენციალურად. როდესაც მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადებები და მტკიცებულებები შეიცავენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, საარბიტრაჟო პანელი უნდა შეიკრიბოს დახურულ სესიაზე. დავის მხარეები და მათი მრჩევლები უზრუნველყოფენ საარბიტრაჟო პანელის სხდომის კონფიდენციალურობას, როდესაც სხდომა ტარდება დახურულ კარს მიღმა.

ცალმხრივი კონტაქტები

35. საარბიტრაჟო პანელი არ უნდა შეხვდეს და დაუკავშირდეს ერთ-ერთ მხარეს მეორე მხარის დაუსწრებლად.

36. არცერთმა არბიტრმა არ უნდა განიხილოს საქმის დავის საგანთან დაკავშირებული არცერთი საკითხი დავის ერთ ან ორივე მხარესთან სხვა არბიტრების დაუსწრებლად.

სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) წერილობითი განაცხადები

37. თუ საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან სამი დღის განმავლობაში მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო პანელს შეუძლია მიიღოს იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ნებაყოფლობითი წერილობითი განაცხადები, რომლებიც დაფუძნებული არიან დავის მხარის ტერიტორიაზე და დამოუკიდებელნი არიან დავის მხარეების მთავრობებისგან, სარბიტრაჟო პანელის შექმნიდან ათ დღის განმავლობაში. ეს წერილობითი განაცხადები უნდა იყოს ლაკონური და არაუმეტეს 15 გვერდისა, ორმაგი ინტერვალებით; პირდაპირ უნდა შეესაბამებოდეს იმ საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ ასპექტებს, რომელსაც საარბიტრაჟო კომიტეტი განიხილავს.

38. წერილობითი განაცხადი უნდა შეიცავდეს წარმდგენი იურიდიული თუ ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაციას, მისი მოქალაქეობის ან დაფუძნების ადგილის, საქმიანობის სახის, სამართლებრივი სტატუსის, ძირითადი მიზნებისა და დაფინანსების წყაროს ჩათვლით; ზუსტად განსაზღვრული უნდა იყოს ამ პირის ინტერესი საარბიტრაჟო პროცესში. ეს წერილობითი განაცხადი უნდა მომზადდეს იმ ენებზე, რომელიც მხარეებმა აირჩიეს ამ წესების 41-ე და 42-ე წესების შესაბამისად.

39. საარბიტრაჟო პანელმა თავის გადაწყვეტილებაში უნდა გააკეთოს მის მიერ მიღებული ყველა იმ წერილობითი განაცხადის ნუსხა, რომლებიც შეესაბამება ამ წესების 37-ე და 38-ე წესებს. საარბიტრაჟო პანელი არ არის ვალდებული გააკეთოს მითითება ასეთ წერილობით განაცხადზე თავის გადაწყვეტილებაში. ნებისმიერი ასეთი წერილობითი განაცხადი საარბიტრაჟო პანელმა უნდა გააცნოს მხარეებს კომენტარის გასაკეთებლად. დავის მხარეებმა კომენტარი უნდა წარადგინონ საარბიტრაჟო პანელის მიერ ამ განაცხადის გაცნობიდან ათი დღის განმავლობაში და ნებისმიერი ასეთი კომენტარი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საარბიტრაჟო პანელის მიერ.

გადაუდებელი შემთხვევები

40. ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავში (დავების მოგვარება) მითითებულ გადაუდებელ შემთხვევებში, საარბიტრაჟო პანელმა მხარეებთან კონსულტაციის შედეგად, საჭიროებისამებრ უნდა შეცვალოს ამ წესებში მითითებული ვადები და უნდა შეატყობინოს მხარეებს აღნიშნული ცვლილებების შესახებ.

წერილობითი და ზეპირი თარგმანი

41. ამ შეთანხმების 246-ე მუხლში მითითებული კონსულტაციების დროს და არაუგვიანეს ამ წესების მე-8 წესის „e“ ქვეპუნქტში მითითებული შეხვედრისა, დავის მხარეებმა მთელი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა შეთანხმდნენ საარბიტრაჟო პანელის წინაშე მიმდინარე პროცესის საერთო სამუშაო ენაზე.

42. თუ დავის მხარეები ვერ თანხმდებიან საერთო სამუშაო ენაზე, თითოეულმა მხარემ თავისი წერილობითი განაცხადი უნდა გააკეთოს მის მიერ არჩეულ ენაზე. ამ მხარემ ამავე დროს უნდა უზრუნველყოს მეორე მხარის მიერ არჩეულ ენაზე თარგმანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წერილობითი განაცხადი გაკეთებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე. მოპასუხემ უნდა უზრუნველყოს ზეპირი გამოსვლების თარგმანი დავის მხარეების მიერ არჩეულ ენებზე.

43. საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილება წარდგენილ უნდა იქნეს დავის მხარეების მიერ არჩეულ ენაზე/ენებზე.

44. დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარადგინოს კომენტარი ამ წესების თანახმად შედგენილი დოკუმენტის თარგმნილი ვერსიის თარგმანის სიზუსტეზე.

45. თითოეულმა მხარემ უნდა გაიღოს თავისი წერილობთი განაცხადების თარგმნის ხარჯები. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თარგმნასთან დაკავშირებული ხარჯები დავის მხარეებმა უნდა გაიღონ თანაბრად.

სხვა პროცედურები

46. ეს წესები ასევე გამოიყენება ამ შეთანხმების 246-ე, 255(2), 256(2), 257(2), 259(2) მუხლებით დადგენილი პროცედურების მიმართ. მიუხედავად ამისა, ამ წესებით დადგენილი ვადები უნდა დარეგულირდეს საარბიტრაჟო პანელის მიერ ზემოაღნიშნული სხვა პროცედურების დროს, საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი სპეციალური ვადების შესაბამისად.

[1]თითოეულ არბიტრს უნდა ჰყავდეს არაუმეტეს ერთი თანაშემწისა

დანართი XXI

არბიტრთა და მედიატორთა ქცევის კოდექსი

ტერმინთა განმარტება

1. წინამდებარე კოდექსში:

(a) „არბიტრი“ ნიშნავს ამ შეთანხმების 249-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ საარბიტრაჟო პანელის წევრს.

(b) „კანდიდატი“ ნიშნავს პირს, რომელიც არის ამ შეთანხმების 268-ე მუხლში მითითებულ არბიტრთა სიაში და რომლის კანდიდატურაც განიხილება არბიტრად არჩევისთვის ამ შეთანხმების 249-ე მუხლის შესაბამისად.

(c) „ასისტენტი“ ნიშნავს პირს, რომელიც არბიტრის დანიშვნის შესახებ პირობების შესაბამისად, ახორციელებს კვლევებს ან დახმარებას უწევს არბიტრს.

(d) „წარმოება“ ნიშნავს საარბიტრაჟო პანელის წარმოებას ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) შესაბამისად, თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი.

(e) „მომსახურე პერსონალი“ არბიტრთან მიმართებით ნიშნავს პირებს, რომლებიც მოქმედებენ არბიტრის მითითებებით და მისი კონტროლის ქვეშ, გარდა ასისტენტებისა.

(f) „მედიატორი“ ნიშნავს პირს, რომელიც ახორციელებს მედიაციის პროცედურას ამ შეთანხმების XIX დანართის შესაბამისად.

არბიტრაჟის და მედიაციის პროცესში არბიტრთა და კანდიდატთა მოვალეობები

2. წარმოების განმავლობაში, თითოეულმა კანდიდატმა და არბიტრმა თავიდან უნდა აიცილოს შეუფერებელი მოქცევა და შეუფერებლობის გამოჩენა. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი, თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა პირდაპირი და ირიბი კონფლიქტები, უნდა დაიცვან ქცევის მაღალი სტანდარტები იმგვარად, რომ დავის მოგვარების მექანიზმის ერთიანობა და მიუკერძოებლობა შენარჩუნებულ იქნას. ყოფილმა არბიტრებმა უნდა დაიცვან ამ ქცევის კოდექსის მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 წესებით დადგენილი ვალდებულებები.

ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული ვალდებულებები

3. ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) შესაბამისად, კანდიდატის არბიტრად არჩევის დადასტურებამდე, კანდიდატმა უნდა გაამჟღავნოს ნებისმიერი ინტერესი, ურთიერთობა ან საკითხი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, ან რომელმაც შეიძლება შექმნას შეუფერებელი ქცევის ან მიკერძოებულობის შთაბეჭდილება. ამ მიზნით კანდიდატმა უნდა გამოიჩინოს ყველა გონივრული ძალისხმევა, რათა შეიტყოს ნებისმიერი ასეთი ინტერესების, ურთიერთობების ან საკითხების შესახებ.

4. კანდიდატმა ან არბიტრმა ამ ქცევის კოდექსის არსებულ ან პოტენციურ დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეატყობინოს მხოლოდ ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითებზე ასოცირების კომიტეტს, ამ საკითხების მხარეთა მიერ განხილვისთვის.

5. არჩევისთანავე, არბიტრმა უნდა განაგრძოს ყველა გონივრული ძალისხმევის გაწევა იმისათვის, რომ შეიტყოს იმ ინტერესების, ურთიერთობების ან საკითხების შესახებ, რომლებზეც მითითებულია ამ ქცევის კოდექსის მე-3 წესში და აღნიშნული ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს. ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება არის განგრძობადი მოვალეობა, რომელიც არბიტრს ავალდებულებს გაამჟღავნოს ყველა ისეთი ინტერესი, ურთიერთობა ან საკითხი, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წარმოების რომელიმე ეტაპზე. არბიტრმა უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია მსგავსი ინტერესების, ურთიერთობების ან საკითხების შესახებ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის წერილობითი ინფორმირების გზით, ამ საკითხის მხარეთა მიერ განხილვისთვის.

არბიტრთა მოვალეობები

6. არბიტრად არჩევის დადასტურებისთანავე, არბიტრი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უნდა შეუდგეს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას სრულყოფილად და სწრაფად წარმოების მთელი დროის განმავლობაში, ასევე, სამართლიანად და ყურადღებით.

7. არბიტრმა უნდა განიხილოს მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც წამოიჭრება წარმოების დროს და რომლებიც აუცილებელია გადაწყვეტილების გამოსატანად. არბიტრმა არ უნდა მოახდინოს ამ მოვალეობის სხვა პირზე დელეგირება.

8. არბიტრმა უნდა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ასისტენტი და მომსახურე პერსონალი ინფორმირებული იყოს და ასრულებდეს ამ ქცევის კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-16, მე-17, მე-18 წესების მოთხოვნებს.

9. წარმოებასთან დაკავშირებით არბიტრმა არ უნდა დაამყაროს ცალმხრივი (ex parte ) კონტაქტი რომელიმე მხარესთან.

არბიტრთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

10. არბიტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და თავიდან უნდა აირიდოს შეუფერებელი ქცევის და მიკერძოებულობის გამოჩენა. მასზე გავლენას არ უნდა ახდენდეს საკუთარი ინტერესი, გარე ზეწოლა, პოლიტიკური მოსაზრებები, საზოგადოების მხრიდან პროტესტი, მხარისადმი ლოიალობა ან კრიტიკის შიში.

11. არბიტრმა არ უნდა იკისროს რაიმე ვალდებულება პირდაპირ ან ირიბად ან არ უნდა მიიღოს რაიმე სარგებელი, რომელმაც რაიმე გზით შეიძლება ხელი შეუშალოს, ან ჩანდეს ასეთად, მისი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას.

12. არბიტრმა არ უნდა გამოიყენოს საარბიტრაჟო პანელში ყოფნა იმისთვის, რომ წინ წამოწიოს რაიმე პირადი ან კერძო ინტერესები. არბიტრმა თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები, რომლებმაც შეიძლება შექმნან იმის შთაბეჭდილება, რომ სხვები არიან ისეთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ მასზე გავლენის მოხდენა.

13. არბიტრმა არ უნდა დართოს ნება ფინანსურ, ბიზნეს, პროფესიულ, პირად ან სოციალურ ურთიერთობებს ან პასუხისმგებლობებს გავლენა მოახდინონ მის ქმედებასა და განსჯაზე.

14. არბიტრმა თავიდან უნდა აიცილოს რაიმე ისეთი ურთიერთობის დამყარება ან ფინანსური ინტერესის გაჩენა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე ან რომელიც გონივრულად შეიძლება გამოჩნდეს, როგორც შეუფერებელი ან მიკერძოებული ქცევა.

ყოფილი არბიტრების ვალდებულებები

15. ყველა ყოფილმა არბიტრმა თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები, რომლებმაც შეიძლება შექმნან გონივრული შეხედულება იმისა, რომ ისინი იყვნენ მიკერძოებულნი მათი მოვალეობების შესრულებისას, ან მიიღეს სარგებელი საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილებისგან ან განჩინებისგან.

კონფიდენციალურობა

16. არცერთმა არბიტრმა ან ყოფილმა არბიტრმა არასდროს არ უნდა გაამჟღავნოს ან გამოიყენოს არასაჯარო ინფორმაცია, რომელიც შეეხება წარმოებას ან რომელიც მიღებულ იქნა წარმოების დროს, გარდა წარმოების მიზნებისთვის გამოყენებისა, და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაამჟღავნოს ან გამოიყენოს მსგავსი ინფორმაცია საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირთა ინტერესებისათვის ზიანის მიყენების მიზნით.

17. ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) შესაბამისად გამოქვეყნებამდე, არბიტრმა არ უნდა გაამჟღავნოს საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი.

18. არბიტრმა ან ყოფილმა არბიტრმა არასდროს არ უნდა გაამჟღავნოს საარბიტრაჟო პანელის თათბირისას გამოთქმული მოსაზრებები ან რომელიმე არბიტრის შეხედულებები.

დანახარჯები

19. თითოეულმა არბიტრმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვა და წარმოადგინოს საბოლოო ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება არბიტრის, მისი ასისტენტისა და მომსახურე პერსონალის მიერ პროცედურებისთვის დათმობილი დრო და გაწეული დანახარჯები.

მედიატორები

20. ამ ქცევის კოდექსში აღწერილი დისციპლინა, რომელიც ვრცელდება არბიტრებსა და ყოფილ არბიტრებზე, შესაბამისი შესწორებების გათვალისწინებით, (mutatis mutandis,) ეხება ასევე მედიატორებს.

დანართი XXII 

დაბეგვრა

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

არაპირდაპირი დაბეგვრა

2006 წლის 28 ნოემბრის საბჭოს 2006/112/EC დირექტივა დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) საერთო სისტემის შესახებ.

ამ დირექტივის დებულებები გამოიყენება შემდეგი დებულებების გამოკლებით:

  • დღგ-ს რეგულირების სფერო: მუხლი - 2 (1)(b) და (2), მუხლები 3 და 4.
  • ტერიტორიული მოქმედების სფერო: ყველა ნაწილი: მუხლები - 5- დან  8-ის ჩათვლით.
  • გადასახადის გადამხდელები: მე-9 მუხლი, მე-2 პუნქტი;
  • დასაბეგრი ოპერაციები: მუხლი – 17 და მუხლები 20- დან 23-ის ჩათვლით;
  • დაბეგვრის ადგილი: მუხლები – 33, 34, 35 36(2), 37, 40, 41, 42, 43(2). 50, 51, 52 და 57;
  • დაბეგვრის დრო და დღგ-ს დაბეგვრა: მუხლები – 67, 68 და 69;
  • დასაბეგრი თანხა: გაერთიანების შიგნით საქონლის შეძენა: მუხლები – 83 და 84;
  • განაკვეთები: მუხლები - 100, 101 და გამონაკლისები გარკვეული წევრი სახელმწიფოებისთვის: მუხლები 104-დან 129–ის ჩათვლით;
  • გადასახადებისგან გათავისუფლება: ოპერაციები გაერთიანების შიგნით: მუხლები 138-დან 142-ის ჩათვლით; იმპორტი: მუხლები - 143(1)(d), 145; ექსპორტი: მუხლები -  146(1)(b)); საერთაშორისო ტრანსპორტი: 149, 150(1); საერთაშორისო ვაჭრობა: მუხლები - 162, 164, 165 და 166. 
  • ჩათვლები: მუხლი - 171(1) და მუხლი 172.
  • ვალდებულებები: მუხლები - 195, 196, 197, 200, 209, 210, 213(2), 214(1), გარდა მუხლისა 214(1)(a) და მუხლისა 216.
  • ანგარიშ-ფაქტურისწარმოება: მუხლი 237.
  • აღრიცხვა: მუხლები- 243, 245 და 249.
  • დეკლარირება: მუხლები - 253, 254, 257, 258 და 259.
  • ანგარიში დღგ-სა და ბრუნვის თაობაზე: მუხლები 262-დან 270-ის-ის ჩათვლით.
  • გარკვეულ იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები: მუხლები 274-დან 280-ის ჩათვლით.
  • სპეციალური სქემები: მუხლები 293, 294 და 344-დან 356-ის ჩათვლით; სპეციალური სქემა ელექტრონული ვაჭრობისთვის: 357-ე მუხლიდან 369 მუხლის ჩათვლით.
  • გამონაკლისები გარკვეული წევრი სახელმწიფოებისთვის: 370-ე მუხლიდან 396-ე მუხლის ჩათვლით.
  • სხვადასხვა: 397-ე მუხლიდან მე-400 მუხლის ჩათვლით.
  • დასკვნითი დებულებები: 402-ე მუხლიდან 414-ე მუხლის ჩათვლით.

ვადა: ამ დირექტივის დებულებები, ზემოთმოცემული დებულებების გამოკლებით, უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

საქართველო იტოვებს უფლებას, დღგ-ის გადასახადისგან გაათავისუფლოს საქონლისა და მომსახურების მიწოდება, რომელიც შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე.

2011 წლის 21 ივნისის საბჭოს 2011/64/EU დირექტივა წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში, გარდა შემდეგი მუხლებისა: 7(2), 8, 9, 10, 11, 12, 14(1), 14(2), 14(4), 18 და 19, რომელთათვისაც ასოცირების საბჭოს მიერ გრაფიკის შესახებ შემოთავაზება წარმოდგენილი იქნება შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე.

2007 წლის 20 დეკემბრის საბჭოს 2007/74/EC დირექტივა მესამე ქვეყნებიდან მგზავრების მიერ შემოტანილი საქონლის დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი ნაწილი:

  • ნაწილი 3 რაოდენობრივი შეზღუდვების შესახებ
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან  სამი წლის ვადაში.

1992 წლის 19 ოქტომბრის საბჭოს 92/83/EEC დირექტივა ალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურის ჰარმონიზაციის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან  სამი წლის ვადაში.

საქართველო იტოვებს უფლებას, რომ აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლოს  ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც წარმოებულია კერძო პირების მიერ მცირე რაოდენობით და გათვლილია სახლში მოხმარებისთვის და არა ბაზარზე გასატანად. 

2003 წლის 27 ოქტომბრის საბჭოს 2003/96/EC დირექტივა ევრო გაერთიანების ფარგლებში ენერგო პროდუქტებისა და ელექტროენერგიის დაბეგვრის ჩარჩოს რესტრუქტურიზაციის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები, ამ დირექტივის  I დანართის გამოკლებით, უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში

2008 წლის 16 დეკემბრის საბჭოს 2008/118/EC დირექტივა აქციზის გადასახადთან დაკავშირებული ზოგადი ღონისძიებების შესახებ

შესრულდება 2008/118/EC დირექტივის შემდეგი მუხლი:

  • მუხლი 1
ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

1986 წლის 17 ნოემბრის საბჭოს მეცამეტე დირექტივა 86/560/EEC წევრ სახელმწიფოთა იმ კანონების ჰარმონიზაციის შესახებ, რომლებიც ეხება ბრუნვის გადასახადებს – ღონისძიებები დამატებული ღირებულების გადასახადის  დაბრუნების მიზნით იმ გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებიც არ არიან დაფუძნებულნი გაერთიანების ტერიტორიაზე 

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

დანართი XXIII

სტატისტიკა

წინამდებარე შეთანხმების V კარის (ეკონომიკური თანამშრომლობა), მე-4 თავის (სტატისტიკა) 291-ე მუხლში ნახსენები ევროკავშირის კანონმდებლობა სტატისტიკის სფეროში, მოცემულია ყოველწლიურად განახლებად „სტატისტიკური მოთხოვნების შესახებ მოკლე მიმოხილვაში“ და მხარეთა მიერ განიხილება წინამდებარე შეთანხმების დანართად.

„სტატისტიკური მოთხოვნების შესახებ მოკლე მიმოხილვის“ ბოლო ვერსია წარმოდგენილია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი) ვებ-გვერდზე ელექტრონული ფორმით http://epp.eurostat.ec.europa.eu

დანართი  XXIV

ტრანსპორტი

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

საგზაო ტრანსპორტი

ტექნიკური პირობები

1992 წლის 10 თებერვლის საბჭოს 92/6/EEC დირექტივა გაერთიანების ფარგლებში ზოგიერთი კატეგორიის ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟებისა და გამოყენების შესახებ 

ვადა:

საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის ყველა სახეობაზე ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის უკვე დარეგისტრირებული ეროვნული ტრანსპორტის ქსელში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისათვის, ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

პირველად დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

1996 წლის 25 ივლისის საბჭოს 96/53/EC დირექტივა, რომელიც ეხება გაერთიანების ფარგლებში მოძრავი გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ეროვნულ და საერთაშორისო გადაზიდვებში დასაშვებ მაქსიმალურ განზომილებებს და საერთაშორისო გადაზიდვებში დასაშვებ მაქსიმალურ წონას     

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

2009 წლის 6 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/40/EC დირექტივა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების საგზაო მოძრაობისთვის გამოსადეგი ტესტების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის და შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.  

უსაფრთხოების პირობები

2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივა მართვის მოწმობების თაობაზე

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • მართვის მოწმობების კატეგორიების შემოღება (მე-4 მუხლი)
  • მართვის მოწმობის გაცემის პირობები (მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები)
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის ტესტების მოთხოვნები (II და III დანართები)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

2008 წლის 24 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/68/EC დირექტივა სახიფათო ტვირთების შიდა გადაზიდვის შესახებ

ვადა:

საერთაშორისო გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

შიდა გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

სოციალური პირობები

2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა  და საბჭოს (EC) N 561/2006 რეგულაცია საგზაო ტრანსპორტთან დაკავშირებული გარკვეული სოციალური   კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ

ვადა:

საერთაშორისო გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან

შიდა გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულნი იქნებიან წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის, ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1985 წლის 20 დეკემბრის საბჭოს (EEC) N 3821/85 რეგულაცია საგზაო ტრანსპორტში ხმის ჩამწერი მოწყობილობების შესახებ

ვადა:

საერთაშორისო გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან

შიდა გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული იქნება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის, ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა  და საბჭოს 2006/22/EC დირექტივა საგზაო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სოციალური კანონმდებლობის შესახებ საბჭოს (EEC) N 3820/85 და (EEC) N 3821/85 რეგულაციების იმპლემენტაციის მინიმალური პირობების შესახებ

ვადა:

საერთაშორისო გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან.

შიდა გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2009 წლის 21 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 1071/2009 რეგულაცია, რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო ოპერატორის დასაქმების მიზნით შესასრულებელი პირობების შესახებ საერთო წესებს

გამოიყენება ამ რეგულაციის შემდეგი დებულებები:

  • მუხლები – 3, 4, 5, 6, 7 (ფინანსური მდგომარეობის მონეტარული ღირებულების გარეშე), 8, 10, 11, 12, 13, 14 და 15 და ამ რეგულაციის I დანართი

ვადა:

საერთაშორისო გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში.

შიდა გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

2002 წლის 11 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2002/15/EC, მოძრავ საგზაო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში

2003 წლის 15 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2003/59/EC ტვირთის გადაზიდვისა ან მგზავრთა გადაყვანის მიზნით გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მძღოლების საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული ტრეინინგების შესახებ

ვადა:

საერთაშორისო გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

შიდა გადაზიდვაში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

ფისკალური პირობები

1999 წლის 17 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/62/EC დირექტივა გარკვეული ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის მძიმე ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალებების დაბეგვრის შესახებ 

ვადა: ამ დირექტივის დებულებები შესრულდება მას შემდეგ, რაც საქართველო გადაწყვეტს, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის შემოიღოს გარკვეული ზომები ან მოსაკრებელი. 

სარკინიგზო ტრანსპორტი

ბაზარზე და ინფრასტრუქტურაზე დაშვება

2012 წლის 21 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012/34/EC დირექტივა რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდა ერთიანი ევროპული სარკინიგზო ზონა  

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • მუხლები 1-დან 9-ის ჩათვლით
  • მუხლები 16-დან 25-ის ჩათვლით
  • მუხლები 26-დან 57 ის ჩათვლით   
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს 2022 წლის აგვისტოსთვის.

2010 წლის 22 სექტემბრის  ევროპარლამენტისა და საბჭოს N 913/2010 რეგულაცია (ევროკავშირი)კონკურენტული ტვირთისთვის ევროპული სარკინიგზო ქსელის თაობაზე  

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

ტექნიკური და უსაფრთოხების პირობები, ურთიერთთავსებადობა

2004 წლის 29 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/49/EC დირექტივა გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივა იმ მატარებლის მემანქანეთა სერთიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2008 წლის 17 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/57/EC დირექტივა გაერთიანების ფარგლებში სარკინიგზო სისტემის ურთიერთთავსებადობის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

2008 წლის 24 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/68/EC დირექტივა სახიფათო ტვირთის შიდა ტრანსპორტირების შესახებ  

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

სხვა ასპექტები

2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 1370/2007 რეგულაცია საზოგადოებრივი სამგზავრო სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ

ვადა: საზოგადოებრივი სამგზავრო სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

საზოგადოებრივი სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ ამ რეგულაციის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წინადადება წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში.

2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1371/2007 რეგულაცია (EC)  რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები (მე-9, მე-11, მ-12, მე-19; მე-20(1), 26-ე მუხლების გარდა) უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში. ამ რეგულაციის მე-9, მე-11, მე-12, მე-19; მე-20(1), 26-ე მუხლები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში. საქართველო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ამ რეგულაციის I დანართი, მხოლოდ გარდაბნის სადგურიდან კარწახის სადგურამდე მონაკვეთში, სახელმწიფო საზღვრამდე (224 კმ.), მას შემდეგ, რაც ეს ხაზი  ამოქმედდება.  

საჰაერო ტრანსპორტი

საჰაერო ტრანსპორტის სექტორში ეტაპობრივი დაახლოება ექცევა „ერთის მხრივ, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების მოქმედების ქვეშ, რომელსაც ხელი მოეწერა 2010 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელში და რომლის დანართში მოცემულია ავიაციის სფეროში ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის სია და ვადები იმპლემენტაციისთვის.   

დანართი XXV

ენერგეტიკა

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

ელექტროენერგია

2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის სისტემებზე  დაშვების პირობების შესახებ 

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2006 წლის 18 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2008 წლის 22 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/92/EC დირექტივა გაერთიანების პროცედურების შესახებ სამრეწველო მომხმარებლისათვის დაწესებული გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით

ბუნებრივი აირი

2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი აირის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 715/2009 რეგულაცია, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ, 2010 წლის 10 ნოემბრის ევროკომისიის 2010/685/UE გადაწყვეტილების საფუძველზე მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით

ვადა: საქართველოს მიერ N 715/2009 რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2008 წლის 22 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/92/EC დირექტივა გაერთიანების პროცედურების შესახებ სამრეწველო მომხმარებლისათვის დაწესებული გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2010 წლის 20 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 994/2010 რეგულაცია ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

განახლებადი ენერგია

2009 წლის 23 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/28/EC დირექტივა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ 

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

ნავთობი

2009 წლის 14 სექტემრის საბჭოს 2009/119/EC დირექტივა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, შეინახონ გადაუმუშავებელი ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური მარაგები

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

ენერგოეფექტურობა

2006 წლის 5 აპრილის 2006/32/EC დირექტივა ენერგიის საბოლოო მოხმარების ეფექტიანობისა და ენერგო მომსახურებების შესახებ

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2010 წლის 19 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/31/EU დირექტივა შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან ძალაში არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2010 წლის 19 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/30/EU დირექტივა ენერგომოხმარების პროდუქტების მიერ მოხმარებული ენერგიისა და სხვა წყაროების ეტიკეტირების და პროდუქციის თაობაზე სტანდარტული ინფორმაციის მითითების შესახებ

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან ძალაში არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

საიმპლემენტაციო დირექტივები/რეგულაციები:

ვადა: საქართველოს მიერ ზემოთმოცემული საიმპლემენტაციო ზომების დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

ნახშირწყალბადის რესურსების ძიება და მოპოვება

1994 წლის 30 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 94/22/EC დირექტივა ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

ენერგოეფექტურობა

2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012/27/EU დირექტივა ენერგოეფექტურობის შესახებ

ვადა: საქართველოს მიერ ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან არ მოხდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, ასოცირების საბჭოს წარედგინება წინადადება ახალი ვადის შესახებ ამ  შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში.

2009 წლის 23 აპრილის ევროპარლამენტისა და 2009/33/EC საბჭოს დირექტივა სუფთა და ენერგოეფექტური საგზაო სატრანსპორტო საშუალებების ხელშეწყობის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

2009 წლის 18 სექტემბრის ევროკომისიის (EC) N 859/2009 რეგულაცია, რომელსაც ცვლილებები შეაქვს (EC) N 244/2009 რეგულაციაში ენერგიის დამზოგავი საყოფაცხოვრებო ნათურების ულტრაიისფერი გამოსხივების ეკოდიზაინის მოთხოვნების შესახებ

ვადა:  N 859/2009 რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

2009 წლის 4 თებერვლის ევროკომისიის (EC) N 107/2009 რეგულაცია, რომელიც ახორციელებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/32/EC დირექტივას მოდემების ეკო-დიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

2008 წლის 17 დეკემბრის ევროკომისიის (EC) N 1275/2008 რეგულაცია, რომელიც ახორციელებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/32/EC დირექტივას, ელექტრო და ელექტრონული საყოფაცხოვრებო და საოფისე მოწყობილობების მიერ  მოლოდინის და გამორთულ რეჟიმში ელექტროენერგიის მოხმარების ეკოდიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2009 წლის 22 ივლისის ევროკომისიის (EC) N 641/2009 რეგულაცია, რომელიც ახორციელებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/32/EC დირექტივას პროდუქტში ინტეგრირებული კონდიცირებისა და გათბობის სისტემების ცირკულარის ეკოდიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2009 წლის 22 ივლისის ევროკომისიის (EC) N 640/2009 რეგულაცია, რომელიც ახორციელებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/32/EC დირექტივას, ელექტრო ძრავების ეკოდიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

2009 წლის 22 ივლისის ევროკომისიის (EC) N 643/2009 რეგულაცია, რომელიც ახორციელებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/32/EC დირექტივას საყოფაცხოვრებო სამაცივრე მოწყობილობების ეკოდიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

2009 წლის 22 ივლისის ევროკომისიის (EC) N 642/2009 რეგულაცია, რომელიც ახორციელებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/32/EC დირექტივას ტელევიზორების ეკოდიზაინის მოთხოვნებთან მიმართებით

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/42/EEC დირექტივა თხევად ან აალებად საწვავზე მომუშავე ცხელი წყლის ბოილერების ეფექტიანობის მოთხოვნების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2008 წლის 15 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 106/2008 რეგულაცია საოფისე მოწყობილობისათვის გაერთიანების ენერგოეფექტური ეტიკეტირების პროგრამის შესახებ

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის (EC) N 1222/2009 რეგულაცია   საწვავის გამოყენების ეფექტიანობისა და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან მიმართებაში  საბურავების ეტიკეტირების შესახებ

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2010 წლის 10 ნოემბრის ევროკომისიის რეგულაცია (EU) N 1015/2010, რომელიც უზრუნველყოფს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/125/EC დირექტივის  განხორციელებას, საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანების ეკოდიზაინის მოთხოვნების შესახებ

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2010 წლის 10 ნოემბრის ევროკომისიის (EU) N 1016/2010 რეგულაცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/125/EC დირექტივის  განხორციელებას საყოფაცხოვრებო ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეკოდიზაინის მოთხოვნების შესახებ

ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

დანართი XXVI

გარემოს დაცვა

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

გარემოსდაცვითი მმართველობა და გარემოს  საკითხების  პოლიტიკის სხვა სფეროებში ინტეგრირება

2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივა გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ები)ს განსაზღვრა (მუხლები 2 და 3)
  • მოთხოვნების ჩამოყალიბება, რომლითაც I დანართის პროექტები დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) და პროცედურების შემუშავებას, რათა გადაწყდეს, II დანართის რომელი პროექტები საჭიროებს გზშ-ს (მუხლი 4). იმ სფეროებთან დაკავშირებული დებულებები, რომლებიც ცალკეა წარმოდგენილი წინამდებარე თავში, უნდა განხორციელდეს იმავე ვადებში, როგორც ეს მითითებულია შესაბამის დირექტივებში;
  • იმ ინფორმაციის შემადგენლობის განსაზღვრა, რომლის წარმოდგენაც მოეთხოვება დეველოპერს   (მუხლი 5);
  • გარემოს დაცვის უწყებასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცედურების განსაზღვრა (მუხლი 6);
  • ინფორმაციის გაცვლისა  და კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან, რომელთა გარემოზეც პროექტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს  (მუხლი 7);
  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ები)ს განსაზღვრა;
  • განვითარების ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების შედეგების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებისათვის სათანადო ზომების მიღება (მუხლი 9);
  • ადმინისტრაციულ და სამართლებრივ დონეზე ეფექტიანი, ხელმისაწვდომი და დროული განხილვის პროცედურების დანერგვა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები (მუხლი 11).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

2001 წლის 27 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/42/EC დირექტივა გარკვეული გეგმებისა და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ.

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ები)ს განსაზღვრა
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.
  • პროცედურის ჩამოყალიბება, რომლითაც განისაზღვრება, თუ რომელი გეგმა ან პროგრამა მოითხოვს სტრატეგიულ გარემოსდაცვით    შეფასებას და შესაბამისი მოთხოვნების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული გეგმები და პროგრამები, სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დაექვემდებარება (მუხლი 3);
  • გარემოსდაცვით უწყებასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციებისათვის პროცედურების განსაზღვრა (მუხლი 6);
  • ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან,  რომელთა გარემოზეც პროექტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს  (მუხლი 7);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/4/EC დირექტივა საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური  ორგანო(ები)ს განსაზღვრა
  • პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, რითაც  უზრუნველყოფილი იქნება  საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და შესაბამისი გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, (მუხლი 3 და 4);
  • სახელმწიფო ორგანოების მიერ გარემოს შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, (მუხლი 3(1));
  • პროცედურების შემუშავება იმ გადაწყვეტილებების განსახილველად,  რომელთა საფუძველზეც არ მოხდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემა ან მოხდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მხოლოდ  ნაწილობრივი გაცემა (მუხლი 6);
  • საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების სისტემის დანერგვა (მუხლი 7).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

2003 წლის 26 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/35/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

უნდა იკითხებოდეს შემდეგ დირექტივებთან კავშირში: 2008/50/EC, 91/676/EEC, 2008/98/EC, 2010/75/EU, 2011/92/EU

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ები)ს განსაზღვრა
ვადა: 2003/35/EC დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.
  • საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის შემუშავება, (მუხლი 2(2)(a) და 2(2)(d);
  • საჯარო კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება (მუხლი 2 (2)(b) და 2(3));
  • მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მხრიდან შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღებას, მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით  (მუხლი 2(2)(c));
  • აღნიშნულ პროცედურებში საზოგადოებისათვის ადმინისტრაციულ და სამართლებრივ დონეზე  ეფექტიანი, დროული, ასევე მატერიალურად ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების  უზრუნველყოფა  (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის) (მუხლი 3(7) და მუხლი 4(4), გზშ და დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის ინტეგრირებული სისტემა);
ვადა: 2003/35/EC დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივა გარემოსდაცვითი  პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც შეეხება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციასა და დაზიანებული გარემოს აღდგენას 

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა (მუხლი 11)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.
  • წესებისა და პროცედურების დაწესება, რომლებიც მიზნად ისახავენ გარემოზე (წყალი, ხმელეთი, ცხოველებისა და მცენარეების დაცული სახეობები და ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო)   ზიანის  მიყენების პრევენციასა და დაზიანებული გარემოს აღდგენას "დამაბინძურებელი იხდის" პრინციპზე დაყრდნობით (მუხლი 5, 6, 7, დანართი II). „არსებული საუკეთესო ტექნოლოგიები“-ს (Best Available Techniques BAT) გამოყენებით, ზიანის გამოსწორების ალტერნატივების შეფასებასთან დაკავშირებული დებულებები  უნდა განხორციელდეს იგივე ვადებში, როგორც ეს მითითებულია შესაბამის დირექტივებში;
  • მკაცრი  პასუხისმგებლობის დაწესება სახიფათო საქმიანობების განმახორციელებელ საწარმოებში (მუხლი 3(1)(a) და დანართი III). წაკითხულ იქნას ამ თავში გათვალისწინებულ შესაბამის დირექტივებთან მიმართებაში.
  • ოპერატორებისათვის ვალდებულებების დაწესება, რათა განახორციელონ პრევენციული და  აღდგენითი ღონისძიებები, მათ შორის ზარალის ანაზღაურება (მუხლი 5, 6, 7, 8, 9 და 10)
  • მექანიზმების შემუშავება დაზარალებული პირებისათვის, მათ შორის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რათა მათ გარემოს დაბინძურების შემთხვევაში მოითხოვონ კომპეტენტური ორგანოებისაგან რეაგირება, მათ შორის დამოუკიდებელი დასკვნა (მუხლი 12 და 13);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

ჰაერის ხარისხი

2008 წლის 21 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/50/EC დირექტივა ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • ზონებისა და აგლომერაციების დადგენა და კლასიფიცირება (მუხლი 4);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების რეჟიმის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით (მუხლები 5, 6 და 9);
ვადა: ამ დირექტივის  ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • ჰაერის ხარისხის გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისათვის, სადაც დაბინძურების დონე ზღვრულ /მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება (მუხლი 23);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისათვის, სადაც არსებობს საგანგაშო ზღვრების გადაჭარბების რისკი (მუხლი 24);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება  (მუხლი 26);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის განმავლობაში, გარდა მუხლი 26(1)(დ)-სა, რომელიც შესრულდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

2004 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/107/EC დირექტივა ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობის შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • ზონებისა და აგლომერაციების დადგენა და კლასიფიცირება (მუხლი 3(2));
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.
  • ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების რეჟიმის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით (მუხლი 4).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.
  • შესაბამის დამაბინძურებლებთან მიმართებაში ჰაერის ხარისხის შენარჩუნების/გაუმჯობესების მიზნით სათანადო ზომების მიღება  (მუხლი 3(1) და 3(3)).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC დირექტივა ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ, რომელიც შესწორებულია N 1882/2003 (EC რეგულაციის და 2005/33/EC დირექტივის მიხედვით.

გამოიყენება 1999/32/EC დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის  განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.
  • სინჯების აღების ეფექტური სისტემის შექმნა და ანალიზისათვის შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების დადგენა (მუხლი 6);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • დადგენილ ზღვრებზე მეტი გოგირდის შემცველობის მქონე მძიმე საწვავისა და გაზოილის (ნავთობის გამოხდის თხევადი პროდუქტი) გამოყენების აკრძალვა, (მუხლები 3(1) და 4(1));
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • საზღვაო ტრანსპორტის საწვავის სახეობებში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენა (მუხლები 4(a) და 4(b));
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

1994 წლის 20 დეკემბრის 94/63/EC დირექტივა ბენზინის შენახვითა და მისი ტერმინალებიდან ავტოგასამართ სადგურებში დისტრიბუციით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთის (VOC) გაფრქვევების კონტროლის შესახებ, N 1882/2003 (EC) რეგულაციით შეტანილი  ცვლილების თანახმად.

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • ყველა ტერმინალის იდენტიფიცირება, სადაც ბენზინის შენახვა და ჩატვირთვა ხდება (მუხლი 2).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • ტერმინალებისა და ავტოგასამართი სადგურების საცავებიდან და ტერმინალებზე მოძრავი კონტეინერების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის დროს ბენზინის დაღვრის შესამცირებლად ტექნიკური ზომების დაწესება (მუხლი 3, 4 და 6, დანართი III).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • ყველა საგზაო ცისტერნის ჩამტვირთავ მოწყობილობასა და მოძრავი კონტეინერისთვის მოთხოვნების შესრულების ვალდებულების დაწესება (მუხლი 4 და 5).  
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/42/EC  დირექტივა ზოგიერთ საღებავში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების შემცირების შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • საღებავებსა და ლაქებში აქროლადი ორგანული ნაერთის (VOC) შემცველობის მაქსიმალური  ზღვრული მნიშვნელობის დაწესება (მუხლი 3 და დანართი II).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.
  • მოთხოვნების დაწესება, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ბაზარზე არსებული პროდუქციის ეტიკეტირება და ბაზარზე პროდუქტების განთავსება, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს (მუხლები 3 და 4).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

წყლის ხარისხი და წყლის  რესურსების, მათ შორის საზღვაო გარემოს მართვა

2000 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/60/EC დირექტივა წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი  მოქმედებისათვის  ჩარჩოს შემუშავების შესახებ2455/2001/EC გადაწყვეტილებით შეტანილი შესწორებების შესაბამისად.

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • მდინარის აუზის უბნების განსაზღვრა და ადმინისტრაციული მექანიზმების დაწესება საერთაშორისო მდინარეების, ტბებისა და სანაპირო წყლებისათვის (მუხლი 3(1)-დან 3(7))-ის ჩათვლით);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • მდინარის აუზის უბნების მახასიათებლების ანალიზი (მუხლი 5);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამების ჩამოყალიბება (მუხლი 8);

ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები (გრუნტის წყლებთან დაკავშირებული) უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები (ზედაპირულ წყლებთან დაკავშირებული) უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

  • მდინარის აუზის მართვის გეგმების მომზადება, საზოგადოებასთან კონსულტაციები და ამ გეგმების გამოქვეყნება (მუხლი 13 და 14).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ათი წლის ვადაში.

2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/60/EC დირექტივა წყალდიდობის რისკების შეფასებისა და  მართვის შესახებ.

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • წყალდიდობების შესახებ წინასწარი შეფასების გაკეთება (მუხლები 4 და 5)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • წყალდიდობის საფრთხეების რუკებისა და წყალდიდობის რისკების რუკების მომზადება (მუხლი 6).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • წყალდიდობის რისკის მართვის გეგმების შემუშავება (მუხლი 7).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

1991 წლის 21 მაისის საბჭოს 91/271/EEC დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ98/15/EC დირექტივითა და N 1882/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

გამოიყენება 91/271/EEC დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • ურბანული ჩამდინარე  წყლის შეგროვებისა და გაწმენდის მდგომარეობის შეფასება;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება (მუხლი 5 და დანართი II);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამების მომზადება ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისა და გაწმენდისათვის.
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

1998 წლის 3 ნოემბრის საბჭოს 98/83/EC დირექტივა ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ (EC) N 1882/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად 

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • სასმელი წყლის სტანდარტების დაწესება (მუხლი 4 და 5).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 6 და 7);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმების შემუშავება (მუხლი 13).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

1991 წლის 12 დეკემბრის საბჭოს 91/676/EEC დირექტივა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული  ნიტრატებით დაბინძურებისაგან წყლების დაცვის შესახებ(EC) N 1882/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად 

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა.
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • მონიტორინგის პროგრამების შექმნა (მუხლი 6 ).

ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები (გრუნტის წყლებთან დაკავშირებული) უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები (ზედაპირულ წყლებთან დაკავშირებული) უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

  • დაბინძურებული წყლების ან რისკის ქვეშ მყოფი წყლების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა (მუხლი 3)

ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები (გრუნტის წყლებთან დაკავშირებული) უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები (ზედაპირულ წყლებთან დაკავშირებული) უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

  • სამოქმედო გეგმების შემუშავება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისათვის კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა (მუხლი 4 და 5)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

2008 წლის 17 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/56/EC დირექტივა საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში  საზოგადოებრივი ქმედებებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.
  • საზღვაო სტრატეგიის შემუშავება ვეროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში (მუხლები 5 და 6) (ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის შემთხვევაში, საქართველოს მიერ 6(2) მუხლის საფუძველზე აღებული ვალდებულებები შესაბამისობაში იქნება იმ ვალდებულებებთან, რომლებიც განსაზღვრულია შავი ზღვის კონვენციით);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.
  • ზღვის წყლების წინასწარი შეფასება, კარგი გარემოს სტატუსის განსაზღვრა და გარემოს დაცვითი მიზნებისა და ინდიკატორების ჩამოყალიბება (მუხლი 5 და მუხლები 8-10)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • მონიტორინგის პროგრამის შექმნა   მიმდინარე შეფასებებისა და მიზნების რეგულარული განახლებისათვის (მუხლები 5 და 11); 
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • ღონისძიებების პროგრამის მომზადება გარემოს კარგი  მდგომარეობის მიღწევის მიზნით (მუხლები 5 და 13).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

ნარჩენების მართვა

2008 წლის 19 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/98/EC  დირექტივა ნარჩენების შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.
  • ნარჩენების მართვის გეგმების მომზადება  ნარჩენების  ხუთსაფეხურიანი იერარქიის შესაბამისად და  ნარჩენების პრევენციის პროგრამების შემუშავება (თავი V, 29(4) მუხლის გარდა);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • ხარჯების ამოღების მექანიზმის შემუშავება "დამაბინძურებელი იხდის" პრინციპზე დაყრდნობით (მუხლი 14);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • სანებართვო სისტემის შექმნა ისეთი ობიექტებისათვის, რომლებიც ეწევიან ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ოპერაციებს და იღებენ სპეციალურ ვალდებულებებს სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით (თავი IV).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • ნარჩენების შემგროვებელი და გადამზიდავი დაწესებულების  და საწარმოების   რეგისტრაციის შემოღება (თავი IV).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

1999 წლის 26 აპრილის საბჭოს 1999/31/EC  დირექტივა ნაგავსაყრელების შესახებ  (EC) N 1882/2003 რეგულაციით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად 

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა.
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.
  • ნაგავსაყრელების  კლასიფიკაცია (მუხლი 4);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, რომლითაც შემცირდება ნაგავსაყრელზე   ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მოხვედრა  (მუხლი 5).
ვადა: ამ დირექტივის 5(1) მუხლის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ასოცირების საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელზე მოსახვედრი ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების შემცირების თარიღისა და პროცენტული მაჩვენებლის შესახებ, ასევე განსაზღვრავს საანგარიშო წელს. ამ დირექტივის მუხლი 5(3) და 5(4) შესრულდება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.
  • ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მიღების პროცედურების, განაცხადის შეტანისა  და სანებართვო  სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 5-7, 11, 12 და 14, გარდა მუხლის 7 (i) იმ ნაწილისა, რომელიც შეეხება 8 (a) (iv) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • დადგინდეს  კონტროლის და მონიტორინგის პროცედურები ნაგავსაყრელების ოპერირების, დახურვის და დახურვის შემდგომ ფაზებში მოვლის პროცედურების შესახებ  (მუხლი 12 და 13).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • არსებული ნაგავსაყრელებისათვის  პირობათა  გეგმების შემუშავება (მუხლი 14);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • ხარჯთაღრიცხვის მექანიზმების შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ნაგავსაყრელის მოწყობასა და ოპერირებას, და რამდენადაც შესაძლებელია, დახურვასა და დახურვის შემდგომ   მოვლა-პატრონობის პროცედურებს (მუხლი 10,  გარდა მუხლის 8 (a) იმ ნაწილისა, რომელიც ეხება 8 (a) (iv) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.
  • ნაგავსაყრელზე განთავსებამდე გარკვეული ნარჩენების დამუშავების უზრუნველყოფა  (მუხლი 6).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

2006 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/21/EC დირექტივა მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.
  • ოპერატორების მიერ ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა; ნარჩენების გადამამუშავებელი  საწარმოების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია  (მუხლები 4 და 9 და დანართი III, პირველი პუნქტი).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • სანებართვო, ინსპექტირებისა და ფინანსური გარანტიების  სისტემის ჩამოყალიბება (მუხლები 7 და 17).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დარჩენილი კარიერების მართვისა და მონიტორინგის პროცედურების შემუშავება (მუხლი 10)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში
  • .სამთო-მოპოვებითი ნარჩენების მოპოვების შედეგად არსებული ადგილების   დახურვისა და დახურვის შემდგომი პროცედურების შემუშავება (მუხლი 12).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • დახურული სამთო-მოპოვებითი ნარჩენების მომპოვებელი ადგილების ინვენტარიზაცია (მუხლი 20).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

ბუნების დაცვა

2009 წლის 30 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/147/EC დირექტივა გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.
  • ფრინველთა იმ სახეობების შეფასება, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციის განსაკუთრებულ ზომებს, ასევე ფრინველთა რეგულარულად მიგრირებადი სახეობების  შეფასება.
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.
  • ფრინველთა სახეობებისათვის დაცვის სპეციალური არეალების განსაზღვრა და დაწესება (მუხლი 4(1));
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • რეგულარულად მიგრირებადი სახეობების დაცვის მიზნით კონსერვაციის სპეციალური ზომების მიღება (მუხლი 4(2)).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • დაცვის ზოგადი სისტემის შექმნა  გარეულ ფრინველთა ყველა სახეობისთვის, რომელთაგანაც სანადირო ფრინველები სპეციალურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება  და დატყვევების/მოკვლის გარკვეული ხერხების აკრძალვა (მუხლები 5, 6, 7 და 8 და მუხლი 9(1) და 9(2)).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში. ნახევრად ავტომატური და ავტომატური იარაღის აკრძალვა, რომლის მჭიდიც ტყვიების ორ ხვიაზე მეტს იტევს, უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/43/EC დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ,   97/62/EC2006/105/EC დირექტივების და (EC) N 1882/2003 რეგულაციის მიერ შეტანილი შესწორებების შესაბამისად.

გამოიყენება 92/43/EC დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.
  • ზურმუხტის ქსელის  ტერიტორიების ინვენტარიზაცია აღნიშნული ტერიტორიების მითითება და მათი მართვისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა (მუხლი 4).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • მსგავსი ტერიტორიების კონსერვაციისათვის საჭირო ზომების შემუშავება (მუხლი 6)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • საქართველოში გავრცელებული ჰაბიტატებისა და დაცული სახეობების კონსერვაციის სტატუსის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 11).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • სახეობების დაცვის მკაცრი რეჟიმის დაწესება იმ სახეობებისთვის, რომელთა ჩამონათვალიც ამ დირექტივის IV დანართშია მოცემული, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს მიერ და შეესაბამება ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ ზოგიერთ სახეობაზე დაწესებულ დათქმებს (მუხლი 12).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • განათლების ხელშეწყობისა და საზოგადოების ზოგადი ინფორმირების უზრუნველსაყოფად მექანიზმის ჩამოყალიბება (მუხლი 22(c)).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები

2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივა სამრეწველო ემისიების შესახებ

გამოიყენება ამ დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • სამრეწველო  ობიექტების განსაზღვრა, რომლებიც ნებართვას საჭიროებენ
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის განმავლობაში. ამ დირექტივის I დანართის - 6(3); 6(4); 6(6) პუნქტებით განსაზღვრული დანადგარებისათვის განსხვავებული ზღვარი დაწესდება ასოცირების საბჭოს შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინადადებები გადაეგზავნება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • ინტეგრირებული სანებართვო სისტემის განხორციელება (მუხლები 4-6, 12, 17(2), 21 და 24 და დანართი IV)
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 წლის განმავლობაში. ამ დირექტივის I დანართის - 6(3); 6(4); 6(6) პუნქტებით განსაზღვრული დანადგარებისათვის - ასოცირების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მაქსიმუმ ექვსი წლის ვადაში.
  • სანებართვო პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება (მუხლი 8, 14(1)(d) და 23(1))
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • „არსებული საუკეთესო ტექნოლოგიები“-ს (Best Available Techniques BAT) დანერგვა, „არსებული საუკეთესო ტექნოლოგიები“-ს შესახებ დოკუმენტის, BREF-ის (Best Available Techniques Reference Document) დასკვნების გათვალისწინებით (მუხლი 14 (3-6) და 15 (2-4))
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 12 წლის ვადაში.
  • წვის ქარხნებისთვის გაფრქვევის ზღვრული ნორმების ლიმიტების დაწესება (მუხლი 30 და დანართი V);
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  ახალი დანადგარებისათვის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო არსებული დანადგარების შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 12 წლის ვადაში.
  • გარდამავალი ეროვნული გეგმების შემუშავება არსებული ქარხნებიდან მთლიანი ყოველწლიური ემისიის შემცირების მიზნით (არსებული ქარხნებისათვის გამონაბოლქვის ლიმიტის დაწესება ნებაყოფლობითია) (მუხლი 32).
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 12 წლის ვადაში.

1996 წლის 9 დეკემბრის 96/82/EC  დირექტივა სახიფათო ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული დიდი ავარიების საფრთხეების შესახებ, 2003/105/EC დირექტივით და (EC) N 1882/2003 რეგულაციით შეტანილი შესწორებების შესაბამისად

გამოიყენება 96/82/EC  დირექტივის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
  • შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს შორის ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმების ჩამოყალიბება;
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.
  • ობიექტების შესახებ ინფორმაციის  შენახვისა და  დიდ ავარიებზე მოხსენების წარდგენის ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბება (მუხლები 13 და 14); 
ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

ქიმიური ნივთიერებების მართვა

2008 წლის 17 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 689/2008 რეგულაცია სახიფათო ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის შესახებ .

გამოიყენება ამ რეგულაციის შემდეგი დებულებები:

  • ექსპორტის შესახებ შეტყობინების პროცედურის განხორციელება (მუხლი 7);
  • პროცედურების დანერგვა სხვა ქვეყნებიდან მიღებულ ექსპორტთან დაკავშირებული შეტყობინებების მართვის მიზნით (მუხლი 8);
  • პროცედურების დაწესება საბოლოო მარეგულირებელი ქმედების შესახებ შეტყობინებების შემუშავებისა და დაგზავნისათვის (მუხლი 10);
  • იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისა და გაგზავნის  პროცედურების დაწესება (მუხლი 12);
  • „წინასწარი ინფორმირებული თანხმობის, PIC (Prior Informed Consent) პროცედურების განხორციელება ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების, კერძოდ როტერდამის კონვენციის III დანართში ჩამოთვლილი ნივთიერებების ექსპორტის მიზნით (მუხლი 13);
  • ექსპორტისათვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირებისა და შეფუთვის მოთხოვნების შესრულება (მუხლი 16);
  • ეროვნული ორგანოს განსაზღვრა, რომლებიც გააკონტროლებენ ქიმიური ნივთიერებების იმპორტს და ექსპორტს (მუხლი 17).
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2008 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1272/2008 რეგულაცია ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის შესახებ

გამოიყენება ამ რეგულაციის შემდეგი დებულებები:

  • კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა (მუხლი 43);
  • ნივთიერებების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის იმპლემენტაცია (მუხლი 4);
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.
  • ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის იმპლემენტაცია (მუხლი 4)
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

დანართი XXVII

კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

2006 წლის 17 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 842/2006 რეგულაცია ზოგიერთი ფტორირებული სათბურის გაზების შესახებ .

გამოიყენება ამ რეგულაციის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • შესაბამისი პერსონალისა და კომპანიებისთვის ტრეინინგებისა და სერტიფიცირების ეროვნული მოთხოვნების შემუშავება/ადაპტაცია (მუხლი 5);
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.
  • შესაბამისი სექტორებიდან ემისიის მონაცემთა მოძიების მიზნით (შიდა) ანგარიშგების სისტემების შექმნა (მუხლი 6);
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.
  • აღსრულების სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 13).
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 1005/2009  რეგულაცია ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ.

გამოიყენება ამ რეგულაციის შემდეგი დებულებები:

  • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოებაზე აკრძალვის დაწესება, გარდა სპეციფიკური მოხმარების შემთხვევებისა (მუხლი 4);
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • საქართველოს მიერ მონრეალის ოქმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად (მე-5 და მე-11 მუხლები), აკრძალვის დაწესება კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბაზარზე გატანასა და მათ გამოყენებაზე, ასევე დაბრუნებულ ჰიდროქლორფტორნახშირბადებთან (HCFCs) მიმართებით, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც მაცივარ-აგენტი. საქართველო შეაჩერებს HCFCs-ის მოხმარებას საბაზისო დონეზე 2013 წლისთვის, შეამცირებს მოხმარებას 10%-ით 2015 წელს, 35%-ის 2020 წელს, და 67,5%-ით 2025 წელს და  შეწყვეტს მის მოხმარებას 2030 წლისთვის (გარდა 2,5%-სა, რომელიც გამიზნულია მომსახურების დროს გამოყენებისთვის 2040 წლამდე);   
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 15 წლის ვადაში.
  • კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების წარმოების, ბაზარზე გატანისა და მათი გამოყენების პირობების განსაზღვრა, ამგვარი ნივთიერებების, როგორც ნედლეულის, პროცესის აგენტების, მხოლოდ ლაბორატორული და ანალიტიკური დანიშნულებით და ფრეონის აუცილებელი საჭიროებისას გამორჩეული გამოყენებისთვის (III თავი). მეთილბრომიდის გამოყენება დაშვებული იქნება მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში და საქართველოში კარანტინისა და  საქონლის გადაზიდვის წინა დამუშავებისათვის.
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • განსაკუთრებული გამოყენებისთვის განკუთვნილი კონტროლირებადი ნივთიერებების იმპორტისა და ექპორტის ლიცენზირების სისტემის (IV თავი) და მეწარმეთა მიერ ანგარიშგების ვალდებულების ჩამოყალიბება (მუხლი 27)
ვადა: ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • გამოყენებული კონტროლირებადი ნივთიერებების ამოღების, გადამუშავების, აღდგენისა და განადგურების შესახებ ვალდებულებების დადგენა (მუხლი 22);
ვადა: ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.
  • კონტროლირებადი ნივთიერებების გაჟონვის  მონიტორინგისა და შემოწმების  პროცედურების დაწესება (მუხლი 23).
ვადა: ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ ამ რეგულაციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

დანართი XXVIII

კორპორაციული სამართალი,

ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

წინამდებარე დანართის მიზნებისთვის, ტერმინი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია (შპსკ) ნიშნავს საქართველოში ნებისმიერ კომპანიას, სადაც აქციონერთა პასუხისმგებლობა შეზღუდულია მათი აქციებით, და ისინი თავიანთ აქციებს სთავაზობენ საზოგადოებას ან/და აღნიშნული აქციები ექვემდებარება საჯარო ვაჭრობას (სავაჭროდ არის დაშვებული) საფონდო ბირჟაზე. ქართული სამართლის მიხედვით, ამგვარი კომპანიების განსხვავებული დანიშნულება, რომელიც შეესაბამება 77/91/EEC დირექტივაში მოცემულ ეროვნული დანიშნულებების სიას, შეთანხმდება ასოცირების საბჭოს მიერ და შეცვლის შპსკ-ს ზემოხსენებულ განმარტებას. ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ ასოცირების საბჭოს წინადადება წარედგინება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. ხსენებული მიდგომა გავრცელდება ყველა იმ დირექტივასთან მიმართებით, რომლებიც ეხება შპსკ-ს წინამდებარე დანართის საფუძველზე.         

კორპორაციული სამართალი

2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივა იმ გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც, წევრებისა და მესამე მხარეების ინტერესების დასაცავად, ითხოვენ კომპანიებისგან წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულების 48-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

კომპანიების სახეობების შესახებ წინადადება, რომელიც არ მოექცევა წინამდებარე დირექტივის 2(f) მუხლის მოქმედების ქვეშ, წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში

1976 წლის 13 დეკემბრის საბჭოს მეორე, 77/91/EEC დირექტივა, იმ გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც, წევრებისა და სხვა მხარეთა ინტერესების დასაცავად, ითხოვენ კომპანიებისგან წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულების 58-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რომელიც დაკავშირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების ჩამოყალიბებასთან და მათი კაპიტალის შენარჩუნებასა და შეცვლასთან, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი, და რომელიც შესწორდა 92/101/EEC, 2006/68/EC და 2009/109/EC დირექტივებით

ვადა: 77/91/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში. მინიმალური კაპიტალის  მოთხოვნა განიმარტება და საბოლოო გადაწყვეტილება წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის ვადაში

.1978 წლის 9 ოქტომბრის საბჭოს მესამე,  78/855/EEC  დირექტივა, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების შერწყმის შესახებ, და რომელიც შესწორდა 2007/63/EC და 2009/109/EC დირექტივებით

ვადა: 78/855/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1982 წლის 17 დეკემბრის საბჭოს მეექვსე,  82/891/EEC დირექტივა, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების გაყოფის შესახებ, და რომელიც შესწორდა 2007/63/EC და  2009/109/EC დირექტივებით

ვადა: 82/891/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს მეთერთმეტე, 89/666/EEC დირექტივა, რომელიც ეხება მეორე სახელმწიფოს სამართლით დარეგულირებული გარკვეული კატეგორიების კომპანიების მიერ წევრ სახელმწიფოებში ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით კომპანიის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროების მოთხოვნებს

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივა, კორპორაციული სამართლის სფეროში ერთ-წევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების შესახებ

ვადა: 1 მილიონ ევროზე მეტი  ბრუნვის მქონე ერთ-წევრიანი შეზღუდული პასუხისმგბელობის საჯარო კომპანიებისთვის, ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში.  წინამდებარე დირექტივის გეგმიური გამოყენება სხვა ერთ-წევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიებთან მიმართებით განიმარტება და საბოლოო გადაწყვეტილება წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში.

2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2004/25/EC, ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

2007 წლის 11 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/36/EC დირექტივა, საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართული აქციების ემიტენტ (ჩამოთვლილ) კომპანიებში აქციონერთა გარკვეული უფლებების განხორციელების თაობაზე

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

აღრიცხვა და აუდიტი

1978 წლის 25 ივლისის საბჭოს მეოთხე,  78/660/EEC დირექტივა, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს გარკვეული კატეგორიის კომპანიების წლიური ანგარიშების შესახებ

ამ დირექტივის დებულებები შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიებისთვის უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში. წინამდებარე დირექტივის გეგმიური გამოყენება სხვა კატეგორიის კომპანიებთან მიმართებით განიმარტება და საბოლოო გადაწყვეტილება წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში.

1983 წლის 13 ივნისის საბჭოს მეშვიდე, 83/349/EEC დირექტივა, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს კონსოლიდირებული ანგარიშების შესახებ

ამ დირექტივის დებულებები შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიებისთვის უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში. წინამდებარე დირექტივის გეგმიური გამოყენება სხვა კატეგორიის კომპანიებთან მიმართებით განიმარტება და საბოლოო გადაწყვეტილება წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში.

2002 წლის 19 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 1606/2002 რეგულაცია საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების გამოყენების შესახებ 

ამ რეგულაციის დებულებები შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიებისთვის უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში. ამ რეგულაციის გეგმიური გამოყენება სხვა კატეგორიის კომპანიებთან მიმართებით განიმარტება და საბოლოო გადაწყვეტილება წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში.

2006 წლის 17 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივა წლიური ანგარიშებისა და კონსოლიდირებული ანგარიშების კანონით დადგენილი აუდიტის განხორციელების შესახებ

ამ დირექტივის დებულებები შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიებისთვის უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში. წინამდებარე დირექტივის გეგმიური გამოყენება სხვა კატეგორიის კომპანიებთან მიმართებით განიმარტება და საბოლოო გადაწყვეტილება წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში.

2008 წლის 6 მაისის ევროკომისიის რეკომენდაცია კანონით დადგენილი აუდიტორებისა და საზოგადოებრივი ინტერესის დაწესებულებათა აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმებისათვის გარეგნული ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ (2008/362/EC) 

ვადა: არ არის განსაზღვრული

2008 წლის 5 ივნისის ევროკომისიის რეკომენდაცია კანონით დადგენილი აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესახებ (2008/473/EC)   

ვადა: არ არის განსაზღვრული

კორპორაციული მმართველობა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პრინციპები კორპორაციულ მმართველობასთან დაკავშირებით

ვადა: არ არის განსაზღვრული

2004 წლის 14 დეკემბრის ევროკომისიის რეკომენდაცია საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართული აქციების ემიტენტი (listed) კომპანიების დირექტორთა ანაზღაურებისთვის სათანადო რეჟიმის ხელშეწყობის შესახებ (2004/913/EC)    

ვადა: არ არის განსაზღვრული

2005 წლის 15 თებერვლის ევროკომისიის რეკომენდაცია საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართული აქციების ემიტენტი (ჩამოთვლილი)  კომპანიების არააღმასრულებელი ან ზედამხედველი დირექტორების როლისა და საბჭოს (სამეთვალყურეო) კომიტეტების შესახებ (2005/162/EC)     

ვადა: არ არის განსაზღვრული

2009 წლის 30 აპრილის ევროკომისიის რეკომენდაცია ფინანსური მომსახურებების სექტორში ანაზღაურების შესახებ (2009/384/EC)

ვადა: არ არის განსაზღვრული

2009 წლის 30 აპრილის ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლითაც შეივსო 2004/913/EC და 2005/162/EC რეკომენდაციები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართული აქციების ემიტენტი (ჩამოთვლილი) კომპანიების დირექტორთა ანაზღაურების რეჟიმის თაობაზე (2009/385/EC)

ვადა: არ არის განსაზღვრული

დანართი XXIX

მომხმარებელთა პოლიტიკა

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

პროდუქტის უსაფრთხოება

2001 წლის 3 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/95/EC დირექტივა პროდუქტის ზოგადი უსაფრთხოების შესახებ    

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან.

1987 წლის 25 ივნისის საბჭოს 87/357/EEC დირექტივა წევრ სახელმწიფოთა კანონების  დაახლოების შესახებ იმ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში  სხვა პროდუტებია  და საფრთხის ქვეშ აყენებენ   მომხმარებელთა ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

2009 წლის 17 მარტის ევროკომისიის 2009/251/EC გადაწყვეტილება, რომელიც წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს იმის უზრუნველყოფას, რომ ბიოციდის დიმეთილ ფუმარატის შემცველი პროდუქტები  არ იქნება განთავსებული ან ხელმისაწვდომი ბაზარზე

ამ გადაწყვეტილებისთვის ვადის შესახებ წინადადება წარედგინება ასოცირების საბჭოს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.

2006 წლის 11 მაისის ევროკომისიის 2006/502/EC გადაწყვეტილება რომელიც წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს მიიღონ ზომები და უზრუნველყონ, რომ ბაზარზე განთავსდეს მხოლოდ ბავშვისთვის უსაფრთხო,  დამცავი მექანიზმის მქონე  სანთებელები და აკრძალონ ბაზარზე ინოვაციური სანთებელების განთავსება.

ვადა: ამ გადაწყვეტილების დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

მარკეტინგი

1998 წლის 16 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 98/6/EC დირექტივა მომხმარებელთა დაცვის შესახებ მომხმარებელთათვის შეთავაზებული პროდუქტების ფასების მითითებისას

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2005 წლის 11 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/29/EC დირექტივა, შიდა ბაზარზე კომპანიასა და მომხმარებელს შორის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ („დირექტივა არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ”)

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2006 წლის 12 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2006/114/EC შეცდომაში შემყვანი და შედარებითი რეკლამის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

საკონტრაქტო სამართალი

1999 წლის 25 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/44/EC დირექტივა სამომხმარებლო საქონლის გაყიდვისა და მასთან დაკავშირებული გარანტიების  ზოგიერთი ასპექტის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1993 წლის 5 აპრილის  საბჭოს 93/13/EEC დირექტივა მომხმარებელთა კონტრაქტებში არასამართლიანი პირობების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1997 წლის 20 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 97/7/EC მომხმარებელთა დაცვის შესახებ დისტანციურ კონტრაქტებთან მიმართებით

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1985 წლის 20 დეკემბრის საბჭოს 85/577/EEC დირექტივა მომხმარებელთა დაცვის შესახებ ბიზნეს ოფისიდან დაშორებით მოლაპარაკებულ კონტრაქტებთან მიმართებით 

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1990 წლის 13 ივნისის საბჭოს 90/314/EEC დირექტივა მოგზაურობის, არდადეგებისა და ტურების პაკეტების შესახებ   

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2009 წლის 14 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/122/EC დირექტივა  მომხმარებელთა დაცვის შესახებ დროის წილობრივი განაწილების გრძელვადიანი არდადეგების, გადაყიდვისა და გაცვლის კონტრაქტების ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით.

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

ფინანსური მომსახურება

2002 წლის 23 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/65/EC დირექტივა მომხმარებლის ფინანსური მომსახურების დისტანციური მარკეტინგის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

სამომხმარებლო კრედიტი

2008 წლის 23 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/48/EC დირექტივა  მომხმარებელთა საკრედიტო შეთანხმებების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

კომპენსაცია

1998 წლის 30 მარტის ევროკომისიის რეკომენდაცია სამომხმარებლო დავების სასამართლოს გარეთ გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიმართ გამოყენებული პრინციპების შესახებ   (98/257/EC) 

ვადა: არ არის განსაზღვრული

2001 წლის 4 აპრილის ევროკომისიის რეკომენდაცია სამომხმარებლო დავების კონსენსუსის შედეგად გადაწყვეტაში ჩართული არასასამართლო ორგანოების პრინციპების შესახებ (2001/310/EC)

ვადა: არ არის განსაზღვრული

აღსრულება

1998 წლის 19 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 98/27/EC დირექტივა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული  მითითებების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

მომხმარებლის დაცვის სფეროში თანამშრომლობა

2004 წლის 27 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 2006/2004 რეგულაცია მომხმარებლის დაცვის შესახებ კანონების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ეროვნულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ (რეგულაცია მომხმარებლის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ)

საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება მოხდება ამ რეგულაციის მხოლოდ შემდეგ მუხლებთან:

  • მუხლი 3(c); 4(3)-დან (7)-მდე; 13(3); და 13(4). 
ვადა: ამ რეგულაციის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

დანართი XXX

დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

შრომის სამართალი

1991 წლის 14 ოქტომბრის საბჭოს 91/533/EEC დირექტივა  შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან დასაქმებასთან დაკავშირებული ურთიერთობების შესახებ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა ინფორმირების ვალდებულების შესახებ

ვადა: ამ  დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

1999 წლის 28 ივნისის საბჭოს 1999/70/EC დირექტივა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC), ევროპის მრეწველთა და დამსაქმებელთა კონფედერაციის კავშირისა (UNICE) და დამსაქმებელთა და საწარმოთა ევროპული ცენტრის (CEEP) მიერ გაფორმებული “ვადიანი სამუშაოს შესახებ” ჩარჩო შეთანხმების თაობაზე

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

1997 წლის 15 დეკემბრის საბჭოს 97/81/EC დირექტივა ევროპის მრეწველთა და დამსაქმებელთა კონფედერაციის კავშირის (UNICE), დამსაქმებელთა და საწარმოთა ევროპული ცენტრისა (CEEP) და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) მიერ გაფორმებული “ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს შესახებ” ჩარჩო შეთანხმების თაობაზე - დანართი: ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს შესახებ” ჩარჩო შეთანხმება

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

1991 წლის 25 ივნისის საბჭოს 91/383/EEC დირექტივა, რომელიც ავსებს ფიქსირებული ვადით  ან დროებით დასაქმებულ   მუშაკთა  უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელის შემწყობ ზომებს

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

1998 წლის 20 ივლისის საბჭოს 98/59/EC დირექტივა სამსახურიდან კოლექტიური გათავისუფლების შესახებ წევრ სახელმწიფოთა კანონების დაახლოების თაობაზე

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2001 წლის 12 მარტის საბჭოს 2001/23/EC დირექტივა საწარმოებისა და ბიზნესების სრული ან ნაწილობრივი გასხვისების  შემთხვევაში დასაქმებულთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოთა კანონების დაახლოების თაობაზე 

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2002 წლის 11 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/14/EC დირექტივა, რომელიც აყალიბებს ზოგად სტრუქტურას ევროპის თანამეგობრობაში   დასაქმებულთა ინფორმირებისა და მათთვის კონსულტაციების გაწევის მიზნით – ევროპარლამენტის, საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი დეკლარაცია  დასაქმებულთა წარმომადგენლობის შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

2003 წლის 4 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/88/EC დირექტივა სამუშაო დროის ორგანიზების გარკვეული ასპექტების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

დისკრიმინაციის აკრძალვა და გენდერული თანასწორობა

2000 წლის 29 ივნისის საბჭოს 2000/43/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივა, რომელიც დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით აყალიბებს თანაბარი მოპყრობის ზოგად სტრუქტურას

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

2006 წლის 5 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/54/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებისა და საქმიანობის საკითხებთან მიმართებით მამაკაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

2004 წლის 13 დეკემბრის საბჭოს 2004/113/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობასა და მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით მამაკაცისა და ქალის თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

1992 წლის 19 ოქტომბრის საბჭოს 92/85/EEC დირექტივა, რომელიც ეხება ორსულ, ახალნამშობიარევ და მეძუძურ მუშაკთათვის შრომის უსაფრთხო პირობებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღებას (მე–10 ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში) 

ვადა: 92/85/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

1978 წლის 19 დეკემბრის საბჭოს 79/7/EEC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური უსაფრთხოების საკითხებზე მამაკაცისა და ქალის თანაბარი მოპყრობის პრინციპების განხორციელებას

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1989 წლის 30 ნოემბრის საბჭოს 89/654/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე (პირველი ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში)  

ვადა: ახალი სამუშაო ადგილებისთვის, 89/654/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში, ამ დირექტივის II დანართში მოცემული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების ჩათვლით.

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის არსებული სამუშაო ადგილებისთვის, ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის განმავლობაში ამ დირექტივის II დანართში მოცემული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების ჩათვლით.

2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/104/EC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე (მეორე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში - 89/655/EEC დირექტივის კოდიფიკაცია, რომელიც შესწორდა 95/63/EC და 2001/45/EC დირექტივებით)

ვადა: ახალი სამუშაო ადგილებისთვის, 2009/104/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში, ამ დირექტივის II დანართში მოცემული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების ჩათვლით.

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის არსებული სამუშაო ადგილებისთვის, დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის განმავლობაში, ამ დირექტივის I  დანართში მოცემული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების ჩათვლით.

1989 წლის 30 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური დამცავი  აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მესამე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში)

ვადა: 89/656/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/57/EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ (მერვე ინდივიდუალური დირექტივა  89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში)

ვადა: 92/57/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

2009 წლის 30 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2009/148/EC სამუშაოზე აზბესტის ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან მუშაკთა დაცვის თაობაზე

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

2004 წლის 29 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/37/EC დირექტივა სამუშაოზე კანცეროგენებისა და მუტაგენების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან მუშაკთა დაცვის თაობაზე (მეექვსე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში)  

ვადა: 2004/37/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

2000 წლის 18 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/54/EC დირექტივა სამუშაოზე ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისგან მუშაკთა დაცვის თაობაზე (მეშვიდე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში

ვადა: 2000/54/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

1990 წლის 29 მაისის საბჭოს დირექტივა 90/270/EEC მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში)   

ვადა: 90/270/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/58/EEC დირექტივა სამუშაოზე უსაფრთხოებასა და/ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეცხრე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში)

ვადა: 92/58/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

1992 წლის 3 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 92/91/EEC ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისთვის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე (მეთერთმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში)          

ვადა: ახალი სამუშაო ადგილებისთვის, 92/91/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის არსებული სამუშაო ადგილებისთვის, დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში, ამ დირექტივის დანართში მოცემული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების ჩათვლით.

1992 წლის 3 დეკემბრის საბჭოს დირექტივა 92/104/EEC ზედაპირზე და მიწის ქვეშ მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისთვის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე (მეთორმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში)  

ვადა: ახალი სამუშაო ადგილებისთვის, 92/104/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის არსებული სამუშაო ადგილებისთვის, დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის განმავლობაში, ამ დირექტივის დანართში მოცემული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების ჩათვლით.

1998 წლის 7 აპრილის საბჭოს დირექტივა 98/24/EC სამუშაოზე ქიმიურ აგენტებთან დაკავშირებული რისკებისგან მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ (მეთოთხმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში)   

ვადა: 98/24/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

1999 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 1999/92/EC ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით მინიმალური მოთხოვენების შესახებ (მეთხუთმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში) 

ვადა: 1999/92/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

2002 წლის 25 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/44/EC დირექტივა მუშაკთა ფიზიკური აგენტებისგან (ვიბრაცია) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეთექვსმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში)  

ვადა: 2002/44/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის ვადაში.

2003 წლის 6 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/10/EC დირექტივა მუშაკთა ფიზიკური აგენტებით (ხმაური) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეჩვიდმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში)    

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

2004 წლის 29 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/40/EC დირექტივა მუშაკთა ფიზიკური აგენტებით  (ელექტრომაგნიტური ველი) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეთვრამეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში)

ვადა: 2004/40/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

2006 წლის 5 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2006/25/EC მუშაკთა ფიზიკური აგენტებით  (ხელოვნური ოპტიკური რადიაცია) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეცხრამეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში)    

ვადა: 2006/25/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

1993 წლის 23 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 93/103/EC თევზჭერისთვის განკუთვნილი გემებზე  მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეცამეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში) 

ვადა: 93/103/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

1992 წლის 31 მარტის საბჭოს დირექტივა 92/29/EEC გემებზე  გაუმჯობესებული სამედიცინო მკურნალობის მიზნით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

1990 წლის 29 მაისის საბჭოს 90/269/EEC დირექტივა ტვირთის ხელით აწევის დროს, მუშაკთა მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების საფრთხის არსებობის პირობებში, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მე-4 ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მუხლის 16(1) კონტექსტში)

ვადა: 90/269/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის ვადაში.

1991 წლის 29 მაისის ევროკომისიის 91/322/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისგან მუშაკთა დაცვის შესახებ საბჭოს 80/1107/EEC დირექტივის იმპლემენტაციის მეშვეობით  ზღვრული  ინდიკატიური მაჩვენებლების განსაზღვრის თაობაზე.

ვადა: 91/322/EEC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

2000 წლის 8 ივნისის ევროკომისიის 2000/39/EC დირექტივა, რომლითაც ფორმირდება დასაქმების სახეობის მიხედვით მავნე ზეგავლენის ზღვრული  ინდიკატიური მაჩვენებლების  პირველი სია,  სამუშაოზე ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისგან მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ საბჭოს 98/24/EC დირექტივის იმპლემენტაციის მიზნით 

ვადა: 2000/39/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

2006 წლის 7 თებერვლის ევროკომისიის დირექტივა 2006/15/EC, რომლითაც ფორმირდება დასაქმების სახეობის მიხედვით მავნე ზეგავლენის ზღვრული  ინდიკატიური მაჩვენებლების  მეორე სია,  საბჭოს 98/24/EC დირექტივის იმპლემენტაციის მიზნით 

ვადა: 2006/15/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

2009 წლის 17 დეკემბრის ევროკომისიის დირექტივა 2009/161/EU, რომლითაც ფორმირდება დასაქმების სახეობის მიხედვით მავნე ზეგავლენის  ზღვრული ინდიკატიური მაჩვენებლების  მესამე სია, საბჭოს 98/24/EC დირექტივის იმპლემენტაციის მიზნით 

ვადა: 2009/161/EU დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

2010 წლის 10 მაისის საბჭოს დირექტივა 2010/32/EU, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ჰოსპიტალურ და ჯანდაცვის სფეროს დამსაქმებელთა ასოციაციისა (HOSPEEM) და საჯარო სამსახურის კავშირების ევროპული ფედერაციის (EPSU) მიერ გაფორმებულ ჰოსპიტალურ და ჯანდაცვის სექტორში ბასრი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას დაზიანებების თავიდან აცილების შესახებ ჩარჩო შეთანხმების იმპლემენტაციას 

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ცხრა წლის ვადაში.

დანართი XXXI

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

თამბაქო

2001 წლის 5 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/37/EC დირექტივა თამბაქოს პროდუქტების წარმოების, პრეზენტაციისა და რეალიზაციის თაობაზე წევრ სახელმწიფოთა კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების შესახებ   

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში.

2003 წლის 26 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/33/EC დირექტივა თამბაქოს პროდუქტების რეკლამირებასა და სპონსორობასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფთა კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების შესახებ 

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

2002 წლის 2 დეკემბრის საბჭოს რეკომენდაცია თამბაქოს მოწევის პრევენციისა და თამბაქოს კონტროლის სრულყოფასთან დაკავშირებული ინიციატივების შესახებ (N 2003/54/EC)

ვადა: არ არის განსაზღვრული

2009 წლის 30 ნოემბრის საბჭოს რეკომენდაცია თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შესახებ (2009/C 296/02)

ვადა: არ არის განსაზღვრული

გადამდები დაავადებები

1998 წლის 24 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 2119/98/EC გადაწყვეტილება, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და გადამდებ დაავადებათა კონტროლის მიზნით  ევროპულ თანამეგობრობაში ქსელის შექმნის თაობაზე

ვადა: ამ გადაწყვეტილების დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

1999 წლის 22 დეკემბრის ევროკომისიის 2000/96/EC გადაწყვეტილება ევროპული თანამეგობრობის ქსელის მიერ გადამდებ დაავადებათა მზარდი დაფარვის შესახებ  ევროპარლამენტისა და საბჭოს N 2119/98/EC გადაწყვეტილების შესაბამისად

ვადა: 2000/96/EC გადაწყვეტილების დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

2002 წლის 19 მარტის ევროკომისიის 2002/253/EC გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტისა და საბჭოს N 2119/98/EC გადაწყვეტილების შესაბამისად, იძლევა შემთხვევათა განმარტებებს ევროპული თანამეგობრობის ქსელისთვის გადამდებ დაავადებათა თაობაზე შესახებ ანგარიშების წარდგენის შესახებ

ვადა: 2002/253/EC გადაწყვეტილების დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში.

1999 წლის 22 დეკემბრის ევროკომისიის 2000/57/EC გადაწყვეტილება, ევროპარლამენტისა და საბჭოს N 2119/98/EC გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისათვის ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემის შესახებ  

ვადა: 2000/57/EC გადაწყვეტილების დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში.

სისხლი

2003 წლის 27 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2004 წლის 22 მარტის ევროკომისიის 2004/33/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ეხება სისხლისა და სისხლის კომპონენტების ზოგიერთ ტექნიკურ მოთხოვნას 

ვადა: 2004/33/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2005 წლის 30 სექტემბრის ევროკომისიის 2005/62/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ეხება სისხლის დაწესებულებებისათვის ხარისხის სისტემასთან დაკავშირებულ გაერთიანების სტანდარტებსა და სპეციფიკაციებს. 

ვადა: 2005/62/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2005 წლის 30 სექტემბრის ევროკომისიის 2005/61/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ეხება მიკვლევადობის მოთხოვნებსა და შეტყობინებებს სერიოზული არასასურველი რეაქციებისა და შემთხვევების შესახებ. 

ვადა: 2005/61/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

ორგანოები, ქსოვილები და უჯრედები

2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების  ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს 

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2006 წლის 8 თებერვლის ევროკომისიის 2006/17/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ეხება ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების  და ტესტირების გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს 

ვადა: 2006/17/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2006 წლის 24 ოქტომბრის ევროკომისიის 2006/86/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ეხება მიკვლევადობის მოთხოვნებსა და შეტყობინებებს სერიოზული არასასურველი რეაქციებისა და შემთხვევების შესახებ და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების კოდირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების  გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს 

ვადა: 2006/86/EC დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

2010 წლის 7 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/53/EC დირექტივა ტრანსპლანტაციისათვის გამიზნული ადამიანის ორგანოთა ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ

ვადა: ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში.

ფსიქიკური ჯანმრთელობა – ნარკოტიკზე დამოკიდებულება 

2003 წლის 18 ივნისის საბჭოს რეკომენდაცია ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პრევენციისა და შემცირების შესახებ (2003/488/EC)

ვადა: არ არის განსაზღვრული

ალკოჰოლი

2001 წლის 5 ივნისის საბჭოს რეკომენდაცია ახალგაზრდების, კერძოდ, კი ბავშვებისა და მოზარდების მიერ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შესახებ  (2001/458/EC)

ვადა: არ არის განსაზღვრული

კიბო

2003 წლის 2 დეკემბრის საბჭოს რეკომენდაცია კიბოს სკრინინგის შესახებ   (2003/878/EC)

ვადა: არ არის განსაზღვრული

ტრავმის პრევენცია და უსაფრთხოების ხელშეწყობა

2007 წლის 31 მაისის საბჭოს რეკომენდაცია  ტრავმის პრევენციისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის შესახებ (2007/C 164/01)

ვადა: არ არის განსაზღვრული

დანართი XXXII

განათლება, მომზადება და ახალგაზრდობა

2004 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს გადაწყვეტილება N 2241/2004/EC კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების გამჭვირვალობისთვის გაერთიანების ერთიანი ჩარჩოს შესახებ (Europass)

1998 წლის 24 სექტემბრის საბჭოს რეკომენდაცია უმაღლესი განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფისთვის ევროპული თანამშრომლობის შესახებ (N 98/561/EC)

2006 წლის 15 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაცია უმაღლესი განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფისთვის შემდგომი ევროპული თანამშრომლობის შესახებ (2006/143/EC)

2006 წლის 18 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაცია მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ძირითად უნარებზე   (2006/962/EEC)

2008 წლის 23 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაცია მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული  ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე  (2008/C111/01)

2009 წლის 18 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაცია პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისთვის (ECVET) „კრედიტების ევროპული სისტემის“ ჩამოყალიბების შესახებ  (2009/C 155/02)

2009 წლის 18 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაცია  პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისთვის ხარისხის უზრუნველყოფის დამოწმების ევროპული ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ  (2009/C 155/01)

დანართი XXXIII

თანამშრომლობა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EU დირექტივა აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებითა ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა)   

ვადა: ამ დირექტივის ეს დებულებები უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში  , გარდა დირექტივის 23-ე მუხლისა, რომელიც შესრულდება ხუთი წლის ვადაში.

დანართი XXXIV

დებულებები თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ

საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

1995 წლის 26 ივლისის ევროკავშირის კონვენცია “ევროპის გაერთიანებების ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ”;

გამოიყენება ამ კონვენციის შემდეგი დებულებები:

  • მუხლი 1 – ზოგადი დებულებები, განმარტებები
  • მუხლი 2 (1) აუცილებელი ზომების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველ მუხლში მითითებული ქმედება, ან პირველი მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა, მისი წაქეზება ან ჩადენის მცდელობა, დაექვემდებარება  ეფექტიან, თანაზომად და გადარწმუნებით სისხლისსამართლებრივ სასჯელს.
  • მუხლი 3 – ბიზნესის ხელმძღვანელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.  
ვადა: ამ კონვენციის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

“ევროპის გაერთიანებების ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ” კონვენციის ოქმი;

გამოიყენება ამ ოქმის შემდეგი დებულებები:

  • მუხლი 1 (1) (c) და 1 (2) - შესაბამისი განმარტებები
  • მუხლი 2 - პასიური კორუფცია
  • მუხლი 3 - აქტიური კორუფცია
  • მუხლი 5 (1) - აუცილებელი ზომების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მე-2 და მე-3 მუხლებში მითითებული ქმედება, ან ამ ქმედებაში მონაწილეობა, მისი წაქეზება ან ჩადენის მცდელობა, დაექვემდებარება  ეფექტიან, თანაზომად და გადამარწმუნებელ სისხლისსამართლებრივ სასჯელს.  
  • მუხლი 7 - იმდენად, რამდენადაც იგი ეხება კონვენციის მე-3 მუხლს. 
ვადა: ამ ოქმის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.

 “ევროპის გაერთიანებების ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ” კონვენციის მეორე ოქმი;

გამოიყენება ამ ოქმის შემდეგი დებულებები:

  • მუხლი 1 - განმარტებები
  • მუხლი 2 – ფულის გათეთრება
  • მუხლი 3 – იურიდიული პირების პასუხისმგებლობა
  • მუხლი 4 – იურიდიულ პირთათვის დაწესებული სანქციები
  • მუხლი 12 - იმდენად, რამდენადაც იგი ეხება კონვენციის მე-3 მუხლს. 
ვადა: ამ ოქმის ეს დებულებები უნდა შესრულდეს  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში.